როცა უნდა თქვა “არა!”

ამბოხის თეორია

1936 წლის 13 ივნისი. ჰამბურგი. Blohm + Voss გემთსაშენი ქარხანა. საწვრთნელი აფროსნის, August_Landmesserხომალდ Horst Wessel-ის საზეიმო ჩაშვება წყალში. მუშებს თვით ფიურერი მიმართავს სიტყვით. ჰაილ! ჰაილ! ჰაილ! და ერთი კაცი, ვინც დგას ათასებს შორის და მაინც მარტოა. დგას ცად აზიდულ ხელებს შორის და ხელები დაუკრეფია გულზე. დგას მოყვირალთა შორის და ჩუმადაა. მან თქვა არა, როდესაც ყველა გაჰკიოდა კი-ს. ავგუსტ ლანდმესერმა (August Landmesser). უბრალო მუშამ ჰამბურგის ქარხნიდან.

ის ერთი რიგითი გერმანელი იყო. მასაც სხვებსავით მოუკლა გული პირველ მსოფლიო ომში დამარცხებამ. მასაც დაენგრა ცხოვრება დანგრეულ და დაქცეულ იმპერიაში. არც მას ჰქონდა სამუშაო. მანაც დაკარგა მომავლის იმედი. შემდეგ გამოჩნდა ჰიტლერი და მანაც სხვებივით ირწმუნა მისი. ისიც გაწევრიანდა ნაცონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიაში. მანაც შეიბნია პიჯაკის საყელოზე სვასტიკა და გავიდა ქუჩაში მწყობრი ნაბიჯით. მანაც შეამჩნია, როგორ დაიწია ფასებმა და იგრძნო, როგორ მიეცა ფულს ძალა. მანაც იშოვნა სამუშაო, მიიღო ბინა, დაქორწინდა… შემდეგ მესამე რაიხში რასის სიწმინდის კანონი მიიღეს. ლანდმესერის მეუღლე კი ებრაელი იყო. მისი ქორწინება უკანონოდ გამოცხადდა, მაგრამ მან თქვა: “არა!”

ის პარტიიდან August, Irma, Ingrid, Irene Landmessersგარიცხეს. ხელი მოჰკიდა ოჯახს და 1937 წელს დანიაში სცადა გადასვლა, მაგრამ საზღვარზე დააკავეს. სასამართლომ ცოლთან ურთიერთობა აუკრძალა, მაგრამ ლანდმესერმა თქვა: “არა!” ის, მისი მეუღლე ირმა ეკლერი და ორი ქალიშვილი – ინგრიდი და ირენე ყველანი დააპატიმრეს. ირმა რავენსბრუკში გაამწესეს, სადაც სხვა ებრაელ პატიმრებთან ერთად დასაჯეს სიკვდილით. ავგუსტ ლანდმესერი კი 2,5 წლით შრომით ბატალიონში მოხვდა, შემდეგ წინა ხაზზე გააგზავნეს და ბალკანეთის ფრონტზე დაიღუპა 44-ში. ინგრიდი და ირენე ბავშვთა სახლში მოათავსეს. 1951 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგის სასამართლომ ავგუსტ ლანდმესერისა და ირმა ეკლერის ქორწინება კვლავ იურიდიული ძალის მქონედ აღიარა და შვილებმა მამის გვარი დაიბრუნეს. 1996 წელს ირენემ მოგონებების წიგნი გამოსცა საკუთარ თავზე, დაზე, დედაზე და მამაზე – ავგუტ ლანდმესერზე, ერთ უბრალო მუშაზე, რომელმაც გადაწყვიტა ეთქვა არა, მაშინ, როდესაც ყველა გაჰყვიროდა კი-ს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

August Landmesser: The Man Behind The Crossed Arms

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

18 thoughts on “როცა უნდა თქვა “არა!””

  1. პეკინში დემონსტრანტები რომ დახოცეს ტიან-ანმენის მოედანზე, არის ეგეთი ფოტო ტანკების კოლონა მოდის და წინ გადაუდგება ერთი ტიპი. ეგ ფოტო გამახსენდა
    http://www.dailymail.co.uk/news/article-2394544/Chinese-Cirque-du-Soleil-audience-shocked-banned-image-Tiananmen-Square-Tank-Man-shown.html

    Like

    1. კაია თუ კარგი გამოვიდა 🙂 იმიტომ რომ პატარა პოსტია, მაგრამ მართლა ბევრი ვიწვალე. არ მინდოდა რომ პათეტიკური ყოფილიყო ან ჰეროიკული. ამიტომ ვცვალე და ვშალე :)))

      Like

  2. ფოტოს რომ შევხედე, ნანახი მაქვს, მაგრამ ვინ იყო ზედ და მისი ისტორია არ ვიცოდი.
    ახლა მეცოდინება.

    Like

      1. თუ ლანჩზე დალევას გულსიხმობ, თუ გინდა ხვალვე ან ზეგ :).

        პ.ს. მართლა აშკარაა, რომ გამოიმუშავე სტილი და სცადე რა რაიმეს დაწერა (მოთხრობის)

        Like

      2. პარასკევი შესაფერისი დღეა მაგ საქმისთვის. დაგირეკავ აბა.

        სცადე რა რაიმეს დაწერა (მოთხრობის)

        მქონდა კაცო ეგ ეტაპი უკვე 🙂 და ბევრი ვერაფერი გამოვიდა.
        ტყუილად არა გჯერა შენ.
        აი, თაკოს აქვს წაკითხული და დამემოწმება. კითხე ეგერ.
        ასე მითხრა “ღლეობააო” და კაია თავი რომ დაანებეო.
        ჰოდა აგე ბლოგერობაც საქმეა.

        Like

  3. მაგარი ამბავია. სხვებიც იქნებოდნენ კიდევ ამ კაცის მსგავსი ბედის ადამიანები გერმანიაში.

    Like

  4. ძალიან კარგი პოსტია, გამორჩეულად კარგი. სტილიც ძაან ზუსტად მოერგო.
    შენ კიდევ საძაგელი ხარ რაა, ბექა არ დაუჯერო, ეგრე არ მითქვამს.
    ისე პოსტები მართლა უკეთესი აქვს 😉
    ლორდი სულით და ხორცით ბლოგერია ❤

    Like

    1. ვკითხე და ძველი ყოფილა ის მოთხრობა. ხოდა დაწეროს ახალი ეხლა არის გასული შემოქმედებით სიმაღლეებზე

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: