სუსნია მარშლის კოკლოზინი

Comte du Plessis-Praslinიყო და არა იყო რა, მზის უკეთესი ვინ იქნებოდა, ლუდოვიკოთა კარზე მსახურობდა დიპლომატი და მარშალი სეზარ დუ პლესი-პრალანი (César, duc de Choiseul, comte du Plessis-Praslin). ამ პლესი-პრალანს ყველანი დაუდგრომელ და თავგადასავლების მოყვარულ კაცად იცნობდნენ – ეგ ის არაა, სადაც ორი ვინმე შეიკრიბება და დაშნებს გააშიშვლებს, მესამედ დაუდგებაო? – ამბობდნენ პარიზში.  მართლაც, პირველი ფრონდა იყო და ფრონდიორი გახდა, პარიზს ალყა შემოარტყა და კარდინალ მაზარინის გადადგომას ითხოვდა, მეორე ფრონდა იყო და ახლა მაზარინის მხარე დაიჭირა, ინგლისელები იყო და ლა როშელთან კუდით ქვა ასროლინა, ესპანელები იყო და ტურინის ბრძოლაში დაამარცხა… მაგრამ ბევრმა როდი იცოდა, რომ მარშლის ნამდვილი ვნება ომი კი არა კულინარია იყო, მეტადრე – ტკბილეული. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ 1671 წელს სწორედ პლესი-პრალანის კულინარული ექსპერიმენტების შედეგად  იშვა დამდნარ და შემწვარ შაქრის მინანქარში (კარამელში) ამოვლებული ნუშის გული. სამეფო ნადიმზე, სხვები რომ ტახის კანჭსა და ბატის ღვიძლს ეძალებოდნენ, ეს კარამელიანი  ნუშით იტკბარუნებდა პირს. მეთოთხმეტე ლუდოვიკოც, თავი რომ სახელმწიფო ეგონა, თვალს ჩაუპაჭუნებდა ხოლმე და ჩუმად ჰკითხავდა, მარშალო, ზედმეტი პრალანი ხომ არ მოგრჩათო. ერთ კარამელიან ნუშის გულში ვცვლი ნახევარ სამეფოსო! ზედმეტი, აბა, საიდან ექნებოდა, მაგრამ მეფეს ხომ არ დაუმალავდა. გადგებოდნენ მეფე და მარშალი განზე, გაშლიდნენ სხვათა დასანახად რუკებს – აქაოდა, სახელმწიფო საქმეებზე ვთათბირობთო და ნუგბარს შეექცეოდნენ. რაცხა ამ ბოლო დროს ოსმალო-თათარის პოლიტიკა არ მომწონს, მუსიე მარშალოო – ეუბნებოდა ლუდოვიკო და თან პრალანს ახრამუნებდა. რაც ლუდოვიკოს პრალანი ეჭამა, ნახევარი სამეფოსი კი არა – ბარე ნახევარი ევროპის ფასი, ან რა მადა ჰქონდა იმ მუცელას, მაგრამ პლესი-პრალანი თავაზიანი კაცი იყო და ისე გარდაიცვალა, მონარქისთვის დანაპირები არ მოუთხოვია. მის გამონაგონს მეფემ პრალანი (პრალინი – Pralin) დაარქვა და ამაზე მეტი პატივი და დიდება არც უსურვია.

მოგვიანებით მარშლის ალი-კვალმა ფრანგებმა აიღეს ბევრი-ბევრი პრალანი, დაჭრეს, დაფშვნეს, შეზილ-შემოზილეს და ხილფაფის მსგავსი უგემრიელესი მასა მიიღეს, რომელსაც ნამცხვრის შიგთავსად იყენებდნენ. ხანი გამოხდა და კვლავ ფრანგმა კულინარებმა პრალანს კაკაოც დაუმატეს და ასე გაჩნდა შოკოლადის წებოვანი და მსუყე კრემი ნუშით – საოცრება, რომელსაც პრალინე (Praliné) უწოდეს.

აქ უკვე ავანსცენაზე გამოვიდა გაბელგიელებული შვეიცარელი ჟან ნეუსი (იან ნოიჰაუსი – Jean Neuhaus), ვინც 1912 წელს შოკოლადის ფილებს გული გამოუღო, პრალინეთი შეავსო და გასაყიდად გამოიტანა.

დაიტაცეს.

პირები ჩაიტკბარუნეს.

მოიტა კიდეო! – მოთხოვეს.Jean Neuhaus

კომპანია Neuhaus დღემდე რჩება პრალინე-შოკოლადის უდიდეს მწარმოებლად მსოფლიოში, თუმცა არც სხვა ბელგიური კომპანიები ჩამორჩებიან და ფრანგული და ამერიკული პრალინეც ბევრია დახლებზე. ფრანგები იმასაც ამტკიცებენ, შოკოლადი პრალინეთი ჩვენი მოგონილია, რაის ნეუსი, ნოუსი თუ ნოიჰაუსიო, მაგრამ ფრანგული კულინარიისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, შოკოლადი რომ შოკოლადში ჩაედო, ამას ბელგიელის მეტი, აბა, ვინ მოიფიქრებდა? 🙂 ამიტომ ბრიუსელური კომბოსტო, ფლამანდიური მაქმანი, ვაფლი, საქსოფონი და პრალინეთი გულდამტკბარი შოკოლადი ბელგიელთა წვლილია მსოფლიო ცივილიზაციაში და ამათგან,  საქსოფონის ხმა როგორ მიყვარს და, უძვირფასესი  მაინც, იმჰო, შოკოლადიანი პრალინეა. ნუშით იქნება თუ სხვა თხილეულით.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ბელგიური თეთრი სპილო

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

72 thoughts on “სუსნია მარშლის კოკლოზინი”

  1. მმმ, ასე მგონია ეს-ესაა ჩავიდნე პირში გემრიელი პრალინე,.. რა გემრიელი პოსტია. საერთოდ როგორც არსებობენ ადამიანები, რომელთაც შოკოლადი არ უყვართ?… აი ამ წუთსაც ბელგიური პრალინე არა მაგრამ როშეს ალუბლიანი ბურთულებით ვიტკბარუნებ პირს, მიყვარს მიყვარს შოკოლადიი 🙂

    Like

    1. რა უცნაური გოგონები ვართ მე და შენ, ამ კომენტარის შემდეგ ინსტიქტურად გამოვაღე უჯრა და რა მიდევს? :დ
      ფერეროს ალუბლებიანი შოკოლადის პაწაწუნა ყუთი 4 ჯანფეტით 🙂
      ხომ არ გამოვატანო შენთანაც იკას 🙂

      Like

    1. ისე, კარფურში იყიდება კარფურის ლოგოს ქვეშ შოკოლადი – პრალინეთი, პრალანითაც და ნუშითაც და თხილითაც… ჰოდა უსინდისოდ დაბალი ფასია 3 ლარი 200 გრამზე… ჰოდა ამ ფასად მართლა ძაან კაი შოკოლადია.
      ახლა Cote d’Or-ის პრალინიან ბონბონს ვერ ჯობია – თან ბელგიური პრალინე განსაკუთრებულია მაინც, მაგრამ ყველა სხვას რაც მიახლოებით მაგ ფასშია 3 ლარად და მაგაზე უფრო ძვირებსაც სჯობს ნაღდად. 🙂

      Like

      1. ვესტუმრები მოლს პრალინეს ხათრით და ლორდის რეკომენდაციით 🙂
        მადლობელი!

        Like

  2. შენ, როგორც ჭეშმარიტ მამაკაცს, ბელგიური მაქმანიც გეყვარება, მილორდ :ეჭვ:

    პოსტი რომ უგემრიელესი იყო და შოკოლადი მომანდომა, ამას აღარ ვიტყვი, უჩემოდაც შეგიქებენ, მაგრამ ჰედერისთვის განსაკუთრებული რესპექტი. ერთხელ როგორ ვერ უნდა ვითამაშოთ მე და შენ.

    Like

  3. ეგ არ ვიცოდი, კიდევ ერთი მიზეზი მოლში წასასვლელად. შენი თქმის არ იყოს, მალე იქ გადავცხოვრდები… ადვილად მისაგნებია? ანუ ასაწონებშია თუ დახლებზე დევს?

    Like

  4. ისე სხვებისა ბამბაც ჩხრიალებს, თორემ 400 სორტის ლუდი აქვთ ბელგიაში და თან ძაან კარგი. მარა ლუდების ქვეყნებს შორის არვის გაახსენდება ხოლმე 🙂
    აგე გვარს არ დავასახელებ მთელი დღე იბოდიალა ბრიუსელში და ერთი პაბი არ შეხვდა დავიჯერო, ერთი კეთილი სიტყვაც არ დასცდენია 🙂

    Like

  5. ჰაჰაა :)))))) მობოდიალე თამარა…..
    ჩვენი გემოვნება აშკარად ემთხვევა, ყველის საკითხშიც. ისე რომელზე უფრო ხარ დამოკიდებული გამოტყდი, მე ყველზე, და შოკოლადზე 🙂

    Like

    1. ყველზე თუ შოკოლადზე თუ სახეობებს გულისხმობ? 🙂
      ყველის სახეობებზე ადრე დავწერე და თუ ყველი თუ შოკოლადი… შოკოლადს მეტი რაოდენობით ვჭამ – ეს ფაქტია. 🙂

      Like

  6. არ გამიკეთებია არასდროს, უღირსი მეგრელი ქალი ვარ. ისე, ჩემის პრივატულის აზრით, ქართულ ყველს ბადალი არ ყავს, არავითარი როკფორები და მოცარელა-პარმეჯანოები არ შეედრება ქართულ ოღონდ კარგ ყველს. თან როკფორს რაღაცნაირი სუნი აქვს რაა. უცხოური წარმოშობის ყველებიდან ჰოლანდიური მიყვარს ყველაზე მეტად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სასიამოვნოდ მწკლარტეა, ზომიერი სიმკვრივის, სასიამოვნო ჩასაკბეჩია 🙂 და გვარიანად მსუყეა. ცეზარს მე მაგალითად პარმიზანის ნაცვლად მაგას ვუკეთებ და უფრო გემრიელი გამოდის.

    Like

    1. დესერტი ყველის გარეშე იგივეა, რაც სექსი ორგაზმის გარეშე-ო ძველი ფრანგული ანდაზაა 🙂
      მეც მიყვარს ჩვენებური ყველი, მაგრამ, ერთმა კარგმა ბლოგერმა დამიკომენტა ჩემს პოსტზე არეჩვეულებრივად მომეწონა – ცოტა გემო აქვსო და 100% ვეთანხმები.
      ამიტომ მიყვარს სიმწარე, სიმლაშე და სიმყრალეც როკფორის. თუმცა ბევრი სხვა ყველიც მიყვარს. დანიშ ბლუ არაა მყრალი, მაგრამ კარგია ეგეც. 🙂
      ჰოლანდიურ-შვეიცარული ყველიც მიყვარს.

      Like

    2. გეთანხმებით ქართულ ყველთან დაკავშირებით! 🙂
      ელარჯში როკფორი არ უყოთ, გეხვეწებით, ჯერ ისე რა არის და გაცხელებული და ჩამდნარი რა იქნება 😦 😦
      ჩემმა მეზობლებმა იყიდეს რაღაც ეგეთი ფიმფამფო ყველი და სამი დღე სამზარეულოში ვერ შევდიოდი, მერე ყველაფერი დავათვალიერე, ნეტავი, სად დალპა და რა მეთქი 😦
      ჰოლანდიური ყველიც ცუდად მხდიდა ბოლოს, თავიდან სენდვიჩებზე შევჯექი და მერე ვეღარ ვიტანდი 🙂 🙂 🙂 ყველაზე კარგი იყო – გადავახვევდი ბლინებში და მიკროტალღურ ღუმელში რომ ჩადნებოდა შიგნით, იფ!!!

      რა შუაშია ახლა ეს ყველაფერი პრალინესთან…

      Like

    1. რას გულისხმობ შოკოლადის სახლში – თუ სპეციალიზირებულ მაღაზიას როზალის რატომ იწუნებ? ფალიაშვილზე როა

      Like

      1. სპეციალიზირებულ მაღაზიას. ფალიაშვილზეა? რა ნომერში, ამ კვირას დავლაშქრავ ^_^ ❤

        Like

  7. ავლაბარში (ადრე ვმუშაობდი ამ უბანში) არის პატარა მაღაზია, მგონი არმენია ქვია. რასაც ყიდიან – ყველაფერი სომხურია, წარწერებით მაინც. ხოდა აქვთ ფანტასტიური შოკოლადები, ჩირისა და თხილეულების შიგთავსით. რეკამენდუიუ. უცებ გამახსენდა ეხლა ამ კომენტარების ჩაკითხვისას. პოსტი მომეწონა 🙂

    Like

      1. ნუ თურქული ყავის არ იყოს “აღმოსავლურად” რომ აქვთ წოდებული, არც ეგაა გამორიცხული 🙂

        Like

  8. მჟავე კიტრი შოკოლადს არც ორსულობის დროს არ სჯობს, დამიჯერეთ გამოცდილ ქალს ;)) შოკოლადებმა და არა მჟავე კიტრმა გამხადა ზუსტად მაგ ორსულობებში წინაისტორიული საშუალო ზომის მამონტისხელა, დიახ. ჰაა ჰაა ნაბახუსევზე ამჯობინოთ კაცებმა, ბექა, რამ გათქმევინა ეს მკრეხელური ფრაზა? ჩემს ღვთაებრივ შოკოლადს შეურაცხყოფა მიაყენე…
    ისე, მილორდ, ტრუფელებს არ უნდა მიუძღვნა ოდესმე ერთი გემრიელი პოსტი? მემგონი იმსახურებენ.

    Like

  9. http://www.amazon.com/Leonidas-Assorted-Truffles-Chocolates-lb/dp/B007BP44VS/ref=sr_1_9?s=grocery&ie=UTF8&qid=1359032159&sr=1-9&keywords=leonidas+truffles მე აი ამ ტრუფელებზე ვარ უგონოდ შეყვარებული, – ნირვანაა 🙂 smells like chocco spirit ლეონიდასი ჩემპიონია. ის შენი ტრუფელები არ გამისინჯავს, არადა ძაან მაგრად გამოიყურება… აი-აი, რა დღეში ჩაგვაგდო ამ შენმა პოსტმაა…. ახლა ამსვა-დამსვა და ლეონიდასის მაღაზიაში ჩამსვა 🙂 ან ბრუსელის აეროპორტის დუთი ფრიში…

    Like

    1. გაყევი შენც ქევანას როზალიში. მაგათ აქვთ ბელგიური ტრიუფელები.
      მე მაინც ჩემს სპილოს გეახლებით. 🙂 პრალინიანი არარ დამრჩა, მაგრამ შავი შოკოლადის ფილა მთლიანი ნუშით კი მაქვს.

      Like

    2. ეს რა გამახსენე ❤
      წლების წინ ჩემი დაქალი ბელგიში გადავიდა საცხოვრებლად და ერთ დღესაც მიგან მივიღე საოცარი შეფუთვა საჩუქრად
      ეს იყო 2 სართულიანი ხავერდის ყუთი, აბრეშუმის ბაფთებით და მოოქროვილი ლოგოთი "ლეონიდას"
      მაგრამ ყველაზე მაგარი თურმე შიგნით იდო: მსოფლიოში ყველაზე გემრიელი შოკოლადი, თეთრი, რძიანი, შავი, თხილიანი, ნუშიანი და რავიცი კიდევ რა.
      სხვათა შორის ის შეფუთვა დღემდე მაქვს და ვიყენებ როგორც სამკაულის "შკატულკას"

      Like

  10. Cote d’Or- არის ღვთაება
    პოსტი იყო უშოკოლადესი და უგემრიელესი
    ჩემნაირი სუსნია არავინ მეგულება ამ ქვეყნად, წავედი ჩემი ნიჟარები შევახრამუნო 🙂

    Like

  11. შემიძლია ცნობა გავაძრო სახლმმართველობიდან რომ ორსულად არასოდეს ვყოფილვარ..
    მჟავე კიტრი ლუბოი ამინდში ჯობია შოკოლადს––ერთადერთი ყავის სმისაა საეჭვო

    Like

    1. შემიძლია ცნობა გავაძრო სახლმმართველობიდან რომ ორსულად არასოდეს ვყოფილვარ..

      ოოო… ეს უკვე სულ სხვა ბაზარია – აბა თაკოს არგუმენტი უფრო სანდო ყოფილა. მეტი გამოცდილება აქვს.

      თუმცა, პახმელიის გამოცდილებაში შენ აჯობებ. 🙂

      Like

  12. @ბექა, ვნახე ეგ ფილმი.
    +1 განდოლფინის. ბრედიც კარგია.
    ტემპი აუტანლად ნელია. 🙂 კრიმინალურ-ფილოსოფიური დრამა გაი რიჩის სტილში, მაგრამ ტემპის გარეშე…
    და ძაან ბევრს ბაზრობენ კიდე გაუთავებლად 🙂
    მოკლედ 3+ ჩემი შეფასებით.

    Like

  13. აქ აქცენტი სხვა რამეზეა ამიტომ ტემპი იმჰო დაბალი უნდა იყოს. თუმცა თუ ვერ მოგდო გაწელილად მოგეჩვენება––ეგრეა

    მე ზოგადად მსახიობების თამაში ძალიან მომეწონა, იმ წვრილი კრიმინალისაც ბოლოს რომ კლავენ ძაღლებსი გამსეირნებლსიაც და მაფიის შუამავლისაც

    რაც არ მომეწონა ––ზედმეტი აპელირება პრეზიდენტებსი რეჩზე. ნაძალადევ სცენებს ვერ ვიტან

    თემას რომ დავუბრუნდეთ–ბელგიური შოკოლადი რაც უჩუქებიათ ჩემთვის, ყველა ძალიან მსუყეა და მგრუზავს. ეს როგორია?

    Like

    1. იმ ფილმს გავს მაგით – ბრიუგეში ფარელი რომ თამაშობს. ორ ქილერზე როა.

      პრალინე მსუყეა. ნუში, კარამელი და შოკოლადი და ზემოდან კიდევ ერთი შოკოლადი. მსუყეა… მარა გემოვნების ამბავია.
      ისე, ბელგიური შოკოლადი მაინც ნაკლებად მსუყეა ვიდრე შვეიცარული, იმჰო.

      რა მაგის პასუხია და შენ ბლოგი არ უნდა გქონდეს აბა? თუნდაც არალაითური, უფრო პრობლემატურ ამბებზე, თორემ წალეკა ბლოგოსფერო კოლექტიურმა ხუხაშვილმა 🙂

      Like

    2. ძაან სასაცილო იყო განდოლფინი რომ ეუბნება სამ დღეში აქ ვინც მაგარი ნაშაა ყველა გავჟიმეო… და ბრედს რომ შურს 🙂 და აბა მე სად შემიძლია მაგდენიო…

      არა, განდოლფინი მაგრად მევასება და მაგარი კაი ტიპია, მარა ყველა დროის სექს-სიმბოლოს რომ ქალებს ახარბებს მაგარი ეპიზოდია. 🙂 ამ ეპიზოდის იუმორი დავაფასე.

      Like

    1. პრალინეანი მოწითალო შეფუთვაშია. მაგრამ სულ შემომეჭამა და ეს დამრჩა ნუშიანი და ეგ გადავღე 🙂 მაგრამ ესეც ძაან გემრიელია. 🙂

      Like

  14. კაცო შენ ამ ვორდპრესის აგენტი ხარ? ცოცხალი თავით არ მინდა ბლოგი. უბლოგოდ დავიბადე, უბლოგოდ მოვკვდები

    Like

  15. :)))) მაინც რა გონიერი კაცი იყო ეს ვოლტერი რა… აუ ლორდ, რაზე მეცინება იცი? ხვალ კარფურის პრალინეებთან შენი ბლოგის მკითხველების რიგი რომ დადგება :)) კარფურმა გაყიდვებიდან წილი უნდა გადაგიხადოს, წესით, თუ სამართალი არსებობს… 🙂

    Like

    1. არც მაგხელა გავლენა აქვს ბლოგოსფეროს სამწუხაროდ 🙂
      ვინმე ციურიდეიდას მინიმარკეტი რომ იყოს, ჩემს მეზობლად როა კიდევ ექნებოდა ეფექტი და კარფურს ყველანი რომ მიადგნენ, ეს პოსტი ვინც წაიკითხა, ვერც შეამჩნევენ 🙂

      ისე, ჩვენთან ქინდლის პოპულარიზაციაში კი მაქვს ოდნავ შესამჩნევი წვლილი შეტანილი 🙂

      Like

    1. ეგ შოკოლადები მიდევს ამ წუთას წინ ❤
      და ველოდები გახსნას და მანამდე აქ შემოვიხედე და უცებ აქაც არ დამხვდაა :დ

      Like

    1. კი ჭაღი ვიყიდე და იმას მოყვა აქციაზე.

      ტყუილად ეკითხები 🙂 ვორდპრესს რაც დაემშვიდობა მას მერე არ უნთებს ნოტიფიკაციებს როცა ვინმე აკომენტებს 🙂 ეს მარტო ვორდპრესელთა პრივილეგია. 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: