1893 წელს ვანდომის მოედნის 26 ნომერში გაიხსნა მაღაზია, რომელიც დღესაც ამ შენობაშია განლაგებული – ბუშერონის საიუვილერო სალონი. შენობა მოედნის მზიან მხარეს იყო, სწორედ ამიტომ შეაჩერა მასზე არჩევანი ფრედერიკ ბუშერონმა, კაცმა, რომელსაც უყვარდა მზე და ბრილიანტები. პლას ვანდომზე მაღაზიას რომ არჩევდა, ფრედერიკ ბუშერონი (Frédéric Boucheron) უკვე სახელგანთქმული იუველირი იყო, “ბუშერონის საიუველირო სახლი” კი 35 წელს ითვლიდა. საფრანგეთის, ესპანეთის და რუსეთის დედოფლები, უფლისწულები, ჰერცოგები, იმდროინდელი პარიზული და ევროპული ბომონდი მისი ტალანტის დამფასებლებსა და კლიენტებს შორის იყვნენ. ბუშერონის სამკაული ამშვენებდა ფრედერიკ ბუშერონის მეგობარსა და მუზას, სარა ბერნარს.
თავის ნამუშევრებში ცდილობდა აღმოსავლური და ევროპული ტრადიციების შერწყმას. კარგად იცნობდა იაპონელ, ჩინელ, სპარს, ეგვიპტელ ოსტატთა ნამუშევრებს. ალმასის გარდა იყენებდა სპილოს ძვალს, მთის ბროლს, ხეს. როგორც თავად ამბობდა ხოლმე – ღმერთის მიერ შექმნილი სილამაზის სამკაულში გამეორებას ცდილობდა, ამიტომაც სჭარბობს მის ნამუშევართა შორის ყვავილები, ხილი, ცხოველები, ფრინველები, ზღვის სამყარო.
დღეს “ბუშერონის სახლი” ფრანგული ჯგუფის, Kering-ის ნაწილია (Saint Laurent-ის, Balenciaga-ს, Gucci-ს, Alexander McQueen-ის გვერდით), იუველირული ნაწარმის გარდა, აქვს პარფიუმერული ხაზი და საათების კოლექცია, თუმცა ის, რაშიც ბადალი არ ჰყავს, რითიც აგერ უკვე 155 წელი იწონებს თავს, იყო, არის და იქნება სამკაულები.
და რაკი ალმასები მარადიულია, მარადიულია “ბუშერონიც”.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ეს კი “ბუშერონის” მიერ “ლაკოსტის” 80-წლის დაბადების დღისთვის მირთმეული საჩუქარია.
საოცრად მომწონს ზღვის ტიპები სამკაულზე
ვარსკვლავები, წყალთევზები, ნიჟარები
LikeLike
Diamonds Are a Girl’s Best Friend ❤
LikeLike
ბუშერონი არაჩვეულებრივი ბრენდია, სუნამოებიც მშვენიერი აქვთ, მაგრამ ლაკოსტას ნიანგი რომ არა მაგათზე არც დაწერდი, ალბათ :)))
LikeLike
ბუშერონის პარფიუმზეც დავწერე ადრე 😉
თუმცა, ნიანგმაც ითამაშა თავისი როლი 🙂
LikeLike
http://vimeo.com/56710275
LikeLike
სინამდვილეში კიდე სხვა ადამიანი ხარ, ვიდრე ბლოგიდან შეიძლება ჩანდეს 🙂
LikeLike
რაი??
:)))
LikeLike
არც ეგეთი სნობი ხარ, როგორც შორიდან ჩანს. 🙂
LikeLike
მე არ მიყვარს ფაუნა სამკაულებში, ამიტომაც ბუშერონს დიდად ვერ ვცემ პატივს, ისე კი ბრილიანტებს ვენაცვალე… ეგენი მართლა მიყვარს, ზედმეტადაც კი…
LikeLike
ჰო. თან რაღაც პატარა ზომისაა ეს ბუშერონის სამკაულები :)))
LikeLike
:)))) კარგი ახლა, არაფერი დაგავიწყდეს შენ, არაფერი… (ახლაც უზარმაზარი ბეჭედი მიკეთია, ოღონდ ქარვაა და არა ბრილიანტი, სამწუხაროდ ;( ) ისე აი ძაან ბრილიანტის ჭაღები რომ აქვთ ხოლმე წამოცმული, რეტრო სტილში, ეგ არ მიყვარს რა, რაღაცნიარად ზე-სნობურად გამოიყურება ხოლმე… აი ისეთად ქეთის რომ ეგონე და რომ არ აღმოჩნდი 😉
LikeLike
ვერ დავწერე გასაგებად.
მოკლედ უფრო უშუალო ხარ და ადამიანური. :)))
LikeLike
უიმე… 🙂
ნუ რეალში მაინც არ მიცნობ კარგად და, მგონი, უბრალოდ დრო არ გეყო სრული წარმოდგენის შესაქმნელად.:))
LikeLike
კაი ჰო. ჩავთვალოთ რომ კომპლიმენტი იყო და გავიარეთ :)))
LikeLike
სპილო, ბაყაყი და ბუ<3
LikeLike
მე კლიპი მომეწონა ძალიან – ნიანგის შექმნის პროცესი ქვებით და ძაფით 🙂
ბრილიანტებზე ჯერჯერობით არ ვგიჟდები:) ცხენი მომეწონა, მაგრამ მსგავს ბეჭედს ვერ ვატარებდი
LikeLike
ის ოქროს გველი საკაიფო ბეჭედია – ორ თითზე უნდა წამოიცვა, მგონი.
LikeLike
კი, მგონი ორი თითისთვის არის, ლამაზი ფორმაც აქვს, მაგრამ მაინც გველია და გველები არ მიყვარს, ამიტომ არ გამოვარჩიე:)
LikeLike
ამათ სუნამოებს არა უშავრს რა. 7 ქულა 10-დან.
LikeLike