ზარმაცი ბლოგერის ამბავი

შაბათის პოსტი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ცხოვრობდა ერთი ზარმაცი ბლოგერი. ძალიან უქნარა ვინმე იყო. პოსტების წერა ეზარებოდა, იჯდა, ეკრანს მისჩერებოდა, ქიშმიშიან ფუნთუშას ჭამდა და ყავას აყოლებდა, კლავიატურაზე კაკუნი კი ემკვლელებოდა. ამად მეტად ღარიბი ბლოგი ჰქონდა. თვეში ერთ პოსტს თუ დადებდა ხოლმე.

ერთ გაზაფხულზე ზარმაცი ბლოგერის მკითხველებმა სხვა ბლოგერებს სთხოვეს, თითო-თითო პოსტი აუგროვეთ მადლად, ეგებ, ბლოგი გამოცოცხლდესო. სთხოვეს და შეასრულეს. მაგრამ ზარმაცი ბლოგერი იმდენად უქნარა იყო, რომ წაკითხვაც დაეზარა. ასე თქვა – ვნახე გესთ-პოსტები, მაგრამ ვერ გამოვაქვეყნე, შრიფტებია არეული და არაფერი გამოვიდაო. მიხვდნენ მკითხველები, რომ ტყუოდა, გაბრაზდნენ და უთხრეს, საღამომდინ თუ არ დაგიდია პოსტი, დაგსპამავთ და დაგტროლავთო. ზარმაცმა ბლოგერმა იფიქრა, ესენი აღარ ხუმრობენო და თავი შეაცოდა – როგორ დავდო პოსტი, როცა უკვე მოვკვდიო.

დაწვა ტახტზე, დახუჭა თვალები, განაბა სული და თავი მოიმკვდარუნა.

მკითხველებმა უთხრეს:

–  გაცოცხლდი, თორემ დაგმარხავთო!
– მკვდარი ვარ, როგორ გავცოცხლდეო! – უპასუხა ზამაცმა ბლოგერმა.
მაშ კარგიო. წაიღეს ზარმაცი ბლოგერი ბლოგერების სასაფლაოზე და დააწვინეს იქ.

მიადგა იმ ღამეს ბლოგერების სასაფლაოს მაცნე და შესძახა:

– მკვდარო ბლოგერნო, ახალნო და ძველნო, ბლოგი კეთდება ბლოგსფოთზე და ვინც ახალი მკვდრები ხართ, ორას-ორასი პოსტი უნდა დადოთ და ვინც ძველნი –  ასი-ასიო!
ზარმაცმა ბლოგერმა იფიქრა:

– ბჯო, მე ვორდპრესულ ბლოგზე ხუთ პოსტს ვერ მოვრევივარ და ბლოგსფოთის ბლოგზე ორასი რა ეშმაკით უნდა დავდოო!
წამოხტა და გაქუსლა სახლში.

ის დღე იყო და ის დღე, აღარც თავი მოუმკვდარუნებია. აღარც გესთ-პოსტი უთხოვია. აღარც უზარმაცია. ზის და თავად წერს პოსტებს.

ჭირი იქა, ლხინი აქა.
სპამი იქა, კომენტი აქა.
ბლოგსფოთი იქა, ვორდპრესი აქა.

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

26 thoughts on “ზარმაცი ბლოგერის ამბავი”

  1. :))))))))
    კარგი იყო, ბავშვობა და ქართული ზღაპრები გავიხსენე…
    ამ პოსტის მერე “ნუ მოგვანატრე თავი”-თქო, ვერ გეტყვი – გააქტიურდები იმედია 😉
    და კიდევ, კეთილი იყოს შენი პირველი პოსტი 2013-ში!

    Like

  2. აბა მე კი არ ამიგროვებს ვინმე გესთ პოსტებს :(( 😀

    ბლოგსპოტზე პოსტების დადება შენ მართლა ასე რთული გგონია? )))

    Like

      1. ცუდ რამეს არ იყიდდი 🙂
        სასიამოვნო იყო, რომ გაგიცანი. 🙂

        Like

  3. რავი, პირველი შემთხვევაა, როცა შაბათის პოსტმა “გაისროლა” 🙂 აქამდე ძაან შეუმჩნევლად ჩაივლიდნენ ხოლმე 🙂 ამას ნორმალურად აქვს წაკითხვები 🙂

    Like

  4. ზღაპრის მორალი––შიში ყველაზე დიდი მოტივატორია , ადამიანების პატივისცემა, სიყვარული და ა.შ ვერ ქაჩავს

    Like

  5. :))) რა საყვარელი პოსტია :)) ბავშვობა გამახსენდა კიდევ რომელიღაცა ზღაპარი-იგავი, სახელი არ მახსოვს.
    დაიცა, შენ და საკუთარი ფეხებით მოლში წასვლა?? ნუ არ არსებობს. როგორ მოიშოფინგე? 😉 რა იყიდე ამისთანა, ინტ-ში რომ ვერ ნახე

    Like

  6. “შემომეყიდა” მომეწონა, რაღაცა შინაურულად აღვიქვი, აი ინტერნეტით ხომ ვერ შემოგეყიდება ვერაფერი, და როგორი ტკბილია მერე!

    Like

    1. კი აქვს თავისი კაიფი. 🙂 და როცა შოფინგ-ცენტრია, ლამაზი ბუტიკია, კარგი ვიტრინით და შიდა ინტერიერიც როცა ქლაიენთ-ფრენდლია განგაწყობს და შემოგაყიდინებს რაღაცას. 🙂
      მაგრამ ინტერნეტითაც არის ხოლმე ეგეთი ამბები. მე ი-მაღაზიებიდან რეკლამები რომ მომდის მეილზე ვშლი ხოლმე წაუკითხავად, როცა არ ვარ ფულის სახარჯოდ განწყობილი, იმიტომ რომ თუ შევიხედე, მერე ძნელია თავის დაძვრენა. იმათაც იციან თავისი საქმე როგორ შემოგაყიდონ ხოლმე. 🙂

      Like

  7. “ამად მეტად ღარიბი ბლოგი ჰქონდა”

    უი ეს ეხლა შევნიშნე :დ

    ლორდ წიგნის დაწერაზე არ გიფიქრია?

    Like

    1. მხატვრულ შემოქმედებას თუ გულისხმობ, მიფიქრია და დამიწერია კიდეც.
      მარა ეგ ეტაპი ჩაბარდა პატრონს. 🙂
      ბლოგერობამდე იყო.

      Like

  8. მიდი დაწერე :დ

    ასე 50-60 გვერდიან ნაწარმოებს კი დაწერ 3 თვეში.ანუ 1 წელიწადში წიგნს გამოსცემ. მერე რამე გადაცემას წაიყვან და ცხოვრებაც აეწყობა რა

    Like

    1. გადაცემის წასაყვანად უფრო მოკლე გზაც არსებობს. ექსპერტი უნდა გახდე და გზა ხსნილი გაქვს 🙂

      ფეისბუქზე სახელმძღვანელოც მქონდა ატვირთული – როგორ გავხდეთ ექსპერტი 15 წუთში.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: