პირველად იყო პოსტი, და პოსტი იყო ბლოგზე და ბლოგი იყო Wორდპრესზე.
Wორდპრესმა აი, ასეთი მისალოცი ბარათი გამომიგზავნა.
არცკი მახსოვდა, თუ 5 წელი გავიდა. Wორდპრესს ხსომებია.
იცი კი, მკითხველო ეს რა 5 წელი იყო? ბევრი კარგი ბლოგერის გაცნობის. რამდენიმე მკითხველის გაცნობის. პოსტვის, ბოდვისა და გრაფომანობის 5 წელი.
2013 წელი Wორდპრესისთვისაც საიუბილეო წელია – მას 10 წელი უსრულდება (გამოდის, რომ ჩემი ბლოგი Wორდპრესზე 2-ჯერ უმცროსია). მეთ მულენვეგმა Wორდპრესი 2003 წელს შექმნა. მეთ მულენვეგი ერთი თექსასელი ბიჭია, უყვარს ჯაზი, ლივაისი, ფრაპუჩინო, სტეიკი, ჯოგინგი, ცხენზე ჯირითი, ძაღლები… მოკლედ, კარგი გემოვნება აქვს და ძალიან ჩვენიანია, ამიტომაც დედამიწელ ბლოგერთა თითქმის ნახევარი სწორედ Wორდპრესელია. 🙂 და არ არს ბლოგი თვინიერ Wორდპრესისა.
ამასწინებზე თავის ფენიქსივით მკვდრეთით აღმსდგარ ბლოგზე დოდკამ დაწერა, ეს რამდენი კარგი რამ დაუმატებიათ Wორდპრესზეო. ჩვენ, ყოველდღე აქ შემომსვლელნი, ალბათ, ვერც ვამჩნევთ, როგორ სულ უფრო და უფრო დახვეწილი და კომფორტულია აქაურობა. Wორდპრეს-ბლოგების ურთიერთინტეგრირება და საერთო სივრცე, ის რომ ყველა დაფავორიტებულ ბლოგს, ყველა კომენტარს, კომენტარის კომენტარს და კომენტარის კომენტარზე კომენტარს საკუთარი დაშბორდიდან ხედავ და აქეთ-იქეთ ბოდიალი არ გჭირდება, ნოტიფიკაციების საიდბარი, საკუთარი რიდერი და ათასი სხვა რამ, რასაც სხვანი მოკლებულნი არიან.
Wორდპრესი რომ არა, ვეგდებოდი ახლა სადმე ლიტ.ჯიზე და დავანაგვიანებდი ისედაც გვარიანად დანაგვიანებულ ქართულ ლიტერატურას. თუმცა, რაღას ვეგდებოდი, მას მერე ხომ ლიტ.ჯიმაც იცვალა სახე… Wორდპრესი წერის ლომკას მიხსნის. მადლობა მეთ, ამისთვის! 🙂
არ დავიწყებ ახლა ბანალურ მადლობა, რომ მკითხულობთ და მთელი ამბები, თუმცაკი, სახალსოა, როცა ვინმე პოსტის შინაარს მოგიყვება და არ იცის, რომ შენი დაწერილია. როცა ვინმე გაგაჩერებს და – შენ ის არა ხარ, შენს ბლოგს ვკითხულობო – სასიამოვნოა (და როდესაც ეს ვინმე ძალიან სიმპათიური გოგონაა – დაბლ:)). ისიც კარგია, როცა სხვის კარგ პოსტს გადაეყრები. არ ჩამოვთვლი ბლოგებს, რომლებსაც ვკითხულობ – უჩინმაჩინი მკითხველი არ ვარ – ყველგან ან ლაიქი მაქვს დანატოვარი ან კომენტარი ან – ორთავე ერთად. 🙂 ჰენრი ფორდისა არ იყოს, მე ყველა ბლოგს წავიკითხავ, თუკი ის Wორდპრესზეა. 🙂
ჩემი რამდენიმე პოსტი სხვა ბლოგერების მიერ დაწერილი პოსტების ინსპირაციაა, მათგან ყველაზე მეტად Why wearing H&M still IS NOT prestigious მიყვარს. ვთქვი ის, რასაც დიდი ხანია ვფიქრობდი, მაგრამ ვერ ვბედავდიო – არა, უბრალოდ ხელსაყრელი მომენტი არ მქონია, მეთქვა.
რამდენიმე პოსტი სხვისი დაწერილი და ჩემს მიერ გადმოქართულებულია. ამერიკელი ბლოგერის, ლისა ლუისის სექსი და ქინდლი, ალბათ, საუკეთესოა. ამავე ოპერიდანაა: წერილები თოვლის ბაბუას, ჩაქ ნორისის აპოკრიფული ბიოგრაფია, რატომ სჯობს, იყო მამაკაცი? და თრეისი მაქმილანის რატომ არ თხოვდები?.
რამდენიმე ისეთი პოსტია, რომელიც წერის მომენტშივე მომეწონა. 🙂 რევოლუცია “ფრეფი” ან სტილიაგები.
მიყვარს (ხანგამოშვებით) პროვოკაციული სათაურები, მითუფრო, თუ პოსტის თემაც საინტერესოა, როგორც ახალგაზრდა მეამბოხე მწერალი გოგო, რომელსაც თავისი ვაგინა ძლიერ უყვარდა.
ზოგჯერ, ვწერ პოსტს და ვიცი, რომ ჩავარდება. ზოგჯერ, მგონია, რომ ჩავარდება, მაგრამ ნორმალურად აქვს ნახვები. თავად არ მიყვარს მომეტებულად სერიოზული (წაიკითხე: ბორინგული) პოსტების კითხვა, სარკოფაგიდან დგება მუმია სწორედ ასეთი იყო (თავად რომ მენახა სხვასთან ასეთი პოსტი, არ წავიკითხავდი)… გამიკვირდა, რომ რეიტინგი ჰქონდა.
პოსტებს ნელა და სვენებ-სვენებით ვწერ, მაგრამ ისეთებიცაა, განსაკუთრებით რომ მაჯახირა. ასეთი გამოდგა მას ორჰანი ჰქვია – ბევრად იმაზე ვრცელი და ბორინგული, ვიდრე ვგეგმავდი. თუმცა, იმაზე ბორინგული არა, ვინემ, თავად ფამუქია. 🙂
ისეთი პოსტებიც დავწერე, მკითხველებს რომ გამოადგათ. განსაკუთრებით მადლიანია პოსტები ქინდლზე და, იმედი მაქვს, პოსტები სტამბოლზე.
ყოველთვის მინდოდა საკუთარი ტოპ-პოსტების ჩამოთვლა და ამაზე უკეთეს დროს როდის ვნახავ. 🙂
და ჩემი დანარჩენი პოსტებიც მომწონს. 🙂 რომ არ მომწონდეს, წავშლიდი და საკუთარ ბლოგს თავად დავუწერდი ნეკროლოგს, მითუფრო, რომ ნეკროლოგებს ვწერ იმფერს, სიკვდილი მოგენატრება ადამიანს.
დაბოლოს, თუ რატომ ვარ ბლოგერი და როდემდეა ეგ ამბავი დიდი ავიაციაში მოვყევი (ტყუილად ხომ არაა ნახსენები Wორდპრესისეულ მოსალოც ბარათში სიტყვა flying :)).
განსაკუთრებული მადლობა, ვინც ჩემი ბლოგისთვის პოსტი გამოიმეტა. მათი სახელები თავფურცელზე, ავტორების სვეტშია და აქ აღარ ჩამოვთვლი.
მეთ, შენს სადღეგრძელოს ამ სამი ფერიდან ერთ-ერთით დავლევ ამ საღამოს და მყრალ, მწარე, მლაშე და გემრიელს მივატან რამეს. 🙂
ადიოს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ჩემი ბლოგებიდან იუბილარი და ყველაზე მიტოვებული პლანეტა კორიბანია. ყველაზე ახალგაზრდა და კარგი კი – ხმაური და ვუვუზელა. ყველაზე მრავალპოსტიანი კი ეს ბლოგია, რომელზედაც ახლა იმყოფებით.
მეც 5 წელია უკვე ვპოსტავ, ვბოდავ და ვგრაფომანობ
გილოცავ გენაცვალე ანივერსარის და წარმატებებს და უამრავ მკითხველს გისურვებ
LikeLike
ანუ, დაბდღე გქონია 🙂
მე ორი წელი მომილოცა ორ იანვარს.
გილოცავ!
LikeLike
16-ში იყო. 🙂 სანამ დავწერე და რამე დრო გავიდა.
თან ის შუა კვირა იყო და ამ საღამოს დავლევ. 🙂
LikeLike
ვაუ 🙂 გილოცავ. მეც მქონდა პატივი შენი ბლოგის ავტორი ვყოფილიყავი, დიდი მადლობა ამისთვის და მაქვს პატივი ვიყო მკითხველი, თან თუ არ ვცდები აც თუ ისე პასიური 😉 ახლა მივუბრუნდები და რამდენიმე დატაგულ წაუკითხავ პოსტს გადავხედავ. წარმატებები
LikeLike
სამი ბლოგი გაქვს?
ეს ბლოგი მომწონს, კარგად წერ და კარგი იუმორი გაქვს. ❤ სხვები არ ვიცი გადავხედავ. 🙂
LikeLike
და კიდევ ერთ ბლოგზე თანაავტორი ვარ. 🙂
მაგრამ მეტ-ნაკლებად რეგულარულად აქ ვწერ მარტო.
LikeLike
მე არ ვარ ახალგაზრდა და სიმპათიური და არც გოგო, მაგრამ იმედია, გადავიკვეთებით ჩვენც. 🙂
LikeLike
კი, თუმცა, როგორც “ბრილიანტის ხელშია” უჟ ლუჩშე ვი კ ნამ 🙂
LikeLike
გული ამიჩუყდა ^_^
გილოცავ! ❤
მე სამი წლის გავხდი 😀
LikeLike
ვინ თქვა, ქართული თვითერი უკაცრიელიაო? 🙂
LikeLike
ტყუილია ეგ, თვითერი დასახლებულია, შეიძლება მჭიდროდ არა , მაგრამ მაინც 😀
LikeLike
დაჰბერდი? :დდდ
გილოცავ :* ეს პოსტი ერთი დიდი სადღეგრძელოა :დდდ
LikeLike
გილოცავ ვადერ! კიდევ ბევრ საინტერესო პოსტს გისურვებ!.
პ.ს. წელს მეც 5 წლის გავხდები ❤
LikeLike
მადლობააააა ❤
LikeLike
დამსახურებულად შეიფერე 🙂
LikeLike
გილოცავ. 🙂
LikeLike
მეილი გამოცვალე?
LikeLike
ჯერ მაქვს, მაგრამ მაგ სამსახურში აღარ ვარ და მალე აღარ მექნება ალაბათ. 🙂 უკვე უნდა გაეუქმებინათ, წესით, მაგრამ რატომღაც არ ჩქარობენ. 🙂 სკაიპიც გამოვცვალე, გამოგიგზავნი მერე ახალ რექვესთს.
LikeLike
და მობილურსაც სხვას ჩავრთავ 🙂
LikeLike
ამიტომ არ მიყვარს ასე მაცდური კორპო-ნომრები 🙂
როგორც უფასო ყველი სათაგურიდან 🙂
LikeLike
გილოცავ 🙂
LikeLike
,,wორდპრესი წერის ლომკას მიხსნის!”–ეს ის სიტყვებია, მე რომ უნდა მეთქვა! 🙂
გილოცავთ, ლორდ!
LikeLike
შენ ხომ სხვაგანაც წერ 🙂 ლომკა არ უნდა გქონდეს.
მე კიდევ მქონდა მცდელობები, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოვერგე ტრადიციული მედიის ჩარჩოებს. 🙂 აქ უფრო თავისუფლად ვარ და მარტო ჩემს თავზე ვაგებ პასუხს.
LikeLike
ვაახ კაი ხნიერი ბლოგუნია გყოლია.გილოცავ
LikeLike
გილოცავ!
ნამეტნავად მიხარია, ჩემი პოსტიც რომ მოიძევება აქ 🙂
LikeLike
გილოცავ, ლორდ :)))
5 წელი დიდი დროა 🙂
ისე მაგნუმშიც რომ დაგვენახებოდე კარგი იქნებოდა 🙂
LikeLike
ძან გავბრაზდი რო ეს ბლოგი აქამდე არ ვიცოდი… შაიმ ონ მე… მომწონს აქაურობა :3
LikeLike
გილოცავ ლორდ!
ჩემთვის ბლოგოსფეროს ლორდი ხარ ❤
LikeLike
http://rutube.ru/video/9c4b895c285bc639dcdcc55764e036ff/
LikeLike
🙂
LikeLike
Momcons es blogi. Kidev as magden sicochles vusurveb 🙂
LikeLike
გისურვებ ყოვეთვის გქოდეს ჩვეთვის სანტერესო სათქმელი!
LikeLike
ნაკლები ბორინგული პოსტები და მეტი დამაინტრიგებელი სათაურები და უფრო მეტი საინტერესო პოსტი 😉
LikeLike
გილოცავ იუბილეს.
ბლოგე, სანამ შენი კითხვა არ მოგვბეზრდება 🙂
LikeLike
გილოცავ! წლებს რა მნშვენელობა აქვს (თუმცა აქვს რაღაც), ისედაც ყველაზე ღვაწლმოსილ ბლოგერად გთვლი! 😉
LikeLike
მეც ვუერთდები მოლოცვებს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ!
LikeLike
ამ 5 წელიწადში უკეთესობისკენ შეიცვალე 😉
LikeLike