ჩავლილი 2012

Stats 2012

გუშინ დამეზარა გაქართულება და პირდაპირ დავაშეარე ბლოგის 2012 წლის სტატისტიკა…  არადა, ყოველთვის ვთარგმნიდი ხოლმე. 🙂

წელს 53 პოსტი დამიწერია და 110’000 ნახვა მომიგროვებია (შარშან – 75 პოსტი მქონდა 64’000 ნახვით, შარშანწინ კი – 124 პოსტი 30’000 ნახვით. :)) – ტენდენცია ნათელია, რაც უფრო ცოტას ვწერ, მით მეტს მკითხულობენ. 🙂

1’568 წაკითხვით ყველაზე შემოსავლიანი დღე 20 აპრილი აღმოჩნდა, ამ დღეს დავდე პოსტი აგენტისა და მისი ქალების შესახებ.

ყველაზე ხშირად ჩემს ბლოგზე ეძებდნენ და, ტრადიციულად, პოულობდნენ კიდეც თემებს: traki, ტრაკი, მასონები, kindle fire და nashebi. შარშანაც ზუსტად იგივე სერჩინგები იყო. 🙂 საქართველო არ იცვლება. 🙂

ყველაზე ხშირად წაიკითხეს პოსტები:

1. How-To: როგორ გავაქართულოთ Kindle Fire? (2011 წლის პოსტი)
2. ერექცია, რეაქცია და Kodak 
3. აგენტი და მისი ქალები
4. ყველაზე ლამაზი ტრაკი მსოფლიოში (2010 წელს დაწერილი ვეტერანი პოსტი)
5. მონოპოლია

კიდევ ორი (პრინციპში – სამი) პოსტი გაჩუქებული მყავს. არ ვიცი, რა ბედი ეწიათ – ჩაიკარგნენ, თუ როგორ გამოიჩინეს თავი იმ ბლოგებზე.

და რაც ამ 5-ს ნახვები ჰქონდა ერთად, იმაზე გაცილებით ბევრმა წაიკითხა ჩემი პოსტი კუნილინგუსის ქანდაკებაზე, რომელიც ბათუმში უნდა აღმართულიყო. 🙂

სტატისტიკა სტატისტიკად, მაგრამ პოსტები ქინდლის შესახებ, განსაკუთრებით  ეგ, გაქართულებაზე რომელიცაა და კიდევ  მეორე – დაბრედილი ქინდლის გაცოცხლებაზე, ყველაზე კეთილი საქმეა, რაც ამ წელს გავაკეთე. 🙂

კუნილინგუსის ძეგლი რომ არ დადგეს, ეგეც ჩემს მიერ ატეხილი განგაშის დამსახურებაა, მაგრამ არ ვიცი, კეთილი საქმე გავუკეთე ამით ქვეყანას, თუ ვავნე. 🙂 თუ მეორე – არ მინდოდა. უბრალო ვარ ამ ამბავში.

ბედნიერ 2013-ს გისურვებთ.

The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2012 annual report for this blog.

Here’s an excerpt:

19,000 people fit into the new Barclays Center to see Jay-Z perform. This blog was viewed about 110,000 times in 2012. If it were a concert at the Barclays Center, it would take about 6 sold-out performances for that many people to see it.

Click here to see the complete report

Advertisements

21 thoughts on “ჩავლილი 2012

  1. “ტენდენცია ნათელია, რაც უფრო ცოტას ვწერ, მით მეტს მკითხულობენ” – ანეკდოტი გამახსენდა ტარაკანაზე, მის ფეხებსა და სიყრუვეზე 🙂
    მეც გილოცავ დამდეგ ახალ წელს, ბლოგოსფეროს ერთ-ერთო საუკეთესო წარმომადგენელო (არა მხოლოდ ჩემი აზრით, როგორც სტატისტიკა მეტყველებს): ნაყოფიერ და ბედნიერ წელიწადს გისურვებ ბლოგურ და არაბლოგურ მოღვაწეობაში!

    Like

  2. მე არ გამოვაქვეყნე ეს რეპორტი, ისე კაი რაღაცაა. ვორდპრესმა შენი სტატისტიკა ფაქტობრივად 10 კანის ფესტივალს უტოლდებაო. (სრულად: “4,329 films were submitted to the 2012 Cannes Film Festival. This blog had 44,000 views in 2012. If each view were a film, this blog would power 10 Film Festivals”).
    ხო, მეც გეთანხმები იმაში რომ ქინდლის გაცოცხლება ყველაზე სასარგებლო პოსტი გაქვს. ეჰ, ჩემი ტელეფონისთვის მსგავსი პოსტი თავის დროზე რომ მეპოვა ხელოსანისთვის ფულის მიცემა აღარ დამჭირდებოდა. ფაქტობრივად მესმის მათი ვინც შენი დამხმარებით ქინდლი გააცოცხლა. 🙂

    Like

    • პირდაპირ მიგეპოსტა მარტივად თუ თარგმნა და რამე დაგეზარა.:) და გოგი გვახარია დათაგე 🙂

      კაია კი. წინა წლებისასაც ინახავს თან სერვერზე.

      Like

  3. ახალ წელს გილოცავ 🙂
    შენ და შენი ბლოგი ჩემი გასული წლის აღმოჩენა ხართ. მიყვარს აქაურობა, ცოტა კეთილი, ცოტა ცინიკური და ძალიან საინტერესო ბლოგია. ზოგადად ისეთ თემებზე პოსტავ, სხვებს აზრადაც რომ არ მოსდით, ამიტომაცაა აქაურობა საინტერესო და გამორჩეული. ხო და ჩემი კიდევ ერთი ედიქშენი – ლორდისეული იუმორი და სარკაზმი :))
    მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ აქ კიდევ დიდხანს ვაპირებ შემოსვლას, შესაბამისად, ეგოისტურად გისურვებ რომ დიდხანს და ბედნიერად გეკაკუნებინოს შენს ბლოგში, ნათლია ლორდ :))

    Like

    • მადლობა, თანაავტორო თაკო. 🙂
      კარგ წელს გისურვებ.

      მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ აქ კიდევ დიდხანს ვაპირებ შემოსვლას, შესაბამისად, ეგოისტურად გისურვებ რომ დიდხანს და ბედნიერად გეკაკუნებინოს შენს ბლოგში, ნათლია ლორდ

      ეჰ… ბლოგი და კაკუნი კი არა “ისიც” კი ბეზრდება კაცს. 🙂
      ქალსაც. 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s