ჭამა რომ სექსი

9 1/2 კვირა ბევრს გექნებათ ნანახი. ბევრს კიარადა, ალბათ – ყველას. და რაკი ნანახი გაქვთ, ჭამის სცენაც გემახსოვრებათ. საკულტო სცენა, მრავალგზის პაროდირებული და კოპირებული. კოპირებული არამხოლოდ ეკრანზე. 🙂

მართლაც მშვენივრადაა გადაღებული – მიქი რურქის ხელში და ქიმ ბეისინჯერის სხეულზე საკვები მართლაც დიდ ეროტიკულ იარაღად იქცა, გამორჩეულად ხომ მაინც – ხენდრო, მაგრამ ხენდრო, არამხოლოდ ვიზუალურადაა ასეთი მიმზიდველი. ფილმები იქეთ იყოს და ექიმები ამბობენ, რომ ეს კენკრა C ვიტამინითაა მდიდარი და არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, რაც პოტენციისთვისაა კარგი, ხოლო შოკოლადთან შეწყვილებული ხენდრო სექსუალურ ლტოლვასა და ვნებებსაც აძლიერებს.

ალკოჰოლი კარგია ზღუდეებს დასანგრევად – მცირე დოზით ალკოჰოლი აახლოებს ადამიანებს და ათავისუფლებს მათ ცრურწმენებისა და მორალური დოგმებისგან, მაგრამ დიდი რაოდენობეთ მიღებისას (დიდი რაოდენობით – ევროპული და არა ქართული ზომებით. :)), ლტოლვას ამცირებს, შეგრძნებებს აბლაგვებს და თუ ძალიან გადაამეტეთ პოტენციასაც აზარალებს.

almondsნუში შეიცავს E ვიტამინს, თუთიასა და სილენიუმს, რაც ამაგრებს გულს, ხელს უწყობს მამაკაცის ჰორმონების გამრავლებას, აძლიერებს ლტოლვას და ხელს უწყობს რეპროდუქტიულობას.

სტეიკი შეიცავს თუთიასა და პროტენს, რაც კარგია, მაგრამ ასევე შეიცავს ქოლესტეროლსა და ცხიმებს, რაც ხელს უწყობს მაღალ არტერიულ წნევასა და გულის დაავადებებს. გარდა ამისა ხორცი აძიერებს კანის მომეტებულ “სურნელოვნებას”, ტესტებით დასტურდება, რომ ვეგეტერიანელთა კანს ბუნებრივად უფრო ნეიტრალური და ნაკლებსპეციფიური არომატი სდევს, ვიდრე ხორცისმჭამელთა კანს.

ავოკადო მდიდარია E და B6 ვიტამინებით, კვებავს გულს და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. ამით არტერიულ პრობლემებს ებრძვის, სექსუალური დისფუნქცია და არტერიული პრობლემები კი ურთიერთკავშირშია.

ტკბილი კარტოფილი შეიცავს პოტასიუმს, რაც კარგია სისხლის მიმოქცევისთვის, ამცირებს არტერიული და სექსუალურ დისფუნქციის რისკს.

french-friesმაგრამ თუ კარტოფილს ზეთში შეწვავთ და ბევრისთვის საყვარელ ფრენჩ-ფრაისს დაამზადებთ, მასთან ერთად უამრავ ცხიმებს მიირთმევთ, რაც ხელს უწყობს დიაბეტსა და სექსუალურ დისფუნქციას.

საზამთრო მდიდარია ლიკოპენით, ციტრულინითა და ბეტა-კაროტენით, რაც სასარგებლოა სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის, საუკეთესო რელაქსატორია ორგანიზმისთვის და ხელს უწყობს სექსუალური შეგრძნებების გაძლიერებას.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Best and worst foods for your sex life

ასევე:

როცა პრეზერვატივი არ გაქვს…

How-to: დიეტა ფრანგულად

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

12 thoughts on “ჭამა რომ სექსი”

  1. ესეიგი, მე არ მჯერა რა ეგეთი რაღაცეების. აი ნუში აძლიერებს პოტენციას და არაჟანი კაცს ბუღად აქცევს…. მე ერთი რაღაცა ვიცი, მთავარია კარგად იყო გამოძინებული და კონკრეტული კაცი ( ქალი) გინდოდეს, მორჩა.

    Like

    1. (კარგად) გამოუძინებლადაც შეიძლება.
      ამ აფროდიზიაკების მეც ეჭვის თვალით ვუყურებ 🙂

      Like

  2. ალკოჰოლთან მწყრალი მოგონებები მაქვს ძალიან. აი დანარჩენი კი მგონი დიდი დოზებითაა საჭირო ლონგ–რანში იძლევა ეფექტს და შესაბამისად შეფასებას კონკრეტულ ქეისზე ვერ დავდებთ

    Like

  3. “ხენდრო” როგორ არ უხდება სახელის ჟღერადობა ქართულად :/ ისეთი განცდა მაქვს რომ ვიღაცამ დააცემინა…

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: