სამი პაწია, კუდფუმფულა კნუტი

შაბათის პოსტი

ხშირად გამიგია, ქართული ზღაპრები ძალიან ბრუტალურია და ბავშვებს დატკბილულ-დამურაბებულად უნდა მოვუყვეთ, თორემ დიდ სულიერ ტკივილს მივაყენებთო. ერთი პატარა, ოქროსფერკულულებიანი ბიჭუნას ამბავიც ვიცი, მგელმა რომ პატარა ბეკეკა შეახრამუნა ის ზღაპარი იმდენჯერ მოასმენინეს, რომ, როცა გაიზარდა, კულულები დაცვივდა და წვერი ამოუვიდა, მიდგა და ასეულ ათასობით ადამიანი გაჟუჟა, ბეკეკას რატომ არ დაეხმარეთო… არ ვიცი, მართლა ზღაპრის ბრალი იყო თუ არა. ახლა ის კაცი წითელ მოედანზე აკლდამაში წევს მძნარე მზეთუნახავივით. მიდით და დაეკითხეთ.

მე კი მანამ კეთილ გერმანულ ზღაპარს მოგიყვებით, სამ პაწია, კუდბათქუნა და თათფუმფულა კნუტზე. 1

სამნი ვიყავით.

2აგვისტოში ერთად დავიბადეთ.

3ჩვენზე ადრე, მაისის თვეში, დედას ოთხი კნუტი ეყოლა და ახლა ძალიან ბევრნი აღმოვჩნდით.

4ამიტომ მეთევზეებმა ტომარაში ჩაგვყარეს, თავი მოკრეს და ნავით ზღვაში გაგვიყვანეს.

5ადგნენ მერე და წყალში მოგვისროლეს.

6კატაჭამია ზვიგენმა ჩვენი სუნი იკრათუ არა, მოცურდა და ტომარა კბილებით გაგლიჯა.

7ჯერ ჩემი ძმა შეახრამუნა, მერე – ჩემი და. მუცელი ამოიყორა და მე ერთ მიფარულ ალაგს შემჩურთა, მომშივდება, დავბრუნდები და შენც მიგაყოლებო.

8მაგრამ რაც ადრე ზღვის წყალი ვყლაპე, ამ ჯაჯგურისგან ახლა უკენ ამოვასხი და გონს მოვედი. ვნახე, რომ ჯერ ისევ ცოცხალი ვარ.

9მომოვიხედე და მარტო სულიერი ვიყავი გემ-აჩრდილზე.

10ერთი ჩონჩხისგან შარვალი ვინათხოვრე, მეორისგან – პერანგი და მესამის იარაღი მოვიმარჯვე.

კატაჭამია რომ მოცურდა, ვესროლე, მოვკალი და შევჭამე.

11გემრიელი ხორცი აღმოაჩნდა და მეც ჯანზე მოვედი.

12ღრმად ჩავისუნთქე და ასე, ზვიგენის ხორცით სავსე კუჭითა და ჟანგბადით სავსე ერთი ფილტვით ავფართხალდი და მზის სხივს ავედევნე… ბედად, ნაპირიდან ძალიან შორს არ ვყოფილვარ.

13პლიაჟზე მონებივრე ტურისტებს გვერდი ავუქციე და რკინიგზის სადგურს მივადექი.

14სამ გროშად ბილეთი ვიყიდე და საითაც გულმა გამიწია, იქეთ გავეშურე.

15სამი დღე ვიმგზავრე მატარებლით, შემდეგ ვაგონიდან ჩამოვედი, ქუჩებს გავუყევი და ერთ სახლს მივადექი.

16ღილაკი მოვძებნე და ზარი დავრეკე. ჰოდა, აი, შენს ზღურბლზე ვდგავარ.

17

0

ნურასდროს იკითხავ, ვისთვის რეკს ზარი, როცა ის შენთვის რეკს. 🙂

ეს ზღაპარი გერმანელმა ილუსტრატორმა, კარიკატურისტმა და მწერალმა, ფრიდრიხ კარლ ვეხტარმა (Friedrich Karl Waechter) შეთხზა. “მე აქ ვარ” ჰქვია და წიგნს ასე აწერია 4 წლისა და მეტი ასაკის ბავშვებისთვსო. სკანირებულია გამომცემლობა “დიოგენეს” 1997 წლის გამოცემიდან.

Da Bin Ich

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

30 thoughts on “სამი პაწია, კუდფუმფულა კნუტი”

  1. რა მარაზმია
    ეს რომ ბავშვმა წაკითსოხ, ყველა ზარის გაგონებაზე შიშისგან უნდა ხტებოდეს, ზვიგენიჭამია კატა მოდისო :დ

    Like

  2. ეს რამენაირი იუმორია ეგეთი ჩვენ რომ ვერ ვიგებთ თუ რა არის?
    ზღაპრის გარდა ყველაფერს ჰგავს. 😦

    Like

    1. გერმანული, როგორც მოგეხსენება, არ ვიცი და ინგლისურიდან ვთარგმნე… თუ რამე დავაკელი ბოდიში გერმანულ ლიტერატურასთან. 🙂

      არ გინდა ერთი ფუმფულა კნუტი გაჩუქო?

      არა. 🙂 შენთან რომ ვიქნები მანდ მოვეფერები ხოლმე 🙂

      Like

  3. ამ ბოლო დროს ასე ხშირად რო წერ კატებზე, არ გინდა ერთი ფუმფულა კნუტი გაჩუქო? 🙂

    Like

    1. სტამბოლის ოკეანერიუმში არ ხარ ნამყოფი? 🙂 ზვიგენებს შორის რომ გადიხარ.
      მაგარი საყვარლები არიან ზვიგენებიც. 🙂

      Like

      1. შემდეგ ვიზიტზე აუცილებლად მოვინახულებ საყვარელ ზვიგებესაც 🙂

        Like

  4. აუ ქართული ზღაპრებიდან ბავშვობაში მაგარი კომპლექსი მქონდა შეძენილი, თან აი სულ ვკითხულობდი ზღაპრებს, დიდი ვიყავი რომ კიდევ ვერ ვეშვებოდი. მოკლედ, ქართული ხალხური ზღაპრების უმეტესობა ხომ სამ დაზეა და როგორც წესი უფროსი და არის საშინელება, ბოროტების განსახიერება, შურიანი, კაპარჩხანა აუტანელი არსება, ჰოდა ვინაიდან და რადგანაც მე ვარ უფროსი სამ დას შორის ლოგიკურად გადავწყვიტე, რომ მეც ასეთი ვიყავი და ვიტანჯებოდი ჩემთვის ჩუმად. წარმოგიდგენია რა რთული ბავშვობა მქონდა?

    Like

    1. სამაგიეროდ ჩეხოვმა დაწერა თქვენზე 🙂
      ისე არც შუათანა უქნია ღმერთს. როგორც წესი ზღაპრებში მესამე და ყველაზე უმცროსი დაა ყველაზე საყვარელი.

      Like

      1. რა გაცინებს :/
        თუმცა, ბიანკასგან რას ისწავლიდი სხვას.
        საწყალი კნუტები.

        Like

  5. საღოლ კატა :დ 4 წლის ბავშვისთვის მეც ნამეტანი მგონია და კატებზე მეტად ძაღლები მომწონს, მაგრამ მეზობელს ყავს ერთ კატა და ის მევასება მაგრად, კნუტი იყო რომ მოიყვანეს ახლა კი იმხელა “ძროხაა”, მაგრამ გარფილდს გავს და საყვარელია.
    პ.ს. თავში ნახსენებ მზეთუნახავს, ჩემები ჩირად (ლენინის ჩირი) მოიხსენიებენ.

    Like

  6. ეს ისაა, სხვისი რომ ყველაფერი უკეთესი გვგონია 🙂
    კითხვა ვისწავლე თუ არა, რამდენიმე წელი ზღაპრების კითხვის მეტი არაფერი მიკეთებია – საკმაოდ ბევრი გვქონდა შინ, მათ შორის ქართული ზღაპრები. ჯერჯერობით არავინ გამიფატრავს და ამის სურვილიც არ მაწუხებს 🙂

    Like

  7. თამარა, ადრე ძალიან მიყვარდა ეგ სერია :))) მაგრამ ! ჩემმა შვილმა უყურა და აი მანდ დაიწყო ტანჯვა ! დედიკო, როგორია ჯოჯოხეთის ეშმაკი? ჯოჯოხეთის კუპრი ძაან ცხელია? ახლა ჩემი მანქანა რომ გადავაგდო ჯოჯოხეთის კუპრში ჩავარდება? ეს დამპალი ჯოჯოხეთის ეშმაკი მეც ხომ არ წამიყვანს? … :((( ზუსტად რამდენიმე თვე ვეწამეთ რასაც ქვია, 4 წლის იყო პირველად რომ უყურა ამ სერიას, ასე რომ ჰანამ და ბარბერამაც დაუშვეს თავის დროზე შეცდომა, ხომ ხედავთ.. არადა ერთი შეხედვით როგორი უწყინარი მულტიპლიკაციაა, ძაან მიყვარს, აი ყველაზე ძაან. 🙂

    Like

  8. რას ერჩით მაგარი ვეშია, ბავშვებს ასწავლის უყვარდეს და არ აწვალოს ცხოველები 1) იმიტომ რომ ისედაც სტრესებია ქვთ გადატანილი და ეხლა სიყვარულს ელიან 2) თუ ძალიან შეტოპავ––იარაღს გესვრის და შეგჭამს

    პ.ს ქართულ ზღაპრებს რაც შეეხება –––ნაცარქექია მაგარია ძალიან. ერთადერთი უფროს ძმებს ერჩიან რატომღაც :დ

    Like

  9. დამიჯდა ჭკუაში. აღვადგინე კიდეც მერე გადავხედე რამდენ უაზრობას წავიკითხავდი და საბოლოდ წავშა 14 დღეში სულ გარქებაო დამპირდნენ :)))

    Like

    1. დაბრუნდი და მხოლოდ ადეკვატურ ადამიანებთან იურთიერთე 🙂

      მე აღვადგინე პროფილი ემოციური აფეთქების ფონზე 🙂

      Like

  10. დამზაფრა დედას ვფიცავარ, ეს რა წაიკიტხა ჩემმა თვალებმა, ვინც ამას ბავშვს წაუკიტხავს მაგრად აკლია

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: