შაბათის პოსტი
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ცხოვრობდა ერთი ზარმაცი ბლოგერი. ძალიან უქნარა ვინმე იყო. პოსტების წერა ეზარებოდა, იჯდა, ეკრანს მისჩერებოდა, ქიშმიშიან ფუნთუშას ჭამდა და ყავას აყოლებდა, კლავიატურაზე კაკუნი კი ემკვლელებოდა. ამად მეტად ღარიბი ბლოგი ჰქონდა. თვეში ერთ პოსტს თუ დადებდა ხოლმე.
ერთ გაზაფხულზე ზარმაცი ბლოგერის მკითხველებმა სხვა ბლოგერებს სთხოვეს, თითო-თითო პოსტი აუგროვეთ მადლად, ეგებ, ბლოგი გამოცოცხლდესო. სთხოვეს და შეასრულეს. მაგრამ ზარმაცი ბლოგერი იმდენად უქნარა იყო, რომ წაკითხვაც დაეზარა. ასე თქვა – ვნახე გესთ-პოსტები, მაგრამ ვერ გამოვაქვეყნე, შრიფტებია არეული და არაფერი გამოვიდაო. მიხვდნენ მკითხველები, რომ ტყუოდა, გაბრაზდნენ და უთხრეს, საღამომდინ თუ არ დაგიდია პოსტი, დაგსპამავთ და დაგტროლავთო. ზარმაცმა ბლოგერმა იფიქრა, ესენი აღარ ხუმრობენო და თავი შეაცოდა – როგორ დავდო პოსტი, როცა უკვე მოვკვდიო.
დაწვა ტახტზე, დახუჭა თვალები, განაბა სული და თავი მოიმკვდარუნა.
მკითხველებმა უთხრეს:
– გაცოცხლდი, თორემ დაგმარხავთო!
– მკვდარი ვარ, როგორ გავცოცხლდეო! – უპასუხა ზამაცმა ბლოგერმა.
მაშ კარგიო. წაიღეს ზარმაცი ბლოგერი ბლოგერების სასაფლაოზე და დააწვინეს იქ.
მიადგა იმ ღამეს ბლოგერების სასაფლაოს მაცნე და შესძახა:
– მკვდარო ბლოგერნო, ახალნო და ძველნო, ბლოგი კეთდება ბლოგსფოთზე და ვინც ახალი მკვდრები ხართ, ორას-ორასი პოსტი უნდა დადოთ და ვინც ძველნი – ასი-ასიო!
ზარმაცმა ბლოგერმა იფიქრა:
– ბჯო, მე ვორდპრესულ ბლოგზე ხუთ პოსტს ვერ მოვრევივარ და ბლოგსფოთის ბლოგზე ორასი რა ეშმაკით უნდა დავდოო!
წამოხტა და გაქუსლა სახლში.
ის დღე იყო და ის დღე, აღარც თავი მოუმკვდარუნებია. აღარც გესთ-პოსტი უთხოვია. აღარც უზარმაცია. ზის და თავად წერს პოსტებს.
ჭირი იქა, ლხინი აქა.
სპამი იქა, კომენტი აქა.
ბლოგსფოთი იქა, ვორდპრესი აქა.
©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
მიყვარს აქაური შაბათის პოსტები ❤ გემრიელად ვიცინე, მილორდ ❤
LikeLike
:))))))))
კარგი იყო, ბავშვობა და ქართული ზღაპრები გავიხსენე…
ამ პოსტის მერე “ნუ მოგვანატრე თავი”-თქო, ვერ გეტყვი – გააქტიურდები იმედია 😉
და კიდევ, კეთილი იყოს შენი პირველი პოსტი 2013-ში!
LikeLike
აბა მე კი არ ამიგროვებს ვინმე გესთ პოსტებს :(( 😀
ბლოგსპოტზე პოსტების დადება შენ მართლა ასე რთული გგონია? )))
LikeLike
მიხარია, რომ ცოცხალი ხარ. ❤
LikeLike
რა ქენი, კარგად იშოფინგე? 🙂
LikeLike
🙂
ვიყიდე, რაც მინდოდა და რაც არ მინდოდა ისიც. 🙂
თუ რასაც არ ვგეგმავდი.
LikeLike
ცუდ რამეს არ იყიდდი 🙂
სასიამოვნო იყო, რომ გაგიცანი. 🙂
LikeLike
WordPress & Tbilisi Mall – Connecting People 🙂
LikeLike
კომენტარი “იქიდან” 🙂
LikeLike
რავი, პირველი შემთხვევაა, როცა შაბათის პოსტმა “გაისროლა” 🙂 აქამდე ძაან შეუმჩნევლად ჩაივლიდნენ ხოლმე 🙂 ამას ნორმალურად აქვს წაკითხვები 🙂
LikeLike
მოგვენატრე, თან წლის პირველი პოსტია… 🙂
LikeLike
ხომ ვთქვი, რაც უფრო ცოტას ვწერ, მით მეტს მკითხულობენ-თქვა? 🙂
LikeLike
მართალი ყოფილხარ, მე კი არ დაგიჯერე 🙂
LikeLike
muqara mkvdarsac ki gaacocxlebs:P:P 😀
LikeLike
ზღაპრის მორალი: პოსტე მაშინ, როცა გეპოსტინება ^_^
LikeLike
ზღაპრის მორალი––შიში ყველაზე დიდი მოტივატორია , ადამიანების პატივისცემა, სიყვარული და ა.შ ვერ ქაჩავს
LikeLike
:))) რა საყვარელი პოსტია :)) ბავშვობა გამახსენდა კიდევ რომელიღაცა ზღაპარი-იგავი, სახელი არ მახსოვს.
დაიცა, შენ და საკუთარი ფეხებით მოლში წასვლა?? ნუ არ არსებობს. როგორ მოიშოფინგე? 😉 რა იყიდე ამისთანა, ინტ-ში რომ ვერ ნახე
LikeLike
იდეაში კარფურში ვიყავი ბლუ დ’ოვერნი ვიყიდე. 🙂
მოლშიც შევიარე მერე და შემომეყიდა რაღაცები. 🙂
LikeLike
მდააა, ყოჩაღ, ყოჩაღ ! მომწონს 🙂
LikeLike
რა მოგწონს, რა იცი იქნებ რა ნაგავი ვიყიდე? 🙂
თუ ბლუ დ’ოვერნზე ამბობ?
LikeLike
“შემომეყიდა” მომეწონა, რაღაცა შინაურულად აღვიქვი, აი ინტერნეტით ხომ ვერ შემოგეყიდება ვერაფერი, და როგორი ტკბილია მერე!
LikeLike
კი აქვს თავისი კაიფი. 🙂 და როცა შოფინგ-ცენტრია, ლამაზი ბუტიკია, კარგი ვიტრინით და შიდა ინტერიერიც როცა ქლაიენთ-ფრენდლია განგაწყობს და შემოგაყიდინებს რაღაცას. 🙂
მაგრამ ინტერნეტითაც არის ხოლმე ეგეთი ამბები. მე ი-მაღაზიებიდან რეკლამები რომ მომდის მეილზე ვშლი ხოლმე წაუკითხავად, როცა არ ვარ ფულის სახარჯოდ განწყობილი, იმიტომ რომ თუ შევიხედე, მერე ძნელია თავის დაძვრენა. იმათაც იციან თავისი საქმე როგორ შემოგაყიდონ ხოლმე. 🙂
LikeLike
“ამად მეტად ღარიბი ბლოგი ჰქონდა”
უი ეს ეხლა შევნიშნე :დ
ლორდ წიგნის დაწერაზე არ გიფიქრია?
LikeLike
მხატვრულ შემოქმედებას თუ გულისხმობ, მიფიქრია და დამიწერია კიდეც.
მარა ეგ ეტაპი ჩაბარდა პატრონს. 🙂
ბლოგერობამდე იყო.
LikeLike
მიდი დაწერე :დ
ასე 50-60 გვერდიან ნაწარმოებს კი დაწერ 3 თვეში.ანუ 1 წელიწადში წიგნს გამოსცემ. მერე რამე გადაცემას წაიყვან და ცხოვრებაც აეწყობა რა
LikeLike
გადაცემის წასაყვანად უფრო მოკლე გზაც არსებობს. ექსპერტი უნდა გახდე და გზა ხსნილი გაქვს 🙂
ფეისბუქზე სახელმძღვანელოც მქონდა ატვირთული – როგორ გავხდეთ ექსპერტი 15 წუთში.
LikeLike