ეს სიმღერა პირველად ვინილის გრამფირფიტიდან მოვისმინე. ჩემი ბიძაშვილის ფირფიტა იყო. საბჭოთა კავშირში გამოცემული. ზედ ეწერა: 20 საუკეთესო სიმღერა. ვია “მამას ენდ პაპას”. ჯონ ფილიფსი. მიშელ გილიამი. დენის დოერთი. ქეს ელიოთი.
ახლაც არ ვიცი, რა ეტაკა აწუკვე შორეული 1978 წლის იმ მშვენიერ დღეს საბჭოთა გრამჩამწერ სტუდია “მელოდიას”, მაგრამ კობზონის, ლეშჩენკოს, ზიკინასა და პუგაჩოვას ფირფიტებს შორის, რატომღაც, ამერიკული ჯგუფის The Mamas and the Papas-ის ორმაგი ალბომიც ჩააფინა.
ამ ჯგუფზე წარმოდგენაც არ მქონდა. ძალიან კი მომეწონა. მეტადრე ხომ Dream a Little. შემდეგ, ერთხელაც იყო და, რომელიღაც სოცქვეყნის (მგონი – პოლონეთის) რომელიღაც ჟურნალში სტატია და მათი ფოტოც ვნახე. წაკითხვით ენა არ მესმოდა და ვერ წავიკითხავდი, ფოტოს კი დავაკვირდი და “მამილოები და დედილოები” ბიძა კაცები და დამა ქალები კიარა, ოთხი მოჰიპო, გაბურძგნული ახალგაზრდა აღმოჩნდა. ორი ბიჭი და ორი გოგო. ერთი ძალიან ლამაზი გოგო და მეორე – ძალიან მსუქანი გოგო.
მაშინ ვიფიქრე ჩემთვის, რომ სწორედ ეს ლამაზი გოგო ასრულებდა Dream a Little-ს. აბა სხვა ვინ? ის მსუქანი ხომ არა. ჰოდა, კაი ხანი ვიცხოვრე ასე, სიცრუეში… მერე საბჭოთა კავშირიც დაინგრა როგორც იქნა და ინტერნეტით, იუთუბითა და მუსიკალური საიტებით ჭეშმარიტებასაც აეხადა ფარდა – რა თქმა უნდა, მსუქანი გოგო ჯგუფში იყო იმიტომ, რომ კარგად მღეროდა და ლამაზი გოგო ჯგუფში იყო იმიტომ… იმიტომ რომ ლამაზი იყო. და კიდევ იმიტომ, რომ ჯგუფის ლიდერს გაჰყვა ცოლად. 🙂 სე ლა ვი, როგორც ამბობენ პარიზში… ჰო, ხანგამოშვებით სიმღერების შეთხზვაშიც მონაწილეობდა. არ ვიცი, რამდენად ფასეული იყო მისი წვლილი – მითითებული კია მეუღლის თანაავტორად.
გავიგე ისიც, რომ Dream a Little Dream of Me ძალიან ძველი სიმღერაა. 30-იანებიდან მოდის და ვინ აღარ შეასრულა, მაგრამ სწორედ Mamas & Papas-ის წყალობით გახდა ასეთი პოპულარული. ქეს ელიოთის (Cass Elliot), აი, იმ მსუქანი “დედიკოს” არაჩვეულებრივი, ვნებიანი და ეროტიული შესრულების წყალობით. არც ელა ფიცჯერალდის. არც ლუი არმსთრონგის. არც ნათ ქინგ ქოულის. ყველა სხვა შესრულება ფერმკრთალდება ელიოთის შესრულების გვერდით.
დღესაც, თუ კიდევ ვინმე იხსენებს Mamas & Papas-ს ისევ და ისევ Dream a Little-ის გამო. თუ სადმე ჟღერს მათი კომპოზიციები, პირველ ყოვლისა – Dream a Little. სხვა კარგი სიმღერებიც აქვთ. რაც მოასწრეს. 5 ალბომი ჩაწერეს და სულ 4 წელი იყვნენ ერთად 1964-1968-მდე. 71-ში ხელახლა სცადეს შეკრება, მაგრამ, როგორც ვიცით, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა ჭირს.
ქეს ელიოთი 1974 წელს გარდაიცვალა. 32 წლის იყო მხოლოდ.
ჯონ ფილიფსი – 2001 წელს.
დენი დოერთი – 2007-ში.
ჯგუფის ერთადერთი ცოცხალი წევრი მიშელ ფილიფსია. ის, ძალიან ლამაზი გოგო. 70 წელს მიუკაკუნა და…
აქ შემეძლო დამეწერა, რომ მიშელის სილამაზე წარმავალია და ქესის ხმა კი – უკვდავი. მაგრამ არ დავწერ. იმიტომ რომ მომეწყინა რაღაც.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ვუსმენ… ჟრუანტელის თანხლებით.
სეუდარებელია, ლევან! მადლობა ამისთვის
LikeLike
არ თქვა ახლა, რომ მოსმენილი არ გქონდა 🙂
უამრავ ფილმშია გამოყენებული და რადიოებიც ხშირად ატრიალებენ ჩვენთან 🙂
LikeLike
ვერსიას ვერ ვცნობ, ლევან. შეიძლება, მომისმენია კიდეც ქესის შესრულებით და არ მიმიქცევია ყურადღება…
LikeLike
შენ მოგეწყინა და მე გამეცინა 🙂
მეც მქონდა ეგ ვინილი. ეტყობა ცენზურამ მიიჩნია რომ უწყინარი მუსიკა იყო და გამოსცეს. როკენროლი რომ არ იყო მაგის გამო. ასე ვიცი, რომ ბიტლების გამოშვებასაც აპირებდნენ და როლინგებისაც კი, მაგრამ მანდ დაბლოკა ზემდგომმა ამხანაგმა. რავი კაგებე ან სუსლოვმა ალბათ. მაგრამ შიგადაშიგ რაღაც დასავლურ ალბომებს უშვებდნენ მაინც. და კრუგაზორი რომ იყო, ხომ გახსოვს მანდაც ხშირად იყო კარგი ჯგუფები მართლა.
პოსტი კიდე მაგარი იყო ძაან. 🙂
LikeLike
კრუგაზორი მაგ პონტში ძაან მაგარი რამე იყო. 🙂
ისე, ბიტლები პატარა ფირფიტებზე გამოსულა. მაგრამ ახლა წლები არ ვიცი. მერე უკვე გორბაჩოვის დროს იყო ორი დიდი ალბომი რომ გამოვიდა – Hard Days Night და Taste of Honey მერე მაქართნის Снова в СССР. მაგრამ აი მანამდე პატრა ფირფიტებზე იყო რინგოც გამოვიდა და ლენონიც იყო და ბიტლებიც. ეგ ფირფიტები მქონდა. 🙂
LikeLike
არაჩვეულებრივია.
სიმღერაც არაჩვეულებრივია და პოსტიც!
LikeLike
სიმღერა მოსმენილი მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი ვინ ასრულებდა.
LikeLike
ღმერთო, როგორ ვგიჟდები ამ შესრულებაზე…
ეს სიმღერა მიყვარს უზომოდ და უსაშველოდ და არ მბეზრდება არასდროს. ამათი შესრულება ხომ საერთოდ ულამაზესია. რა გასაკვირია, რომ მშვენიერი მიშელის ნამღერი გეგონა :))) ლოგიკურია ასე გეფიქრა, იმიტომ რომ მეც ასე ვფიქრობდი ყოველთვის :))
მოდი ამ სიმღერის შესრულების ჩემს კიდევ ერთ საყვარელ ვარიანტსაც დაგიდებ ბარემ..
LikeLike
კარო ემერალდიც მღერის. 😉 სხვანაირად.
LikeLike
ვიცოდი ეს სიმღერა, მარგამ ვისი იყო ნამდვილად არ ვიცოდი. ისე მართლაც ლამააზი გოგოა, მაგრამ არც ისე ხშირია ნიჭისა და სილამაზის თანხვედრა.
LikeLike
მანდ სიმღერის ტექსტსაც ჰქონდა გავლენა, ალბათ 🙂 დაიძნე და დაგესიზმრებიო რომ მღერის :))
LikeLike
ჰო ალბათ. :))
LikeLike
კარგი სიმღერაა მართლაც. დიდი ხნის წინ მოვისმინე პირველად და არ ვიცოდი ვინ ასრულებდა და სპეციალურად ვეძებე მერე. ელიოტი მერეც ასრულებდა ამ სიმღერას ჯგუფი რომ დაიშალა და სოლო ალბომებშიც აქვს შეტანილი. მაგისი ხმა და შესრულების მანერა უხდება ძაან და მართლა მაგარი გამოუვიდა. 🙂
LikeLike
შენნაერი კაცების ბრალია ზუსტად, ესტრადა რომ გაივსო უხმო, უნიჭო, ტუპოი სექს-ბომბებით 🙂
LikeLike
ვინაა უნიჭო? ჯეი ლო? შაკირა? თუ ფერჯი?
აბა ბრითნი სფირსი არც მე მევასება 🙂
LikeLike
თვალზე ცრემლი მომადგა 😦
LikeLike
ეს სიმღერა მგონი ყველა შესრულებით მომწონს. არა, უბრალოდ სიმღერა მიყვარს 🙂
LikeLike