მახსოვს, ზაფხული იყო. ივლისი. ბორჯომში ვისვენებდი. იქ ერთი ბიჭი იყო. მე ძალიან დიდი მეგონა, თუმცა, პატარა რომ ხარ, ყველა უფროსი ძალიან დიდი გგონია, მერეა რომ ასაკში ზღვარი იშლება ხოლმე. ჰოდა, ის ბიჭი, ალბათ, ჯერ ისევ თინეიჯერი იყო, მაგრამ მე, სკოლის მოწაფეს ძალიან დიდი მეჩვენებოდა. სათვალეს ატარებდა და თან ძალიან უცნაურ სათვალეს – მზეში სათვალის შუშები ფერადი იყო და ჩრდილში კი თეთრდებოდა. შურიანი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, ღმერთმანი (მხოლოდ – ზომიერად :)), მაგრამ იმ ბიჭისა ძალიან მშურდა – მეც მინდოდა ეგეთი ჯადოსნური სათვალე. მახსოვს, ხმამაღლა ვთქვი, ნეტა ასეთი სათვალე მეც მქონდეს-მეთქი და მამაჩემმა მითხრა – მაგას ეგ სათვალე იმიტომ აქვს, რომ თვალს აკლიაო, შენ კიდე ჭკუას, მაგას რომ შეჰნატრიო. 🙂 ჰოდა, გავიდა დრო და იმ ბიჭის ასაკისა გავხდი და ამიხდა კიდეც ის ნატვრა… ვინ იცის, რამდენი რამე მინატრია ბავშვობაში და მარტო ორი ამიხდა – ერთი თვალს დამაკლდა და მეორე დისნეილენდში მოვხვდი. თან ჯერ ცუდი ამიხდა და მერე კარგი. 🙂 ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილიო – დავითის მცნების თანახმად.
ასეა თუ ისე, დღეს მიოპი ვარ. 🙂 დღეს კიარა და კარგა ხანია უკვე. ვატარებ სათვალეს და ქამელეონიც მქონია. გერმანული როდენშტოკის შუშებით. მზეზე ყვითლდებოდა, შემდეგ გამოვცვალე და ახალი შუშები უკვე კვამლისფერდებოდა. დღეს ასეთ შუშებს აღარ ვატარებ. შუშებს საერთოდ არ ვატარებ – პლასტიკის ლინზებს ვანიჭებ უპირატესობას – მჩატეა და იოლი სატარებელი. თუ კარგი ხარისხისაა, არც იჩხაპნება და არც არაფერი. და მეც ვცდილობ, კარგი ხარისხის ლინზები შევარჩიო. ბოლო წლების გამოცდილებით – ფრანგულ ესილორზე და გერმანულ ცეისზე უკეთესი ლინზები არ შემხვედრია და ამ ორიდან უპირატესობას მაინც ესილორს ვანიჭებ (თუ რატომ ესილორს, ამაზე მქონდა უკვე პოსტი).
ამიტომ, რამდენიმე დღის წინ მორიგი ჩარჩო რომ ჩამომივიდა, ბევრი არ მიფიქრია – USA@GEO-დან პირდაპირ კენარში წავიღე და კვლავ ესილორის ლინზები ჩავასმევინე (თუ რატომ მაინცადამაინც კენარში, ამაზეც დავწერე ადრე).
სულ ესაა, რაც მინდოდა, მეთქვა. 🙂 უბრალოდ, საკუთარ თავსაც და ჩემს მკითხველებსაც შევახსენე, რომ IMHO:
ყველაზე კარგი ხელოსნები თბილისში კვლავ კენარში ჰყავთ – 6-დან 4 სათვალეში ლინზები სწორედ მათ ჩამისვეს.
და
ყველაზე კარგ ლინზებს ევროპაში კვლავ ესილორი აწარმოებს – 6-დან 5 სათვალეში ესილორის ლინზებს დავატარებ.
კონტაქტური ლინზები კი არასდროს მიტარებია და ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, სათვალე ზამთარში იორთქლება, წვიმასა და თოვლში სველდება, ალმაცერად და ქვეშ-ქვეშ თუ გიყვარს ცქერა – გამოუსადეგარია. ეს ასეა. კიდევ ამბობენ, სპორტით თუ ხარ გატაცებული არ გამოგადგებაო, აი, ეს კი სისულელეა. დიდი სპორტსმენი არ ვარ, მაგრამ ვარჯიშში ხელს არ მიშლის და სპორტში კი… მარტინა ნავრატილოვა სულ სათვალით თამაშობდა და მისი მეტოქეების ბუნდღა არ იყო კორტზე და რავიცი აბა… ქარიმ აბდულ ჯაბარიც ბზვ.
გარდა მაგისა, სათვალე ყველას უხდება. მთავარია, სწორედ შეარჩიო… მაინცადამაინც ჩემით კი ნუ განსჯით, 🙂 აგე, ბატონო, ესენი ნახეთ:
(არა, ეს მეგანი მაინც რა ლამაზია, გინდ სათვალით იყოს, გინდ – უსათვალოდ).
თუმცა, მიუხედავად ყველაფერ ამისა, გაუფრთხილდით თქვენს მხედველობას და ნუ ჩაუთქვამთ სულელურ ნატვრებს – შეიძლება, აგიხდეთ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
დაკიდევ, თითს ვერ გატაკებენ თვალებში და ნაცარსაც ვერ შეგაყრიან. 🙂
კაი სათვალე ჩანს.
надо обмыть-ო გადმოგცეს :):)
LikeLike
გეტყოდი ახლა რა გადასცე, მარა საჯარო სივრცეში ვერ დავწერ 🙂
LikeLike
წესითა და რიგით, მე რომ ცოტა ოსისგულა კოლხი ქალი ვიყო, აქ არ უნდა ვპოსტავდე 🙂 აქვე დავაფიქსირებ, რომ კენარი ორიდან ის პირველია, რომელმაც ჩემს სათუთ ნერვებს მაააგარი გამოცდა მოუწყო და ზურგზე დასცა :)) აქვე ვდებ პირობას, რომ მაგ ბრენდის მაღაზიაში არასდროს შევალ, ვფიცავ ! შენ რა ჯადო გაგიკეთეს ამისთანა არ ვიცი…, მოდი და არ დაიჯერო ახლა რომ არსებობს ეს რაღაცა მგლის ტვინის და ვირის რაღაცის ნარევი. მაგ კომპანიის რუსთაველის ფილიალს ყავს ძალიან მომხიბლავი მენეჯერი გოგონა ( ნუ მოწიფული ასაკის), რომლის ზოგადი ემოციური ფონი თვალსაჩინო დამდასტურებელი მაგალითია იმის, რომ ქალი აუცილებლად დროზე უნდა გათხოვდეს, ჰქონდეს ჯანმრთელი სექსი (სასურველის ქმრის დედის სახლში !) და გააჩინოს მინიმუმ 2 ბავშვი, რომ რაც შეიძლება ბევრი მოსავლელი ობიექტი ყავდეს, აბსოლუტურად იგივე შემიძლია ვთქვა მაგ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერზე.
ახლა სათვალეს რაც შეეხება, ძალიან მაგარი აქსესუარია, ყოველთვის მაქვს 3-4 მოდელი მაინც. ამჟამად შორიდან ვეტრფი დომენიკოს და დოლჩეს ახალ ქმნილებას ბაროკოს სტილში. მეგანი სათვალითაც და უსათვალოდაც უსექსუალურესია, პრინციპში ჯონი დეპიც 🙂 შენ კიდევ ხარ მისტერ ლაკოსტა :)))
LikeLike
დეტალურად აღვწერე წინა პოსტში რატომ კენარი 🙂
კენარი რომ არა შემრჩებოდა ჩემი ჯიბისთვის საკმაოდ ძვირადღირებული ჩარჩო თაროზე.
კი ეგ მოწიფული ასაკის გოგონა მეც ვიცი 🙂 თუცა, ეგეთი დეტალები რამდენი ბავშვი ყავს და სექსი კვირაში ჩემთვის არ მოუყოლია. 😦
და ეს ოსისგულა რაღაა? 🙂
LikeLike
“დოლჩეს ახალი ქმნილება ბაროკოს სტილში” – ერთობ მომხიბლა მეც!
LikeLike
მეც მიოპი ვარ. ძირითადად რონიკოს ვანიჭებ უპირატესობას. და ცეისის პლასტიკის ლინზებს. ინტერნეტით არასოდეს გამომიწერია ჩარჩო – მოუსინჯავად ვერ ვრისკავ შეძენას და, ალბათ, სწორადაც ვიქცევი.
ყველაზე წარმატებული შენაძენი ამ მხრივ პოლისის ავიატორებია (ჩვეულებრივი სათვალე), რომელშიც დაფერილი ლინზები ჩავასმევინე და გარეთ ძალიან წარმატებულად ვხმარობ (დარწმუნებულიც იმაში, რომ სხვა სათვალეებზე მეტად მიხდება) 🙂
LikeLike
ჩემს მაგალითზე დარწმუნდი ხომ? 🙂
LikeLike
😀
შენი მაგალითი აშკარა გამონაკლისია წესიდან 🙂
ოპტიკის მაღაზიაში ჩემ მიერ გატარებული დროის შეფარდება არჩეულ სათვალეებთან მაფიქრებინებს ამას 🙂
LikeLike
LikeLike
არა არა, კი არ მომიყვა, ეს ჩემი ვარაუდია, ასე რომ იყოს, ორივე ქალი ბევრად მშვიდი და გაწონასწორებული იქნებოდა თქო, გაუგებრად დავწერე.
ახლა ოსის გულს რაც შეეხება, ნათქვამია, რომ ოსებს ბოღმიანი გული აქვთ და ძალიან დიდხანს მიყვებათ წყენა, ამ შინაარსით ვიხმარე. ვაიმე იმედია აქ ოსი არავინაა, თუ არადა არ გეწყინოთ საყვარელო ოსებო,სამაგიეროდ მე მატყუარა და აფერისტი მეგრელი ვარ 🙂
მეც მინდოდა მეკითხა მიოპი რა არის?
LikeLike
მიოპია ქვია ახლომხედველობას მეცნიერულის ენაზე-დ 🙂
LikeLike
ერთიც გაკლია და კვირის დღეების მიხედვით გამოიცვლი 🙂
LikeLike
დომენიკო და დოლჩე :))))))) დომენიკო და სტეფანო .. საყვარლები :)) რა გაუგებარი კომენტარია საერთოდ თავიდან ბოლომდე…
LikeLike
დავითაშვილ-ძიძიგური
LikeLike
ლაკოსტაზე ლაკოსტა რომ გიკეთია გესი უნდა გესზე გეკეთოს 😉
LikeLike
მაქვენ და არ მაცვია? 😦
მართლა, მანდ რომ გესის მაღაზიაა გავიდა მარილზე საბოლოოდ თუ ფართხალებს ჯერ?
LikeLike
ლიკვიდაციაშია. მაღაზია კიდე ქირავდება.
მაგრამ თითქოს სხვაგან გადავდივართო ასე მითხრეს ადრე ვიკითხე ერთხელ კოლექციას რატომ არ აახლებთ და ვიცვლით მაღაზიასო. არ ვიცი.
კარგი ჯინსები ჰქონდათ ხოლმე.
LikeLike
http://www.youtube.com/user/GUESSincTV
🙂
გესის ჯინსები ძაან Iconic გახდა, მაგრამ იმჰო მაგარი აჟურულია. ჯინსი უნდა იყოს კონსერვატიული. ჯინსის შარვალი კლასიკის დონეზე გადის რა 🙂 და ვერ იტანს მაიმუნობებს.
501 ფორევა.
გესის თავზეც გავიარე და დიზელისაც.
LikeLike
მე კონტაქტური ლინზები მირჩევნია. განსაკუთრებით ზამთარში იმიტომ რომ იორთქლება შუშები. 🙂 მაგრამ დრო დამჭირდა სანამ კონტაქტურ ლინზებს მივეჩვეოდი და ფსიქოლოგიური შეუთავსებლობაც მქონდა უცხო სხეულის თვალში.
Cuba Vision ვხმარობ Air Optix ძალიან კომფორტული სახმარია. რონიკოში ვყიდულობ ხოლმე.
LikeLike
მეც თუ ვნახავდი ჩემს მოსაწონს, არ მეგონა. ნუ არც მომწონს უბრალოდ ვიტყვი არც მიხდება და არც მამახინჯებს.
LikeLike
გეუბნები გიხდება-თქო და დაიჟინე ახლა 🙂
LikeLike
ხო აი ეს მინდოდა კიდევ ერთხელ გამეგო<3 სპეცი ვარ რა კომპლიმენტების გამოტყუებაში.
LikeLike
ისე, მეც ვგრძნობ, რომ მჭირდება სათვალე კომპიუტერთან მუშაობის დროს, განსაკუთრებით ექსელს თუ ვუზივარ დიდხანს ძალილან მეღლება თვალები. რატომღაც აქამდე ვერა და ვერ მივაღწიე რომელიმე ოპტიკაში, ალბათ იმიტომ რომ ფული მენანება 😦
გესი სულ ღაფავს,გეთანხმები, მე ვფიქრობ რომ მალე მოკვდება. ვერ გაამართლა რა. იმ დღეს ვიყავი და ერთი კაბა ძლივს მოვიწონე და ისიც ზომა არ ჰქონდათ. აქაური ბრენდ მენეჯერის ბრალია მაგ მაღაზიის წარუმატებლობა, კიდევ ფასებისაც რა თქმა უნდა..
LikeLike
პლიუსი გექნება 1 ან 0.5 რა უნდა მაგას, რახან კენარში ნაჩხუბარი ხარ ყველასთან რონიკოში მიდი დაგიდგენენ ნომერს და კონტაქტურ ლინზებს იყიდი იქვე და ეგაა. მაგაზე ფულის დანანება როგორ შეიძლება.
კაი ხანი გაძლო გესმა. ძაან ბორინგული რამეები კი შემოჰქონდათ სულ შავ-თეთრი. მარა ქართველებს გვიყვარს ეგეთი ფერები. 🙂
ძვირი იყო კი… ვინც ონლაინ ყიდულობს იმისთვის მით უფრო – ამერიკულ ფასებთან აქაური ძაან აცდენილი იყო. ადრე ფბ დავწერე კიდეც პიჯაკი რომ ჩამომივიდა ამერიკიდან და ძალიან იაფი იყო, ვიდრე აქ იყიდებოდა მაგის მსგავსები.
LikeLike
bolo suratshi roja rom ichiteba shen xar??
LikeLike
ზუსტი შეფასება იყო. 🙂
ორი კითხვის ნიშანი რა ამბავია. არ შეიძლება ბლოგერი როჟა იყოს? 🙂
LikeLike
რა დაგიჯდა თუ საიდუმლო არაა? 🙂
LikeLike
ლინზებს თუ გულისხმობ 115 ლარი, მაგრამ სეილია ახლა თუ არ ვცდები. წინა ჯერზე აშკარად მეტი დამიჯდა.
ჩარჩო არ ყოფილა ძვირი – 40 დოლარი.
LikeLike
ბავშვობაში არა და დიდობაში კი ვინატრე – ისე მომწონს სათვალე 🙂 მივედი ექიმთან იმის იმედით, რომ ცოტა მაინც მაკლდა თვალთ და შენც არ მომიკვდე – აღმოჩნდა, რომ ისეთი მხედველობა მაქვს, მხოლოდ მფრინავებს თუ დასჭირდებათ.
LikeLike
ალბათ, ბავშვობის ნატვრები სრულდება მხოლოდ. 🙂
LikeLike
რო არ დამიჯერე 300 ლარი მოვიგე 😉 აზრზე არა ხარ
LikeLike
აუ მაგარი მივქარე 😦 მარა მილანი თუ ბარსას მოუგებდა, მაგის ბერლუსკონისაც არ სჯეროდა და რა ვქნა.
პირველი ტაიმის მერეც თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ამოიქოქებოდნენ სეპარატისტები და 2 ბურთს მაინც შეუგდებდბდნენ.
LikeLike
მილანია კაცო, რამე ჭ გუნდი ხომ არაა 6.5 რომ უწერ სახლში. 🙂 ჰოდა გათხარეს.
ბარსელონაშიც გაიტანს მილანი. ფაიზაღი გეუბნები და ახლა მაინც დამიჯერე. 🙂
LikeLike
მჯერა. მარა ახლა ეგეთი კუში არ ექნება და რა აზრი აქვს? 🙂
თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ ბარსამ ამოტენოს…
მე 27 უფრო მაღელვებს ახლა. 🙂
LikeLike
ეე, მე არ მინატრია დ რა დავაშავე?! :დ ეს ისე და ახლა მეც მომწონს! 😉
LikeLike
დაგასწრო, სანამ ინატრებდი 🙂
LikeLike
არ მჭირდება სათვალე მაგრამ მინდა…
მინდოდა, უფრო სწორად, ეგრე თუ ამიხდება, აღარ მინდა 😐
LikeLike
ერთხელაც არ შევსულვარ კენარში
დასათვალიერებლადაც კი 🙂
ბევრი ცუდი მსმენია მათზე და ალბათ იმიტომ
LikeLike
ბევრი ცუდი გსმენია თაკოსგან.
ბევრი კარგი გსმენია ჩემგან.
🙂
LikeLike