ჭინჭის კაცები

პერწკლიმ, ბლოგერმა, რომელიც ძალიან ჰგავს თავის ბლოგს, ამასწინათ დაწერა, კომპანიები ძალიან დიდ ფულს აკეთებენ ქალების სურვილზე, ბევრი ჭინჭები ჰქონდეთ და კაცების სურვილზე ბევრი გაჯეტები ჰქონდეთო.

man-shoppingქალებს მართლაც ძალიან უყვართ მოდა და მამაკაცებს კი – ტექნიკის სიახლენი, მაგრამ ამავდროულად სრულიად არაგულგრილნი არიან ჭინჭების მიმართაც. მეტიც, მამაკაცის ტანსაცმლის გაყიდვით მაღაზიები დღეს მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე ქალის კოლექციებიდან. გაგიკვირდებათ და ეს ამბავი სულაც არ არის საკვირველი – პრეტაპორტეს პირველი მაღაზიები სწორედ მამაკაცის ტანსაცმელს ყიდდნენ. ქალები ძველებურად – თერძებთან იკერავდნენ, მამაკაცებმა კი (ალბათ ტექნიკური სიახლეებისადმი მათი დაუძლეველი ლტოლვის გამო) დიდი აღტყინებით მიაშურეს მზა ტანსაცმლით მოვაჭრეებს. პრეტაპორტე კოლექციების ორი პიონერი: Brooks Brothers (დაარსებულია 1818 წელს) და J. Press (დაარსებულია 1902 წელს), სწორედ მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდებად დაფუძნდნენ და მხოლოდ მოგვიანებით მიაპყრეს თავიანთი მაღალი ყურადღება ქალებს.

მაგრამ დიდი დეპრესიის დროს მამაკაცები პირველები იყვნენ, ვინც მოდას უგანეს და ტანსაცმელზე ფულის დაზოგვა დაიწყეს. და ყოველთვის, როდესაც ეკონომიკური ზრდა ნელდებოდა, მამაკაცები უფრო იოლად თმობდნენ მოდის ტენდენციების დევნას, ვიდრე – ქალები… ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ აშშ-ში 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისი არ დაიწყო. 2008 წლის მაისის თვეში ტანსაცმლის ინდუსტრიამ (ვისთვის მოულოდნელად და ვისთვის – მოსალოდნელადაც) აღმოაჩინა, რომ თუ ქალებმა 3.5%-ით ნაკლები ფული დახარჯეს, მამაკაცებმა პირიქით – 0.8%-ით მეტი სამოსი მოიშოფინგეს. ზაფხულის თვეებში სხვაობა გაიზარდა: ქალებმა კიდევ 3%-ით ნაკლები ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეიძინეს, მამაკაცებმა კი – 2.3%-ით მეტი.

ზოგადად, მამაკაცის ტანსაცმლის ინდუსტრიისთვის 2008 წლის ზრდა სიახლე არ ყოფილა. ეს უკვე ტენდენციაა – თუ 1997 წელს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის 25% მოდიოდა მამაკაცებზე, 2008 წელს – ეს ციფრი 35% გახდა. როგორც ხედავთ, ყოველ წელს მამაკაცის სეგემენტში ტანსაცმლის მწარმოებლებს 1%-ით უფრო მეტი ბრუნვა აქვთ. 2012 წელსაც იგივე სურათი იყო: მამაკაცის ტანსაცმლის გაყიდვები 4%-ით გაიზარდა, ქალისა კი – 3%-ით. დღეს პროპორცია 60/40-ზეა ქალების სასარგებლოდ.

ინტერნეტ-ვაჭრობის მზარდი პოპულარობა (სადაც მამაკაცები უფრო ხშირი მყიდველები არიან, ვიდრე ქალები) და მამაკაცის ტანსაცმლის გაყიდვების ზრდა აზიის (განსაკუთრებით – ჩინეთის) ბაზარზე ამ პროპორციებს მომავალში კიდევ უფრო სწრაფად დაარღვევს.

მნიშვნელოვანი ზრდაა მამაკაცის სამკაულების სეგმენტშიც: ბეჭდები, საყურეები, ტყავის და მეტალის სამაჯურები და ტრადიციული – ჰალსტუხის სამაგრები, ქინძისთავები, მანჟეტის საკინძეები (cuffs)… გარკვეულწილად, ესეც ფუძეებთან დაბრუნებაა – ბეჭდებიცა და საყურეებიც საუკუნეების წინ პირველებმა სწორედ მამაკაცებმა ავიჯინჯლეთ. 🙂 ისევე როგორც პირველი ქუსლიანი ფეხსაცმელიც მამაკაცისა იყო.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მწარმოებლებმა უნდა გაითვალისწინონ (და ითვალისწინებენ კიდეც) – მამაკაცები “თავიანთი” ბრენდების მიმართ ბევრად უფრო ერთგულნი არიან. 10-დან 6 მამაკაცი, როდესაც ახალი ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეძენას გეგმავს, პირველ ყოვლისა მის საყვარელ ბრენდს მიაკითხავს ხოლმე და ცდილობს იქ გააკეთოს შენაძენი, მაშინ როდესაც ქალები მთელს სავაჭრო ცენტრს არიან მოდებულები და უთავბოლოდ დარბიან ბუტიკიდან-ბუტიკში. 🙂

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

10 thoughts on “ჭინჭის კაცები

  1. “ქალები მთელს სავაჭრო ცენტრს არიან მოდებულები და უთავბოლოდ დარბიან ბუტიკიდან-ბუტიკში. ” – , უჰ უჰ როგორ მიყვარს ეგ პროცესი, ვგიიჟდები 🙂
    მეც შევნიშნე, რომ რაც დრო გადის კაცები სულ უფრო მეტად ებმევით მოდის ორომტრიალში, ჩემს ახლობელ მამაკაცებზე ვაწარმოებ დაკვირვებას, კარგია, მე მომწონს, მთავარია არ გადაამლაშოთ.
    ისე ამდენი სტატისტიკა სად მოკრიბე 🙂

    Like

  2. 10-დან 6 მამაკაცი, როდესაც ახალი ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეძენას გეგმავს, პირველ ყოვლისა მის საყვარელ ბრენდს მიაკითხავს ხოლმე და ცდილობს იქ გააკეთოს შენაძენი ––––––––––––––––––––– 100% გეთანხმები, თუნდაც ჩემი მეუღლის მაგალითზე 🙂

    Like

  3. მე მომწონს საყურიანი კაცები:) და კიდევ კარგი აიჯინჯლეს ოდესღაც და ქუსლიანებიც ჩაიცვეს, იმიტომ რომ მიყვარს ორივე
    შოპინგისას კი მგონი კაცივით უფრო ვიქცევი:ო

    Like

  4. ბუტიკების მოდებაზე- ორგანულად ვერ ვიტან, მეზარება და ვიღლები, ამიტომ ამოჩემებული საიტები/მაღაზიები მაქვს და მარტო იქ დავწანწალებ. ეგ კი არა, ბნელ 90-იანებში ბაზრობაცეზკი ამოჩემებული გამყიდველი მყავდა :დ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s