შაბათის პოსტი
მისი ცხოვრების ძნელბედობის ჟამს ლარი გოპნიკი რაბინ ნაჰნერთან მივიდა უფლის რაობა რომ შეემეცნა.
– როგორ გვესაუბრება ღმერთი? რა ხერხებით მოაქვს სათქმელი ჩვენამდე? კარგი კითხვაა… – რაბინმა ფაიფურის ფინჯნიდან ჩაი მოსვა, – ლი სასმანს ხომ იცნობ?
– დოქტორ სასმანს? ვფიქრობ… კი, ვიცნობ.
– გოიმის* კბილების ამბავი არ მოუყოლია შენთვის?
-
*goy – გოიმი ებრაულში უცხოს, არა-ებრაელს აღნიშნავს.
– არა… ვინ გოიმის?
– მაშ ასე, მომისმინე… ერთ მშვენიერ დღეს ლი სამსახურში იყო… ხომ იცი, სტომატოლოგიური კლინიკა აქვს… ჰოდა, სამსახურში იყო და ერთი მისი პაციენტის, ვინმე რასელ ქრაუსის კბილების ყალიბი აეღო – ხიდის დასამზადებლად სჭირდებოდა. თაბაშირი გაშრა, ლიმ ყალიბი დაათვალიერა და უცნაური რამ შენიშნა – ქვედა ყბაზე საკბეჩი კბილები რომ გვაქვს, მის პაციენტს ზედ რაღაც ნიშნები ჰქონდა ამოტვიფრული. შიდა მხარეს. სასისკენ. კარგად დააკვირდა და რას ხედავს – ასეოებია: He, Vav, Shin, Yud, Ayin, Nun, Yud. რა გამოვიდა? – “Hwshy ‘ny” – “მიხსენი”, “გადამარჩინე”. ეს გოიმის პირია, ლარი, ხომ არ დაგავიწყდა?
სასმანმა პაციენტს დაურეკა. ხელმეორედ იხმო. ვითომ, ახალი აზომვისთვის. უკეთ რომ მოარგოს ხიდი. მოიმიზეზა. “როგორ ბრძანდებით? – ეკითხება, – კბილები ხომ არ გაწუხებთ?” “არა”. ჩახედა პირში. კი, ნამდვილად ასოებია. “Hwshy ‘ny”. “გადამარჩინე”.
ჯანდაბა. სასმანი სახლში წავიდა, მაგრამ რად გინდა, სავახშმოდ ჯდება – მადა არ აქვს. საწოლში წვება – ძილი არ აქვს. სხვა პაციენტების ყალიბებს სინჯავს. გოიმების. ებრაელების. გზავნილებს დაეძებს. ვერაფერს პოულობს. საკუთარ კბილებს სინჯავს – არაფერია. ცოლის კბილებს – კვლავ არაფერი.
მაგრამ სასმანი განათლებული კაცია. მართალია, რაბინ მარშაკივით ბრძენი არ არის, მაგრამ – არც უსწავლელია. რაღაც გაუგია ზოჰარიდან, რაღაც – კაბალადან. იცის, ებრაულში ყოველ ასოს ციფრი რომ შეესაბამება. ჩახედა წიგნებს. რა გამოვიდა – 8-4-5-4-4-7-3. შვიდი ციფრი. ტელეფონის ნომერი ხომ არაა? დარეკა. “გამარჯობა? ერთ გოიმს ხომ არ იცნობთ ქრაუსს? რასელ ქრაუსს?” “ვისო?” – უკვირთ. “სად დავრეკე?” “სუპერმარკეტია, წითელი ბუ”. “მადლობა”. ადგება და წავა მაგ “წითელ ბუში”. საბაყლოა. დიდი არაფერი.
სასმანი შინ ბრუნდება. მოსვენება არ აქვს. რა ხდება მის თავს? თუ პასუხს ვერ მიაგნო, ვერ დაიძინებს. ჰოდა მიდის… რაბინ ნაჰნერთან. ჩემთან მოვიდა, ლარი. შემოაღო კარი და შენ რომ ახლა ზიხარ, სწორედ მანდ დაჯდა. “რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი, რაბი? – მეკითხება, – უფლის ნიშანია? “გადამარჩინე”. რამე უნდა მოვიმოქმედო იმ გოიმის საშველად? მაგრამ – რა? კბილებზე სხვა არაფერი ეწერა. თუ ზოგადად ადამიანებს უნდა დავეხმარო? უფრო ალალად უნდა ვიცხოვრო? სად ვნახო პასუხი? კაბალაში? თორაში? მითხარი, რაბი, რას ნიშნავს ეს ყოველივე?
რაბინი ნაჰნერი დადუმდა. ფაიფურის ფინჯნიდან ჩაი მოსვა.
ლარიმ ვეღარ მოითმინა.
– რა უპასუხეთ, რაბი?
– ეს… მნიშვნელოვანია?
– ამისთვის არ მომიყევით ეს ამბავი?
– ჰო, კარგი… მე ვუპასუხე: მომისმინე, რატომ – კბილებზე? არ ვიცი. უფლის ნიშანია? არ ვიცი. სხვებს თუ დაეხმარები… ეს არ გავნებს.
– არა! არა! ვინ ამოტვიფრა ასოები? ვისთვის? სასმანისთვის? თუ ნებისმიერისთვის, ვინც იპოვნიდა? თუ… თუ…
– ყველაფერს ხომ ვერ შევიმეცნებთ.
– ასე ჩანს, სულ არაფერი იცით! რად მომიყევით ეგ ამბავი?
რაბინს გაეცინა.
– თავად არ მთხოვე, მომიყევიო? ჯერ მოყოლას მთხოვ, ახლა – არ უნდა მოგეყოლაო.
– სასმანს რაღა დაემართა?
– რა უნდა დამართოდა? არც არაფერი. წავიდა სამსახურში. ერთი პირობა ყველა პაციენტის კბილებზე დაეძებდა ახალ გზავნილს. ვერაფერი ნახა და თავი დაანება. ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა… კითხვები, შენ რომ გაწუხებს, ლარი, ეგებ, კბილის ტკივილს ჰგავდეს. გვტკივა. გვაწუხებს. შემდეგ გაგვივლის და გაქრება.
– არ მინდა, რომ გაქრეს! პასუხები მინდა!
– ეჭვიც არ მეპარება! ყველას გვსურს პასუხები! მაგრამ უფალი ვალდებული არაა, პასუხები გაგვცეს. ის ჩვენთან არაა ვალდებული, ლარი, ეს ჩვენ ვართ მის წინაშე ვალდებულები.
– კითხვებს რად გვაძლევს, თუ პასუხების მოცემას არ აპირებს?
– ეს საიდუმლო არ გაუნდია ჩემთვის.
– კარგი… და იმ გოიმს რაღა დაემართა?
– გოიმს? კი მაგრამ, ვის აღელვებს გოიმი?
©Coen Brothers – The Goy’s Teeth scene from A Serious Man, 2009
©LV (ქართული თარგმანი, 2013)
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
___
ჰო, თუ ვინმემ არ იცის – სიტყვა კოენი ღვთისმსახურს ჰქვია იუდაიზმში – აარონის შთამომავლები არიან. ძმებ ქოენების ფილმ “სერიოზული კაცის” ერთიმხრივ სიბრძნის, მეორემხრივ იუმორის და მესამემხრივ ირონიის გასაგებად, მნიშვნელოვანი დეტალია. 🙂
ძმების იუმორის გრძნობა ვუდი ალენის დონისაა, იმჰო. რაც ყველა ფილმში ჩანს, მათ ყველაზე მძიმე, ძალადობით სავსე და ბრუტალურ ფილმებშიც კი.
უყურეთ ქოენებს. გიყვარდეთ კინო. 🙂
ებრაულ თქმულებებში იმაზე მეტი სიბრძნეა ჩადებული ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ
LikeLike
ასეა.
თუმცა, ეგ ყველა თქმულებაზე საიმართლეა.
თუმცა ისეცაა, რომ თქმულებებში იმაზე მეტი სიბრძნეა ჩადებული ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და მეორეს მხრივ ზუსტად იმდენი სიბრძნეა, რასაც წარმოვიდგენთ. მთავარია, ვის უყვები. 🙂 და ვინ გიყვება.
LikeLike
ებრაულ სიბრძნეში კაბალა ვიგულისხმე და ზოგადად სწორედაც რომ გეთანხმები.
LikeLike
ეს ყველაზე მეტად მომწონს კოენების ფილმებიდან 🙂
LikeLike
არ ვიცი. ძალიან განსხვავებული ფილმები აქვთ და ძალიან განსხვავებულად კარგი. ამიტომ მიჭირს რომელიმეს დასახელება.
LikeLike
წასაკითხადაც საინტერესო იგავია მაგრამ ფილმში უბრალოდ შეუდარებელია. 🙂 რაბინი არაჩვეულებრივად ყვება. ძალიან მეტყველი მანერებით. 🙂
მიყვარს ეს ფილმი.
LikeLike
ის ორი გენიოსია და აქ მე ვარ 🙂 ერთი საშუალოზე ოდნავ კარგი ბლოგერი 🙂
ქოენები მსახიობებს ყოველთვის ზუსტად არჩევენ და თითოეულისგან მაქსიმუმის ამოქაჩვას ახერხებენ. ბილი ბობ თორნთონის როლი კაცი რომელიც არ იყო მგონი საუკეთესოა ამ მსახიობიწ კარიერაში. წაკითხვის შემდეგ დაწვი ბრედის ნამუშევარი განსხვავებულია მისი სხვა ფილმებისგან. და რავი. ფარგოშიც იგივე და ყველა ფილმში.
LikeLike
თავიდან ის გოიმი მეგონა :დ
და რა გოიმი ყოფილა :დ
LikeLike
“ის” გოიმი ქართულში სწორედ “ამ” გოიმიდანაა შემოსული. 🙂
LikeLike
😀 აჰა ის მოიმი ამ გოიმიდანაა შემოსულიი გასაგებია :დ
LikeLike
მეც ლორდ, მრავალს დაესწარი ❤ 😀
LikeLike
მადლობა, გაიხარე!
შენთვისაც მომელოცოს მალე.
LikeLike
ჰეჰ :)) ათეისტი ხარ?
გოიმი :))))) კი მაგრამ, ვის აღელვებს გოიმი? ებრაელები ყველაზე ბრძენი ერია, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის ვახვევ თავს, რა თქმა უნდა.. შეყვარებული ვარ მათზე.
ფილმიდან სცენა მართლა ძაან მაგარია. თუმცა შენც არანაკლებ გაქვს აღწერილი, უნდა აღვნიშნო. უნდა ვნახო ეს ფილმი, არ მინახავს.
რას გილოცავენ?
LikeLike
ათეისტი რატო?
თან ამ პოსტში ჩემი სიტყვა ერთიც არაა, თარგმანი მხოლოდ ჩემი. 🙂
მაპატიე, მაგრამ ამას ვერ გეტყვი.
Very personal 🙂
LikeLike
მე ვუყურებ კოენებს მაგრამ ამ ფილმზე მაინცადამაინც ვერ ვიკაიფე. 🙂
სხვა კოენები უფრო მომწონს – ძაან მაგარია მილერის გზაჯვარედინი, ფარგო, მოხუცების ადგილი აქ არ არის.
ერთი ფილმი აქვთ კიდევ ტომ ჰენქსი რომ თამაშობს – ბანკს ქურდავენ, მაგრამ ყველა იბრიდება ბოლოს. შავი კომედიაა ძაან მაგარია.
და ვესტერნი როა სულის სიმტკიცე თუ გაქვს ნანახი ჯეფ ბრიჯესი თამაშობს, ეგეც ძაან კარგი გადაღებულია.
LikeLike
ქოენების ყველა ფილმი მაქვს ნანახი 🙂
შენ უფრო ისინი მოგწონს, მძაფრსიუჟეტიანები როა. მე სხვებიც მომწონს უფრო ლაითი აბსურდული კომედიები.
პრინციპში აბსურდი ყველაა.
LikeLike
როგორც ვაკელისთვის გლდანელია გოიმი და თბილისელისთვის წყნეთელია გოიმი, ეგრეა ებრაელებისთვისაც 🙂
LikeLike
ჩვენ რომ სნობები ვართ იმიტომ ავიტაცეთ ეგ სიტყვა 🙂 მოგვეწონა :):)
LikeLike
ყველგანაა ეგ. 🙂 კაი რა.
აბა, პარიზელს კითხე ნებისმიერი სხვა ფრანგი გოიმია თუ არაა გოიმი 🙂 ნიუ იორქელს იგივე. და ჩრდილო შტატებში ნებისმიერს კითხე სამხრეთ შტატებზე აზრი 🙂
LikeLike
სიტყვას რაც ეხება – რომაელებიც ყველას ვინც არ ლაპარაკობდა ლათინურად ან ბერძნულად ეძახდნენ ბარბაროსებს. კაცმა რომ თქვას მართლებიც იყვნენ :):)
ებრაელები ღვთის რჩეული ერია ძველი აღთქმით. ამიტომ ყველა დანარჩენი უფლის სიტყვია გარეშე დარჩენილი ხალხია და არის გოიმი ჩვენ რომ გვესმის დღეს ეგ სიტყვა ზუსტად მასე 🙂 ლოგიკურია.
ლათინური თუ არ იცოდი, იყავი კულტურის მიღმა დარჩენილი და ველური 🙂
დღეს კომპიუტერი და ინგლისური რომ არ იცი – ეგ პონტია ზუსტად. 🙂
LikeLike
რა ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მერე რა, თარგმანშიც შეიძლება მთარგმნელის სუბიექტური აზრი დაინახო. ის კი არა იუმორი ააშკარავებს ადამიანს, არათუ ამხელა პოსტი 🙂
LikeLike
კიდევ კაი, ჩემი “სატანისტური” პოსტი არ წაგიკითხავს. 🙂
ვუდი ალენმა თქვა – თქვენთვის მე ათეისტი ვარ, ღმერთისთვის კი კონსტრუქციული ოპოზიციონერიო. 🙂
ათეისტი არ ვარ. აგნოსტიკოსი ვარ. 🙂
კი როგორ არა. იუმორი ააშკარავებს თუ ააშარავებს. 🙂
მაგრამ, სხვა არ ვიცი და ჩემთვის იუმორისგან ტაბუირებული არაფერია. ყველაზე ძაან რაც გიყვარს და ვინც გიყვარს ისიც. ეს არ ნიშნავს რამე ნეგატიურ დამოკიდებულებას. ყოველ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში ასეა.
LikeLike
თითქმის ამომიცნია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, დაბნეული მორწმუნე კაცი ხარ 🙂 იუმორს რაც შეეხება, მე ვიგულისხმე ზოგადად: ყველაზე მარტივად ადამიანს გაიცნობ მისი იუმორის მიხედვით, იმიტომ რომ იუმორი არ აძლევს მას საშუალებას ითვალთმაქცოს, ამ დროს ადამიანი ყველაზე გულახდილია. ჩემთვის ეს ყველაზე მარტივი გზაა, რომ ვინმეზე რეალური შეხედულება შევიქმნა.
LikeLike
მოციქული თომა უახლოესი მოწაფე იყო 12-თაგანი, თვალებში უყურებდა იესოს და მაინც არ დაიჯერა აღდგომა, სანამ არ გადაამოწმა 🙂 და მე ვინ ვაგდივარ, აბა…
LikeLike
ბოლო წინადადებაში გეთანხმები ბოლომდე 🙂
LikeLike