სტამბოლი: მეტი კომფორტი ტურისტს

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

***ნაწილი 6***

ქალაქი, სადაც სიფრთხილეს არ სტკივა თავი

100_3326სტამბოლური ციკლის დასრულებას თურქეთის ტურიზმის პოლიციის რჩევებით ვგეგმავდი, მაგრამ ახლა, როცა ამდენი კარგი ვთქვი ამ ქალაქზე, არ მინდა, ვინმე შევაშინო, თან თურქეთში მეექვსედ ვიყავი (სტამბოლში – მეოთხედ) და ჩემი შთაბეჭდილებით, მშვიდი ქვეყანა, უაღრესად კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარე ხალხია, ყოველთვის უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს (ხეზე ვაკაკუნებ) და არც პრობლემა შემქმნია რამე ამ მხრივ (ისევ ვაკაკუნებ) :), ამიტომ, მარტივად გეტყვით – ისეირნეთ, თუ გესეირნებათ, იმღერეთ, თუ გემღერებათ, ჩაიცვით, რაც გნებავთ, მხოლოდ მოუხმეთ ელემენტარულ გონიერებასა და სიფრთხილეს, რაც არსადაა ზედმეტი და სავსებით საკმარისია, რომ სტამბოლში შარში არ გაეხვიოთ:

  • ცენტრალური ქუჩები, ტურისტული ადგილები ღამით კარგადაა განათებული, ბევრგანაა კამერები, პოლიციაც პატრულირებს, მაღაზიის ვიტრინებიც გაჩახჩახებულია, ხშირად, პატრონიც იქვეა. აქ სეირნობა უსაფრთხოა, მაინცადამაინც რომელსამე ჩებნელებულ ჩიხში ან უცნობ ეზოში ნუ დურთავთ თავს – ესაა და ეს;
  • ქუჩაში ძარცვა იშვიათობაა, მაგრამ ჯიბის ქურდბაცაცები – ბევრია, ამიტომ საფულე, კამერა, მობილური, ტაბლეტ-კომპიუტერი… უყურადღებოდ არ დატოვოთ. დიდი რაოდენობის ფულის ტარება თან სრულიად ზედმეტია – АТМ ყველა ფეხის ნაბიჯზეა და პლასტიკურ ბარათებსაც (განსაკუთრებით Master Card-სა და VISA-ს) ყველგან იღებენ;
  • ერიდეთ უცნობი ადამიანებისგან “მაცდურ” შემოთავაზებებს – წავიდეთ, კარგი რესტორანი ვიცი და მეგობრობის სადღეგრძელო დავლიოთ, მაგარი ნაშები ვიცი იაფად, წამო ვიგრიალოთ და ა.შ. – თუ ღამის გართობა გსურთ, სტამბოლში ბევრი კარგი კლუბია, სადაც დრეს-კოდია, დაცვაა, კარგი პუბლიკაა, მათ ჩამონათვალს ტურისტულ გაიდში ბევრს ნახავთ;
  • სადმე ბარში, შესაძლოა, გაიცნოთ კარგად ჩაცმული, მომხიბლავი მანდილოსანი, რომელსაც, თითქოს, თქვენსავით დროის გატარება და გართობა სურს და უარზე არაა, საღამო საინტერესოდ გაგრძელდეს, 🙂 ყველაფერი კი (შესაძლოა) დამთავრდეს იმით, რომ ბარში/კლუბში არანორმალურად ძვირი ჩეკის გადახდა მოგიწიოთ და მეტს ვერც ვერაფერს გამორჩეთ… ისე, მამაკაცი-კლიენტების გაწეწვის ეს მეთოდი – სატყუარით, ჩვენთან რაღაც ვერაა მთლად კარგად ათვისებული. 🙂;

წესით და კანონით, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გარეშე გადაადგილება თურქეთში აკრძალულია. მაინც სჯობს, პასპორტი სასტუმროში დატოვოთ და მისი ქსეროასლი ატაროთ თან (თუმცა, პირადად ჩემთვის პოლიციას საბუთები არასდროს შეუმოწმებია და რა ვიცი… ).

კიდევ ერთი მინდა ვთქვა – ხშირად გაიგონებთ, რომ თურქეთი ისლამური ქვეყანაა. სინამდვილეში, უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ თურქეთი სეკულარული სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი – უფლის დღე მუსლიმებისთვის პარასკევია, მაგრამ არასამუშაო დღე თურქეთში არის კვირა. ახალი წელი 1 იანვარსაა და კალენდარი – გრიგორიანული. ამას იმიტომ ვწერ, რომ სტერეოტიპებს, “ისლამური ქვეყნის” გაგონებისას რომ წამოგვეშლება ხოლმე, თურქეთის დიდ ქალაქებთან არაფერი აქვთ საერთო. არ არის საჭირო სტამბოლში ჩაცმის ან ქცევის განსაკუთრებული სტილი მოირგოთ, იმისგან განსხვავებული, რაც, ვთქვათ, თბილისში გაქვთ. შორტით (მამაკაცის ან ქალის), ვიწრო შარვლით, მაისურით ჭიპამდე ან მინიკაბით სტამბოლში ვერვის გააკვირვებთ, მხოლოდ ეგაა, თუ მეჩეთის მონახულებას აპირებთ, ასეთი სამოსი არ გამოგადგებათ.

  • ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა – თურქი მამაკაცის პრობლემა ისაა, რომ ყრუები არიან – სიტყვა “არა” რამდენჯერმე უნდა გაუმეორო, თორემ – არ ესმითო. 🙂
    მე ვუპასუხე: მართალი ხარ, თურქი მამაკაცი “აზიატია”, ამიტომ მისთვის ქალის “არა” შეიძლება, ნიშნავდეს ყველაფერს: “არა”-ს, “ჯერ არა”-ს, “დღეს არა”-ს, “აქ არა”-ს დაბოლოს – “კი”-ს. 🙂 მაგრამ, დავამატე, ამაში დამნაშავეები “აზიატი” მამაკაცები კი არა, “აზიატი” ქალები არიან, რომელთა არა” შეიძლება, ნიშნავდეს ყველაფერს: “არა”-ს, “ჯერ არა”-ს, “დღეს არა”-ს, “აქ არა”-ს დაბოლოს – “კი”-ს. 🙂

პატივი ეცით მათ რელიგიას, დროშას და ათათურქის პორტრეტს და ადგილობრივებიც პატივისცემით მოგეპყრობიან. ქართველების მიმართ თურქები ძალიან კეთილგანწყობილნი არიან – ახლა მაინცადამაინც ომი და უბედურება რომ გვქონდა, იმ დროს ნუ გაახსენებთ და, ზოგი ჩვენი პოლიტიკოსისა თუ მედია-საშუალების დარად, ბათუმს რომ “გვართმევენ” და მსგავს სისულელეებს თავი დაანებეთ.

თურქები ფეხბურთის გიჟები არიან – სტამბოლში სამი კლუბია “გალათასარაი”, “ბეშიქთაში” და აზიური “ფენერბახჩე”. ერთის გულშემატკივრებთან მეორის ქებას ნუ მოჰყვებით. 🙂

  • სულ პირველად რომ მოვხვდი სტამბოლში, “გალათასარაის” ზეობის ხანა იყო, ევროთასებზეც წარმატებით გამოდიოდა და მადრიდის “რეალიც” კი ჰყავდა დამარცხებული. ბუტიკში ვარ და კოსტიუმს ვყიდულობ. სანამ შარვლის ბოლოს შემომიკეცავდნენ, მენეჯერმა (შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაღაზიის მფლობელიც ის იყო) ჩაი შემომთავაზა. საუბარს შევყევით და ფეხბურთამდე მივედით. მე ვეუბნები – დიდი პროგრესი გაქვთ თურქულ ფეხბურთში, აგერ “გალათასარაი” რა ძლიერი გუნდია-მეთქი. უცებ, ის მშვიდი და ინტელიგენტი გარეგნობის კაცი აილეწა, წამოხტა და “ფაქ-გალათასარაიო!” დაიყვირა. “ბეშიქთაშ”!!! “ბეშიქთაშ”-ო!!! 🙂 მე ვიფიქრე, ვაითუ ახლა ჩემი ნავაჭრი უკან საკიდზე შეაბრუნოს და აქედან გამაპანღუროს-თქო… 🙂 ვეუბნები – მეც ფაქ-კაცო, “რეალის” გულშემატკივარი ვარ და კატა მიაკვდა სულში “გალას”-მეთქი. 🙂 ამაზე მოვრიგდით. ჰოდა, გაფრთხილდით, მსგავსი კონფუზი არ შეგემთხვათ. 🙂

სხვამხრივ, როგორც ვთქვი, სტამბოლი ერთ-ერთი ყველაზე ტურისტ-ფრენდლი ქალაქია მსოფლიოში და თურქეთი კიდევ – ასეთი ქვეყანა. ჩვენი არ იყოს, თურქებსაც აქვთ გამოთქმა, რომ “სტუმარი – ღვთისაა”. ამ მიწამ მრავალი “გადამთიელი” “შეიკედლა” – სანტა კლაუსი, სანამ ლაპლანდიაში დასახლდებოდა, დემრეში მოღვაწეობდა, ჰომეროსი – იზმირში, იულიუს კეისარი ქალაქ ზელაში მივიდა, ნახა და გამარჯვა, ალექსანდრე მაკედონელმა კი დღევანდელი ანკარის მახლობლად გაჭრა გორდიას კვანძი…

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ორგანიზაცია World Travel Awards-მა (მსოფლიო ტურიზმის ჯილდოები) ევროპის საუკეთესო ტურიზმის უწყების ტიტული ტყუილად ხომ არ მიანიჭა წელს.

საყველპურო თურქული:

გამარჯობა – მეარჰაბა (Merhaba)

დილა მშვიდობისა – გიუნაიდინ (Günaydın)

საღამო მშვიდობისა – ი აქშამლარ (İyi Akşamlar)

ღამე მშვიდობისა – ი გეჯელერ (İyi Geceler)

ნახვამდის – გიულე-გიულე (Güle Güle)

მოხარული ვარ, რომ შეგხვდით/გაგიცანით – მემნუუნ ოლდუუმ (Мemnun oldum)

უკაცრავად – პარდონ

კარგი დღე გქონდეთ (ამას ხშირად გაიგონებთ) – იი გიუნლერ (İyi günler) და მადლობის თქმა არ დაგავიწყდეთ პასუხად

მადლობა – თეშექიურლერ (Teşekkürler)

О.К./კარგია – Тamam

კი – ევეთ (Evet)

არა – ჰაიირ (Hayır)

ანგარიში – ჰესაფ (Hesap)

რა ღირს? – ქაჩ ფარა? (Kaç Para)

ძვირი – ფაჰალი (Pahalı)

ფასდაკლება/დისკონტი – ინდირიმ (Indirim)

ნაღდი – ნაქით (Nakit) მაგრამ ქეშიც იციან

როგორ მივაგნო (სად არის) – ნერედე? (Nerede)

გამიჩერეთ – დურ (Dur)

მშვენიერი, ლამაზი – გიუზელ (Güzel)

ბევრმა იცით, ალბათ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ სიტყვა Mutlu ნიშნავს ბედნიერს.

Durak – ნიშნავს სადგურს/გაჩერებას, Тabak – თეფშია, Bardak კი – ჭიქა.

არაყი თურქულად არის Raki, ხოლო Yarak ნიშნავს პენისს. არ აგერიოთ. 🙂

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

სტამბოლი და სტამბოლს მიღმა. ნაწილი 1
ტრამვაის ფანჯრიდან დანახული სტამბოლი. ნაწილი 2
ფოტოობიექტივში დანახული სტამბოლი. ნაწილი 3
სტამბოლი შოფინგური. ნაწილი 4
სტამბოლი გასტონომიული. ნაწილი 5
კატების ქალაქი, რომელიც ძაღლებმა გადაარჩინეს. ნაწილი 7

სასარგებლო ლინკები:

http://www.flypgs.com/en/default.aspx

http://www.kayak.com/more

http://www.goturkey.com/index.php?lng=en

http://www.neredennereye.com/en/

http://routesinternational.com/

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

36 thoughts on “სტამბოლი: მეტი კომფორტი ტურისტს”

  1. ძაან ვიხალისე, აი ძაან :)))
    სხვათაშორის ერთი პერიოდი აქტიურად ვსწავლობდი თურქულს, მარტივი ენაა. თითქმის ყველაფერში გეთანხმები ერთის გარდა. სწორი უთქვამს შენს მეგობარს, მაგათ “არა” არ იციან, და იმიტომ კი არა რომ ჩვენ ვერ ვხმარობთ ზუსტი შინაარსით, უბრალოდ რუს და უკრაინელ ტურისტ ქალებს ყავთ გატუტუცებული ეგ შენი თურქები და ჰგონიათ, რომ ყველა ტურისტი ქალი მოხარშული ქათამივით უნდა გადაიშალოს მაგათ დნახვაზე. თუმცა, იმას არ ვუარყოფ, რომ როგორც კი დავარწმუნებდი, რომ ნამდვილად არ ვარ არც რუსი, არც უკრაინელი და ძირძველი გურჯი ვარ, ეგრევე რაღაც სხვანაირი პატივისცემით მიყურებდნენ, მართლა..
    ისე ზოგადად მე არ ვარ ისევე აღფრთოვანებული მაგ ქვეყნით, როგორც შენ, ალბათ იმიტომ რომ ზოგადად მუსულმანებს ვერ ვიტან 😉 აი ასეთი ანტი -21-ე საუკუნის მოქალაქე ვარ, სამწუხაროდ…

    Like

    1. სტამბოლში მზის სათვალეებით უნდა იარო. თან – ძაან მუქით.
      შენი თვალების ფერი ისე მოქმედებს თურქებზე, როგორც ხარზე წითელი… 🙂 და (ვვარაუდობ, რომ) არამარტო თურქებზე. 🙂

      ისე, ერთ ივენთზე მოვხვდი ნორვეგიაში და თურქების დელეგაციაც იყო იქ და ნორვეგიელი გოგონებიც თავს ევლებოდნენ თურქებს 🙂 ახლა მთლად რუსებივით არა, მაგრამ ძალიან კი მოსწონდათ.

      Like

    2. მე ვსწავვლობ თურქულს და მარტივია მხოლოდ დასაწყისში:))))) რაც შეეხება ძირძველ გურჯოობას და სხვანაირად პატივისცემას, ეს გააჩნია ვის გადაეყრები:))) ზოგმა არც იცის ვინაა რაა გურჯი, და ზოგს კიდე გურჯი ქალის გემოც აქვთ გასინჯული, რომლებიც არანაკლებ არიან სტამბულში ძირძველი პროფესიით დაკავებულები:)

      Like

  2. უკრაინაშიც ბევრი თურქი ჩამოდის გასართობად. 🙂 ყირიმი სავსეა თურქებით. და არაბებით კიდევ. 🙂

    ათათურქი კიდე ლენინად აქციეს ასე მგონია. მიკვირს, მავზოლეუმში რომ არ ყავთ.
    ეს ხუმრობით, მარა в каждой шутке…

    Like

    1. მუმიფიკაციას თუ გულისხმობ, ეგ ნამეტანია, მაგრამ მავზოლეუმი არის კაცო – ანკარაში. 🙂 ნუ მუზეუმის დატვირთვა აქვს. მე ანკარაში არ ვარ ნამყოფი და არ მინახავს. რაღაც მუზეუმივით ან მემორიალური ადგილი ათათურქთან დაკავშირებული – ყველა ქალაქშია. სულ დვიჟენიობდა ეგ კაცი და ქალაქი არაა, სადაც ერთი ღამე მაინც არ გაუტარებია და ყველგან მუზეუმები აქვთ. 🙂

      მაგრამ რავი, იმსახურებს, იმჰო. ჩვენ კი გაგვამწარა თავის დროზე, მაგრამ მთლიანობაში დიდი ადამიანი იყო.

      Like

  3. მაგრად გადარჩენილხარ 🙂
    არანორმალურები არიან თურქი ფანები და გალათასარაი და ბეშიქთაში გამორჩეულად ვერ იტანენ ერთმანეთს – მეზობელი რაიონებია ეგ და როცა დერბია, მთელი პოლიცია, ჟანდარმერია და არმია მობილიზირებულია 🙂
    ფენერს უფრო მშვიდი გულშემატკივარი ყავს 😉

    Like

  4. ნიკა, რაის მავზოლეუმი შე კაცო, ისეთი საფლავი აქვს ათათურქს ანკარაში, თვალთ დაგიბნელდება. ტერიტორია არის წარმოიდგინეთ დაახლოებით 30-40 000 კვ მ, რაღაცა უზარმაზარი ეზო სულ მარმარილოთი მოპირკეთებული, სადაც განუწყვეტლივ მარშირებენ თურქი ჯარისკაცები, მერე საფლავთან დგანან კიდევ ცალკე საპატიო მცველები, შიგნით რომ შეხვალ დაგხვდება დაახლოებით საჯარო ბიბლიოთეკის ოდენობის დარბაზი სუულ სულ მარმარილოში ძვირფასად გაკეთებული :)) და ბოლოს ამდენი სიარულით დაღლილი როგორც იქნება მიღოღდები დიადი ათათურქის საფლავთან, რომელსაც მუდმივად ამშვენებს წითელი ვარდებით შემკული უზარმაზარი გვირგვინი. კიდევ იქვეა ცალკე ფლიგელი, სადაც დგას ათათურქის იახტა და ავტომობილი. აი ასეა, სურათებიც მაქვს გადაღებული ამ ყველაფერზე, ანუ ნივთიერი მტკიცებულებაც მაქვსდა ფბ-ზე რომ იყო გაჩვენებდი, აი ხედავ რამდენი დაკარგე? 😉

    Like

    1. მგონი, ანკარაში, მაგ მავზოლეუმის მეტი არც არაფერია სანახავი? 🙂

      მაქეთ ნამყოფი არ ვარ. აი, იზმირისკენ კი მინდა წასვლა. ეფესში.

      Like

      1. ეფესი ყველაზე ლამაზი და დიდი ნაქალაქარი, რაც თურქეთში (ანუ საერთოდ) მინახავს. ნამდვილად ღირს ნახვად

        Like

      2. კი. ეფესის ნახვა მინდა, პამუკკალე და კაპადოკიაც.
        ტროა გამოზიდული აქვთ არქეოლოგიურში და იქ მგონი, მარტო ცხენია ფილმიდან 🙂

        Like

      3. აბა ილიადიდან რომელიც იყო დაიშალა 🙂

        თუ არ ვცდები გადაღებები რომ დამთავრდა ეგ ცხენი მართლა დაითრიეს და დადგეს იქ. სადღაც მოვკარი ყური… მე არც ტროაში ვარ ნამყოფი და ეგ ფილმიც არ მაქვს ნანახი 🙂

        Like

      4. სადაც მირაში სანტა-კლაუსის ძეგლი დადგეს, აქაოდა წმინდა ნიკოლოზი აქედან იყოო, არც ცხენის დათრევა გა-ტურისტულს-სანახაობ-ება გაუჭირდებოდათ 🙂

        Like

  5. ჩაცმულობაზე გეთანხმები, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტიკვა და მაინცადამაინც მოღლეტილად სიარულს არ ვურჩევდი გოგოებს. თან ასე იქ ის კონტიგენტი დადის, თურქები რომ “ნატაშებს” უძახიან. 🙂

    ყველაზე მთავარია – ფლირტში არ გაყვეთ, თორემ თურქებმა დასტოპება არ იციან – ეს მართლაც ასეა. ამიტომ ყველაზე კარგი მეთოდია – არ უპასუხოთ. იგნორი ყველაზე კარგად ესმით. 🙂

    თურქებიც იცვლებიან. ტურისტულ ადგილებში მიეჩვივნენ, რომ ყველა ტურისტი “ნატაშა” არაა და ადგილობრივებსაც აცვიათ მინიც და შორტიც რაც სულაც არაფერს ნიშნავს, უბრალოდ ცხელა. 🙂

    ამდენჯერ თუ ხარ ნამყოფი ერთხელ აზიის მხარეს როგორ არ გადახვედი. არ გაინტერესებს მაინც? იქაც ბევრია სანახავი.

    Like

  6. ” რომ ყველა ტურისტი ქალი მოხარშული ქათამივით უნდა გადაიშალოს მაგათ დნახვაზე”

    თაკო, რა შედარებებია.

    . მე ტრაპიზონის გარდა არ ვარ თურქეთში ნამყოფი და ის კი დიდად არ მომეწონა. ისე სტამბოლში ჩემი მეგობარი იყო და ხალხის კეთილგანწყობით ისიც დიაღ კმაყოფილი დარჩა.

    მე ერთადერთე ელიავაზე ვიყიდე თურქისგან (მგონი თაბაშირი მუყაოსთან დაკავშირებული ნაწილები :დ ) და სერვისი დამევასა მაგრად. მაგ მხრივ აშკარად ჩვენზე წინ არიან

    Like

    1. არ არიან შეუხედავები. მაგრამ არც თვალი რომ დაგრჩეს ზედ ეგეთები არიან.
      თუ ვინმე მოგეწონა, ჩრდილოეთიდანაა – იზმირი და რამე 🙂

      Like

  7. ბექა, მართალი ხარ, უხამსი შედარება გამომივიდა, პარდონ..
    ანკარაში მართლა არაფერია სანახავი მაგ მავზოლეუმის გარდა, საკმაოდ ბანალური ქალაქია. თურქ ქალებზე მეც გავაკეთებ კომენტარს. აი ანკარაში და თვითმფრინავში მგზავრობისას შემხვედრია ისეთი თურქი გოგოები, უბრალოდ თვალს რომ ვერ მოაშორებ, რაღაცა მომაჯადოვებლად ეშხიანები და სექსუალურები, ოღონდ ეგაა რომ ცოტანი არიან 🙂 ზოგადად მასა უშნოა… კაცებიც ანალოგიურად, შეიძლება შეგხვდეს ძაალიან მაგარი ტიპი, ოღონდ ათასში ერთი, დანარჩენები ჩემს ჩხოროწყუელ თანამეგრელებს გვანან, ახლა მეგრელთმოძულეობა არ დამწამოთ, რასაც ვხედავ, იმას ვამბობ…

    Like

    1. რავი, ქალები არ ვარგანან და კაცები მაგრები ყავთ – გავრცელებული სტერეოტიპია თურქებზე.
      ქართველებისგანაც გამიგია ხშირად. 🙂

      Like

      1. მე კონცერტის რიგიდან რაც მახსოვს, საკმაოდ მიმზიდველი თინეიჯერობა ჰყავთ. სტიუარდესებით სერიოზულად მოვიხიბლე.

        Like

      2. ჩემი დაკვირვებით ასე ერთი შეხედვით ქუჩაში მასა არ განსხვავდება ჩვენი ქართული მასისგან,იმჰო, დიდად რო არ გადაირევი ისეთია. ხოლო კაფე-ბარი, საცეკვაო ადგილებში მშვენიერი გოგო ბიჭები დადიოდნენ:) ბინა კიდე ძალიან სიმპატიური წყვილისგან ვიქირავე, გოგო იტალიელი და ბიჭი იყო თურქი. იტალიაში მიდიოდნენ ხელის საქორწილოდ:)))

        Like

  8. “ბექა, მართალი ხარ, უხამსი შედარება გამომივიდა, პარდონ.”

    უხამსი შედარებები კარგია, უბრალოდ ქათამმა ყველაფერი მოკლა 😀

    “უზული ყვებოდა მთელი ტრაპზონი როგორ დარბოდა ქართული დღოშებით ”

    ყიდდნენ კიდეც , მაგრამ მე არ მიყიდია. ისე, ძალიან დაუგეგმავად ჩავედით, (იმ დღეს მოვიფიქრე) მაგრამ, მაგარი იყო ძალიან

    Like

  9. acharbrb xo ici… ra stumarmoyvareobazea laparaki tipebi mogushulebi da ukontaktoebi arian, qartvelis(gurjistanelis) gagonebaze an gadaoben an igruzebian, mokled uxerxul mdgomareobashi gayeneben… aferistobit gvanan qartvelebs, magram magashic chamogvrchebian da rac mtavaria tvitonac acnobiereben taviant ususur mdgomareobas,..
    piradi gamocdilebit getyvi rom verc amerikas shevadri da verc evropas (xalxs vgulisxmob)… am postis ertaderti gamartleba, anu turqetisadmi sheni, humanuri, damokidebuleba mxolod da mxolod sxva winaaziuri muslimuri qveynebis fonzea dasashvebi….

    Like

  10. სერვისი და მომსახურება მართლა მაღალ დონეზეა. ფასი/ხარისხი შეფარდებით ერთერთი საუკეთესოა სადაც ვყოფილვარ.

    Like

  11. ძაან გახსნილი ხალხია და კონტაქტური. მოღუშული მე არ მინახავს.
    ევროპელებთან შედარებით ბევრად ღია ხალხია. სხვა კულტურაა. დასავლეთ ევროპა ბევრად ინტრავერტულია და აღმოსავლეთი ექსტრავერტები არიან ზოგადად. ირანელებიც ძაან გახსნილი ხალხია სხვათა შორის.
    ასე ყოველი მეორე რომ გამოგელაპარაკოს და მოგიკითხოს ევროპაში სადაა ეგრე. 🙂
    აფერისტები კიდე ყველგანაა.

    Like

  12. ქართველები სამწუხაროდ ისე ვიქცევით თურქეთში რომ სამარცხვინოდ.
    რუსებს გადავაჭარბეთ უკვე. ტურისტებზე მეტად ვინც აქ სამუშაოზეა ისინი.

    Like

  13. ლორდ ძალიან მაგარი სერიები დაგიწერია! კარგად უნდა გადავიკითხო ყველა თავი და გავიხსენო სტამბული:)
    შენი ვიზიტის მიზანი უბრალოდ გასეირნება იყო?

    Like

    1. კი, ამჯერად საგანგებოდ მხოლოდ დასათვალიერებლად ჩავედი. მითუფრო რომ ბაირამი იყო და რესპუბლიკის დღე და მაგ დროს ისვენებენ ეგენიც. 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: