შაბათის პოსტი
ერთხელ სტალინს სთივ ჯობსი წარუდგინეს – გამომგონებელია, ამერიკიდანო.
– აბა, რა გამოიგონე, ამხანაგო, – ჰკითხა სტალინმა.
– აიფონი გამოვიგონე ამხანაგო სტალინ, – უპასუხა ჯობსმა, – თქვენებურად ტელეფონია, მაგრამ ძალიან ნავაროჩენია.
– მაჩვენე, ერთი.
– აი, ნახეთ, ამხანაგო სტალინ, აიფონი თავად იმახსოვრებს ტელეფონის ნომრებსა და მისამართებს და თქვენ თავის შეწუხება აღარ გჭირდებათ. აიფონით შეხვალთ “ფეისბუქში” – ეგ სოციალური ქსელია ეგეთი, სადაც ყველა თქვენი მეგობარი გყავთ ჯგუფში, აი – ბერია, კალინინი, მოლოტოვი, ტროცკი…
– რა ტროცკი, კაცო! ეგ სადაური ჩემი მეგობარია?! – გაუკვირდა სტალინს.
– მაშინ, ამხანაგო სტალინ, დაადებთ ტროცკის თითს – ამოხტება მენიუ, აირჩევთ “წაშლას” და მორჩა – ტროცკი აღარაა თქვენს მეგობრებში.
– აღარც ცოცხლებშია, – ჩაილაპარაკა სტალინმა.
– აიფონით, ამხანაგო სტალინ, შეგიძლიათ, გაეცნოთ დღევანდელ პრესას – მაგალითად, აგერ გაზეთი პრავდა წერს, რომ ხუთწლედი 3 წელიწადში შესრულებულა, “თაიმსი” კი ჩერჩილის სიტყვას აქვეყნებს… შეგიძლიათ, შეხვიდეთ “იუთუბზე” და დღის რეიტინგულ ვიდეოებს უყუროთ… ნახეთ, ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ქორწილი აუტვირთიათ – შეგიძლიათ, დაულაიქოთ… აგერ, მუსიკაა ჩატვირთული და მოუსმენთ თავისუფალი დრო რომ გექნებათ, ან თამაშებია კიდევ… მაგალითად, “ენგრი ბერია” – ყველაზე მოდური თამაშია დღეს… შეგიძლიათ “ფორსქვერზე” შეიხედოთ და ნახოთ ვინ არის ახლა კრემლში ან თავად თქვენ დაჩექინდეთ, აი, ასე – “ამხანაგი სტალინი თავის კაბინეტშია”… კიდევ ამინდს გიჩვენებთ მთელს მსოფლიოში. ნახეთ, ვლადივოსტოკში მინუს 10 გრადუსია, პარიზში – პლიუს 4, მოსკოვში ხვალ თოვლია მოსალოდნელი და ჩრდილო-დასავლეთის ქარი… აიფონს აქვს კამერა, შეგიძლიათ ფოტო გადაიღოთ ან ვიდეო და “ინსთაგრამზე” ატვირთოთ ან გადაუგზავნოთ მეგობარს… თქვენს მაგიდაზე მაგ ჯაბახანა ტელეფონს რომ ვუყურებ, ამხანაგო სტალინ… არ გეკადრებათ ეგეთი ტელეფონი, თქვენნაირ კაცს აიფონი უნდა ჰქონდეს… აიფონს კიდევ სხვა ბევრი ფუნქციაც აქვს, მაგალითად…
– საკმარისია, ამხანაგო, საკმარისია, – გააჩერა სტალინმა, – თქვენი სახელი შემახსენეთ…
– ჯობსი, ამხანაგო სტალინ.
– ჰოდა, ასე გეტყვი, ამხანაგო ჯობს – ეს ჩემი ძველი ტელეფონი, მაგიდაზე, მართლაც ჯაბახანაა, არც ფეისბუქი აქვს, არც გაზეთებს კითხულობს და ვერც ფოტოებს იღებს, მაგრამ რომ ავიღებ ახლა ყურმილს, მთელი მსოფლიო ყურებზე დადგება… ასე რომ, დაიხსომეთ, ამხანაგო ჯობს, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ნავაროჩენი ტელეფონი გაქვთ, მთავარი ისაა, ვის მიაქვს ყურთან!…
თქვა ეს სტალინმა და ხელით ანიშნა დაცვას – გაიყვანეთო.
გაიყვანეს.
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
Super!
LikeLike
ფანტასტიური ფელეტონი იყო! 🙂
კარგად ამცინა და ამსიამოვნა. მადლობა 🙂
LikeLike
რაა კაცო ეს? :დ
LikeLike
წლისთავია დღეს 🙂
LikeLike
ფაქტიურად სტალინის ძალმოსილების ქება–დიდება გამოგივიდა.
მე რა, მაგრამ ვირაც ახსენებს სტოკჰოლმის სინდრომს და იძახე მერე––არ ვარ მე ის კაციო
LikeLike
ერთხელ სტალინმა დაიბარა გორკი და უთხრა:
– ამხანაგო გორკი, თქვენ დაწერილი გაქვთ რომანი “დედა”, რომელიც მოეწონა პროლეტარიატს, მაგრამ არ მოეწონა ინტელიგენციას. ახლა თქვენ დაწერთ რომან “მამას”, რომელიც მოეწონება ინტელიგენციასაც და პროლეტარიატსაც.
– ვცდი, ამხანაგო სტალინ.
– სცადეთ, ამხანაგო გორკი, სცადეთ, попытка не пытка, как любит говорить товарищ Берия.
მეც ბლოგის აუდიტორიას ვაფართოებ. 🙂 დაე, სტალინისტებმაც წამიკითხონ.
LikeLike
ლოლ )))
LikeLike
როგორი საინტერესო ტანდემია: ) ამხანაგო ჯობს<3
"მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ნავაროჩენი ტელეფონი გაქვთ, მთავარი ისაა, ვის მიაქვს ყურთან!…"
LikeLike
კარგი იყო ))) ტროცკიზე მშვენიერი და ენგრი ბერია ხომ საერთოდ. ))
LikeLike
მშვენიერია, განსაკუთრებით ბოლო სიტყვები მომეწონა :))
LikeLike
ძალიან, ძალიან მაგარი ხარ!
““ენგრი ბერია” – ყველაზე მოდური თამაშია დღეს” <– ამან დაგლიჯა 😀
LikeLike
:))))) superrr.
ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და ასე გემრიელად თუ ვიცინებდი არ მეგონა ნამდვილად…
მაგრად გავხალისდი.
შაბათის პოსტი ❤
LikeLike
მაგარი პოსტია. მზა სცენარია რაიმე სკეჩის გადასაღები. )))
ჯობსის გარდაცვალების დღეა არა დღეს 🙂
LikeLike
ბოლო სამი პოსტი ერთიმეორეზე უკეთესია! ❤
LikeLike
მგონი შაბათობით ვპოსტო მარტო, ის ჯობს. 🙂
არა, ჯობს? 🙂
LikeLike
ნავაროჩენი ტელეფონის თაობაზე ვეთანხმები სტალინს…კარგი იყო,გავმხიარულდი დილიდან…
LikeLike
მე მეგონა ბოლოს ლუმიას დააძრობდა სტალინი ;)))
LikeLike
ეგ სერიიდან: მე რომ სტალინი ვყოფილიყავი 🙂
LikeLike
ახლა წავუკითხე ირაკლის :))))
გადა(ვ)იკითხეთ ბუმბერაზი ბლოგერები 🙂
ლორდ, ეს რაღაც მართლა ძაან მაგარი შეჰქმენი..
LikeLike
უკეთესებიც დამიწერია 🙂
LikeLike
აუუუუუ
რა მაგარიაააააააააააა
ბრავისიმო ლორდ
LikeLike
Kargi iko)))
LikeLike
ვაიმე, რა მაგრობა იყო :))))
LikeLike
well done 🙂
LikeLike
ვაიმე, ძალიან მაგარია ❤
LikeLike
ინსპირაცია კომედი კლაბი?
LikeLike
დისკუსია ფეისბუქზე აიფონ 5ს ვს. სამსუნგ გელექსი ნოუთი
LikeLike
ამ პოსტზე ვგიჟდები 🙂 ახლიდან გავხალისდი
LikeLike
ეჰ, ზერ ვოზ ა თაიმ, როცა მე ვწერდი ასეთ პოსტებს
LikeLike