– რესტორანში ბიფშტექსის შეკვეთა მინდოდა და კინაღამ ენა მოვიტეხე.
– მერედა, რას წვალობდი? ვერ შეუკვეთე ლობიო?
ხალხური სიბრძნე
კარელ ჩაპეკს თუ დავუჯერებთ, მსოფლიოში პირველი სტეიკი (Steak) პრომეთემ მოამზადა და სწორედ ამ მიზნით გამოსცინცლა ცეცხლი ღმერთებს. ალბათ, ასეც იყო, ტყუილად ხომ არ მიიჩნევდნენ რომაელები სტეიკს ღმერთების საკვებად – ქურუმები ტაძრებში შესაწირ ხორცს გრილზე წვავდნენ.
ჩვეულებრივმა მოკვდავებმა სტეიკის ჭამა შუა საუკუნეებში დაიწყეს, მაგრამ თავდაპირველად მას მხოლოდ ღარიბები მიირთმევდნენ – სტეიკისთვის ხორცს ხომ მხოლოდ დაჩაჩანაკებული, დაავადებული და სული ძლივს რომ ეჭირა ისეთი საქონლის დაკვლისას თუ გამოიმეტებდნენ. არისტოკრატები ახალგაზრდა ხბოს ხორცს ეტანებოდნენ, ასეთი ხორცისგან კი, როგორც ამბობენ, ღვთაებრივი სტეიკი არ გამოდის.
სტეიკი პირველებმა მაინც ინგლისელებმა დააფასეს. უცნაურია, ღმერთმანი. ლონდონმა პარიზს რომ ოლიმპიადა აწაპნა, გაბრაზებულმა შირაკმა ჩაიბურტყნა – როგორ შეიძლება ოლიმპიადის ჩატარება ქვეყანაში, სადაც მსოფლიოში ყველაზე უგემური სამზარეულოაო. მართალიც იყო, მაგრამ სწორედ მსოფლიოში ამ ყველაზე უგემური სამზარეულოს კულინარულ წიგნში შეიტანეს პირველად სტეიკის რეცეპტი 1460 წელს. ამერიკის მიწაზე პირველი სტეიკი კოლუმბს შეუშიშხინებია (ან თუ თავად კოლუმბი არა, მისი გემის კოკი მაინც იქნებოდა). იმ დალოცვილს ამერიკა ცოტა ადრე რომ აღმოეჩინა, პირველობაც ხომ ოკეანესგაღმელთ დარჩებოდათ. მაგრამ, არა უშავრს, მრავალფეროვნებისა და გემოს მხრივ სწორედ ამერიკული სტეიკებია პირველი. და სასტეიკე ხორცსაც სწორედ ამერიკელები ამზადებენ და კმაზავენ ისე, რომ იქაურ სტეიკს ძნელია თითებიც არ ჩაატანო. მათვე მოიგონეს ცეცხლზე ოდნავ შეფარკლული (სისხლიანს რომ ვეძახით) ისეთი სტეიკი. დიდი ამბავიაო, იტყვით. სწორედაც რომ დიდი ამბავია – ესაა სტეიკის მომზადების უმაღლესი პილოტაჟი. Blue rare სტეიკის მომზადება დიდ ცოდნას მოითხოვს – ერთი ნაბიჯით აქეთ – უმია, ერთი ნაბიჯით იქეთ – შემწვარი. ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც ასეთი სტეიკი ვიგემე რესტორანი “ოვალია” მეიდანზე. აქ პოლონური წარმოშობის ამერიკელი შეფი ყავთ (ყოველ შემთხვევაში მაშინ ყავდათ) და სასტეიკე ხორციც ამერიკიდან ჩამოაქვთ… ფასებიც – შესაბამისია. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ წახვალ. ამერიკაში კარგად შემწვარი სტეიკი საერთოდ არ უყვართ. Medium არის მაქსიმუმი, რომლის იქეთ ცეცხლზე გაჩერება ხორცს აშრობს და მთელ გემოს აკარგვინებს – ასე მიიჩნევენ. და მეც ვეთანხმები.
იყო დრო, როგორი სტეიკიც არ უნდა შეგეკვეთა თბილისში, მამა-პაპურად შემწვარი მოჰქონდათ. შეიძლება, მომზადება არ იცოდნენ, შეიძლება, ხორცს არ ენდობოდნენ – ოდნავ შემწვარ სტეიკს უმაღლესი ხარისხის ხორცი სჭირდება. დღეს ეს ამბავი გამოსწორდა. ხორციც კარგია და მზარეულებიც. არამხოლოდ “ოვალში”. “ვერა სტეიკჰაუსი” ვერის ბაღში ფასი/ხარისხის შეფარდებით საუკეთესო სასტეიკო ადგილია თბილისში. კასტილიურს გირჩევთ. მართლა უგემრიელესია.
ბარემ ერთ რესტორანსაც გავიხსენებ. Stone. პეროვსკაიზე იყო. ახლა აღარ არის. Stone მათი საფირმო კერძი იყო – მოჰქონდათ გავარვარებული ქვის ფილა, სპეციები, საკმაზი და უმი ხორცი და თავად წვავდი შენს გემოზე. 🙂 არ ვხუმრობ, მართლა ასე იყო. “საკუთარ სამზარეულოში არ შევდივარ და ახლა აქ მაჩალიჩე ცეცხლთან ძმაო” ტიპები ვერ კაიფობდნენ, მაგრამ იმ დროს ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჩემს გემოზე სისხლიანი სტეიკის დაგემოვნება შემეძლო. 🙂
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
თბილისურ კაფე-ბარებზეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ ძალიან ვრცელი პოსტი გამოვიდოდა. შემდეგისთვის იყოს.
და ვინც მარხვაზე ხართ, მაპატიეთ, თუ კუჭის სიმშვიდე დაგირღვიეთ. 😉
არ გამოხვალ ჩვენსკენ, პომოდორისიმოში ჩავსხდეთ? 🙂
LikeLike
დღეს არა და ისე კაი აზრია.
მარა პომოდორისიმოში არა, აი ფრანგული კაფე როა მანდ გურმეა თუ რაც ქვია მანდ არ ვარ ნამყოფი და გავტესტოთ 🙂
LikeLike
რა ამის პასუხია და “პომოდორისიმოში” გემრიელი სტეიკია?
LikeLike
გურმეში როგორ არ ხარ ნამყოფი. 🙂 ფალიაშვილზეა გურმე გეშლება.
ნამყოფი ვართ მანდ.
ჭავჭავაძეზე ფრანგული კაფე არის ბრიოშ დორე. მანდ დიდი არაფერია. პომოდორისომო ჯობია მაგას.
LikeLike
აა… მართალი ხარ.
გურმე კი არა ბრიოშ დორე.
ანუ არ ვარგა ბრიოშა? ოკ.
დაგირეკავ რა ამ დღეებში ❤
LikeLike
სტეიკი ჩემი სიყვარულია და ვერასტეიკჰაუსი – ფასის და ხარისხის მართლა იდეალური კომბინაცია. სხვაგან სტეიკი თითქმის არასოდეს მომწონს.
LikeLike
ჩვენში დარჩეს და მე გოიმს კარგი კახური მწვადი მირჩევნია ამერიკელების ნაქებ სტეიკს 🙂
LikeLike
კუპდარი მაინც გეთქვა 🙂
არი რა. ისეთი არჩევანი არაა.
იტალიური კაფეა რა. პიცა და პეპერონე. 🙂
მარა ინტერიერია კარგი და კაი სიტუაციაა ზოგადად. საღამოს ლაივ ჯაზიცაა ხოლმე.
LikeLike
თბილისში სად გავსინჯო კარგი კუბდარი, მითხარი, და მერე გეტყვი, მიყვარს თუ არა 😀 სვანეთში ჯერ ფეხი არ ამიდგამს, shame on me 🙂
მადლობა ინფორმაციისთვის. საღამოს ვესტურმები მაშინ პიცისთვის 🙂
LikeLike
მელნიკავაშიო ამბობენ 🙂 მე ხინკალი ვჭამე მანდ, მარა გვერდითა მაგოდა იძახდა კუპდარი კუპდარიო
პიცა კარგია კი. მარგარიტა.
როგორც თქვეს შეშაზე აკეთებენ და არა ელექტროღუმელში.
ამ პოსტის გაგრძელებებში პიცებზეც დავწერ ალბათ 🙂
LikeLike
მქონდა ბედნიერება, “ოვალში” ამერიკიდან სპეციალურად გაციებული და გაუყინავად ჩამოტანილი სპეც-ხორცის საშუალოდ შემწვარი სტეიკი მეგემნა, მაგრამ ფასმა ისე დამახვია თავბრუ, გემო ვერ ჩავატანე 🙂
შემდეგში ვერა სტეიკ-ჰაუსს ვეწვევი და აუცილებლად შევუკვეთავ კასტილიურ სტეიკს.
ისე ყოველთვის მაინტერესებდა, სისხლიან სტეიკს რატომ არ ჰქვია უმი? და საერთოდ, რა ხორცია და რა ტექნოლოგიაა ასეთი, რომ საქონლის ხორცს ასეთი მოკლევადიანი თერმული დამუშავება ჰყოფნის მზა პროდუქტამდე მისაყვანად?!
LikeLike
ჩვენ ვეძახით სისხლიანს. 🙂 ამერიკელები ლურჯს ეძახიან ან უმს.
ისე უმი ხორციც მაქვს გასინჯული. ეთიოპიურ რესტორანში 🙂
LikeLike
ერთადერთხელ მივირთვი შენი ნაქები სტეიკი, ანტვერპენში ნუ ძაან სტეიკ-რაღაც-რესტორანში დამპატიჟა ჩემმა მასპინძელმა, შევუკვეთე 80% დონეზე შემწვარი და დიდად არ მომეწონა.. 😦 იმის მერე აღარ გამჩენია სურვილი რომ კიდევ მეჭამა, რა ვიცი..
“და ვინც მარხვაზე ხართ, მაპატიეთ, თუ კუჭის სიმშვიდე დაგირღვიეთ. ” 🙂 მე, მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა სულგრძელად გპატიობთ
LikeLike
80% ბევრია 🙂
მიდი ოვალში და მაქსიმუმ 50%-იანი შეუკვეთე. ან კიდევ ნაკლები.
LikeLike
სტეიკი ამერიკული სამზარეულოს ერთადერთი მიღწევაა 🙂
LikeLike
ვინც დიეტაზე ვართ იმათმაც გაპატიოთ?
LikeLike
დიეტა ნებაყოფლობითი არჩევანია 😉
LikeLike
მარხვაც-არაა იძულებითი. მგონი.
LikeLike
მთლად იძულებითი არა, მაგრამ არც მთლად ნებაყოფლობითია.
აუცილებელია ვინც მორწმუნე ქრისტიანია მისთვის. 🙂
LikeLike
მართალი იყო შირაკი (შირაქი რათ არ დაწერე ვითომ, კახეთთან ასოციაციებს მოერიდე ალბათ). როგორც ბარტ ვულფი იტყოდა, ინგლისელების ყველაზე რთული კერძი შემწვარი ხორცია. მაგრამ სტეიკი კარგი რამ უნდა იყოს, ოდესმე გავსინჯავ, კასტილიურსაც და ტეხასურსაც…
LikeLike
რა უცნაურია. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია მსოფლიოში და გავსინჯავო რომ ამბობთ. 🙂
თან პრაქტიკულად ყველგანაა მენიუში ბარი იქნება თუ რესტორანი.
ყველანაირი ეკზოტიკური და ფრონცკი რამეები გაქვთ აქ გასინჯული და ეგეთი მეინსთრიმული კერძი როგორც სტეიკია – არაო 🙂
LikeLike
ლორდ, ნუ გავიწყდება რომ მწვადის ქვეყანაში ვართ, აქ ვის დაკარგვია სტეიკი?.. და 50% ძაან უმი არ იქნება? 😦 სისხლის გემო რომ ვიგრძნო, იქვე რესტორანში შევირცხვენ თავს
LikeLike
კაი შეფი თუა იქნება უგემრიელესი.
ყველაზე გემრიელია Rare ან Medium Rare, რომელიც გარედან შემწვარია და გული ფაქტიურად უმი აქვს. თან კონტრასტულია ასეთი სტეიკი.
ეგ იგივეა, რომ თქვა, ნუ გავიწყდება, რომ ღვინის ქვეყანაში ვართ და ლუდი ვის დაჰკარგვიაო.
ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. 🙂
LikeLike
მაინც რა არის ეს რემონტი კაცო, ფულიც შეჭამა და შაბათის პოსტებიც..
LikeLike
შაბათის პოსტი დელიკატესია და დიდი რაოდენობით ვერ მზადდება 🙂
LikeLike
blue rare-s aravis vurchev, ra tqma unda tu kanibali ar aris, amerikashi yoveltvis well done-s vukvetavdi da isic ar iyo kargad shemcvari…. sheidzleba me ar mesmis, mwvadebze gazrdils…
LikeLike
არასაჩემო პოსტი 🙂
LikeLike
მე მაინც თურქულის სტეიკი მომწონს.
LikeLike