ჩვენ და ოპერა

შაბათის პოსტი

პატარა ვიყავი ოპერაში რომ წამიყვანეს პირველად. დოლიძის “ქეთო და კოტე”-ზე. ჰოდა, როგორც მერე მამაჩემი იგონებდა ხოლმე ხითხითით, როცა სცენაზე ერთი ამბავი იყო და თავადი ლევანისა და ქეთოს ნიშნობის ჩაშლის გეგმებს აწყობდნენ “ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს”-ო, მიკითხავს: კი მაგრამ, ასე ხმამაღლა რომ ყვირიან, უფრო არ გაუგებენ-მეთქი?

მოკლედ, სტანისლავსკი ვინ იყო მაშინ ჯერ კი არ ვიცოდი, მაგრამ მისებრ აღვშფოთებულვარ – არ მჯერა-თქვა! და მანდ დამთავრდა ჩემი და ოპერის ურთიერთობაც. სიყალბე არ მიყვარს და მიტომ. 🙂   

ახლა კი ილიასა და ოპერის ურთიერთობაზე იაკობ მანსვეტაშვილის მოგონება მინდა, გავიხსენო:

სოსიკო ოპერის თეატრშია, ორკესტრში ზის მებარაბანეთ.
ამიტომ მეტსახლად «ბარაბანშჩიკს» ეძახდნენ.
ეს სოსიკო ილიასთანაც შელაზღანდარებული იყო, ილიას უყვარდა ასეთი ტიპები.
აი ეს სოსიკო ეუბნება ერთხელ ილიას:
– ილია, დღეს საღამოს ოპერაში მობრძანდით, «ტრავიატას» თამაშობენ, გამოჩენილ იტალიელ მომღერლებს მოისმენთ.
– კარგი, სოსიკო, წამოვალ, მხოლოდ ერთი პირობით კი: სიტყვა მომეცი, ამისრულო, რაც დაგავალო.
– ბატონი ბრძანდებით, თქვენი ყურმოჭრილი ყმა ვიყო.
– მაშ აბა, როცა ორკესტრი მიწყნარდება და მომღერალი ქალი, უმაღლეს პათე-ტიურ ადგილას, სიმღერის ეშხში რომ შევა, შენ რაც ძალი და ღონე გქონდეს, ბარაბანს  დაჰკა მაგრად.

ილიამ, მართლაც, აიღო ბილეთი და პარტერის პირველ რიგში გამოიჭიმა. გადაიხედა ორკესტრში: სოსიკო მხიარულად ზის შლიაპა კეფაზე გადაგდებული, – ეს მისი მუდმივი ჩვეულება იყო. დაიწყო წარმოდგენა. აგერ მოახლოვდა ის დროც,
როდესაც მომაკვდავი ვიოლეტა სულწარკვეთილი ნაზის ხმით ესალმება სიცოცხლეს, ორკესტრი ჩუმის, ნელის ხმით უკრავს, თეატრი სულგანაბული ისმენს გულწარმტაცს სიმღერას. უცბად რაღაცა საშინელი ბრახუნი გაისმა, იტყოდით, მეხი დაეცა თეატრსაო, ყველანი შეკრთნენ, შედგა ჩოჩქოლი.
მომღერალმა შესწყვიტა თავისი სიმღერა.
რა მოხდა?
ბევრი არაფერი:
სოსიკომ თავისი დაპირება შეასრულა და ბარაბანს დანიშნულ დროს ურტყა რაც ძალი და ღონე ჰქონდა.
ორკესტრის დირიჟორად იმ დროს იყო გამოჩენილი იტალიელი მაესტრო ტრუფფი, კინაღამ გადირია სოსიკოს ასეთი საქციელით. «საკრამენტო»-ვო,  მიაძახა და გაქანდა სოსიკოსაკენ, თითქოს გაგლეჯას უპირებსო. მაგრამ სოსიკო უკვე ქუჩაში იყო და არხეინი ღიღინით სახლში მიდიოდა, კმაყოფილი რომ ასეთი საგმირო საქმე ჩაიდინა და
ხვალ ქალაქი ამაზე დაიწყებს ლაპარაკს.

ილიაც შინ მოდიოდა ნასიამოვნები, რასაკვირველია, არა მუსიკით, არამედ სოსიკოს ოინით.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

23 thoughts on “ჩვენ და ოპერა”

  1. 🙂
    ბევრი რამე არ ვიცით კიდევ ილიაზე 🙂

    მაგრამ გუშინდელი დღის მერე სხვა პოსტს უფრო ველოდი ვუვუზელაზე.

    Like

    1. ეს პოსტი კაი ხნის დაშედულებული იყო ამ შაბათისთვის და ახლა თავისით გამოქვეყნდა. 🙂

      გუშინდელი დღის მერე

      ისევ იგივე ტრადიციული სლეობა. სხვა არაფერი.

      რაგბიზე თუ იქნები დამირეკე და შევხვდეთ თამაში მერე 🙂 მობილური იგივეა 🙂

      Like

  2. მე პირველად “აბესალომ და ეთერზე” ვიყავი, მახსოვს და ძალიან მიკვირდა ბებიაჩემის მონაყოლის მიხედვით უმშვენიერესი ეთერი და აბესალომი რატომ იყვნენ “ბებრები” (თან მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და 35-40 წლის ხალხიც კი ძალიან ასაკოვნად მეჩვენებოდა : )

    Like

  3. აუ მე არ ვყოფილვარ ოპერაში არასდროს. ნეტა წავალ კი ოდესმე, მაგრამ მე ვიცი ისააკ მეჯღანუაშვილისნაირად დამემართება ტაშს დავუკრავ უაზროდ და დამცინებენ :დ

    Like

  4. :)) გაღიმებული დავრჩი, უყურე შენ მაგ ანც ილიას !
    დიდი ხანია მეც აღარ ვყოფილვარ ოპერაში, ერთი 3 წელი კი იქნება. ბოლო ჩემი სტუმრობა ფატალურად დამთავრდა და იმის მერე მრცხევნია წასვლა. “რომეო და ჯულიეტაზე” ვიყავით მე და ჩემი ღრმად პატივმცემული ქმარი და შუა წარმოდგენაზე არხეინად მიწოლილმა ხმამაღლა გამოცხადა, რომ რომეოს ბევრად ლამაზი ტრაკი აქვს ვდრე ჯულიეტას, შედეგად წინა რიგიდან დაახლოებით ათმა კდემამოსილმა და ძალიან განრისხებულმა სახემ არისტოკრატულ პათოსში ფაქტიურად გვაგინა და დაგვწყევლა. , რაღას ვიზამდი, გამწარებულმა ადრე დავტოვე ეგ შენი რომეო და ჯულიეტა და დავიფიცე, რომ ირაკლისთან ერთად აღარასდროს წავალ ოპერაში, თვითონ ბოლომდე მაგარ ხასიათზე იყო სხვათაშორის.

    Like

    1. სწორედ შეუნიშნავს, არადა – ისტორიულადაც დადასტურებულია, რომ მონტეგებს გენეტიკურად უკეთესი ტრაკები ჰქონდათ კაპულეტებზე – მონტეგების შორეული წინაპრები ხომ კარიბის რეგიონიდან იყვნენ.

      Like

  5. მეც ვყოფილვარ ბავშვობაში, მაგრამ ჩემმა მეხსიერებამ არ შემოინახა წამიც კი
    არსებობს მხოლოდ სურათი ამის დამადასტურებელი

    ამის შემდეგ ფეხი არ მიმიდგამს 🙂
    არ მიყვარს, არ არის ჩემი

    Like

  6. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოგეწონება. ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებს, ჯერ ლაივ პერფორმანსი ხომ იცი რა მაგარი რამეა და მერე კლასიკა ლაივში… მართლა მაგარია, წავიდოდი სიამოვნებით…

    Like

  7. რა გინდა ადამიანო, რას ვატყუებ? მაგ ლინკზე გამიხსნა ასი ერთმანეთისგან განსხვავებული ვიდეო და ვერ მივხვდი ვერაფერს… 🙂

    Like

  8. აუ ღირსი ხარ, კაცმა მოგასმენინოს John Cage-ის 4.33 :დდ

    პ.ს. მარა ილიას ცუღლუტური ჩანაფიქრი მომეწონა, გავხალისდი :დდდ

    Like

  9. ლოგიკური კითხვა დაგისვამს:) ვერც მე ვმეგობრობ ოპერასთან, უფრო სწორად, არაერთი ოპერა მომწონს, მაგრამ მხოლოდ მელოდია. ილია და სოსიკო კიდევ – ონავარი ბავშვები:) აბა ახლა ვინ გაბედავს ეგეთ რამეს, იდეაც არავის გაუჩნდება.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: