How-To: სახლი ღრუბლებში

იყო დრო, ადამიანები ღრუბლებისკენ მიისწრაფვოდნენ და ბაბილონში გოდოლიც კი ააგეს. მაშინ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, მაგრამ დღეს, ალბათ, ამ პოსტის მკითხველთაგან ყველას გაქვთ სახლი ღრუბლებში, იგივე Cloud Storage, ფაილების შესანახი სკივრი ინტერნეტში. Evernote და Instagram, SugarSync და Picasa, Dropbox და Flickr, Box და PhotoBucket, SkyDrive და Google Drive… რომელიმე ან რამდენიმე, ან ყველა ერთად ან კიდევ სხვა…

ფაილების გადატანა ერთი საცავიდან მეორეში იოლი არაა – კონკურენტი სერვისები ამის მარტივ გზას ხშირ შემთხვევაში არ გვთავაზობენ, არადა მას შემდეგ, რაც “იაჰუში” ახალი მენეჯმენტი მივიდა და ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა, მათ შორის ფოტოების შესანახი სერვისი Flickr, იქ დაბრუნება მომინდა. ადრე ვიყავი Flickr-ზე, მაგრამ უფასო სივრცე შეზღუდული იყო და PhotoBucket-ზე გადავედი. ახლა კი “იაჰუზე” დიდი ცვლილებებია და Flickr იმდენად კარგი გახდა, რომ უკან დაბრუნება გადავწყვიტე… მაგრამ უამრავი ფოტოს ჩამოქაჩვა PhotoBucket-იდან და შემდეგ ხელახლა ატვირთვა Flickr-ზე… ძალიან მეზარებოდა და ფეხს ვითრევდი, სანამ Zero PC არ აღმოვაჩინე. Zero PC ღრუბელთშორისი სერვისია. შეგიძლიათ ყველა საცავი, რომელსაცკი იყენებთ დაუკავშიროთ Zero PC-ს და ერთი ფანჯრიდან მართოთ. PhotoBucket-იდან Flickr-ზე, Google Drive-იდან SkyDrive-ზე, Dropbox-იდან SugarSync-ზე ფაილებს სულ იოლად გნებავთ – გადაიტანთ, გნებავთ – დააკოპირებთ.

ZeroPCZeroPC2

ZeroPC1

ბარემ აქვე დავწერ კიდევ ერთ პროგრამაზე, რომელიც ღრუბლებს არა, მაგრამ ფოტოსურათებს კი  უკავშირდება.

ისე მოხდა, რომ დიჯიქამიდან ფოტოები წამეშალა. წამეშალა რა – წავშალე. შეცდომით. შარშანდელი ფოტოების წაშლა მინდოდა და დაუდევრობით წლევანდელი ფოტოებიც მივაყოლე. ჰოდა, კეთილმა ხალხმა R-Linux მირჩია (სათაურმა არ დაგაბნიოთ – ლინუქსისთვის კია შექმნილი, მაგრამ ახლა უკვე ვინდოუსის ვერსიაც არსებობს). ეს არის უფასო და ძალიან ეფექტური პროგრამა წაშლილი ფაილების აღსადგენად, მათ შორის – ფლეშ-მეხსიერებიდანაც. მივუერთე ნოუთბუქს დიჯიქამის SDSC ბარათი, გავუშვი R-Linux და წლევანდელი მაისის კიარა, შარშანდელი ოქტომბრის წაშლილ ფოტოებსაც მიაგნო და მათი 99% აღადგინა (ის 1%-იც ძველ ფოტოებზე მოდის, რომელთა აღდგენა არც მჭირდებოდა, უბრალოდ დავტესტე – ახალი ფოტოები ყველა აღადგინა უკლებლივ).

სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა.

წმინდა ისიდორე სევილიელი გფარავდეთ ვირუსებისგან. 4.04

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

4 thoughts on “How-To: სახლი ღრუბლებში”

  1. შენ გაიხარე – როგორ მიყვარს ასეთი რჩევები 🙂 R-Linux ხომ საუკეთესო მიგნებაა.
    მადლობა, გამოვიყენებ ამ პროგრამებს.

    Like

  2. ZeroPC მეც ვიყენებ – საკაიფო რამეა. ინტერფეისიც მოსახერხებელი აქვს და სწრაფიცაა. თავისი ქლაუდიც აქვს თან და დასაშეარებლადაც მარტივია ფაილების.
    +1

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: