ბანანის (საქართველოს) რესპუბლიკა

ბანანის რესპუბლიკას უწოდებენ ქვეყანას, რომლის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია ერთ რომელიმე საექსპორტო პროდუქტზე (სოფლის მეურნეობის პროდუქცია იქნება თუ წიაღისეული). ტერმინი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც 1904 წელს ის ო. ჰენრიმ გამოიყენა რომანში “კომბოსტო და მეფეები”.

სწავლულ კაცთა განმარტებიდან

BR logoთუ ახლა გაგკრათ, რომ ბლოგი შეგეშალათ – არ შეგშლიათ. ნამდვილად StylishBlog-ს კითხულობთ, ამიტომ ბანანის რესპუბლიკები თავიანთ თავს მიხედავენ როგორმე და მე კი Banana Republic-ზე დავწერ.

Banana Republic ამერიკული მოდის მოდური ბრენდია, რომელმაც განსაცვიფრებელი ტრანსფორმაცია განიცადა არსებობის 30 წლის მანძილზე – 1978 წელს კომპანია ბაზარზე აფრიკულ-ტროპიკული ქვეყნების ბუნებით, ფერებითა და არომატებით შთაგონებული ადგილ-ადგილ ფერადი, ადგილ-ადგილ პრაქტიკული, ერთობ ეკზოტიკური და ცოტა გიჟური სამოგზაურო ტანსაცმლით შემოვიდა (საფარი-პერანგებით, მრავალჯიბიანი ქურთუკებით, შორტებით, სანდლებით, ჩალის შლაპებითა და რაღაც ასე), დღეს კი კლასიკური, კონსერვატიული, საოფისე და უიქ-ენდური ტანსაცმლის მწარმოებელია. სიგიჟეები და ეკზოტიკა უკან მორჩა. Banana Republic-ის პერანგითა და კოსტიუმით წახვალთ ბანკში, შესვენებაზე დალევთ ყავას და წაეფლირტავებით გვერდითა კაბინეტში მომუშავე კოლეგა-გოგონას, ხოლო კოლეგა-მამაკაცს დაელაპარაკებით ევროსა და დოლარის კურსზე, Banana Republic-ის მაისურით ან პულოვერით წახვალთ პაბში, ითამაშებთ ბილიარდს და ისაუბრებთ ფეხბურთსა და პოლიტიკაზე. 

ახლა, თუ არ დავწერე, რომ Banana Republic-ის ტანსაცმელი (ცოტა) ბორინგულია, ისევ იფიქრებთ, რომ ბლოგი შეგეშალათ, მაგრამ მაინც არ დავწერ. 🙂 ერთი რომ, ეს ბრენდი ძალიან მიყვარს. მეორე რომ, ეს ბრენდი არის GAP-ის ნაწილი, GAP-ზე კი აუგს ვერვინ დამაცდევინებს (Zara-ს თავზეც გავიარ-გამოვიარე! :)). მესამეც კიდევ ის, რომ ყველა მამაკაცს მიუკაკუნებს დრო, როდესაც მისი გარდერობი ნელ-ნელა აივსება კლასიკური, კონსერვატიული და ნაკლებად ლაღი რაღაცებით. მე კლასიკური შავ-თეთრი და მაქსიმუმ ნაცრისფერ-მუქლურჯი ტანსაცმელი დამჭირდა, როდესაც ბანკში დავიწყე მუშაობა. ჰოდა, ჩემს გარდერობსაც მიუკაკუნეს. Banana Republic-მა – არა. Banana Republic-ს მაშინ ვერ შევწვდებოდი – არც USA2GEO არსებობდა და ვერც ჯიბე მიწყობდა ხელს მაინცადამაინც. დღეს ბანკში აღარ ვმუშაობ, მაგრამ Banana Republic-ის ონლაინ მაღაზიას ხანდისხან შევავლებ ხოლმე თვალს და ხანდისხან რამე-რუმესაც ვყიდულობ. მაგალითად, როგორ არ ვთქვა რომ, ფასი/ხარისხისSimon Kneen შეფარდებით, Banana Republic-ის აბრეშუმ-ქაშმირის ყელამოჭრილი (V-Neck) სვიტრები უბრალოდ შეუდარებელია!

ბრენდის კრეატიული დირექტორი და მთავარი დიზაინერი საიმონ ნინი (Simon Kneen) ცდილობს, კოლექციები გაახალისოს. ვერ დავუკარგავ. მაგრამ მამაკაცის ტანსაცმელი, ზოგადად, ნაკლები გაქანებისა და ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა (ისე, ახლა გამახსენდა, კარგა ხნის წინ ზედმეტად კლასიკური ჩაცმულობის გამოცოცხლებაზე პოსტიც კი დავწერე ჩამოლაბორანტებული ბიზნეს-სტილი). დანარჩენი – მიბრძანდით თბილისი მოლში და თავად ნახეთ. ფასები ადამიანურია. ამიტომაც იყო, რომ ონლაინ-შოფინგის სასარგებლოდ ოფლაინ-შოფინგში კარგა ხნის შესვენების შემდეგ, მაინც შემომეყიდა თბილისური Banana Republic.

ზოგადად, თბილისი მოლში ტრადიციული ქართული სამაღაზიე ღორმუცელობის ტენდენციები დაძლეულია და ფასები, მეტწილად, ადეკვატურია. მაგრამ არაადეკვატურია იქ დაგებული მეტლახი, რომელიც სულ უფრო მეტ ადგილას იმტვრევა. :/ მგონი, ქალებმა მოლში შესვლამდე სტილეტოიანი ფეხსაცმელი უნდა გაიძრონ და ფაჩუჩები ამოიცვან, თორემ, სანამ ზედა ორ სათულს არემონტებენ, ქვედა ორი ნადგურდება.

Banana RepublicBanana Republic-ის მიზანია “ფუფუნება აქციოს ხელმისაწვდომად” (Accessible Luxury), რაც ნამდვილად გამოსდის (კოლექციის ძირითად ხაზს ვგულისხმობ). ზედა სეგმენტური BR Monogram Collection ძალიან ხარისხიანია, მაგრამ ადგილ-ადგილ მეტისმეტად ძვირია – მირჩევნია, ცოტაც დავამატო ან არც დავამატო და Brooks Brothers ვიყიდო სეილზე. სპორტულ/ქეჟუალ კოლექციებს რაც ეხება, ვთქვათ, Banana Republic-ის პოლო (სპილოს ლოგოთი – ხიდი გადებული კომპანიის “აფრიკულ” მემკვიდრეობასთან), ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე “ლაკოსტის” პოლო… ნიანგისადმი ჩემი უკიდეგანო პატივისცემის მტკიცება ამ ბლოგზე და ბლოგსგარეთაც ნამდვილად არ მჭირდება, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ხარისხს შორის დიდი განსხვავებაა. ასე რომ –  Accessible Luxury ინ ექშნ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ისე, სიტყვამ მოიტანა და Lacoste დააბრუნეთ საქართველოში! ვახტანგ გორგასლის ხსოვნას მაინც ეცით პატივი!

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

24 thoughts on “ბანანის (საქართველოს) რესპუბლიკა”

  1. ერთი გემრიელად დავიბენი, სანამ “ბანანა რეფაბლიქის” ლოგოს მოვკარი თვალი 🙂
    მშვენიერი პოსტით გახსენი მოღვაწეობის მეექვსე წელი 🙂

    Like

    1. უბრალოდ მე ვწერ მამაკაცებზე, ქალის ბრენდები ჩემი ინტერესების სფეროში არაა და თან უჩემოდაც ბევრი წერს 🙂

      Like

      1. უიმე… ახლა მოვედი აზრზე რომელი ხარ? 🙂
        არ ვიცოდი აქამომდე, თუ ბლოგერობდი.

        Like

  2. გეპიდან საერთოდ ვერ გამოვიწერე ვერაფერი ქართულ ბარათს არ იღებს. ბანანაც იგივე არაა? მაქედან არ მიცდია, მაგრამ ხომ ერთიანი საიტი აქვთ.

    Like

    1. პრობლემა ზოგადად არა ბარათშია, არამედ ავტორიზაციას ვერ ახდენენ არაამერიკული ბარათების იქედან და მოგვარებადია ეგ.
      ახლა ვრცელი მანუალი რომ არ ჩამოვწერო, ყველაზე მარტივი და მუშა რჩევა – გაუგზავნე მეილი სერვისს და უთხარი ეგ ამბავი და დაგაკვალიანებენ, რა უნდა ქნა.
      შემდეგ ტელეფონს მოგცემენ (უფასო ნომერს) იქ მოგიწევს დარეკვა და გარკვეული კითხვა-პასუხი და რამე. რთული არაფერია მოკლედ. 10 წუთის ამბავია და შემდეგ იყიდი როგორც და რაც გაგეხარდება.

      Like

      1. თაა, ბილინგ-ადრესს ქართულს როგორ წერ? 🙂 არ არსებობს ჯორჯია მაგ ველში 🙂

        თორემ სხვამხრივ პრობლემა არაა.

        Like

  3. გუშინ კარგა ხანი დავყავი მოლის ბანანა რეფაბლიქში, ერთი პალტო მოვისიყვარულე, მაგრამ სანამ 1 კვირა არ ვიფიქრებ, მერე მივალ, კიდევ დავხედავ, მერე კიდევ ვიფიქრებ, მანამ ხომ ვერ გადავწყვეტ ყიდვას?1 ხოდა მერე რომ მივალ რა თქმა უნდა გაყიდული დამხვდება. მამაკაცის ხაზი ზოგადად უფრო კარგი აქვს მაგ ბრენდს, ჩემის მოკრძალებული აზრით, ისეთი მაგარი სვიტერები იყო, ისეთ ლამაზ ფერებში, თვალები ზედ დამრჩა. ზოგადად კაცებს ძალიან გიმართლებთ მაგ ამბავში, უნდა ვაღიარო…
    მოკლედ, ვერ ვიტყვი რომ ვგიჟდები აგ ბრენდზე, მაგრამ ხარისხიანია და პატივს ვცემ, უბრალოდ სტილისტურად ძალიან შეზღუდული და ერთფეროვანია, ბრენდის აკადემიური და კლასიკური ხასიათის გათვალისწინებითაც კი.

    Like

    1. გუშინ თუ შაბათს?
      იმიტომ, რომ ამ შაბათს თითქოს თვალი მოგკარი კარფურთან, მარა რომ დაგიძახე არ მოიხედე, და მეთქი მომელანდა. 🙂

      Like

    1. არ დავბრუნებულვარ – შემოვიარე 🙂
      სანამ ყველა ის მაღაზია არ დაიდება თბილისში, ბლოგის footer-ში როა, თან ადამიანურ ფასად (და არა ისე, მე რომ ლივაისის ქურთუკი ვიყიდე ამაზონზე აქ რომ 3-მმაგი ღირდა) – ონლაინ რულზ. 🙂

      Like

  4. კაცები წერენ მამაკაცის მოდაზე და ქალები – ქალების მოდაზე, არა და პირიქით უფრო საინტერესო იქნებოდა 🙂 ნამდვილი შემფასებელი საპირისპირო სქესია.
    დიორი ამბობდა – მოდა მაშინაა წარმატებული, როდესაც ცდუნების ელემენტს შეიცავსო.

    Like

    1. დიორმა იცოდა, რას ამბობდა. 🙂

      მე მაქვს ერთი-ორი პოსტი ქალების ტანსაცმელზე. მინიკაბაზე მთელი 2 პოსტი მქონდა 🙂 მაღალქუსლიან ფეხსაცმელზეც დავწერე. და კიდევ ეს პოსტი – იდეალურად ჩაცმული ქალი

      Like

  5. კი, მე ვიყავი მთელი უიკენდი მოლში ვიჯექი, ხან ჩემთვის ხან ჩემი დისთვის ხან ქმრისთვის, ცოტა ხმამაღლა ვერ დამიძახე? ძაან გამეხარდებოდა შენი ნახვა.

    Like

    1. მანდ ცხოვრობ ფაქტიურად 😉

      ნუ რავი ძაან ტემპი გქონდა აღებული 🙂 და კარფურში შეიჭერი.

      კაი ფერის პალტო(სმაგვარი) გეჭირა ხელში. რესპექტ. 🙂

      Like

  6. ახლა მივხვდი შენი მეილის შინაარსს :)) მადლობაა 🙂
    ისე ჩემი ყვითელი პალტო(სმაგვარი) მეც ძაან მიყვარს…

    Like

  7. საერთოდ არაა ბილინგის ველში ქვეყნები – შტატების არჩევანს გაძლევს მარტო. 😦
    შიფინგში და ბილინგში ავტომატურად მისვამს USA

    ვცდი აბა მივწერო.
    მადლობა.

    Like

    1. რა შიფინგსაც ირჩევ იმას სვამს ბილინგადაც. ასეა საიტი მოწყობილი.
      მოკლედ ან უნდა ვითომ-ამერიკული ბილინგი ჩაწერო, რაც არაა მთლად სწორი გზა ან უნდა მიწერო და ა.შ. და გეტყვიან როგორ უნდა დაემატო კლიენტების ბაზაში – არაა პრობლემა.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: