სტამბოლი გასტონომიული

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

***ნაწილი 5***

2012-10-30-155არაფერია ისე იოლი სტამბოლში, როგორც ზედმეტი წონის აკრეფა, ამიტომ ბევრი იარეთ ფეხით და მცირეკალორიული რამეები ჭამეთ. 😉 მაგრამ ეს მეორე ოჰ, რა ძნელი შესასრულებელია! თურქებს ძალიან უყვართ სალათები – თქვენც გირჩევთ. არ დაგამძიმებთ და არ მიგაძინებთ. ტრადიციული სეზონური მევსიმ სალათასი (Mevsim salatası) მართალია თურქული ბოსტნეულით კეთდება და ჭოპორტის პომიდორს ვერ მოგართმევენ, მაგრამ მაინც საღი და გემრიელია. 🙂 თუ ადრე ადგებით, შეგიძლიათ ბოსფორიდან მზის ამოცურვით დატკბეთ და თან ბალიქ-ექმექით (Balık Ekmek – “თევზი და პური” – თევზის სენდვიჩია) წაიხემსისაუზმოთ. სანაპიროზე (და არამარტო) ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამზადებენ მიდიებს. ცხარეა და გემრიელი.

თუკი თევზი გიყვართ, ეწვიეთ ქუმქაფის (Kumkapi) უბანს მარმარილოს ზღვის სანაპიროზე. ეს ადგილი ცნობილია არცთუ ურიგო და არცთუ ძვირი თევზის რესტორნებით; თევზის კერძებს მოგართმევენ გალათას ხიდის ქვეშ განლაგებულ კაფე-რესტორნებშიც და თევზის მშვენიერი რესტორნები არის ხიდს გაღმა, ბეიოღლუს რაიონში, მაგრამ, წინა ნაწილშიც ვწერდი – ეს ბოლო “პეროიანი” რაიონია და ფასებიც, ცხადია, უფრო მაღალია. ზოგადად (ისევე როგორც თბილისში) “პრესტიჟულ”, ტურისტულ, გაპიარებულ უბნებში, ქუჩებსა და ადგილებში ფასები 2-3-ჯერ და კიდევ მეტჯერ მაღალია იმ ადგილებთან შედარებით, სადაც, მეტწილად, ადგილობრივები დადიან, თან სულაც არ იგულისხმება, რომ ძვირიან დაწესებულებებში მომსახურება უკეთესია – როგორც წესი, მომსახურება სტამბოლის ყველა წესიერ და სინდისიერ ობიექტში ძალიან კარგია. ეგ კი არა, ქუჩის მზარეულ-გამყიდველი ისე მოგიმზადებთ დონერ-ქებაბს (ჩვენებურად – შაურმას) ან ქეშთანეს (წაბლს) ისე შეგიწვავთ, რომ ფამუქის მოწონებული. 🙂 ნიშანთაშიში უამრავი კარგი რესტორანია. ყველა – საგრძნობლლად ძვირი. 🙂  თაქსიმიც – იგივე.

სამაგიეროდ, სულაც არაა ძვირი და ძალიან გემრიელია თურქული ფასთ-ფუდი ქუმფირი (Kumpir) – მოხარშული კარტოფილი ნაირნაირი შიგთავსით: კარაქით, ყველით, მაიონეზით, იოგურტით…  ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყიდიან “ბუბლიკებს” (თურქულად – Simit ჰქვია), სიმინდს, ყველანაირ ხილს.

ჩაი სტამბოლში ყველაფერია. ამ სასმელის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ვაშლის ჩაის სიამოვნებით ვსვამ ხოლმე – ელმა ჩაი (Elma Çay) არომატულია და აგრილებს. სხვა ხილის ჩაიც ბევრია.

ქუჩებში ხშირად მოჰკრავთ თვალს ჭიქებს ალისფერი წვენით – ძალიან მომხიბლველად გამოიყურება, განსაკუთრებით, ცხელ, მზიან დღეებში… არ დალიოთ! იშვიათი სიმჟავის საზიზღრობაა 🙂 თურქულად შალგამი ჰქვია და თალგამის წვენია (აი იმის, “დედკამ” რომ დათესა და “კოშკა-მიშკის” დახმარებით რომ ამოთხარა როგორაც იქნა).

ყველაზე კარგი დასალევი ფორთოხლის ფრეშია (portakal suyu) – რომელსაც იქვე, თქვენს თვალწინ გამოწურავენ. 2-2,5 ლირა ღირს. სხვა ხილის ფრეშიც ბევრია – ბროწეულის, მანგოს რა ვიცი კიდევ რის აღარ. გირჩევთ, ადგილობრივი მაწონი – აირანიც გასინჯოთ. ღვინოს არ მიეძალოთ, არ გირჩევთ (თუმცა, Villa Doluca (ვილა დოლუჯა)-ს წითელ ღვინოებს არა უშავრს რა), ადგილობრივ არაყს – მითუფრო ნუ მიეძალებით. ლუდი კი დაილევა. გინესამდე ბევრი უკლია, მაგრამ ჩვენ, ყაზბეგნაზიარებ ხალხს, აბა, რას დაგვაკლებს.

კიდევ რა?

ქოფთე (Kofte) – თურქული გუფთა. ლავაშში ახვევენ სხვადასხვა სპეციებით შეზავებულს. ადანა-ქებაბი, ჩვენი თვალი და კუჭი რომ მიჩვეულია, ისეთი ქებაბია. ლავაშით. ცხარეა და გემრიელი. მასთან ერთად ადგილობრივები აირანსაც მიირთმევენ ხოლმე.  ისქანდერ ქებაბი (ალექსანდრე მაკედონელის სახელობის ქაბაბი) ციკნის ხორცისგან მზადდება ცხარე სოუსითა და იოგურტით, დიდი პორციებია – მისწრებაა, თუ ძალიან დამშეული ხართ. 🙂 ჩვენებური მწვადი კი იქაურად შიშ ქებაბია. ფრანგულ კრეპსს კი თურქები გიოზლემეს (Gözleme) უძახიან. ჩვეულებრივ, ყველით, ხორცით, ბოსტნეულითაა…

და, რაღა თქმა უნდა, ტკბილეული: ფახლავა, ფუნთუშები, ნამცხვრები, შოკოლადი… ნაყინი!!! გემრიელი სტამბოლური ნაყინი, იგივე დონდურმა (Dondurma)… დონდურმა ეძახე შენ და უგემრიელესია.

იაპონელი ტურისტი და სტამბოლელი მენაყინე
  • ყველაზე ცნობილ სანაყინედ სტამბოლში Mado მიიჩნევა, რომელიც ისთიქლალზეა და ერთ-ერთი უძველესია ამ ქალაქში. ამბობენ, რომ რეცეპტურა 300 წლისაა და არ შეცვლილა – მადოში ტრადიციებს მიჰყვებიან და დონდურმას მხოლოდ თხის რძისგან ამზადებენ. ასეთ ნაყინს ევროპაში ვერ იგემებთ.

ფახლავა ფახლავად, მაგრამ მე ყველაზე მეტად რახათ-ლუქუმი (რაჰათ ლოქუმი) მიყვარს. სახელიც როგორი აქვს – Rahat – სიამოვნებაა და Lokum კი – ნაჭერი (აქედანაა ქართული ლუკმაც)… გირჩევთ, ეს სიამოვნება მრავალ და მრავალ ლუკმად გასინჯოთ.

თურქული ნუგბარის პოპულარული ქსელია КOSKA. ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. გვერდს ვერ აუვლით. და თქვენ, აქ მოსულნო, წონაში არმომატების იმედები დატოვეთ ყველა! 🙂

  • პატარა ვირეშმაკული რჩევა – თქვენს სასტუმროს სიახლოვეს რომელიმე ტკბილეულის მაღაზია შეათვალიერეთ და გვიან, დაკეტვის პირს ესტუმრეთ – ამ დროს ყველაფერს თუ მთლად გროშკაპიკად არა – დიდი ფასაკლებით კი ყიდიან, იმიტომ რომ თურქები წინა დღიდან შემორჩენილ ტკბილეულს არ კადრულობენ.

ქუჩაში გადარბენით თუ წაიხემსებთ – 5-8 ლირის ამბავია, პერო-კაფეში თურქული დელიკატესი შოკოლადით და თხილეულით, ყავა ან წვენი 30 ლირამდე დაგიჯდებათ. გალათას ხიდქვეშ კაფე-რესტორანში თევზის მენიუთი სადღაც 15-20 ლირაში გამოხვალთ.

“რიტერ სპორტის” შოკოლადის ფილა “მიგროსის” ქსელში 5 ლირა ღირს, მისი თურქული ანალოგი კი (მთელ-მთელი თხილით ერთი-ერთზე რომ ჰგავს “რიტერის” კვადრატულ შოკოლადს), რომელსაც ისთიქლალზე ყიდდნენ პატარა ჯიხურში 3 ლირა ღირდა.

ათასნაირი სუფები და ფლავი თურქეთში ძალიან პოპულარულია, მაგრამ მე არ მიყვარს, ამიტომ ხმას არ ვიღებ. 🙂

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

სტამბოლი და სტამბოლს მიღმა. ნაწილი 1
ტრამვაის ფანჯრიდან დანახული სტამბოლი. ნაწილი 2
ფოტოობიექტივში დანახული სტამბოლი. ნაწილი 3
სტამბოლი შოფინგური. ნაწილი 4
სტამბოლი: მეტი კომფორტი ტურისტს. ნაწილი 6

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

19 thoughts on “სტამბოლი გასტონომიული”

  1. მაგარი ვიდეოა 🙂 თურქი მენაყინეების შოუ 🙂

    კოშკას გარდა, ჰაჯი ბეკირის საკონდიტროა ძალიან ცნობილი. რამდენიმე საუკუნეა უკვე არსებობს ახლა ქსელია აქვთ, მაგრამ ტაკსიმზე ყველაზე ძველ შენობაში არიან და მუზეუმივით არის მოწყობილი. და ისევ იმ ოჯახის საკუთრებაა, ვინც დაარსა.
    აუცილებლად ეწვიეთ! 🙂

    Like

    1. კი… გალათას ხიდთანაც აქვთ მაღაზია. ახალი მეჩეთის გვერდით.
      Koska უფრო იაფია, ისე.
      კარგად ავსებ ჩემს მონათხრობს. +1

      ნიკა
      ძეხვს გავს? 🙂 არა ნამცხვარია. ორი ნაჭერი შოკოლადია თხილეულით და მესამე ფორთოხლის ნამცხვარია თაფლიანი ასევე თხილეულით. უგემრიელესი რამე იყო. 🙂
      და ის ჩხირებზე კიდე მარმელადის პონტში არი კუბიკები – ეგ “ზა სჩოტ ზავედენია” დაამატეს 🙂

      საბანჯის მუზეუმში არის კაფე, რომელიც ტკბილეულითაა ცნობილი. თუ ოდესმე მოხვდი იქეთ, არ გამაზო. 🙂

      Like

  2. მიუხედავად ამდენი ტკბილეულისა, თურქებში ჭარბწონიანობა არაა მაინცდამაინც ხშირი. ჩვენთან მეტია. 🙂

    Like

    1. ჩვენც არ გვაკლია კალორიული საჭმელი მენიუში 🙂

      ისეკი, ტკბილეულს იმხელა მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც ცხოვრების რეჟიმს. ადრე პოსტიც მქონდა ამაზე – ფრანგულ დიეტაზე.
      ერთ-ერთი ყველაზე ტკბილეულის და კალორიების მოყვარული ხალხი, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებმსუქანია მსოფლიოში.

      ერთი საერთო ნიშანი თურქულ და ფრანგულ სამზარეულოს შორის – დიდი რაოდენობით ბოსტნეული და იოგურტი.

      Like

  3. შვარმა რატომ არ არის სიაში? ფრეშები მართლა კარგია და აქაობისგან განსხვავებით მცირე თანხა ჯდება. ფახლავაც კარგი აქვთ.

    Like

    1. კიარის 🙂 დონნერ ქებაბია ეგ თურქებისთვის და ნახსენები მაქვს. მაგას როგორ გამოვტოვებდი.

      თუმცა, მაინც უფრო მეტი იმაზე დავწერე, რაც, შეიძლება, არ იცოდეს ადამიანმა, შაურმა ვინც სტამბოლში სულ არ ყოფილა, იმანაც იცის რა ხილია. 🙂

      Like

  4. სპეციალური შოუა რამე ნაყინით თუ ეგრე ამზადებენ?
    დავგუგლე დონდურმა და ბევრი ამოყარა ეგეთები 🙂 სტამბოლში კი ვარ ნამყოფი, მაგრამ ეგეთი რამე არ მინახავს.

    Like

    1. შოუა 🙂 ხშირად მართავენ ეგეთ შოუს – მითუფრო, როცა ტურისტები არიან და თუ ბავშვი ყიდულობს ან ლამაზი ქალი აუცილებლად წაეხუმრებიან ხოლმე ეგრე 🙂

      Chani
      არ ეკაიფება. შოუა ეგეთი.

      Like

  5. კურაბიეს დავამატებდი მაგ სიას. გემრიელია ვაშლის ჩაისთან.
    კარგი ტურისტული სახელმძღვანელო დაგიწერიათ. 🙂

    Like

    1. რას ამბობ 🙂
      მარტო მუცელზე გასახეთქად წავალ ამ პოსტის მერე 🙂

      ბოდიში არაესთეტიკური გამოხტომიზა, ცოტა არ იყოს, მომშივდა და….

      Like

  6. რამდენი პუნქტი უნდა ჩავინიშნო სტამბულში მომავალი სტუმრობისათვის? 🙂 პირველ რიგში – თხის რძის ნაყინი! აუცილებლად გავსინჯავ.
    პ.ს. დანტეს პერიფრაზი მშვენივრად მოერგო ნუგბარს.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: