ქალის პორტრეტი ბობ დილანის კედელზე

Francoise Hardy with guitarერთხელ ბობ დილანმა ლამაზი გოგოს ფოტო ნახა. მაღალი გოგო იყო. თხელი. დიდი გიტარა ეჭირა და ნუშის ფორმის ნაცრისფერი მეოცნებე თვალები ჰქონდა.

– ვინ არის? – ჰკითხა მეგობარს.

– მომღერალია, ფრანსუაზ არდი.

– ფრანსუაზ არდი… გაიმეორა დილანმა.

ფრანგული ღვინითა და პარიზის არომატით მთვრალს ფიქრები წამოეშალა, სტრიქონებად დაეწყო და ქაღალდზე დაეღვარა:

For Françoise Hardy

at the seine’s edge
a giant shadow
of notre dame
seeks t’ grab my foot
sorbonne students
whirl by on thin bicycles
swirlin’ lifelike colors of leather spin
the breeze yawns food
far from the bellies
of erhard meetin’ johnson
piles of lovers
fishing
kissing
lay themselves on their books. boats.
old men
clothed in curly mustaches
float on the benches
blankets of tourists
in bright red nylon shirts
with straw hats of ambassadors …

1964 წლის ალბომ Another Side of Bob Dylan (“ბობ დილანის მეორე მხარე”) ერთად გამოსცა, როგორც თანდართული ლექსი. ორი წლის შემდეგ ისინი პარიზში შეხვდნენ და დილანმა ორი სერენადა უმღერა – I Want You და Just Like a Woman… თან, ალბათ, ფიქრობდა – “ბედნიერებაა, როცა ხარ ბობ დილანი, მაგრამ კიდევ მეტი ბედნიერებაა, როცა შეგიძლია სიმღერა უძღვნა ფრანსუაზ არდის…” ასეთი მაგია ჰქონდა ამ ქალს. მისი თაყვანისმცემელი იყო ყველა, ვინც იცნობდა და ისიც, ვინც არ იცნობდა – მალქოლმ მაქლარენი და როჟე ვადიმი, ჟან-ლიუკ გოდარი და სალვადორ დალი, მიქ ჯაგერი და დეივიდ ბოუი და ოთხი ბიჭი ლივერპულიდან. ძნელია 60-იანების მუსიკოსთა და არამხოლოდ მუსიკოსთა შორის, ფრანგებსა და არამხოლოდ ფრანგებს შორის, მოძებნო სხვა ისეთი ფიგურა, როგორიც Francoise Hardy with Salvador Daliფრანსუაზ არდია (Françoise Hardy – აღდი, როგორც სამშობლოში იცნობენ). ეშაფოტზე ასულ დანტონს უთქვამს – “ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა სიცარიელეს დატოვებს ჩემი მოჭრილი თავიო”, ფრანსუაზ არდი რომ არ დაბადებულიყო, 60-იანებში ძალიან დიდი სიცარიელე იქნებოდა. ამ არაჩვეულებრივმა ქალმა იმხელა გავლენა მოახდინა მის თანამედროვე ახალგაზრდებზე – მუსიკოსებზე, პოეტებზე, მხატვრებზე, ბომონდსა და ქუჩაში მოჯანყე სტუდენტებზე, მათ გემოვნებაზე, ჩაცმის სტილზე, ქცევასა თუ სამყაროსადმი დამოკიდებულებაზე, როგორიც სარტრმა და კამიუმ ერთად აღებულმა… (ჰო, ახლა ცოტა კი გადავაჭარბე, მაგრამ მიდი და ნუ გადააჭარბებ, როდესაც არდი ფრანგი ქალის ნამდვილი ხატებაა – ლამაზი, დახვეწილი, სტილის ნატიფი გრძნობით, ერთი სიტყვით ის, ვისაც უწოდებენ ხოლმე შიკს – ნიჭიერი პოეტი და შესანიშნავი მუსიკოსი, გამორჩეული ინტელექტისა და ერუდიციის პატრონი, კარგი მოსაუბრე).

თუმცა, თავად ფრანსუაზ არდის არ უყვარს, როცა ამგვარი ეპითეტებით ამკობენ. ამბობს, რომ ერთი ჩვეულებრივი ქალია, 60-იანებში კი მორიდებული, უბრალო და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი გოგონა იყო, რომელსაც ეუხერხულებოდა მისი “ბიჭური” და “აყლაყუდა” სხეული (179 სანტიმეტრია სიმაღლით) და ფერმკრთალი სახე… “როდესაც მიქ ჯაგერმა თქვა, რომ ქალის იდეალი ვარ, მაშინ გავიფიქრე პირველად – მგონი, არც ისე მახინჯი ვყოფილვარო”, – გამოუტყდა არდი Telegraph-ის ჟურნალისტ ქოლინ რენდალს.

ცნობილ ფოტოგრაფთან, ჟან-მარი პერიესთან მეგობრობამ მას სცენისკენ, პოდიუმისა და კინოეკრანისკენ გაუხსნა კარი. არდი გადაღებული ყავთ როჟე ვადიმს, გოდარსა და ჯონ ფრანქენჰეიმერს. ის იყო “შანელის”, “ივ სენ ლორანის”, “ონდრე კურეჟის”, “პაკო რაბანის” სახე. სახე და სიმბოლო მთელი ეპოქისა, რომელსაც ფრანგული ბობოქარი 60-იანები ჰქვია.

Enter video caption here

ეს სიმღერა, კლიპში რომ ჟღერს, ბევრს, ალბათ, მოსმენილი გაქვთ – ბერნარდო ბერტოლუჩიმ გამოიყენა “მეოცნებეებში”.

არდის უყვარდა ღია ფერის სამოსი – ონდრე კურეჟისეული თეთრი ჩექმები და მოკლე კაბა, სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი მისი წყალობით დამკვიდრდა მოდაში.  პირველმა მოირგო მამაკაცის პერანგები და პიჯაკები, ტყავის ბაიკერის ქურთუკები, რამაც მოჯანყე თინეიჯერი გოგონების გემოვნება ამოატრიალა, მაგრამ თავად არდი ამბობს, რომ ასე იმიტომ კი არ იცვამდა, რომ რევოლუციონერი იყო, უბრალოდ, პატარა მკერდის შენიღბვა სურდა… არადა, რაც გინდა ჩაეცვა, მაინც გამორჩეულად ნატიფი და ქალური რჩებოდა. ამ ქალმა არასრულფასოვნების კომპლექსიც კი (თუკი მართლა სტანჯავდა ასეთი) სრულყოფილების წყაროდ აქცია.

Francoise Hardy and MotorcycleFrancoise Hardy 4

Francoise Hardy in Swimsuit by Pierre CardinFrancois Hardy Montmartre

Francoise Hardy 2Francoise Hardy 3

Francoise Hardy streetstyle

ძალიან ადრე ანება თავი კინოს და დღეს, ცხადია, აღარც მოდის ჟურნალებისთვის პოზირებს (7 ათეულს ამრგვალებს, ბოლო-ბოლო), მაგრამ ლექსებს სთხზავს, სცენაზეც გამოდის და ალბომებს წერს. ის ფრანგული როკ-შანსონის საკულტო ფიგურის, განსბურის შემდეგ ყველაზე დიდი ბუნტარისა და ხულიგნის, ჟაკ დიუტრონის მეუღლეა. დიუტრონი მოსმენილი კი გექნებათ. აი ნიაზ დიასამიძის “მიყვარს გოგონები” (AKA “პარიზი”) ხომ იცით? ჰოდა, დიუტრონის “მიყვარს გოგონებია” (J’aime les filles) ეგ. 🙂 მიუხედავად ნიაზისადმი ჩემი პატივისცემისა (ირონიის გარეშე ვამბობ) დიუტრონისეული ორიგინალი სჯობს. 🙂

Francois Hrdy and Jaques DutroncFrancoise Hardy Paris

Francoise-HardyFrancois Hrdy hat

მეფეებს ქმნის გარემოცვა, ხოლო ეპოქებს ქმნიან ისეთი ადამიანები, როგორიცაა ფრანსუაზ არდი. 60-იანების არდი დღემდე რჩება ფრანგული მოდის “ახალი მესიის”, ნიკოლა გესკიერის შთაგონების წყაროდ (ამდენად, Balenciaga-ს სახლის ძველი დიდების აღორძინების მუზა და თანამონაწილეა). 60-იანების ფრანგულ მუსიკას კი ისეთი თაყვანისმცემლები ჰყავს, როგორიცაა ბერტოლუჩი და ქვენთინ თარანთინო. ამ ორს შემდეგ პოსტში კიდევ დავუბრუნდები.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Style Icons – Françoise Hardy

როგორც ზემოთაც ვთქვი, ფრანსუაზ არდი ფოტოსესიებში აღარ მონაწილეობს და არც პოდიუმზე გამოდის, მაგრამ… კარგად დააკვირდით 2002 წლის სარეკლამო კამპანიას, რომელიც “ჟივანშის” სახლმა დაუკვეთა ფოტოგრაფ მარიო ტესტინოს…

(მესმის, რომ მამაკაცების თვალი მოდელმა მიიპყრო, მაგრამ ახლა მოწყვიტეთ მზერა და უკან შემოდებულ ფოტოებზე გადაიტანეთ) 🙂

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

51 thoughts on “ქალის პორტრეტი ბობ დილანის კედელზე”

    1. ეჰ… სამწუხაროდ მე ეგეთი საუცხოო არჩევნის წინაშე არასდროს ვყოფილვარ 🙂

      ისეკი ბურიდანის ვირი ვიქნებოდი მაგ სიტუაციაში. იფიუნოუვოთაიმინ.

      Like

  1. ისეთი ქალია, გული გამიჩერდა 🙂

    ფრანგულ მუსიკას საერთოდ არ ვიცნობ შეიძლება ითქვას. მირიე მატიე და ჯო დასენი მახსოვს ბავშვობიდან. 🙂 გინსბურიც ისერა მოსმენილი მაქვს. დიუტრონი სულ არ ვიცოდი. 😦 უნდა გადავხედო ერთი კარგად. 🙂

    Like

    1. არდი რამდენად მოგეწონება არ ვიცი და დიუტრონი სავარაუდოდ კი. დიუტრონი უფრო როკია, ინგლისურ როკთან ახლოს, რიტმულია. ასევე ბლიუზის ელემენტები აქვს…. და არდი ტიპური ფრანგი შანსონიეა, სადაც ტექსტია მთავარი და მელოდია მინიმალისტური.
      ნუ განსბური ყველაფერია ერთბაშად. ჯაზიდან პოპამდე. განსბური მართლა საუკეთესოა.

      Like

  2. ვოგიდან გავიგე პირველად როგორც Fashion Icon და მერე უკვე მოვუსმინე კიდეც.
    ლამაზი ბალადები აქვს, მაგრამ ცოტა მელანქოლიურია და ერთფეროვანია.
    ასტროლოგია თურმე და ატროლოგიის სახელმძღვანელოც აქვს დაწერილი. 🙂
    მიხეილ ცაგარელის კოლეგაა. 🙂

    Like

  3. მცოდნია დიუტრონი, ვან გოგში თამაშობს, არ ვიცოდი თუ მომღერალიც იყო. კიდე “ულტრაიისფერში” თამაშობს თუ გინახავს. დეტექტივისავითაა… ახლა რომ ვეძებდი მუსიკას ამომიყარა ეგ ინფოები. თან ჯილდოებიც აქვს როგორც კინომსახიობს.

    Like

    1. კი ეგაა ზუსტად. ოღონდ მუსიკოსობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო და კინო გვიანდელი გატაცებაა.
      ულტრაიისფერი ნანახი მაქვს, ვან გოგი – არა.
      კიდევ სოფი მარსოსთან ერტად თამაშობს “ჩემი ღამეები სჯობს შენს დღეებს”.

      Like

  4. ლამაზია, მშვენიერი ხმა აქვს , პოსტიდან როგორც ჩანნს თვითშეფასების დონნე ჰქონია დაბალი, მაგის ადგილზე ზოგი…

    Like

    1. ეპოქის კონტექსტი 🙂 ეგ არის მონროს დრო საფრანგეთში კი ბარდოა. ორივენი დაბლები იყვნენ მაგრამ მრგვალი მკერდით და სხვა თანმდევი ფორმებით. 🙂
      ეს კი საშუალოზე გაცილებით მაღალია, თხელი აღნაგობის… ვერ ჯდებოდა სტანდარტებში. მითუფრო თინეიჯერობისას.

      Like

      1. პოლის ჯოხოო უძახდნენ ალბათ სკოლაში 🙂 ხდება ხოლმე. თან ბიჭებს არ უყვართ გოგოები თავზე რომ დაჰყურებენ. ჰოდა ამ საწყალს ეგონა მახინჯი ვარ, ალბათო 🙂 რა ქნას.

        Like

      2. შემეცოდა, ისეთი სურათი დახატე-თუმცა სულს გაყიდდა დღევანდელი ახალგაზრდობის 98 პროცენტი ეგეთი გარეგნობა რომ მიეცა სანაცვლოდ ვინმეს.

        Like

  5. ძალიან ლამაზია ❤
    ფრანგული სილამაზე რაღაცნაირი სხვანაირია. ძალიან ნატიფი, ელეგანტური, ცოტა ცივი და თან სექსუალური.
    ბექა, ჩემპიონი კომენტარი იყო, ალბათ ხვდები რომელსაც ვგულისხმობ ;))

    Like

  6. ძალიან მომეწონა ეს ქალიც და მაგის ნამღერიც. სხვა სიმღერებსაც მოვუსმინე იუთუბზე და არაჩვეულებრივია. არ ვიცოდი აქამდე და ახლა მივხედო უნდა. 🙂

    Like

  7. გინზბური არ მომწონს მაინცადამაინც, მაგრამ ბირკინთან ერთად რაც აქვს მაგს სიმღერებს ვუსმენ ხოლმე და ცალკე ბირკინის ჩანაწერებიც მომწონს.

    Like

  8. თავიდან ვაპირებდი, რომ დამეწერა, როგორც მოდელზე. მერე ვიფიქრე, რომ ჯობდა, როგორც მუსიკოსზე დამეწერა.
    ბოლის დავწერე პოსტი ლამაზ ქალზე. 🙂 ჰოდა, ვხედავ, რომ ასე ჯობდა. 🙂

    Like

  9. “ბექა, ჩემპიონი კომენტარი იყო, ალბათ ხვდები რომელსაც ვგულისხმობ”

    ეხ, თაკო, ავტორის არ იყოს სადაა ეგ არჩევანი 😦 თორემ მე პირიქით ვარიანტსაც დავთანხმდებოდი

    Like

    1. ნიკოლი ისეთ ქალს გავს, პირველივე ჯერზე რომ ჩაგითრევს სინთეზირებული ნარკოტიკივით. ასე რომ თავის დანებება არ იქნება იოლი. 🙂

      ფრანსუაზზე რა ვთქვა, კაცი ამერიკიდან ჩაქანდა რომ ენახა იმისთვის. 🙂

      Like

  10. 179 სმ 😦 იმ სურათში ქუდით რომაა ძალიან მაგარია. ისე მგონი ცოტა აფერისტობს. ნუ შეიძლება მკერდზე ჰქონდა კომპლექსები (ვის არ მოსვლია) მაგრამ მახინჯი მეგონა თავიო––ნამეტანია

    Like

    1. ნუ ჰო. ცოტა გავაბუქე 🙂 პოსტს უხდება დრამატიზმი.
      სიტყვასიტყვით ასე ამბობს – ჯაგერმა რომ თქვა ქალის იდეალიაო. მაშინ დავიჯერე, რომ ლამაზი ვარო. 🙂

      Like

  11. “179 ცოტაა? თუ ეგ რა სმაილია? მგონი შენთვისაც კი არაა ცოტა მაგ სიმაღლის გოგო”

    გულისტკივილის სმაილია.. ჩემთვის ყოფილა იდეალური და ასე ავცდით ერთმანეთს–დროში და,სივრცეში.

    Like

  12. მამაკაცებო, ძაან ვიხალისე თქვენი კომენტარებით (ბექას და ლევანს ვგულისხმობ რა თქმა უნდა ). ძაან მომგებიანი პოსტია ლორდ, გეთანხმები, ლამაზი ქალი ყვეეელასთვის აქტუალურია.
    პ,ს, რა საყვარელი თოვლია შენს ბლოგზე, ზანტი და ღუნღულა, მომწონს ძალიან.

    Like

    1. უბრალოდ რეალშიც ვიცნობთ ერთმანეთს და ვიცით ვინ რა სიმაღლეა 🙂

      P.S.
      ჰოდა ცაგარელმა თქვა გუშინ 2013 წელი ბლოგის გახსნისთვის ცუდია და ვისაც ბლოგის დაწყება გინდათ, წელსვე ქენითო. 🙂

      Like

  13. მეც ლაივში ვიცნობ ბექას და მის უდიდებულესობა ბექას სიმაღლესაც, ამიტომ ვიხალისე.. ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობ, შუშანიკს რომ ვსწავლობდით ერთად მისაღები გამოცდისთვის, არა ბექ? 🙂
    პ.ს-ს რაც შეეხება, ნუ ცაგარელის სიტყვას წყალი არ გაუვა, შევეცდები არ ვიზარმაცო…

    Like

  14. ჰაგიოგრაფიის მომგონს რას ვერჩი და სასკოლო პროგრამაში შემტანს არ ეღირსოს მეტი არაფრის წაკითხვა ცხოვრებაში.

    თაკო, ბლოგის გახსნას არ გირჩევ ––ისეთ თემებზე წერ (თუ ფეისბუქიდან სწორად მახსოვს და ამ ბლოგის გესთ–პოსტიდან ვიმსჯელებ), რომ 1) კაცებს გაანაწყენებ. 2) ქალები დაგისადკავებენ და გაგწეწავენ.

    და ზოგადად, ბლოგი ბოროტებაა.. ქალი (მითუმეტეს მეგრელი) სამზარეულოს არ უნდა მოწყდეს

    Like

    1. მოიცა ახლა ტვინი არ აურიო, სწორ გზაზეა დამდგარი 🙂

      თან შენ ფეისბუქზე არ ხარ და მეც არ ვარ და ბლოგზე ისიც წაიკითხავს ვინც ფბ-ზეა და ვინც არაა – ისიც. 🙂

      Like

  15. ბექაა :)) ღირს არს ჭეშმარიტად ყურად მიღებაი რჩევისა შენისა, დაღაცათუ ბლოგი იგი საწყის არს ბოროტებისა ყოვლისასა და განახუნებს ქალსა მას მეგრელსა სამზარეულოსაგან წმიდისა და ცხობისაგან ხაჭაპურისა მეგრულისასა, თუმცა არღარა არს მნიშვნელოვან მოთქმაი იგი და ზედამოსვლაი შენი სიკეთითა და სიმაღლითა აღსავსე, რამეთუ მოახლოებულ არს ჟამი იგი ჭეშმარიტებისა შექმნისა ბლოგისა უწმინდურისა და აღსულებისა ნებისა ჩემისა.
    დაე გამწეწონ ქალებმა, და ისე კაცებს რატომ უნდა ვაწყენინო ვითომ?..
    ლორდ, შენ გვაპატიე, ესოდენ პრივატული საუბარი შენს გერდზე 🙂

    Like

  16. კაცებს იმიტომ რომ ქალებს თრგუნავ, ჩვენ გვინდა ყველა გოგონამ სტილი ა ლა პუტანა აითვისოს. შენ კი რაღაც მოდაზე საუბრობ

    ლორდ, მეც მაპატიე. ვსიო მეტს აღარ დავწერ აქ

    Like

    1. a la putana კაია, მარა არ უხდება ყველას. 🙂
      ბაბუაჩემი, ცხონებული ნიკიფორე ასე იტყოდა ხოლმე – ქალის მკერდმა ნამდვილად რომ მიგიზიდოს, ცოტა ძუძუც უნდა ახლდეს თანო. 🙂

      Like

  17. ბაბუაჩემი ზაქარია კი ამბობდა საქმე ის არის პროცესი დაიწყოს და უძუძოს ძუძუიანიც მოყვებაო

    Like

  18. თეთრი ჩექმები და მოკლე კაბა – mgoni am priodshi kvela qalis sakvareli samosi iyo 🙂

    ხოდა თაკოს ბლოგს რაც შეეხება – თაკო მე და ლორდს გვისმინე – დაიწყე წერა 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: