ნინა, კოკო და N5

nina-simone-104ვისაც ჩემი ნაწერი მოსწონს და მკითხულობს ხოლმე, კარგი გემოვნება უნდა ჰქონდეს და, აბა, ნინა სიმოუნიც (Nina Simone/Eunice Kathleen Waymon) უნდა უყვარდეს, წესით. 🙂 ამიტომ მასზე ახალს ვერაფერს დავწერ. ერთ-ერთი უშესანიშნავესი მუსიკოსი, არაჩვეულებრივი ვოკალისტი, ამერიკული ჯაზის, ბლიუზისა და არენბის ლეგენდა. ნინას მუსიკალური კარიერა ზიგზაგს მიჰყვებოდა. ის ხან საარაკოდ პოპულარული იყო, ხანაც მცირე და ერთგული აუდიტორიის იმედად რჩებოდა. ხან კონცერტი კონცერტს სდევდა, ხანაც, განგებ თუ ბედის ძალით, ისვენებდა. ხან მდიდარი იყო, ხან გაკოტრების პირას იდგა. ხან თაღლითი იმპრესარიოები ძარცვავდნენ, ხან თავად მალავდა შემოსავლებს და აშშ საგადასახადო უწყებას ბარბადოსსა თუ ლიბერიაში ემალებოდა.

ეს ყველა იქეთ იყოს, სხვა ამბავზე მინდა დავწერო. თუ როგორ შეხვდნენ ნინა სიმოუნი და “კოკო შანელი” ერთმანეთს და რა გამოვიდა აქედან.

1987 წელს “შანელის მოდის სახლი” ლეგენდარული, კლასიკური და მარადუკვდავი Chanel N5-ის ახალ სარეკლამო კამპანიას იწყებდა და თვალი ჯაზურ სტანდარტს My Baby Just Cares for Me-ს დაადგა. ეს სიმღერა უოლთერ დონალდსონმა (Walter Donaldson) ჯერ კიდევ 1928 წელს დაწერა. ვის არ შეუსრულებია, მაგრამ ნინაზე უკეთესად ვერვინ მოახერხა. ნინა სიმოუნმა “მაიბები” 1958 წელს ჩაწერა სადებიუტო ალბომისთვის მაგრამ, საოცარია და, გენიალური შესრულება შეუმჩნეველი დარჩა. ნინას პოპულარობის პიკშიც კი, 60-იანებში, ამ სიმღერას ის იშვიათად ასრულებდა. არ სთხოვდა პუბლიკა. სწორედ ეს უნაკლო, მაგრამ 30-წლიანი მტვრით დაფარული ჩანაწერი ამოაცოცა “შანელმა” მზის შუქზე და სარეკლამო კლიპი დატრიალდა თუ არა, ნინა სიმოუნი იმაზე პოპულარული გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. My Baby Just Cares for Me რამდენიმე ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა. არ დარჩენილა რადიო, ტელევიზია საიდანაც ნინას “მაიბები” არ ისმოდა. კონცერტი არ გაუმართავს სიმოუნს, სადაც 2-3-ჯერ მაინც არ სთხოვდნენ გამეორებას. და დღესაც, ნინა სიმოუნის გვარს გაიგონებ თუ არა – პირველი სწორედ ეს სიმღერა გახსენდება კაცს (ქალსაც). My Baby Just Cares for Me-ს უთვალავ შესრულებას შორის, ნინა სიმოუნის შერულებაა დღემდე ეტალონი.

ანიმაცია: ფითერ ლორდი (Peter Lord) სტუდია: Aardman Animations, 1987 Charly Records.

***

ბონუსად ორ სხვა სიმღერასაც მოუსმინეთ სარეკლამო კლიპებიდან.

მაიქლ ბეიმ “ლივაისისთვის” გადაიღო სარეკლამო კლიპი “მხატვარი”, რომელსაც ფონად გენიალური სარა ვოუნის Whatever Lola Wants მიჰყვება.

ეს კი ჩემი ბოლო აღმოჩენაა – ჰოლანდიელი მომღერალი კარო ემერალდი, რომლის სიმღერაც “მარტინის” სარეკლამო კლიპში მოვისმინე პირველად. კლიპის რეჟისორია ბილი ფოლზი.

Fnac-ში ნინას დისკს ვყიდულობდი ერთხელ და ადრე რომ გამყიდველს ვუძახდით და ახლა კონსულტანტი რომ ჰქვია ის გოგო ნაინა სიმონ-ს უძახდა რატომღაც. 🙂 მარა ისე საყვარლად უძახდა, კინაღამ დავიჯერე, რომ მართლა ნაინა ერქვა. 🙂 ზოგადად, ფრანგმა ქალებმა ისე საყვარლად იციან სისულელეების ლაპარაკი, რომ ვერ შეეკამათები. 🙂 ალბათ, ამიტომაც გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები ნინამ საფრანგეთში. იქვე გარდაიცვალა. ფსევდონიმიც ფრანგი კინოვარსკვლავის, სიმონ სინიორეს საპატივცემულოდ შეარჩია თავის დროზე.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

15 thoughts on “ნინა, კოკო და N5”

  1. კარო ემერალდი არ ვიცოდი და მომეწონა. წავალ ახლა სხვა სიმღერებს მოვძებნი.

    ლევისების რეკლამაში მგონი გოტან პროჯექტის რემიქსი უნდა იყოს. კარგი რემიქსები აქვს გუტან პროჯექტს და სარა ვოუნის ერთ-ერთი საუკეთესო გამოუვიდათ.

    ნინაზე ისედაც ყველაფერი გასაგებია. 🙂 ნინას საყვარელი სიმღერაა ეგ. კლიპიც მახსოვს პირველად რომ გამოჩნდა ეგ კლიპი ჩვენთან. დიდი ხნის წინ იყო.

    Like

  2. ნინა სიმონზე დიდად არ ვგიჟდები, უბრალოდ ეგ სიმღერა მართლა ძალიან გამორჩეულია, მაგისი შემოქმედების სავიზიტო ბარათია ფაქტიურად და საშინლად მოუხდა შანელს.
    კაროს სიმღერა კიდევ ძალიან საყვარელია, სიმღერაც, ქალებიც და საერთოდ კლიპიც ისეთია ჩემს ბიანკოს რომ ეკადრება 🙂 ძალიან ლამაზი ხალხი ყავთ, გოგოებიც და ნუ სამარტლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ რომ ბიჭიც კარგია 🙂 და ლურჯი კაბა რომ აცვია ბოლოში იმ ულამაზეს არსებას, უთხარი გაიხადოს და მომცეს, ჩემია ეგ! სასწაული კაბაა..
    პ.ს. ისე ჩემი დიეტა ხომ არ მესწავლებინა კაროსთვის?..

    Like

  3. არაა ეგ გოტან პროექტი.

    აჰა შეადარეთ. 🙂
    კლიპში სარა ვოუნის ორიგინალია და გოტანმა აკარდეონი დაუმატა და სხვა ფონზე მიდის.

    Like

    1. არ ყოფილა რემიქსი :):)

      რაცაა სარა ვოუნია, ლივაისია, არაჩვეულებრივი რეკლამაა და სიმღერა კიდო უარესი.
      ინჯოი. 😉

      Like

  4. My Baby Just Cares for Me ნამდვილად საუკეთესო შესრულებაა და ეგ კლიპიც ძალიან საყვარელია,
    ფრანგულადაც მშვენივრად მღეროდა: ნე მე კიტე პა, ნე მე კიტე პა ❤

    Like

  5. თავიდან რომ მოვუსმინე კაროს სიმღერას დიდად არ გადავრეულვარ და ახლა მგონი უკვე მიყვარს 🙂 განწყობას ქმნის ძალიან მაგარს, საზაფხულოს და ეს კლიპი ხომ საერთოდ სასწაულია 🙂
    შენ ეტყობა ჩემი ფბ ფოტოები გატყუებს, პატივცემულო 🙂 ნუ ახლა კაროსნაირი ჩუმადანი არ მაქვს რა თქმა უნდა, ჯვარი მწერია…

    Like

    1. მიწებია სიმღერაა 🙂
      მთლიანად ალბომიც კარგია, ამიტომ ველოდები ახლა მეორე ალბომს და მერე უნდა გავადისკო ერთად.
      ზოგადად მიყვარს ეგ სტილი – სვინგი. და ბევრი კარგი ქალი მომღერალია დღეს, ვინც მღერის სვინგს.

      რა გინდა ახლა, კომპლიმენტი უნდა გამომტყუო? :))
      სათვალეს კი ვატარებ, მარა გლაზ-ალმაზ 🙂 თან ლაივშიც მყავხარ ნანახი.

      Like

  6. ნინაზე ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ ძალიან მიყვარს, დღესაც მახსოვს როგორც მოუსმინე პირველად საკმაოდ პატარამ ბიძაჩემის მოტანილ ფირფიტას და შემიყვარდა 🙂
    კარო ჩემთვისაც აღმოჩენა იყო, ოღონდ მე სიმღერას გადავაწყდი და რეკლამა მერე ვნახე. სხვა სიმღერებიც კარგი აქვს, კლიპებიც ორიგინალური

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: