შაბათის პოსტი
1942 წლის 18 აგვისტოს იაპონიის საიმპერატორო არმიის ვიცე-ადმირალმა ტაკიძირო ონისიმ კამიკაძე ტამაიუკი ონოს ბათუმის პორტზე შეტევა უბრძანა. ონომ თავისი Mitsubishi Zero დაქოქა, ჰაერში აიჭრა და ბათუმისკენ გამოფრინდა, მაგრამ შავი ზღვისპირეთის მარგალიტს როგორც კი მიუახლოვდა, მისი სილამაზით მოიხიბლა და ქალაქზე შეტევა გადაიფიქრა. ბათუმის სამხედრო აეროპორტში დაეშვა და ქალაქის გარნიზონს ტყვედ ჩაბარდა.
წითელარმიელებმა მისი გულწრფელი მონანიება გაითვალიწინეს და ონო არ დააპატიმრეს. ის ბათუმში, ქუთაისში და ბოლოს თბილისში მსახურობდა ხაზვის მასწავლებლად. შეუყვარდა ხინკალი, ხაჭაპური და ქართველი ქალი ქეთევან კიკნაძე. ცხოვრობდა პლეხანოვზე.
კამიკაძე ტამაიუკი ონოს – კაცს, რომელმაც არ დაბომბა ბათუმის პორტი და დააფასა ქართული სტუმართმოყვრობა დღეს თბილისში ძეგლიც უდგას.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
კი. მე მასწავლიდა ხაზვას.
LikeLike
ნაღდად? თბილისში ხომ?
გამოდის რომ შენ ფრიდონას სკოლელი ხარ. ასაკის მიხედვით, კლასელიც ან პარელელურ კლასელი. ?
რა პატარაა ეს თბილისი 🙂
LikeLike
მთარგმნელიც ხომ არ იყო? 🙂
LikeLike
მაგდენი არ ვიცი.
თუმცა, მფრინავი კაცი ტანკების თარგმნას არ დაიწყებდა, ალბათ. 😉
LikeLike
🙂
LikeLike
ანბანის კოშკი რომ დაინახა, ვერ დაბომბა?
LikeLike
თან კალიგრაფიის კულტია მანდ 🙂
LikeLike
ნამეტანი გახალტურისტდი შენ :)))
LikeLike
ასეთი მაგარი ისტორიაა ხალტურა? მზა იდეაა ფილმისთვის 🙂 სერიალიც გამოვა დაჟე
LikeLike
არა. საკაიფო პოსტია. მაგრამ ახლებს რატომ არ წერ?
მეცნობა ეს.
პ.ს და სერიალი როგორ განვითარდება? ტამაიუკი ონოს შვილიშვილი უყვება ძმაკაცებს რომ თურმე იაპონელებმა ისეთი ავზი გამოიგონეს ჯიბეში ეტევა და 20 ლიტრი ჩადის?
LikeLike
კი. ფბ-ზე მქონდა ადრე 🙂
LikeLike
თავიდან ვიფიქრე კაიფობდი 🙂 მერე გამახსენდა რომ ვუვუზელაზე კი არა სათაილიშზე ვარ..
მაგარი ისტორიაა
LikeLike
ამ პოსტისთვის ჯილდო გეკუთვნის ბლოგის ავტორისგან. მე მგონი უთოზეც კი ქაჩავს :)))
LikeLike
ბექა, რა უთო, განმარტე გეთაყვა 🙂
LikeLike
ტეფალის.
LikeLike
გადაცემის მომენტს გადავიღებ თუ გინდა
LikeLike
კაი, თანახმა ვარ, მიყიდოს მადლიერმა ბლოგის ავტორმა ტეფალის უთო და მივიღებ სიამოვნებით.
LikeLike
მოდი ლუმია 720 მაჩუქე და მე უთოს გაჩუქებ. და ბექამ გადაიღოს ჯანდაბას 🙂
LikeLike
კი მარა მადლიერი ბლოგერია და არა უერთგულესი მკითხველი (თავზეშარავანდედიანი სმაილი). თანაც ძაან უსამართლობაა, ფასებში ნამეტანი სხვაობაა
LikeLike
ეჰ ფასებში ეგ სხვაობაა ნერვებს რომ მიწამლავს 🙂
LikeLike
ნოკია კიდე ცოცხალია?
LikeLike
მაგარი ამბავია 🙂
LikeLike