ომის ქარ-ცეცხლში წრთობილი…

Burberry-trenchსათაური ვინც წაიკითხეთ, ალბათ ელით, რომ პოსტი ჯარის რომელსამე შენაერთზე იქნება ან რამე გამანადგურებელ იარაღზე ან ბრძოლის წარმოების ტაქტიკა-სტრატეგიაზე… ვერ მოგართვით! ეს პოსტი ერთ სამხედრო პლაშჩზეა – ტრენჩზე, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს არმიის ფეხოსანთა ნაწილები წვიმასა და თოვლში გამოატარა.

ტრენჩი (trench coat – თრენჩქოუთ – სასანგრე პალტო) 1901 წელს მისი უდიდებულესობის სამხედრო უწყების შეკვეთით შექმნა ინგლისელმა ტანსაცმლის მეწარმემ თომას ბარბერიმ (Thomas Burberry). გაბარდინის ორბორტიანმა, გრძელმა და მოხერხებულობისთვის უკან კალთაჩაჭრილმა სამოსმა, ფართო საყელოებითა და მანჟეტებით, პაგონებით და ქამრით სრულად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მიერ წამოყენებული მოთხოვნები – თბილი, წყალგაუმტარი, გამძლე, მჩატე და მოხერხებული. ბარბერის პლაშჩს არ ეშინოდა არც წვიმისა და არც ქარის, არც ტალახისა და არც თოვლის, ერთი ეგ იყო, მტრის ტყვიას ვერ აჩერებდა, თორემ სხვამხრივ იდეალური სამხედრო სამოსი იყო. თავდაპირველად სამხედრო უწყება მათ მხოლოდ რიგითი ფეხოსანი მეომრებისთვის იძენდა, მაგრამ სულ მალე ოფიცრებმა თქვეს – ღმერთი არა გწამთ? ჩვენც ხომ ისევე გვაწვიმს და ქარიც იმავ ძალით გვიბერავს, რაც რიგითებსო. შეუძინეს მათაც. მაშინ სხვა სამხედროები განაწყენდნენ – კავალერისტები, მფრინავები, მეზღვაურები…  როდემდე უნდა ვიაროთ ამ დედოფალვიქტორიასდროინდელ ძველმანებშიო? ან შეგვიკერეთ ტრენჩები, ან ჩვენ-ჩვენ ბატალიონებს მივატოვებთ და Thomas-Burberryყველანი ფეხოსნებად ჩავეწერებითო. თომას ბარბერის საქმეც “გორაში” წავიდა – სამხედრო შეკვეთებმა ის ბრიტანეთის ერთ-ერთ უმდიდრეს მეწარმედ აქცია.

თომას ბარბერიმ ტანსაცმლის ბიზნესი ჯერ კიდევ 1856 წელს, 21 წლის ასაკში დაიწყო, დააფუძნა კომპანია და გახსნა პირველი მაღაზია ჩრდილო ჰამფშირის ქალაქ ბესინგსთოუქში. თავდაპირველად სხვისი შეკერილით ვაჭრობდა, მოგვიანებით საკუთარი სამოსის წარმოებასაც მიჰყო ხელი. მასზე უკეთესი დიზაინერი არვინ იყოო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ სფეროში მოღვაწე სხვა გენიოსის, ჯინსის მამა ლოებ შტრაუსის მსგავსად, თომას ბარბერი მიხვდა, რომ დროის მოთხოვნა მარტივი, მოხერხებული და გამძლე სამოსი იყო, ასე დაიწყო მან ახალი მატერიის ძიება და 1879 წელს შექმნა გაბარდინი – მერინოსის ცხვრის ბეწვის ქსოვილი, რომელიც იყო თხელი, მჩატე, თბილი, არ ნესტიანდებოდა და, ამასთან, ატარებდა ჰაერს – სუნთქვდა… შტრაუსი ჯინსის შარვლებს ოქროს მაძიებლებისთვის კერავდა, ბარბერი კი მის ლაბადებს – სამხედროებისა და ყველა თავგადასავლის მაძიებლისთვის. გაბარდინის პალტოები ეცვათ არქტიკის მკვლევარ მაიორ ჯექსონსა და რეკორდსმენ მფრინავ გრეჰემ-უაითს, სამხრეთის პოლუსის დამლაშქრავ როალდ ამუნდსენსა და ტრანს-ატლანტიკური ექსპედიციის ხელმძღვანელ ერნესთ შაქელთონს… მაგრამ ორთავ ტანსაცმელი, ჯინსიცა და გაბარდინიც სულ მალე გასცდა თავდაპირველ მიზნობრივ ბაზარს და მსოფლიო დაიპყრო.

Burberry-logoთომას ბარბერის მიერ მოფიქრებული ლოგო – რაინდი, რომელიც ცხენს მოაგელვებს და არასდროს იხევს უკან – ყველაზე მოდურ და უძვირეს ტანსამელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებსა და პარფიუმერიას ამშვენებს დღეს… (თუმცა, ამ ყველაფრიდან უშუალოდ კომპანიის დიზაინერების მიერ შექმნილი და შეკერილი მხოლოდ ლაბადებია, სხვა დანარჩენს – ლიცენზირებული და ავტორიზირებული პარტნიორები აწარმოებენ). Business Weekly-ის დათვლით, მსოფლიოს ყველაზე ფასეულ ბრენდთა შორის რაინდი 98-ე ადგილზეა.

ცხადია, დღემდე კერავენ საფირმო ტრენჩს და არ ივიწყებენ თომას ბარბერის საყვარელ შავ-თეთრ-წითელ-Daniella Westbrook in head-to-toe Burberryსილისფერ კუბოკრულ ნაჭერს – ესაა კომპანიის დამფუძნებლის ხსოვნისადმი პატივისცემაც და საუკუნეთა შორის გადებული ხიდიც, რომლის დანგრევა შეუძლებელია.

ამჟამად კომპანიის მთავარი დიზაინერი ქრისთოფერ ბეილია – (Christopher Bailey) “ბარბერის” სახლი მას ახალგაზრდა, ნიჭიერ და ტრადიციებისა და ინოვაციების დიზაინერს უწოდებს… (ამ “ახალგაზრდა”-მ კი გამახალისა, იმის გათვალისწინებით, რომ მე და ბეილის ასაკში სულ რამდენიმე თვე გვაშორებს. :)) მან სახლი რამდენიმე მიმართულებად გაყო – Burberry Prorsum ლაქშარი კოლექციებს აწარმოებს, Burberry London კერავს საგარეო ტანსაცმელსა და კლასიკურ, ბიზნეს-კოლექციებს და უფრო ზედა-საშუალო სეგმენტზეა გათვლილი, Burberry Sport – ზამთრის სპორტისა და მთა-მთა ხეტილის მოყვარულებს დააინტერესებს, Burberry Brit-ს კი ახალგაზრდა და საშუალოშემოსავლიანი ბაზარი აქვს მიზანში ამოღებული  და საშუალებას გვაძლევს ჩვენ, უბრალო მოკვდავთ, ვეზიაროთ ლეგენდას.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

როგორც ებრაული ანდაზა ამბობს: პოსტი ტრენჩზე არ არის იგივე, რაც ტრენჩი, ამიტომ მიბრძანდით http://row.burberry.com/store და თავად ნახეთ.

ბარბერის ჩანთების შესაძენად კი შორს წასვლა არ დაგჭირდებათ 🙂

20130212_132710

(ვიტრინაში Hermes-ია, მაგრამ სადაც ეგაა, იქ Burberry და Louis Vuitton-იც ექნებათ).

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

27 thoughts on “ომის ქარ-ცეცხლში წრთობილი…”

    1. არაა მანდ. მანდ ტრუსარდია, კაშარელი და რაღაცები კიდევ.
      ბარბერი იხსნება სადღაც მოვკარი თვალი, მარა არ მახსოვს რა ადგილას 🙂

      Like

      1. ჰოდა, პოსტს რაც შეეხება, ეს მილითარი სტაილი მომწონს ძალიან და, როგორც ჩანს, ბევრს მოსწონს, იმიტომ რომ, მერე სამოქალაქო საზოგადოებაშიც ინაცვლებს და წარმატებითაც 🙂

        კუბოკრულ სამოსზე არაფერს ვიტყვი – ჩემი სიყვარულია ❤

        Like

  1. დავინტერესდი რას ნიშნავდა “პრორსუმ” და აი პასუხიც:
    Burberry Prorsum is the fashion house’s Latin motto and means “Burberry Forward”

    ისე საწყალი ბარბერის პრინტი 😦 ყველა ბრუნვაში აბრუნეს და არა მხოლოდ :დ ;დ :დ

    Like

      1. რატომ, უსარგებლო? გაბარდინის უპირატესობები გავიგე – ჩემი ჯიბე ოდესმე თუ გაწვდება, იქნებ ჩემს გარდერობშიც აღმოჩნდეს 🙂

        Like

      2. გუშინდელ ჩემ მოთხოვნაზე – Gabardine tranch coat – ბარბერის გარდა ვერაფერი მომიძებნა გუგული დეიდამ. უფრო სწორად, “მოძებნა”, მაგრამ გაბარდინი არ აღმოჩნდა.
        პ.ს. შენ კიდევ ამბობ, უსარგებლოო 🙂

        Like

      3. ჰო… ეგრე დეტალებში არ მიძებნია. 🙂
        ლოგიკურად გაბარდინზე საავტორო უფლებები კი ეკუთვნის ბარბერის, მაგრამ ვადა პატენტზე გასულია და ვისაც უნდა ის აწარმოებს.
        თუმცა ლივაისი დღემდე ედავება სხვადასხვა კომპანიას 501-ის კოპირებაზე. 🙂 ამიტომ ვერავინ აწარმოებს ეგეთ მოდელს.
        ჰოდა ეშმაკმა უწყის მანდ რა ხდება. აგე თამარაა მაგის სპეციალისტი და მაგას ეცოდინება. შმიტჰოფს ეგ აშტუდირებდა.

        Like

  2. კი მანდაა მერიის ქვეშ სულ ადრე აფთიაქი იყოო მანდ ახლა ბუტიკებია და მანდაა ბარბერიც და მოედნიდანაა შესასვლელი.
    ალბათ, Burberry Brit შემოაქვთ და Burberry Prorsum-ის ფასში ყიდიან. 🙂

    Like

    1. ბარბერიში არ ვიცი რა ხდება და თბილისური კაშარელის ფასები არანორმალურად იყო აცდენილი იქაურ კაშარელს 🙂
      მაგრამ ნელ-ნელა თბილისიც მოდის აჟურში. ბევრი მიზეზის გამო – თუნდაც თურქეთის ფაქტორი და მერე ონლაინ მაღაზიები…

      და საერთოდ გრატო პასაჟში გაეხსნათ რამე ის ჯობდა. კაი ადგილია, ლამაზი შენობაა და მიცარიელებულია 😦

      Like

  3. რა ინფორმაციული პოსტია 🙂 ხედავ შენ მისტერ თომასს რეები დაუტრიალებია ამხელა ისტორია თუ ჰქონდა ამ ბრენდს აქამდე ნამდვილად არ ვიცოდი. ახლა იცი რა გამახსენდა? ბოსი რომ ფაშისტებს აცმევდა, ძალიან მაგრად აცმევდა თან.
    ბარბერის კუბოკრული პრინტი ჩემი ფავორიტია, იმედია ოდესმე ორიგინალსაც მოვიპოვებ.
    რაც შეეხება შესავალს, უკვე მივეჩვიე რომ შენი პოსტების სათაურიდან წინასწარი დასკვნები არ უნდა გამოვიტანო 🙂

    Like

    1. არც მე ვიცოდი, სანამ დავწერდი 🙂 ბლოგი მაგიტომაცაა კაი – თავადაც იგებ რაღაცას წერის პროცესში. 🙂

      კი ბოსიც, კოკო შანელიც თანამშრომლობდა ნაცისტებთან. სხვებიც იქნებოდნენ.
      მესამე რაიხის სამხედრო ფორმები საერთოდაც შედევრი იყო დიზაინერულად. ბოსი რომ კერავდა. ესესის ფორმის დიზაინი კი კარლ დებიშს ეკუთვნოდა. პოსტიც მინდოდა დამეწერა დებიშზე, მაგრამ პოლიტკორექტულად თავი შევიკავე. 🙂

      Like

  4. უი ჰედერი რომ შეცვალე, დამავიწყდა აღმენიშნა :)) მაგარია. ასეთი ლაკონური და ამომწურავი დახასიატება საკუთარი თავის… არა აქამდე არ გამიგია, უელ დან!

    Like

  5. ახლა გავიარე მაგ ჩანთების მაღაზიასთან და რიგები დგას და 10-10 ადამიანს უშვებენ ისეთი ამბავია. ტაციობაა და ზედახორა.
    თქვენ კი ამბობთ, ბლოგოსფეროს გავლენა არ აქვსო. :):)

    Like

  6. მომწონს ბარბერი, მაგრამ მის კუბოკრულ რამეებს ისეთი რაოდენობით არ ვისურვებდი, როგორც პოსტში დართულ დედა–შვილის ფოტოზეა. პ.ს. ბარბერის სუნამო მაქვს, body : )

    Like

    1. ჰო, გადაამლაშეს 🙂 თუმცა ჩვენთვის ეგ არახალია 🙂
      არასდროს ჩაიცვათ იმავდროულად ერთ შავ სამოსზე მეტი-ო არის ასეთი რჩევაც, მაგრამ ეყურება ვინმეს საქართველოში? 🙂

      Like

      1. ადრე ფოტოც გადავუღე United Colors of Benetton-ის ვიტრინას ჭავჭავაძეზე – ყველა მანეკენი რომ თავიდან-ფეხებამდე შავებში იყო 🙂
        მგონი არ იცით, როგორ ითარგმნება ბრენდის სახელი-თქო მივაწერე ქვემოთ. 🙂

        თუმცა, ამ ბოლო დროს მაინც ცოტა გამოხალისდა თბილისური სთრითმოდა. ცოტათი, მაგრამ მაინც.

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: