ცხოვრება – სიკვდილებს შორის შესვენებაა მხოლოდ.
ჰალგიმურ ჰელგასონი, “101, რეიკიავიკი”
NB!: პოსტი შეიცავს სფოილერს და არანორმატიულ ლექსიკას.
რა უნდა აკეთო ქვეყანაში, სადაც მზე არ ანათებს, ზაფხული არაა, მთელი წელი ცივა და უდნობი ყინულია. დღე არაა – უბრალოდ არის ღამე, როცა ბნელა და ღამე, როცა სინათლეა. ქვეყანაში, რომელსაც არ ჰყავს მტრები და არც არმია ჰყავს, არც ქურდები ჰყავს და არც – პოლიცია. ქვეყანაში, სადაც სულ 300’000 კაცი ცხოვრობს და აქედან 200’000-ს მუსიკალური განათლება აქვს. სადაც უმუშევრობის შემწეობა იმდენივეა, რამდენიც საშუალო ხელფასი. რა უნდა აკეთო სხვა, თუ არა: გეძინოს 2 საათამდე, სვა უგონოდ, მოწიო პლანი დასირებამდე, უყურო პორნოს, ანძრიო, ყველა ქალი შეაფასო თანხით, რომელსაც დაუნანებლად გადაუხდი ერთ ღამეში, იტყნაურო მარჯვნივ და მარცხნივ უპრაკუნოდ და იოცნებო უნგრელ გოგოზე, რომელიც ინტერნეტით შეგიყვარდა, გაიცნო მერე ის გოგო რეალში და აღმოაჩინო, რომ ბოიფრენდი ჰყავს. უფრო ხშირად აგიდგეს, იშვიათად – არა, რამდენიმე გამოყენებული პრეზერვატივი გქონდეს და კიდევ რამდენიმე გამოუყენებელი. ვიღაცები დააორსულო, ვიღაცები – არა. ვიღაცას მუცელი მოწყდეს. ვიღაცამ აბორტი გაიკეთოს. ბოლოს დედის გერლფრენდს შენგან შვილი შეეძინოს. თუმცა, შეიძლება შენგან არც შეძენია. რა მნიშნელობა აქვს?
რაც ზემოთ აღვწერე ერთი ისლანდიელი კაცის, სახელად ჰოლმფრიდის ცხოვრებაა. რომანი, სადაც ეს ყველაფერია აღწერილი – ჰალგიმურ ჰელგასონის (Hallgrímur Helgason) “101, რეიკიავიკი” (101 Reykjavík) – ყველაზე ცნობილი ისლანდიური წიგნი ლაქსნესის შემდეგ. ლიტერატურული პრემიებით დაჯილდოებული და გაფილმებული.
რთული ნაწარმოებია. ლაითი საკითხავი ნაღდად არაა – ლიტერატურული, მუსიკალური და ისტორიული ალუზიებით სავსე. ცნობიერის და ქვეცნობიერის ნაკადით. სლენგით დახუნძლული. თუ ცურვა იცით – გაცურავთ, თუ არა – დახურავთ წიგნს და გადარჩებით. 🙂
ამავე ავტორს უფრო ლაითი წიგნიც აქვს “სახლის დალაგების რჩევები დაქირავებული მკვლელისთვის” (10 ráð til að hætta að drepa fólk og byrja að vaska upp/The Hitman’s Guide to Housecleaning) ხორვატ ქილერზე, რომელიც ისლანდიაში ამოჰყოფს თავს. აქაც ბევრი შიდა მონოლოგია და პოსტმოდერნული ლიტერატურის ბევრი სხვა ხერხი (ეს ისე, ინტელექტუალურ ამბავში ჩავაკვეხე, თორემ აზრზე არ ვარ პოსტმოდერნული ლიტერატურული ხერხები რომლებია), მაგრამ არის მწყობრი ფაბულა, ამბავი ვითარდება – ბოლო-ბოლო, მოყოლა შეიძლება და გაცილებით მარტივია, მიედევნო სიუჟეტს. დეტექტური ინტრიგაც ახლავს თან. თუ მოგეწონათ – “რეიკიავიკიც” არსად გაგექცევათ.
ორივე წიგნში უხვადაა შავი იუმორი და ბევრ ისეთ რამეს გაიგებთ ისლანდიაზე, რაც ყოველთვის გაინტერესებდათ, მაგრამ ვერ ბედავდით, გეკითხათ. 🙂
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ჩემს ნაცნობებსა თუ უცნობებს შორის არვინ მეგულება ისეთი, ისლანდია რომ როდეზე მეტად უყვარდეს. მინდა ამ პოსტით რეიკიავიკში სტუმრობა ვუსურვო.
წაკითხვით არ წამიკითხავს, მაგრამ ფილმი ნანახი მაქვს.
ირვინ უელში გევასება? მაგ სტილშია ისიც.
LikeLike
კი ადარებენ ხოლმე, თუმცა მთლად გავს-თქო ვერ ვიტყვი.
უელშს აქვს კაი რამეები, მაგრამ ზოგჯერ ძაან უბერავს იმჰო. 🙂 ერთხელ დავწერო შეიძლება უელშზეც.
LikeLike
პირველი აბზაცის მერე ავტორს ავხედე, მეთქი, გესტ პოსტი ხომ არ არის…
გადმოვქაჩავ ორივეს.
LikeLike
არა, რატომ გესთ-პოსტი. სხვადასხვა ტიპის ავტორებს ვკითხულობ ხოლმე 🙂
LikeLike
ავტორი ზუსტად შენია, მაგრამ ლექსიკამ დამაფიქრა 🙂 ნამეტანი უელბეკისებური იყო 🙂
LikeLike
ნუ რა ტიპის ლიტერატურასაც მიმოვიხილავ, ლექსიკაც ისეთია.
LikeLike
კარგია, მერე, მილორდ 🙂 ლექსიკაც და წიგნებიც. პირველი, ალბათ, უფრო განწყობისაა, მეორე ლაითი ჩანს. ენივეი, ორივეს დავაქინდლებ.
LikeLike
რაღა დროს წიგნების კითხვაა. დავეძალოთ ფილმებს
ლორდ გადააგდე ეგ მავნე ჩვევა. წარმოიდგინე რომ სიგარეტია. თუ მაინცდამაინც კითხვა გინდა – იკითხე ფენტეზი
LikeLike
ვნახე ჰობითი.
5 ქულა 10-დან. პლუს 1 ქულა, იმიტომ რომ თოლქიენია და 1 ქულაც იმიტომ რომ ბალინი ძაან მაგარი ტიპია.
LikeLike
დაიკიდე ჰობითი და ნახე killing them softly. მამენტ არა მგონია მოგეწონოს, მაგრამ შავი იუმორი კია ოხრად. გაიჩითა უკვე რუსულ ტორენტ საიტებზე თან ინგლისურადაც
LikeLike
სიაში მაქვს ეგ ფილმი, მარა ვერ მოვიცალე ჯერ.
LikeLike
არალორდული ლექსიკით დაწერილი საინტერესო პოსტი
წავიკითხავ მეთქი არ წიგნს ვერ დაგპირდები, მიუხედავად ასეთი აღწერისა, ამ ბოლო დროს მხოლოდ იოლად საკითხავი ლიტერატურა მიზიდავს – გადაღლილზე კარგი განტვირთვის საშუალებაა
LikeLike
თავად ნაწარმოებია ეგეთი რომ ვერ დავწერდი: წიგნია ისლანდიელ კაცზე, სახელად ჰოლმფრიდზე, რომელიც უწესო სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს. 🙂 ძაან არ მოუხდებოდა და არ იქნებოდა ადეკვატური რეცენზია 🙂
მესმის შენი. მეც ეგეთი ეტაპები მაქვს. ლაითური. შიგადაშიგ თუ ჩავუფენ ხოლმე რამე უფრო მძიმეს.
LikeLike
ჰმჰმ ჰმ ♥
LikeLike
მაგარია, ლაქსნესის შემდეგ ეს ყავთ. მაინტერესებდა ეს წიგნი და ახლა უფრო დამაინტერესა, იმედია როდისმე ქართულად წავიკითხავ ან ინგლისურს კარგად ვისწავლი :დ
მადლობა ლორდ ❤ გუგლრიდერში თვალი როგორც კი მოვკარი, მივხვდი და შემოვქანდი ეგრევე 🙂
LikeLike
სახალისო წიგნი ყოფილა 🙂
დედის გერლფრენდი დააორსულა თუ მამის?
LikeLike
მამის გერლფრენდი ეს ქართულ ფილმშია, მანდ დედის გერლფრენდია. 🙂
LikeLike
ამავე ავტორს უფრო ლაითი წიგნიც აქვს “სახლის დალაგების რჩევები დაქირავებული მკვლელისთვის”
detektivi ara, lbat mainc trileria.
LikeLike
ჰო… მართალი ხარ. მაგრამ იყოს, როგორცაა 🙂
LikeLike
:)))) ლორდი, რომელიც “რა დღეშია?!”
თათასი არ იყოს, მეც დავაფიქსირე რამდენიმე დღის წინ, რომ ნორმალურ ხარისხიან ლიტერატურას ვეღარ ვკითხულობ და როგორც კი ეს აღმოვაჩინე, ძალიან დავიგრუზე. იმდენად მღლის ჩემი დღევანდელი ცხოვრების ტემპი, რომ მხოლოდ “ყვითელი” საკითხავები მშველის, ნუ დეტექტივებზე არაფერს ვამბობ, ყველაზე მაგარი თერაპიაა პირადად ჩემთვის შოპინგის შემდეგ. ასე რომ, ვისაც შეგიძლიათ, დრო და სურვილი გაქვთ და ბავშვები არ დაგწუწუნებენ თავზე, მიეძალენით 🙂 წესით ,კაი რამ საკითხავი უნდა იყოს ეს შენი პოსტის ობიექტი, ასე მიგრძნობს გული…
LikeLike
ვაიმე ანლაიქი გავუკეთე შემთხვევიტ საკუთარ კომენტარს და რა მინდოდა ვერ ხვდები, ვეღარ ვაბრუნებ 😦
LikeLike
ლაიქს დააჭირე და განულდება (ალბათ)
LikeLike
ვინც არ გიცნობს, კულტურული შოკი მიიღო ალბათ 🙂
LikeLike
ნუ აჭარბებ! 🙂
LikeLike
Can’t understand your article, but hope review is positive. 😉
Are Hallgrímur books published in Georgia? If I am right this is Georgian, right?
Good luck.
LikeLike
Yes, review is quite positive. 🙂
As I know, none of his books are translated to Georgian. Yet.
Thanks for your comment. 🙂
LikeLike
რა ემოცია წამოვიდა ამ პოსტიდან. 🙂
LikeLike
magari rame cans. es ar makvs cakitxuli. madloba. 🙂
LikeLike