ამ ცოტა ხნის წინ იტალიის ყოფილ პრემიერს, მილიარდერსა და ფეხბურთის მოყვარულს, სილვიო ბერლუსკონის სასამართლომ ფინანსური მაქინაციებისა და გადასახადებისგან თავის არიდების გამო 4-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან 3 წელი ამნისტიამ შეჭამა და დონ სილვიოს – როგორც იტალიაში უწოდებენ ექს-პრემიერს – ციხეში ერთი წლის გატარება მოუწევს (თუკი აპელაციმ არ უშველა ან ხელახლა არ გაპრემიერდა).
არ ვიცი, ბევრს დაწყდება ბერლუსკონის დატუსაღებაზე გული, თუ – ცოტას. ალბათ – ეწყინება პუტინს, ბერლუსკონის ძველ მეგობარს, შესაძლოა – “მილანის” გულშემატკივრებს (თუმცა, ბოლო ხანებია ბერლუსკონიმ კლუბი მიაგდო, ფულს არ ახარჯავს და ერთ დროს მრისხანე “მილანი”ფრიად გაფარჩაკებულად გამოიყურება), ექს-პრემიერის პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს (ნაწილს მაინც) დაწყდებათ გული, შვილებს, მეგორებს, ახლობლებს და, ცხადია – ჟურნალისტებს, რომელთაც სილვიო ბერლუსკონი მუდამ ამარაგებდა ცხელ-ცხელი ამბებით და ახლა ერთი წელი ძალიან გაუჭირდებათ… მაგრამ ვისაც დონ სილვიო ნამდვილად მოენატრებათ (უნდა მოენატროთ), იტალიელი ლამაზმანები არიან – ამ კაცმა ხომ მრავალ მათგანს დიდი პოლიტიკის კარი გაუღო. “ბრლუსკონის ქალებზე” სხვა პოსტშიც (პოლიტიკოსი, რომელიც გიყვარს) ვწერდი, ახლა ბონუსად კიდევ ერთი მათგანი მინდა, გაგაცნოთ – ნიკოლ მინეტტი (Nicole Minetti, როგორც კატა მატროსკინი იტყოდა – გვარია ეგეთი). ეს ქალბატონი პროფესიით დანტისტია, ორი წლის წინ უმკურნალა პრემიერის ჩამტვრეულ კბილს და ისე კარგად, რომ, არსუკისძის წესით, მკლავი თუ არა თითები მაინც უნდა მოეჭრათ მისთვის, მაგრამ დონ სილვიომ სხვა გამოსავალი ნახა, სტაცა ხელი და სტომატოლოგიური კაბინეტიდან პირდაპირ ლომბარდიის
რეგიონალურ პარლამენტში შეაგდო (მადლობა ღმერთს, სწორედ ადგილობრივი არჩევნების პერიოდი იყო იმხანად), თან დაპირდა, მანდ დიდხანს არ გაგაჩერებ, იტალიის პარლამენტის არჩევნები რომ იქნება, პარტიულ სიაში ჩაგსვამო… მაგრამ, გარნა წუთისოფელი დააცდის ადამიანს ბედნიერებით დიდხან ტკბობასა?
ახლა, როცა თავად სილვიო ბერლუსკონის პოლიტიკურ მომავალს აქვს საქმე ფინთად, არ ვიცი, ნიკოლ მინეტტის კარიერული წინსვლის ამბავი როგორ იქნება, მაგრამ, ეტყობა რომ არამარტო ეშხიანი, ფრიად მოსაზრებული ქალბატონია და, აგერ, პოდიუმზეც სცადა ბედი – თუ პოლიტიკასთან დამშვიდობება მოუწევს, მოდის სამყარო ნამდვილად ჩაიხუტებს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
მოკლედ, რაც ქალია იტალიის პოლიტიკაში ––ყველა სილვიოს გაქაჩულია. უმადური ფემინისტები კიდე არ უფასებენ
პ.ს. მაგარი ქალია და გვარიც მაგარი 😀 არ გენდე (ტროლინგის ეპოქაში ვცხოვრობთ თორემ ვინ ოხერი) და გადავამოწმე
პ..პ.ს “მაგრამ, გარნა წუთისოფელი დააცდის ადამიანს ბედნიერებით დიდხან ტკბობასა? ”
მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი
გაახარებს ვისმე განა?
თაფლში ურევს მწარე ნაღველს…
მტრისას მისი გამოცანა!…
ესეც შეიძლებოდა
LikeLike
minette ფრანგულად კნუტია, ფისუნია 🙂 აქედანაა სლენგი. მოფერების ამბავში, ალბათ. 🙂
ისე, ბეზე-ც ფრანგულია და იქ კოცნას ნიშნავს, მაგრამ სლენგში გაჟიმვის აღმნიშვნელია. 🙂
LikeLike
რა მომხიბლავი გვარი აქვს ნიკოლს 🙂 მე რა მეთქმის, ლორდ, ქალია იდეალური, მასგავს სილამაზეებს რომ ვუყურებ საკუთარ სექს-ორიენტაციაში ხანდახან ეჭვი შემაქვს ხოლმე ;)… აქვს ამ კაცს გემოვნება, უდავოდ აქვს.. და თან უვლის ამ თავის ქალებს, მეტი რა ქნას, სხვათა შორის ამის შნო ბევრ კაცს არ აქვს…
ამ ქალზე უცხოურ საიტებზეც წამიკითხავს, შენ ისე მოკრძალებულად დაგიწერია, 😉
LikeLike
ლამაზი ქალი რომაა პარლამენტში – მიგიხარია სამსახურში ადამიანს და კვორუმის პრობლემაც არ დგას 🙂

LikeLike
თაკო. უვლის რომელია––გატენა ევროპარლამენტი
LikeLike
მაგას ცოლიც ლამაზი ყავდა და მაგ სტანდარტების – დიდი მკერდით 🙂
LikeLike
ჰო… სტრიპტიზის მოცეკვავე იყო თუ არ ვცდები და პირდაპირ სცენიდან მოხსნა. 🙂
მარა ვერ გაუძლო იმ ქალმა და გაშორდნენ. ბოლო სკანდალის მერე, მგონი.
LikeLike
ჩვენც გვყავს პარლამენტში ლამაზი გოგო, მე თუ მკითხავთ, ქალბატონ მინეტის არ ჩამოუვარდება გარეგნული ნიშნებით, მაგრამ აქ ტალახს ესვრიან. ნუ, გვარი არ უწყობს ხელს ალბათ)
LikeLike
ეგ კაცი მართლა პოლიტიკური სუტეინიორია 🙂
LikeLike
ქეთი, ტალახს ესვრის უმრავლესობა, ისიც შორიდან, თორემ შენ წარმოგიდგენია რომელიმე კაცი, რომელიც მაგ გოგოს დაეკონტაქტება და სახე მინიმუმ არ გადაებადრება? ( ძაან მიყვარს კაცების ეგ მიმიკა, ყოველთვის მაგარ ხასიათზე მაყენებს, როცა ლამაზ ქალს სიტყვიერად და ჯაროდ ეკონტაქტებიან, განსაკუთრებული მიმიკა ესახებათ. იხ. ზემოთ სურათი)
LikeLike
იმედია, სახეები ებადრებათ მაინც, თუნდაც მაშინ, როცა ვერ ვხედავთ)
LikeLike
რავი საჯაია ცუდი გოგო ნაღდად არაა, მაგრან ეს მგონი სჯობს :))
LikeLike
მამაკაცები შევთანხმდით 🙂
ისე, ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი პოლიტიკაში ვერა ქობალია იყო.
ახლა მაკა ასათიანის წევრობა ძიძიგურის პარტიაში უფრო ანეკდოტს გავდა და არ ითვლება 🙂
LikeLike
“ისე, ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი პოლიტიკაში ვერა ქობალია იყო” ნაღდად ეგრეა
სადაა ისე? ეგებ რამეში გამოადგეს სამშობლოს? მაგალითად არასამთავრობო გახსნას.
ვარძელაშვილია უნაირო, თორემ რომ გადამდგარიყო და პოსტი ცოლისთვის დაეთმო––სპორტსაც ადრენალინი მოემატებოდა და ახალგაზრდობაც მოინდომებდა მთავრობასთან ჯანსაღ თანამშრომლობას. ჩვენც 2 ლამაზი მინისტრი გვეყოლებოდა. ისე ახალი მთავრობა მაგ მხრივ მაგრად მოიკოჭლებს
LikeLike
ან რამე გადაცემა წაიყვანოს, დაგვენახოს მაინც 🙂
ფეისბუქში არ გყავდა ვერა დაფრენდებული? კითხე რას შვრები-თქო 🙂
LikeLike
გავაუქმე ფეისბუქი. ისე არ მყავდა. ერთი ბენდუიძე დავიფრენდე ადრე (ვიფიქრე რას ფიქრობს ხალხი გავიგებ თქო და ფრიენდების შემოთავაზებამ გამტანჯა. ხოდა ისიც მივაშალე
ხო რა. კანადაში მცირე ბიზნესს აღარ სჯობს?
LikeLike
მე ჯგუფში ვიყავი – “ბენდუქები” 🙂
LikeLike
უდავოდ აქვს გემოვნება ბერლუსკონს. 😉
პ.ს. იგივე ვიდეოზე, პალიტრა თივიზე ერთ-ერთის კომენტარი http://i48.tinypic.com/2qb6kqw.png
LikeLike
რაც საჯაიაზე წერეს სისულელეები კოლეგა-ბლოგერებმაც მათ შორის, არაფერი უნდა გაუკვირდეს ადამიანს.
LikeLike
დაესივნენ ბუზებივით 🙂
LikeLike
ვუი შენ… 🙂 რა დაწერე ახლა, თუ ხვდები მაინც? 🙂
თუ კაცები ბუზები ვართ, ქალი რა გამოდის? 🙂
შეგარცხვინე ალეგორიებში. 🙂
LikeLike
ქალი გამოდის თაფლი ლორდ. სირცხვილი შენ მაგ ფიქრისთვის
LikeLike
ჰო, მარა აქ ყველანაირი ადამიანი კითხულობს და ისე უნდა დაწეროს – მკაფიოდ და არაორაზროვნად 🙂
ისე ათას უაზრო კვლევებს ატარებენ და ეგეც იქნება ჩატარებული – რას უფრო მეტი ბუზი ესევა 🙂 დავგუგლო ერთი…
LikeLike
საუკუნეა, მგონი ბლოგის გვერდი არ ჩამირთავს და შესაბამისად რიდერიც კარგა ხანია არ შემიმოწმებია, მაგრამ ეს რომ ამოხტა, გულმა ვერ გაუძლო :დ შემოვყევი მაცდურადმოთამაშე ტაკუნებს
LikeLike
კი, მართლაც კაი ამოსახტომია.
LikeLike
იფ იფ, რა გემრიელი ქალია!
LikeLike
რა ყველაფერში ვგავართ ამ იტალიელებს
ჩვენი ქვეყნის ამბები გამახსენდა :დ :დ :დ :დ
LikeLike
ქალებითაც ვგავართ? 🙂
LikeLike
მოკლედ. ჭორები გავრცელდა რომ ამ ქალბატონმა კრიშტიანო რონალდო მოჩანგლა. რეალის ფანი ხარ და შეგიძლია იამაყო 🙂
LikeLike
ირინას სჯობს, ვითომ? 🙂
LikeLike