ვისაც ჩემი პოსტი “ყველაზე გამჭრიახი გამოგონილი დეტექტივები” წაკითხული აქვს, ამ პოსტით თავს ნუ შეიწუხებს. 🙂
მომწონს სკანდინავია. რატომ, როგორ, ამაზეც დავწერო ეგებ, ერთხელაც იქნება, მაგრამ ახლა უბრალოდ ვიტყვი, რომ – მომწონს. როდესაც ქინდლი ჩამომივიდა, პირველი წიგნი, რაც ჩავტვირთე და წავიკითხე, სტიგ ლარსონის “მილენიუმის” ტრილოგია იყო. ერთი რომ პირველი ავტორია, რომელმაც მილიონიან ტირაჟს გადააბიჯა ქინდლის ფორმატში გაყიდული წიგნებით, მეორე რომ – შვედია. ლარსონი რომ მომეწონა, სხვა სკანდინავიელ ავტორებს დავუწყე ძებნა და ასე მივადექი მის თანამემამულე ჰენინგ მანკელს (Henning Mankell).
მანკელი თეატრალური რეჟისორია, ინგმარ ბერგმანის სიძე. რომელიღაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც კი იყო… არ ვიცი, რომლის და არც მაინტერესებს – თეატრმა ხომ ძვირფასი დრო წაართვა და რეჟისორად მუშაობისას არაფერი დაუწერია, არადა წერა ნამდვილად ეხერხება. ერთ-ერთი ყველაზე კარგი დეტექტივისტია, რაც წამიკითხავს… რად გინდა მეორეხარისხოვანი ბერგმანობა, თუკი პირველხარისხოვანი მანკელი ხარო, – ასე ვეტყოდი შვედური რომ ვიცოდე.
ჰენინგ მანკელი ცნობილი და პოპულარული გახდა ციკლით პოლიციის კომისარ კურტ ვალანდერზე. ამ წიგნებში მხოლოდ წმინდა დეტექტური საიდუმლოს ამოხსნა არ მიზიდავს (არც უმაგისობაა), გმირების ურთიერთობები, მათი ცხოვრება და დარდები დამნაშავის დევნაზე ნაკლებ საინტერესოდ არ ჩანს. ყველა პერსონაჟი ისეთია, რომ მათი ამბისთვის თვალის მიდევნება არ მოგეყირჭება. აბა ის დეტექტივი რა დეტექტივია, რომლის მთავარი გმირი უმარილო და უსახურია, სტაცებ ხელს, სხვა წიგნში გადასვამ და ვითომც არაფერიაო, არც რამ შეიცვლება? არადა, რამდენი წამიკითხავს ასეთი. 😦
კურტ ვალანდერი ქალაქ ისტადის პოლიციაში მუშაობს. მისი სპეციალიზაცია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებია. პირველად 1991 წელს გამოჩნდა რომანში “უსახო მკვლელები”. მარტოსულია. ურთიერთობებს არ გაურბის, მაგრამ ძალიან ახლობელ ადამიანებსაც კი ვერ ეწყობა – მამასთან მუდმივად ჩხუბობს, ქალიშვილს ვერ უგებს, ცოლს გაცილებულია, საყვარელ ქალსაც სულ უფრო შორდება. მისი ერთი საუკეთესო მეგობარი გარდაცვლილია, მეორე – წლებია არ უნახავს. გუნდური თამაში მისი სტიქია არაა – ამის გამო კოლეგების საყვედურიც ესმის და ინტრიგების მსხვერპლიც ხდება ხოლმე. მიუხედავად ამისა, ძალიან ერთგულია – იმ ყაიდის ადამიანებს განეკუთვნება, რომელთანაც შეიძლება, თვეობით არ გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ, როგორც კი გაგიჭირდება – გაგახსენდება, დაურეკავ და ისიც ზდმეტი ჩაძიების გარეშე უმალ შენს გვერდით გაჩნდება.
ვალანდერს საკუთარი ქცევის კოდექსი გააჩნია, რაც პოლიციის კოდექს, ხშირად, არ ემთხვევა. კონსერვატორია. კომპიუტერს ძნელად ეგუება და მობილური ტელეფონი მუდამ გამორთული აქვს. მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილი შემოაკვდა, იარაღსაც იშვიათად ატარებს. სამაგიეროდ, კარგი ინტუიციით გამოირჩევა. უშეცდომო არაა. ზოგჯერ, საბედისწერო შეცდომებიც მოსდის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დამნაშავის შეპყრობას მაინც ახერხებს.
ცხოვრებას ფილოსოფოსის თვალით უყურებს. ზოგჯერ ფატალისტადაც ჩანს. კლასიკური მუსიკის მოყვარულია. მუდამ “პეჟოთი” დადის – როდესაც ძველ “პეჟოს” გაყიდის, ისევ “პეჟოს” შეიძენს. ძალიან უყვარს ძაღლები.
სანამ მანკელის წიგნები ჩამივარდებოდა ხელში, ის დეტექტივები უფრო მიყვარდა, სადაც მთავარი მოქმედი გმირი კერძო მაძებარია, მაგრამ ვალანდერის ციკლმა ჩემი დამოკიდებულება შეცვალა – მანკელი საგამოძიებო სისტემას კარგად იცნობს (მამამისი მოსამართლე იყო) და ძალიან დამაჯერებლად აღწერს პოლიციის მუშაობას: შეცდომებს, რაც პოლიციას მოსდის, სუსტ კოორდინაციას, ბიუროკრატიზმს და ამავე დროს – თავდადებას, უძილო ღამეებს, არაჩვეულებრივ შრომისმოყვარეობას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საოცრებებს… მოკლედ – ძალიან საინტერესოა.
ვალანდერის ციკლი 11–ტომიანია. რა თქმა უნდა, ყველა თანაბრად კარგი არაა. განსაკუთრებულად სუსტია ის რომანები, სადაც პოლიტიკაა ჩარეული (მეტისმეტად გაჯერებულია მემარცხენე იდეებით, რაც პირადად მე არ მომწონს, თუმცა სხვას, შეიძლება, მოეწონოს), მაგრამ რამდენიმე ნამდვილი დეტექტური შედევრია. ყველაზე მეტად მე-7 წიგნი “ერთი ნაბიჯით უკან” მომწონს, თუმცა Daily Telegraph-მა 50 დეტექტივში, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ, მანკელის სხვა რომანი – “გზააბნეული” მოიხსენია… ეს არ წამიკითხავს, სამწუხაროდ, არ დევს ჯერ ბიბლიოთეკებში.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
სხვა სკანდინავიელ ავტორებზეც დავწერ. ეს პირველი პოსტი – ლაითი იყო, ვისაც უფრო მძიმე საკითხავი უყვარს – მათთვის შემდეგი პოსტია 🙂
წავედი გადმოვწერო 🙂
LikeLike
+1
ბლოგის ავტორი ლინქსაც ხომ არ გვიბოძებდა? თუ ადვილად მოვიპოვებთ ჩვენთვითონ?
LikeLike
პირატობის წახალისებისკენ და საავტორო უფლებების დარღვევისკენ მიბიძგებ? ;/
http://www.flibusta.net/sequence/7951
LikeLike
🙂
მადლობა, ვეიდერ
LikeLike
იიფფფფ, ეგ არის ჩემთვის დაწერილი პოსტი !!! მე ხომ ვგიიიჟდები დეტექტივებზე. ჩემს კომფორტულ დივანთან ცხელი ჩაი, კარგი შოკოლადები და კანფეტები და კარგი დეტექტივი არის ჩემი იდეალური საღამო :)))) და რამდენი ღამე გამითენებია დეტექტივების კითხვაში ბავშვობიდან მოყოლებული…. ვალანდერის გმირზე ახლა გავიგე პირველად. არის ეგ ტომელული გაყიდვაში? რომელ მაღაზიაში გავიქცე აბა რჩევას ველი სასწრაფოდ 🙂
LikeLike
ქინდლი + ინტერნეტ-ბიბლიოთეკა 🙂
ისე, დეტექტივისტებზე სხვაც მაქვს აქ დაწერილი. ადრე ოღონდ.
https://stylishblog.net/tag/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98/
დივერს გავუწევდი რეკომენდაციას.
LikeLike
აუ მომკალი და ვერ ვიტან ეკრანიდან კითხვას, ძალიან ძველმოდური ვარ? განსაკუთრებით, როცა საქმე დეტექტივს ეხება, წიგნი წიგნია. მაგრამ ნუ სხვა გზა თუ არაა… 🙂
LikeLike
ამიტომ გითხარი ქინდლიდან-თქვა 🙂
ქინდლი სხვაა, კომპი სხვაა შუა უძევს დიდი ზღვარი თუ როგორცაა (ბექას ეცოდინება ზუსტი ციტატა) 🙂
LikeLiked by 1 person
ბმული არ მინდა, მივაგნებ, ვალანდერი ჰო, მახსოვს ძველი პოსტიდან, მაგრამ მე უფრო მძიმეს ველოდები.
ჰო, პოსტსკრიპტუმი კრეატიულია ❤
LikeLike
გაპოსტდება პოსტსკრიპტუმიც 🙂
LikeLike
სამყარო საიდუმლოს გარეშე ერთი დიდი სიცარიელეა :დდდ
რა ბედენაა სიცოცხლე, თუ არაფერი გამოვიძიე, ა? მითხარი ერთი..
LikeLike
დამაინტერესე, მიყვარს დეტექტივები
მაგრამ ამჯერად ისევ შენი პოსთით შთაგონებული ფამუქში ვარ ჩაძირული და ვნებივრობ ❤
ძალიან მომწონს
LikeLike
მიხარია, თუ შთაგონების უნარი მაქვს. 🙂
LikeLike
გქონია თურმე :))))))))
LikeLike
ახლა ვთარგმნი/ვწერ პოსტს “რისგან შეიქმნა სკანდინავიური დეტექტივი?”, ჰოდა დავსერჩე გუგლში და მოვედი შენთან 🙂
LikeLike
კარგია რომ გუგლი არსებობს :)))
კიდევ ისლანდიურზეც მაქვს. ეგ პოსტი წაკითხული გაქვს, ვიცი.
LikeLike