როგორ მოხვდი მანდა? უპასუხე უფროსსა!
ბავშვობიდან აქა ვზივარ!
ბავშვობიდან აქა ვზივარო…
ჰმ! ხუმრობს?
ირაკლი კვირიკაძე, “ქვევრი”
ვხუმრობ. ბავშვობიდან ნამდვილად არა, მაგრამ მე-4 წელი კი იქნება, რაც ონლაინ შოფინის ძირგავარდნილ ქვევრში ჩავძვერი და მას მერე კი ვზივარ იქ. 122+1 ამანათი მაქვს მიღებ-ჩაბარებული. 4 წელიწადი არაა ბევრიო, ეგებ, იფიქროთ. ვისთვის ბევრია, ვისთვის – ცოტა. ადრე ნაყიდ ნივთებს აშშ-ში ჩემს საფოსტო ყუთში ვაგროვებდი და ერთ ამანათად მიგზავნიდნენ ხოლმე. მაშინ 1’500 ლარამდე ღირებულების გზავნილები განბაჟებისგან თავისუფალი იყო, შემდეგ ეს ზღვარი 300 ლარამდე დაწიეს. ცოტაა. მაგრამ ეს იქეთ იყოს. მოკლედ, 4 წელია ონლაინვშოფინგობ და ადრე პოსტიც დავწერე ამ ამბავზე. რამდენიმე რჩევის უფლებაც მივეცი თავს. ახლა კი იმ ონლაინ მაღაზიაზე მოგიყვებით, რომელსაც ჩემი უნარ-ჩვევები. კომ ჰქვია იგივე MyHabit.com. თუმცა, ვინც ეს საიტი იცით (უმრავლესობამ, ალბათ, იცით) ჩემს პოსტში ახალს ვერაფერს გაიგებთ და დროს ნუ დაკარგავთ – სხვა ბლოგზე გადადით.
“მაიჰებითი” “ამაზონს” ეკუთვნის, თუმცა, “ამაზონისგან” განსხვავებით, ვიწრო მიმართულების ონლაინ-ბუტიკია, ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და მოდურ აქსესუარებს – ქამრებს, საფულეებს, ხელჩანთებს, საკინძეებს, საათებს, პარფიუმს… ყიდის. საქონლის უდიდესი ნაწილი ცნობილი ფირმების წარმოებულია, “მაიჰებითზე” ბევრი დიდი დიზაინერის სახელს ნახავთ – ივ სენ ლორანი, კრისტიან დიორი, ქელვინ ქლაინი, რალფ ლორენი, მაიქლ ქორსი, პიერ ბალმე, ჯონ ვარვათოსი, ქენეთ ქოლი, დონნა ქარანი და რავიციკიდევვინაღარ, აბსოლუტურად ყველაფერი რაც იყიდება, გასეილებულია და კარგა გვარიანად გასეილებულიც. სხვაგან ასეთი რამ არ მინახავს. ერთია მხოლოდ – “მაიჰებითს” ნივთების შეზღუდული რაოდენობა გამოაქვს, ზომების არჩევანიც შეზღუდულია და რაკი ცოტაა – ელვის სისწრაფით იყიდება. კარგი რამეების შერჩევა იოლია, ყიდვა კი ძნელი – სანამ კარგად დაათვალიერებ, აირჩევ, კალათაში ჩააგდებ – უკვე ვიღაცას უყიდია. აი, თუ გინახავთ, საშობაო ვაჭრობა რომ იწყება ამერიკაში – მაღაზიის კარს რომ ხსნიან და ზღვა ხალხი შერბის, როგორც იაპონლები პორტ-არტურის აღებისას. რაღაც მაგის მსგავსია. ოღონდ – ვირტუალი. არაერთხელ ამაცალეს ასე ცხვირწინ შერჩეული ნივთი. 😦 თუმცა, რაღაც-რუღაცის ყიდვა კი მოვახერხე. “მაიჰებითი” ყველა თავის კლიენტს ვაჭრობის დაწყებიდან 20 წუთით ადრე ი-მეილ ნოტიფიკაციებს უგზავნის იმ დღეს გამოსატანად გამზადებული საქონლის ნუსხით, ჩვენი დროით საღამოს 9 საათზე კი შემოსძახებენ გონგს და ვაჭრობაც იწყება.
თუკი აქამდე არ გიცდიათ, შეიჭყიტეთ.
ძველი ანეკდოტია ერთი:
ცოლი და ქმარი ზღვაზე ისევენებენ. პლიაჟზე. მზის აბაზანას იღებენ.
ქმარს თვალები აქეთ-იქეთ გაურბის. ქალებს ათვალიერებს.
ცოლი მუჯლუგუნსა კრავს და ეუბნება: ნუ გავიწყდება, რომ დაქორწინებული ხარ!
ქმარი პასუხობს: კი მაგრამ, შენ რომ დიეტაზე ხარ, განა, რესტორანში მენიუს წაკითხვას გიკრძალავ?
ჰოდა, ესტუმრეთ “მაიჰებითის” დახლებს. ყიდვასაც რომ არ აპირებდეთ, დათვალიერებას ვინ გიკრძალავთ. აბა, თქვენი რა მიდის? “მაიჰებითი” პირობითად დახურული საიტია – თუ “ამაზონზე” რეგისტრირებული ხართ მაგ იუზერნეიმითა და პასვორდით “მაიჰებითზეც” შეხვალთ, თუარა – რეგისტრაცია დაგჭირდებათ.
- ისეკი, ონლაინ შოფინგს ერთი დიდი მინუსი აქვს. რა არის საჭირო, ოფლაინ რომ შეიძნო რამე? უნდა ადგე, ჩაიცვა, სახლიდან გახვიდე, იბოდიალო ბუტიკიდან ბუტიკში და ჭავჭავაძიდან პეკინამდე და სხვაგან. ან თბილისი მოლში წახვიდე ქალაქის დასალიერში… დრო მიაქვს დიდი. ხან გეზარება. ხან ცუდი ამინდია და სახლიდან გასვლა არ გინდა. ხან გახვალ და ვიღაც ბედნიერი შეგეფეთება და მოლის ნაცვლად თავს ლუდხანაში ამოყოფ და ნავაჭრით ხელდამშვენებული კიარა, ალკოჰოლით გატრეტილი და ხინკალწვენტანსაცმელზეჩამოწუწული მიხვალ სახლში.
ონლიან შოფინგს კი რა უნდა? არც არაფერი. ადგომაც არ გინდა, გადაჰყე საწოლიდან ხელი, დაითრიე ქინდლფაია და შედი. 20 წამის ამბავია.
მოკლედ, ოფლაინ შოფინგი ბევრად საფულედამზოგია, მაფრენდზ – ეს 100%-ანი ჭეშმარიტებაა. დედააფეთქებული პავლოვივით ძაღლებზე კიარა, საკუთარ თავზე მაქვს დატესტილი. 🙂ბზვ, “ამაზონსაც” აქვს ე.წ. ოქროს გარიგებები – დღის დიდი ფასდაკლება კონკრეტულ საქონელზე. თუმცა, ეს უკვე სხვა პოსტის თემაა. 🙂© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ასევე:
Amazon.com – იქ, სადაც ელექტრონული კომერცია იწყება
არ ვიცოდი ეს საიტი და ჩემ ისედაც სტრესულ ცხოვრებას კიდევ ეს უნდოდა??! 😀 😀 გაჩერება მე არ ვიცი და შეიძლება მტკვრის გზას გავუდგე 😀
LikeLike
უცნაურია მე და ჩემმა ღმერთმა რომ არ იცოდი…
ძააანუძაანმაგრესი მაღაზიაა.
LikeLike
არ ვიცი რატომ არ ვიცოდი, დაახლოებით იგივე ტიპის საიტია როგორიც ideeli.com აქსესუარებს, ტანსაცმელს და ა.შ. ძირითადად აქ ვეძებ ხოლმე yoox.com აქაც ბევრი ბრენდია და ზოგჯერ ძაალიან კარგი ფასდაკლებები. ჩემ საშოპინგო ლისტს კიდევ ერთი შეემატა 😀
LikeLike
იოქსი ვიცი კი.
ფასდაკლება ამაზონზეცაა. ამის იდეა ისაა, რომ დეილიდიალზ აქვთ… ნუ საბანკო ოვერნაითივითაა 🙂
ამაზონზე რომ გაასეილებენ კაი ხანია გასეილებული. აქ სხვა პონტია. შეზღუდულია. მაგრამ ზოგადად ფასდაკლებები დიდია და თან ყოველდღე.
LikeLike
მეც არ ვიცოდი 🙂 შევიხედავ უახლოეს დღეებში. აი, სარვამარტოდ დიდი უიქენდია და შევბოდიალდები.
LikeLike
უიქენდი რად უნდა მაგას? 🙂
მოლში მიდიხარ თუ მაიჰებითზე 🙂
LikeLike
მოლი მოლში 🙂
შენს ადგილას მარტო მოლში ვივლიდი ისე. 🙂
აუ ბარიბარში რო იყო ბერიკაშვილის შოუ…. 🙂 რეები გამახსენდა ახლა.
LikeLike
რად უნდა და სამუშაო დღის ბოლოს ისეთი მითიშული ვბრუნდები შინ, ონლაინ შოპინგის თავი სად მაქვს 🙂 შაბათს, ნება-ნება, ფინჯან ყავასთან ერთად დავათვალიერებ :)) მოლი მოლში – მშვენიერი პოსტი დაიწერებოდა, ხო იცი 🙂
LikeLike
მანდ ხო დარეგისტრირებული ვარ, მაგრამ პასვორდი არ მახსოვს 🙂
ერთხელ ადრე შევედი და ყველაფერი მეძვირა და თავი დავანებე. ვნახო უნდა კიდევ.
LikeLike
ამაზონზე ხომ ხარ? ამაზონის პასვორდით შეხვალ ჩვეულებრივად რა დაგავიწყდა?
ცალკე იყავი დარეგისტრირებული?
მოკლედ როგორც არის. დაიკიდე ეგ. 🙂 ამაზონის პასვორდით შედი და მართავ პირდაპირ.
ფაიას ამაზონის მაღაზიაც და მაიფებითო მოყვება აპლიკაციად და ინტეგრირებულად – ამაზონის ნაწილია მოკლედ.
ფასებს რაც შეეხება… ნუ რავი 🙂 რაც დავსქრინე არაა, მგონი, ძვირი.
ისე, ყველაფერი ფარდობითია. 🙂 მოკლედ რა ბრენდებიცაა იმ დონის ფასებია და ფასდაკლება არის დიდი, ასე რომ მთლიანობაში კაი ფასი გამოდის…
LikeLike
ფეხსაცმელზე, ქამარზე და საათზე გონება გადამეკეტა, (მერე რა რომ კაცისაა) ისე ფულის დამზოგავი მართლა ეგ უფრო იქნება. თუმცა ამ ბოლო დროს მეც მივაგენი გზას, თუ რამე კონკრეტყულის შეძენა არ მინდა აღარ ვეკარები მაღაზიებს, თუ მივეკარე, დავიღუპე.
ლორდ, დღეს რაღაცა სხვანაირი ხარ 🙂
LikeLike
გეგმები ამირია ამინდმა 😦 ნუ თუ სხვანაირში მეტი მინუსია ეგაა მიზეზი.
და თუ სხვანაირში მეტი პლიუსია… რავი. გუშინ მ&ს შევიძინე, ვუფერი მივირთვი და ფრანგული ყველი ვიყიდე 🙂 ჰოდა გამომყვა ალბათ:)
LikeLike
ჰო… საათზე როგორ არ ვთქვა 🙂 ძაან მგარი საათია.
მარა ერთი უბედურება მჭირს. საათებს პრაქტიკულად არ ვატარებ. ძაან იშვიათად. არადა ძაან მიყვარს 🙂
ჰოდა მიწყვია განჯინაში 🙂
არანორმალური ვარ რა 😦
LikeLike
აუ, ლორდ რა იდიოტი ხარ!
LikeLike
ყოველთვის არა. დღეგამოშვებით.
LikeLike
ვაიმე, ეს წაშალე ადამიანო :)))) რას იფიქრებს ხალხი?!
LikeLike
4 წელი ცოტა როგორაა! ბედი გქონია, თუ არაფერი არ დაგკარგვია 🙂
LikeLike
მაგაზე სხვა პოსტი მაქვს ამაზონის გადაგდებასა და კურიერის დაბოლებაზე როა. 🙂
LikeLike
დაკარგვით არ დაიკარგება, მაგრამ შეიძლება ზომა არ მოგერგოს ან ფერი ამიტომ ვერიდები ხოლმე თუ რაღაც ნამდვილად ძალიან ისეთი არ ვნახე, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. 🙂
MyHabit.com კარგი მაღაზიაა ნამდვილად შეიძლება სარფიანად ვაჭრობა 🙂
და ასეთს ძაან ბევრს ვნახულობ სამწუხაროდ :)))))
LikeLike
მე ვიყიდე მანდ ჩემი ოცნების ფეხსაცმელი
Calvin Klein
LikeLike
როცა არ უნდა შეხვიდე ყველაფერს Sold Out აწერია :))))
LikeLike
შედი დროზე 🙂
გინდა ტრიუკი? ვთქვათ გინდა ფეხსაცმელი. შედიხარ და შენი ზომის რაცაა ყველაფერს ყრი კალათაში განურჩევლად. მერე ნელ-ნელა ათვალიერებ, შლი კალათიდან რაც არ გინდა და რაც მოგეწონება და ყიდვა გინდა – ყიდულობ. თუ ასეთი. თუ არა ამოშლი ყველაფერს და ეგაა. 🙂
ასე არის შანსი რომ არ აგახიონ, სანამ შენ ნელ-ნელა არჩევ. კალათაში რომ აგდებ იბლოკება და სხვა ვერ ითრევს 🙂
ნუ მაგდენი კი გეცოდინება.
LikeLike
ვერ ვიტან ოფაინ ყიდვას, სერიოზული სტრესია ჩემთვის. დაილოცოს ონლაინ მაღაზიები :დ და ახლაღა მივხვდი, რატომ მიგზავნის ასე ისტერიულად ეს საიტი მეილებს :დ
LikeLike
და უსპს ლოდინი არაა სტრესი? 🙂
LikeLike
ხო, საშინელი :შ მაგრამ გამყიდველ/კონსულტანტებთან ჭიდაობას კი მირჩევნია :დ
LikeLike
ნუკი ეჭიდავები, წაეფლირტავე 🙂
LikeLike
სასწრაფოდ დავრეგიტრირდი, იმედი მაქვს საჩემო ფეხსაცმლის ყიდვას დავასწრებ ვინმეს 😛
LikeLike
პერწკლი, ცოტას გიკარნახებ: ტოპშოპში ხომ მშვენიერი სამოსია ზოგადად, ნუ ამოარჩევ რაღაცეებს და თან ისეთი კონსულტანტები ყავთ რომ აუცილებლად გაგიჩნდება ლორდის რჩევის გათვლისწინების სურვილი 🙂
LikeLike
M&S რამეს რომ იყიდდი, საჩუქრებს არიგებდნენ. თითქოს არაფერი, მარა გიხარია. 🙂
თუმცა, ონლაინ ვაჭრობის დროსაც უჩუქებიათ ხოლმე 🙂
LikeLike
მე მარტო გადავავლე თვალი, შემდეგში დაწვრილებით გავჩხრეკ მაგ საიტს ^_^
არ ვიცი საიდან გავიგე, ნიტო ამაზონმა შემომთავაზა, ნიტო უსა2გეო-ს ბლოგზე, მოკლედ, გამოწერილიც ქე მაქვს ფოსტაზე, რაცხაები მომდის ხოლმე
LikeLike