გურამ თიკანაძე. ბავშვობიდან მახსოვს მისი ფოტოალბომი წიგნების თაროზე დავით კაკაბაძისა და ელენე ახვლედიანის გვერდით. ისიც კარგად მახსოვს, მამაჩემმა რომ მითხრა, ფოტოგრაფია ხელოვნებად ჩვენში მან აქციაო. შემდეგ სხვაც ბევრი რამ გავიგე. ის, რომ მთასვლელი იყო. რომ მისი დროის მისაბაძი ბიჭი იყო. რომ საუკეთესო მეგობარი იყო. და სულ ახალგაზრდა რომ დაიღუპა შხარადან დაშვებისას.
ასეთი ყოფილა გურამ თიკანაძე, კაცი, რომელმაც ფოტოგრაფია ხელოვნებად აქცია.
ერთი დანჯღრეული “ფედი” (ФЭД) ჰქონდა. ფოტოაპარატის წარმოება ენ-კა-ვე-დეს საბავშვო ბანაკებში დაიწყეს 30-იანებში, ამიტომაც ერქვა ფედი – ფელიქს ედმუნდის ძე ძერჟინსკი. აი, ამ საშინელებით იღებდა არაჩვეულებრივ ფოტოებს. ჟურნალ “დროშის” კორესპონდენტად მუშაობდა და ცხადია, ისეთი ფოტოების გადაღება ევალებოდა, რაც იმ დროს ფასობდა, მაგრამ ვათვალიერებ გაგანია კომუნიზმის მშენებლობის დროს, 1969 წელს გამოცემულ ალბომს და პროპაგანდისთვის გამოსადეგი ნამუშევარი იქ ერთი-ორი თუა. დანარჩენები აი, სულ ასეთი ფოტოებია:
ნახტომი. თეთნულდის კალთებზე.
ეტიუდი. კიბე.
წვიმის პარადოქსი. გურამი (გურამ რჩეულიშვილი).
წყლის პირას. ჩაიჭრა.
ქალი-საუკუნე. ზღვის ბილიკი.
სიცილი. ქურმუხი (წმინდა გიორგის ტაძარი).
გამოადგი ფეხი. ტკბილი ყოფილა.
სასწორთან. ტკბილი ნესვი.
როგორც გურამ თიკანაძის და, ია იგონებს, გენიალურ ფრანგ ფოტოგრაფს, ანრი კარტიე-ბრესონს უნახავს თიკანაძის ფოტოები და დანანებით უთქვამს, საბჭოთა კავშირში რომ არ დაბადებულიყო, მსოფლიო სახელი ექნებოდაო. თავად გურამი იცნობდა ფრანგის შემოქმედებას და, როგორც ამბობენ, მის ერთგვარ გავლენასაც განიცდიდა. “წვიმის პარადოქსი” ფრანგი ხელოვნის ნამუშევრებს ნამდვილად ჰგავს.
“ტკბილი ნესვი” ხრუშჩოვს რომ ენახა, ალბათ, აბსტრაქტულ-პიდარასტულ ხელოვნებად მონათლავდა, მაგრამ იაპონიაში ერთ-ერთ ფოტოკონკურსზე გაიმარჯვა. ვინ წარადგინა, რატომ, საიდან, არ ვიცი. ფულადი პრემია საბჭოთა ბიუჯეტმა შეიტყაპუნა, თიკანაძეს კი გამარჯვების სიგელთან ერთად იაპონიიდან ფოტოაპარატი “ქენონი” ჩამოუტანეს. ეს უკვე 50-იანების ბოლოს მოხდა (“ტკბილი ნესვი” 57-შია გადაღებული) და ბოლო ხუთი წლის ფოტოები უკვე “ქენონით” აქვს გადაღებული.
გურამ თიკანაძე 1963 წლის 27 აგვისტოს შხარაზე დაიღუპა. პალო ამოუსხლტა კლდიდან და დაშვებისას მოწყდა.
30 წლისა.
50 წლის წინ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
პოსტი – ისევ ინფორმატიული. ისევ საინტერესო. ისევ მარილიანი.
ველქამ ბექ. გამიხარდა ახალი პოსტის ხილვა ამ ბლოგზე!
LikeLike
10Q
LikeLike
დასანანია ასეთი ადამიანები ადრე რომ მიდიან 😦
LikeLike
არდადაგები დამთავრდა, გაუმარჯოს ბლოგინგს…
მე როგორც მთასვლელს ისე ვიცნობდი, სამწუხაროდ არ ვიცოდი ფოტოგრაფიც თუ იყო 😦
LikeLike
არადა ბევრად მნიშვნელოვანია როგორც ფოტოგრაფი, იმჰო.
მაგრამ მის დროს ფოტოგრაფია ღილაკის ჩხაკუნი და გართობა ეგონა უმრავლესობას და ვერ აფასებდნენ ამ კუთხით.
დღემდე ასეა, მგონი.
LikeLike
კარგია რომ გაიხსენე.
თიკანაძე და რჩეულიშვილი ჩვენი მამების თაობის მისაბაძი კაცები და ლეგენდები იყვნენ, მაგრამ თიკანაძე რომ არაა შეფასებული როგორც იმსახურებს, მაგაში გეთანხმები.
LikeLike
სასიამოვნოა, რომ გახსოვთ გურამ თიკანაძე. ძალიან კარგი ვაჟკაცი, კარგი სპორტსმენი და არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი იყო.
მისი ალბომი მოგვიანებითაც გამოცა. მეგობრებმა და ოჯახმა მოუყარა თავი ფოტოებს და 5 წლის წინ გამოიცა მგონი, შეიძლება წლები მეშლებოდეს.
სხვათა შორის ფედი არ იყო ცუდი აპარატი. 🙂 ლეიკას ბაზაზე ააწყეს და რამდენჯერმე განაახლეს შემდეგ. მეც მქონდა ფედი, მაგრამ მე10 თაობის.
LikeLike
მე ზორკი მქონდა 🙂
საშინელებაში აპარატის ხარისხს არ ვგულისხმობდი, უფრო შექმნის ისტორიას და სახელს 🙂
LikeLike
გამეხარდა ბლოგის გამოცოცხლება.
როგორი ინფორმაციული პოსტია, მე არ ვიცოდი თიკანაძის შესახებ და გავოგნდი, ისე ძალიან მომეწონა აქ რა ფოტოებიც გიდევს, ახლა ინტერნეტშიც მინდა დავძებნო მეტი…
LikeLike
ჩემი ალბომიდან დავასკანერე ეგენი 🙂 ინტერნეტშიც არის აქა-იქ ცოტა.
ალბომში ბევრი ფოტოა, უკეთესებიც არის, მაგრამ სხვადასხვა ტიპის და განსხვავებული ხასიათის ფოტოები ავარჩიე. მთასვლელების ფოტოებია ბევრი, ბუნება და თბილისის ფოტოები, მაგრამ არ მინდოდა სულ ერთი ტიპის ფოტოები ყოფილიყო.
აი კიდევ ფოტო
LikeLike
თიკანაძე მთასვლელი გაგონილი მქონდა, მაგრამ მისი ფოტოები არ მქონდა ნანახი. 😦
რჩეულიშვილის ფოტო კი ვიცი და თეთნულდის კალთებზეც მეცნობა, მაგრამ არ ვიცოდი თიკანაძის თუ იყო.
მადლობა ამ პოსტისთვის!
LikeLike
არაჩვეულებრივი ფოტოები აქვს.
მგონი, შენს მეტს არც გახსენებია ვინმეს ეგ თარიღი. 😦
LikeLike
კულტურის მინისტრს არ გახსენებია. არადა ფოტოგრაფია უყვარს ადამიანს. 🙂
LikeLike
ფოტოხელოვნება მართლა დაუფასებელია ჩვენთან. დღეს ციფრულმა კამერებმა ხომ ყველა “ფოტოგრაფად” აქცია. 🙂
პოსტისთვის ჩემგანაც მადლობა.
LikeLike
ძალიან გამიხარდა ამ კარგ კაცზე კიდევ ერთხელ რომ წავიკითხე! ასეთი ადამიანები ქმნიან ისტორიას…
LikeLike