ბორდელების როლი თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში

წამო, ბილ, ბოზებში!
შერვუდ ანდერსონი – უილიამ ფოლქნერს
ნიუ ორლეანი, 1925 წელი

Pretty Babyვირჯინიის უნივერსიტეტის არქივში დაცულია უილიამ ფოლქნერის (William Cuthbert Faulkne) ლექციების, მკითხველებთან შეხვედრების და ზეპირი მოგონებების ჩანაწერები, მათ შორის ამბავი, თუ როგორ ანება თავი სარფიან ბუთლეგერობას და მწერლობას მიჰყო ხელი. 20-იანების შუაწელს, როცა ფოლქნერი ნიუ ორლეანერ ბუთლეგერთა მარაქაში იყო, კარიბის რეგიონიდან კონტრაბანდული შაქრის ლერწმის სპირტი შემოჰქონდა, სამზარეულოში “ხიმიკობდა” და მისგან ბურბონს, შოტლანდიურ ვისკისა თუ ჯინს ხდიდა, ის უკვე სახელმოხვეჭილ მწერალს, შერვუდ ანდერსონს გადაეყარა.

ამ დროს იყო, შერვუდ ანდერსონი რომ გავიცანი. იქვე, ნიუ ორლეანში ცხოვრობდა. ძალიან მომეწონა. აი, ისე, ადამიანს რომ შეხედავ და გრძნობ, ერთმანეთს კარგად შეეწყობით. თუ შუადღისას შევხვდებოდით ერთმანეთს, ჩამოვჯდებოდით სადმე პარკში სკამზე, ის ამბებს მიყვებოდა, მე კი ვუსმენდი. საღამო ჟამს ისევ შევიყრებოდით ხოლმე ერთ კარგად ცნობილ, ელეგანტურ ბორდელში, რომლის მადამი ((თბილისურად – მამაშა)) ლიტერატურის დიდი მოყვარული გახლდათ. ჩამოვჯდებოდით ჩვენ სამნი ეზოში, ვსვამდით ვისკის, შერვუდი გვიყვებოდა და მე ვუსმენდი, მერე მადამი გვიყვებოდა და ახლა მის ისტორიებს ვისმენდი. როცაკი მეორე დილით შევუვლიდი შერვუდს, იჯდა და თავაუღებლივ მუშაობდა. დღე მისდევდა დღეს და გრძელდებოდა ასე. შერვუდი, ჭიქა ვისკი და შერვუდის ისტორიები. და მე ვიფიქრე – თუ ასეთია მწერლის ცხოვრება, საჩემო ყოფილა. ეს რომ ვიფიქრე, დავჯექი ერთ დღეს, დავწერე ჩემი პირველი წიგნი და შერვუდ ანდერსონს მივაკითხე, მან კი ასე მითხრა: მოდი, გარიგებას შემოგთავაზებ – არ მთხოვო, წავიკითხო შენი ნაცოდვილარი, მაგიერ, მე ჩემს გამომცემელს ვეტყვი, რომ ხელი მოჰკიდოს… იყოს ეგრე – ვუთხარი. ხელი ხელს დავკარით და მან მართლაც სთხოვა გამომცემელს, რომ ჩემი წიგნი გამოეცა.

უილიამ ფოლქნერი, ზეპირი ამბები (ვირჯინიის უნივერსიტეტის აუდიო-არქივი)

ვფიქრობ, პროსტიტუცია ლეგალური რომ იყოს და ბევრი ელეგანტური ბორდელი გვქონდეს, ჩვენც გვეყოლებოდნენ უილიამ ფოლქნერები და ნობელის პრემიიდან ერთ ნაბიჯზე მოლოდინში ჩაცუცქული დავით მაღრაძის იმედად არ დავრჩებოდით.

სხვათა შორის, ფოლქნერიც წერდა ლექსებს. ჯიუტად. არ გამოსდიოდა, მაგრამ არც თავს ანებებდა. კარგა ხანს მეორე უითმენი ეგონა თავი. ერთხელ იმავე ანდერსონმა უთხრა (უკვე წაეკითხა, ჩანს, მეგობრის ნაწერი) – თავი დაანებე ლექსებს და ისევ პროზას მიაწექიო. იმაზე დაწერე, რაც ყველაზე კარგად იცი – სამხრეთ შტატების ცხოვრებაზეო. მას შემდეგაა, რომ უილიამ ფოლქნერის ამბები ერთი სამხრეთული შტატის ერთ საგრაფოში ხდება. ამ საგრაფოს იოქნაფათაუფა (Yoknapatawpha) ჰქვია, მწერალმა თავად მოიგონა, მდინარე მისისიფის ნაპირებზე განათავსა, რუკაც დახატა და “უილიამ ფოლქნერი – ერთპიროვნული მმართველი და მფლობელიო” მიაწერა.

ამ საგრაფოში ხდება ამბები, რაც აღწერილია შესანიშნავ ტრილოგიაში “სოფელი” (The Hamlet), “ქალაქი” (The Town) და “სახლი” (The Mansion) და ამერიკული ლიტერატურის ყველაზე გენიალურ, იმჰო, რომანში “ხმაური და მძვინვარება” (The Sound and the Fury). “ხმაური და მძვინვარება” ერთია ჩემს ხუთ უსაყვარლეს ნაწარმოებს შორის. სწორედ მის შესახებ ჰკითხა ერთხელ ფოლქნერს მკითხველმა – სამჯერ წავიკითხე და ვერაფერი გავიგე, ახლა რა ვქნაო? მეოთხედაც წაიკითხეო, – ურჩია მწერალმა. 🙂 ფოლქნერი ცნობილი იყო იმით, რომ საკუთარ თავზე სახალისო ამბებს თხზავდა ხოლმე მისი უსაყვარლესი მწერლის, მარკ ტვენი რომ გვგონია და სინამდვილეში მარქ თვაინი როა, იმის დარად. შეიძლება, ეს დიალოგიც უილიამ ფოლქნერის მიერ ხალხში გაფრენილი ურბანული ლეგენდა იყოს, მაგრამ ცუდია ის ლეგენდა, სადაც სიმართლის მარცვალი არაა – “ხმაური და მძვინვარება” ნამდვილად ღირს იმად, მინიმუმ ხელმეორედ მაინც წაიკითხო.

მაგრამ მწერალთან ნაცობობის გაბმა, ალბათ, “სართორისით” (Sartoris / Flags in the Dust) სჯობს. “ეს რომანი ყველაფრის საწყისია და ჩემი ყველა სხვა ნაწარმოების მარცვლები მანდ არის გაბნეულიო,” – ამბობდა თავად ფოლქნერი. რომანის (მთავარი) გმირის, პოლკოვნიკ ჯონ სართორისის პროტოტიპი უილიამ ქლარქ ფოლქნერია, პლანტატორი, აშშ სამოქალაქო ომის მონაწილე, სამხრეთელთა არმიის პოლკოვნიკი, ავტორის სეხნია და დიდი ბაბუა.

მიქელანჯელო ანტონიონის აქვს ეგეთი ჩანაწერები “ის კეგელბანი ტიბრზე”, სადაც აღწერს, თუ როგორ იღებდა ფილმებს – ასე ამბობს, ფერებად ვხედავ და მუსიკად ჩამესმის და გააჩნია, იმ დღეს რა განწყობაზე ვარ, ისეთი ეპიზოდები გამომდისო. ზოგჯერ წინა დღეს ასე რომ დამიგეგმავს, მეორ დღეს გადასაღებ მოედანზე William Faulkner readingმივსულვარ და სულ სხვაგვარად გადამიღია, იმიტომ რომ, სხვა განწყობა მქონდაო. ამის მსგავსს ამბობს ფოლქნერი თავის “ხმაური და მძვინვარება”-ზე. მოკლედ, აი, განწყობა რომ უნდა დაუჭირო, ეგეთი ნაწარმოებია. გაგება, ანალიზი, ვრცელი კომენტარების კითხვა და ვიკიპედიაში ქექვა არ უშველის თუ “იმ” ტალღაზე ვერ დაჯექი.

როგორც მუსიკაა ან ნახატი – ნოტებად ხომ არ უნდა დაშალო ან სპექტრული ანალიზი ხომ არ უნდა ჩაუტარო – რომ უსმენ და უყურებ, გარკვეულ განწყობაზე უნდა დადგე და თუ შენი განწყობა ავტორის განწყობასთან ჰარმონიაშია – მაშინ გაჰყვები ავტორს, თუ არადა, არ დაგევასება, – ეს კომენტარი დავტოვე ერთხელ სალომეას პოსტზე. რაკი მითხრეს, რომ მუშა რეცეპტია და გასაღები კარს მოერგო, აქაც გადმოვწერე.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ამ პოსტით ძველი ვალი მოვიხადე. როგორც ვთქვი, “ხმაური და მძვინვარება” ჩემს ოლთაიმფავორიტებშია. სამზე ამ ხუთეულიდან დაწერილი მაქვს. მეოთხე – აგერაა და მეხუთე დრაფტებში ძევს და მივაკვარახჭინებ და დავპოსტავ ოდესმე. 🙂

Faulkner at Virginia: An Audio Archive

How William Faulkner Became a Novelist

ხმაური და მძვინვარება by litterator

დროშები მტვერში (სართორისი) by  Mariefille

დროშები მტვერში (სართორისი) by rusa111

Advertisements

45 thoughts on “ბორდელების როლი თანამედროვე ლიტერატურულ პროცესში

  1. “ხმაური და მძვინვარება” ერთია ჩემს ხუთ უსაყვარლეს ნაწარმოებს შორის.

    ლორდ, დანარცენმა ოთხმა დამაინტერესა 🙂

    + მადლობა რომ ჩვენს განათლებაზე ზრუნავ ასე საინტერესოდ, ისე დაწერე რომ მომინდა ამ წიგნის წაკითხვა, ახლა მთავარია ტალღა მოვძებნო 🙂

    Like

    • “ხმაური და მძვინვარება” ერთია ჩემს ხუთ უსაყვარლეს ნაწარმოებს შორის.

      ლორდ, დანარცენმა ოთხმა დამაინტერესა

      მოსეს ხუთწიგნეულის პონტში 🙂

      Like

  2. როგორც უკვე გითხარი, არა მხოლოდ ამ კარს მოერგო შენი გასაღები – “ულისე” გამაგრძელებინა და დამასრულებინა შენმა კომენტარმა 🙂 კიდევ ერთხელ გიხდი გულწრფელ მადლობას 🙂
    ჩემს მასთ-რიდ სიაში შემდეგ ნომრად “ხმაურსა და მძვირნარებას” ჩავწერ.
    და კიდევ: პოსტისთვის ხომ მადლობა, და ბლოგის არსებობისთვის გლობალური მადლობა – ბლოგოსფეროში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნავსაყუდელია ჩემთვის 🙂

    Like

    • ულისე არ მიყვარს ისე, როგორც დუბლინელები. და მხატვრის პორტრეტი საერთოდ ძლივს ჩავამთავრე. არ მომეწონა რატომღაც. მოსაწყენი მომეჩვენა.
      ულისე მე მგონი ყველაზე რთული წიგნია თუ რამ საერთოდ არსებობს. 🙂

      Like

  3. ახლა ბოზებზე და ბორდელებზე ჩემი მარკესის “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამი” გამახსენდა..როგორ მიყვარს. … მამაშაზე – როსა კაბარკასი. მართლა რამხელა ადგილი უკავია კურტიზანებს ლიტერატურაში, ბორდელებს ლუიტერატორების გულებში და ასე შემდეგ, და ზოგადად ქალებს მამაკაცების ცხოვრებაში… ასეა, უჩვენოდ, არც ერთი ნაბიჯი წინ 🙂
    საინტერესო პოსტია. დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყე ფოლკნერის კითხვა და მალევე მივატოვე, იშვიათად მემართება ასე, სულ 3-ჯერ დამემართა, ერთი ფოლკნერზე, ერთი მარკესის პატრიარქზე და ერთიც დოჩანაშვილის სამოსელზე, მე თვითონ მიკვირს და მრცხვენია კიდეც, მაგრამ ასეა. მემგონი დროა მივუბრუნდე. სამივეს.

    Like

    • მოპასანი მთლად ბოზებში იზრდებოდა 🙂

      ეგ ორი არ წამიკითხავს.
      დოჩანაშვილთან ჩემი ნაცნობობა კეჟერაძეებით ამოიწურება და მარკესით არასდროს ვიყავი ისე აღფრთოვანებული როგორც ბევრია. ამიტომ პატრიარქამდე არ მივსულვარ. 🙂

      Like

      • “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს” მარკესი აშკარად ვერ იყო გუნებაზე, ყველაზე სუსტი გამოუვიდა, მე თუ მკითხავთ 🙂

        “ხმაური და მძვინვარება” კი ნამდვილად არის ის წიგნი, პირველი რამდენიმე გვერდის წაკითხვისას ვერაფრით რომ ვერ მიხვდები რა ხდება, მაგრამ მერე ვერც ხელიდან გაუშვებ და ვერც მეხსიერებიდან 🙂

        Like

  4. ეს ყველაფერი კარგი, ჩემო ლორდ, მაგრამ გვარების წარმოთქმას რაც შეეხება ყველა ენას თავისი სტანდარტი აქვს არტიკულაციის შესაბამისად. ქართულად ენათმეცნიერები წლების წინ შეთანხმდნენ, რომ მკვეთრი ბგერები ითარგმნოს და არა რბილი. ასევე – ქართულად სწორია მაგ. სტამბოლი და არა ისტანბული, გოეთე და არა გიოთე და ა.შ.

    Like

    • ჰოდა, მე არვინ შემთანხმებია და მეც არავისთან შევთანხმებულვარ 🙂
      თუ ქართული ენის მადლიანი 33 ასო-ბგერა საშუალებას მაძლევს დავწერო ისე, როგორ ამ კაცის გვარია სინამდვილეში – ფოლქნერი და არა ისე, როგორც რუსულიდანაა შემოსული ვისაც არ აქვთ ქ… ვერ ვხედავ ლოგიკას, რატომ უნდა დავუმახინჯო იმაზე მეტად ვიდრე აუცილებლობაა. 🙂
      იმაზე არაფერს ვამბობ რომ ტვენი საერთოდ არასწორია არანაირი ლოგიკით.
      ახლა შენ რომ კუსა გეძახონ, მოგეწონება? 🙂
      საკუთარი სახელების გადმოთარგმნა არის საერთოდ სისულელე. მაგალითად თევდორე დოსტოევსკი 🙂 ენათმეცნიერება კი არა მარაზმია ეს, იმჰო და მეტი არაფერი.
      ქართულ წიგნებს ადრე სუსურუკუს დროს ყოველთვის ჰქონდა დართული რუსულად ავტორი და დასახელება და კონსტანტინე გამსახურდიამ ჩაასწორებინა საკუთარი ხელით Констатин – Константинэ-зе. 🙂 დიდი მოტრფიალე არ ვარ მე მისი მწერლობის, მაგრამ ამ ამბავში ვენაცვალე. 🙂

      Like

  5. ვადერ ვგიჟდები შენს სახელების წერაზე. ვიცი, ვიცი ყველაფერი მესმის და ძალიან მომწონს ასე რომ აკეთებ.
    რავიცი, იქნებ მეც როდისმე დავიჭირო ეს ტალღა? ან ბოლო-ბოლო ბორდელში გავივლი :დ

    Like

  6. ჰოდა, იმიტომაც წერდა ეგ შენი მოპასანი ბოზ ქალებზე და კაცებზეც 🙂 შორს ჩვენგან, ამ ბლოგს ოთხივ კუთხით ჯვარი წერია.. ბალზაკსაც ხომ ნაყვარება კურტიზანები, ოღონდ არ მიყვარს ეს მწერალი, იმდენი პერსონაჟი ყავს, რომ სანამ ყველას სათითაოდ დაიმახსოვრებ და ერთმანეთს დაუკავშირებ, ვირი კი არა მეც კი ავალ ხეზე.

    Like

    • ბოზ, მაგრამ პატრიოტ ქალებზე 🙂

      ბალზაკის შაგრენის ტყავი კარგია და… მეტი არც არაფერი მაქვს წაკითხული 🙂

      Like

  7. ბალზაკს აქვს კიდევ კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე, მაგარი მოსაწყენი რამეა. შაგრენის ტყავი მე არ წამიკითხავს. ისე ჩვენს თანამემამულე დათო ტურაშვილსაც აქვს ბოზების თემაზე აჩიბაბა და 40 ყოჩაღი, მოკლედ რა სუპერ-პოპულარული პროფესიაა რა, დაწერონ აბა მეტროში ჟეტონის გამყიდველ ქალებზე ან დამლაგებლებზე , მაგრამ არა და არა !

    Like

    • დამლაგებელზე ერეკლე დეისაძემ დაწერა რომანი. თუ არ ვცდები ზუსტად ასე ჰქვია მის ახალ წიგნს 🙂

      Like

  8. ვაიმე ორჯერ ავკრიფე 2 კილომეტრიანი კომენტარი და არ დამიდო, შენს ბლოგს უთხარი ცოტა ჭკუაზე მოვიდეს, თორემ აღარ დავაკომენტარებ! :((( საინტერესოა ახლა ამას თუ გამოაჩენს…

    Like

  9. ამერიკაში რა––ლეგალურია პროსტიტუცია? მთავარია გული გულობდეს და არალეგალურ საროსკიპოშიც გამოაცხობ კაცი შედევრს. ნუ მარტო გული არაა ცხადია საკმარისი, მაგრამ მაინც

    Like

  10. “ხმაურმა და მძვინვარებამ” ორი დღე მაწამა, რამდენჯერმე წავიტირე კიდეც არ გამოვა ჩემგან არაფერი ერთ პატარა წგნს ვერ გავუგე თქო ვერაფერი :დ
    ნუ ბოლოს როგორც იქნა ჩავღწიე ბოლომდე და ყველაფერი დალაგდა :დ

    Like

      • დაფაქ? ჯერ მიჩვეენბს რომ ჩემი კომენტარი არ დაიწერა და ახლა საიდან გამოჩნდა. დღეს ვორდპრესისც და ოპერაც მეღადავენია -_-

        Like

  11. აჰა, გავიგე: 5 საყვარელი ნაწარმოები გაქვს. აქედან რამდენიმე დეტექტივი იქნება და ერთი ფოლქნერის ხმაური და მძვინვარება ^_^

    Like

  12. ეგ ხმაური და მძვიოვარება ღრმა ბავშვობაში ამქვს წაკითხული და არ დამაინტერესა. გადავხედავ კიდე, ისე 1 პატარა მოთხრობა მაშინაც მომეწონა. ნაფიც მსაჯულზეა მარტო მას რომ უნდა ბრალდებულის დასჯა

    პ.ს . შენ თუ პატიოსანი კაცი ხარ, იმ სურათზე კომენტარები რატომ გათიშე?

    Like

    • შენ თუ პატიოსანი კაცი ხარ, იმ სურათზე კომენტარები რატომ გათიშე?

      🙂
      ფბ-ზე უნდა დამედო, მარა სადაა ფეისბუქი 🙂 ჰოდა მადლობა ვუთხარი ადამიანს.
      ჩვენს ორ შორისაა ეგ 🙂

      თვითერზე დავდებდი, მარა ვინ ქართული თვითერი ყამირია. 🙂

      Like

  13. ეგ საკუთარი სახელები რთული თემაა და შორს წაგვიყვანს, მარტო ჩვენი პრობლემა არ არის; მაგ. გერმანულად ბოსხი ბოშია, იმიტომ, რომ გერმანულად ასე იკითხება, ედვარდ მუნკი – მუნხია. ვან გოგი – ფან გოხია და ა.შ.

    Like

    • ბოსხზე მქონდა პოსტი და ზუსტად ეგ ვთქვი – ჰოლანდიაში ასეთი მხატვარი არ იციან-თქო. 🙂 ასე რომ გერმანელები უფრო მართლები არიან ეს ჩვენ ვამახინჯებთ. შ-ში რომ გადადის ის ს-ა. 🙂

      Like

  14. გუშინ შევედი წიგნების მაღაზიაში, და ფოლკნერის “ხმაური და მძინვარება” ვიკითხე, შენი პოსტის პირდაპირი გავლენით გადავწყვიტე წამეკითხა. იქვე გვერდზე მდგარმა ვიღაცა კაცმა 2 სართულით ზემოდან იქედნურად გადმომცინა, ისიც არ იკადრა რომ ჩემთვის თვალებში შემოეხედა და ისე სასხვათაშორისოდ წაისისინა- ღმერთო ჩემო, ვინღა კითხულობს ახლა ფოლკნერსო და თვალები მაღლა ვირტუალურ ღრუბლებში აღაპყრო. ერთი კი გადავწყვიტე რომ მე, ანუ ბოგანოს როგორც შემეფერებოდა პასუხად მიმესისინებინა, მაგრამ სიცილმა მძლია, აი უკვე მერამდენედ და შევირცხვიე თავი, 32 კბილით ვიკრიჭებოდი სანამ არ გავიდა. 🙂 და როგორი შეურაცხყოფილი დარჩა იცი? მაინც ვიყიდი ფოლკნერს! მაგის ჯინაზე ! ვიშ!

    Like

    • აბა რა ჩემ უკაცრავად და ***მიცინობას კითხულობს, საინტერესოა.

      თუმცა, არა, არაა საინტერესო.

      იქვე გვერდზე მდგარმა ვიღაცა კაცმა 2 სართულით ზემოდან იქედნურად გადმომცინა

      მაგსიმაღლე ჩვენს ქალაქში ერთი ბექა ვიცი და მეორე ფაჩულია და ბექა არ იქნებოდა და ფაჩულიამ კალათბურთს მიხედოს, ურჩევნია, მალე განახლდება სეზონი.

      Like

    • ისე ეგ წიგნი ერთი 20 ლარი მაინც ეღირება… და რომ არ მოგეწონოს, გამოვა რომ ჩემ გამო იზარალე 🙂
      გადმოქაჩე ინტერნეტ-ბიბლიოთეკიდან და თუ ნახავ, რომ მიდის, მერე ყიდვას რა დაუდგება წინ? 🙂

      Like

  15. 2 სართულით ზემოდან ანუ კვარცხლბეკიდან რა, თავი ზევსი ეგონა და რამე, ისე ძაან გადმომხედა რომ ეგეთი შეგრძნება გამიჩნდა. ისე მე რომ ბექა გავიცანი, მაშინ იყო აი ძააალიან გახდარი და ისეთი მაღლი ჩანდა აი ისეთიი :), ახლა რომ შეივსო ის სიმაღლე სხვანაირად მოუხდა. ისიც დამეკარგა ფბ-დან, რა წესია ეს, რა თრენდი აიტაცეთ მე ვერ გავიგე რა.
    მონიტორზე კითხვა ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის, წიგნი მიყვარს ❤ მემგონი 12-დან 15 ლარამდე ღირს. გავარკვიე უკვე. ისე საიდან უნდა გადმოვქაჩო?

    Like

    • ეგ რა იდიოტი იყო ვიღაც? ვისი რა საქმეა სხვა რას ყიდულობს? ეგებ მაგიდა გაქვს მოყანყალებული და ფეხის ქვეშ უნდა ამოსდო? რა ტრაკის საქმეა…
      სხვის საქმეში ცხვირისყოფიახალხი ვართ რა…

      თუნდაც აქედან http://flibusta.net/a/3448

      Like

    • ისე, მეორე ვერსიაც მაქვს – დაევასე და დაპადხოდება მოუნდა.
      აი, შენ კითხავდი. აბა რა უნდა წავიკითხოო, ის გეტყოდა ესა და ესო, მერე შენ ეტყოდი ეგ სად იყიდებაო ის კიდევ რამეს გეტყოდა და ეგრე…
      ასე ქონდა დალაგებული სცენარი 🙂 ვინ იცის დილიდან მიდის იქ დადგება და ათვალიერებს ვინ შემოდის და რამე.

      Like

  16. xaxaa :))))))) მოყანყალებული 🙂 ეგ აუცილებლად დაუდებდა ფოლკნერს მოყანყალებულ მაგიდას, შენ ალბათ ბეგბედერს და თუ ძაან იყანყალა მანველიძესაც მიადებდი ზემოდან, მე ბალზაკს და ასე…
    რა ღრმა ფანტაზია გაქვს 🙂 ყოჩაღ. ისე დაპადხოდება მე ცოტა სხვანაირი გამიგია. თუმცა სადაც ისეთი კაცები არსებობენ “ცაში ახედე, რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა”-თი რომ აბავენ ქალს, იქ ამ ვარაუდსაც აქვს არსებობის უფლება..

    Like

    • ტურიკას უწერია სადღაც, თუ მოყვა მგონი ვიღაც გოგო რომ გაიცნო წიგნების მაღაზიაში. იქ ხომ სამკითხველოს პონტშია – აიღებ წიგნს და კითხულობ სანამ ყიდვას გადაწყვეტ და ზოგან შეგიძლია წამოწვე ჰოდა ეგრე იქვა ვიღაცა ლამაზი გოგოო და მეც მივედი და დავუმშვენე გვერდიო. 🙂 ეგრე ამბობდა, წიგნების მაღაზიაზე უკეთეს ადგილას სად გაიცნობ კაი გოგოსო 🙂
      მარა ახლა იკეტება ეგ კანტორა 🙂

      ცაში ახედე, რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა

      პანჩო 🙂 მაგარი კაცი

      Like

  17. ალბათ იმას გულისხმობდა ფოლკნერი უკვე წაკითხული უნდა გქონდეს და ეხლა იმას ყიდულობდე, რაც ცოტას აქვს ქალაქში წაკითხულიო. კონკურენტული უპირატესობაა მთავარი.

    Lord Vader ჰობიტი ვნახე და როგორც ველოდი დიდიად უნიჭო გამოდგა 🙂 თან 1 ბეწო წიგნია და ამათ 3 ნაწილად აგხლიჩეს თურმე :)))

    დამპალი კაპიტალისტები!!!!!

    Like

    • ძაან მკაცრადაა ნათქვამი 🙂 მარა მაინცადამაინც არც მე მომეწონა, როგორც გითხარი, ასე რომ… ვნახოთ მაინც შემდეგ სერიებში რას იზამს.:)

      Like

  18. მართალია, მე სულ განწყობით ვიწყებ კითხვას. ახლაც მიწყვია რამდენიმე წაუკითხვი წიგნი და ვფიქრობ, რომელი ავიღო. ასე ამართლებს 🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s