სტამბოლი შოფინგური

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

***ნაწილი 4***

ბაზრობები

ვხედავ, რომ ჩემს სტამბოლულ პოსტებს ბევრი ადამიანი კითხულობს, იმასაც ვხედავ, რომ ბევრი კითხვას შუიდან იწყებს 🙂 – მე-3 ნაწილის მკითხველთა რაოდენობა ლამის ორჯერ სჭარბობს პირველისას, ჰოდა საგანგებოდ მათთვის (და ვინც კითხვას აქედან იწყებს, მათთვისაც) უნდა გავიმეორო, რაც უკვე დავწერე: ეს პოსტები ძალიან სუბიექტურია და თუკი ჩემი გემოვნება, ჰოი საკვირველებავ და არ ემთხვევა თქვენსას, გული ნუ მოგივათ. ახლა კი, გავიდეთ საშოფინგოდ.

100_3399სტამბოლის დიდი ბაზრის (Kapalıçarşı/Grand Bazaar) ნახვა ერთხელ მაინც ღირს, მითუფრო, რომ “ძველი ქალაქის” ბეიაზითის უბანშია და შორს წასვლა საჭირო არაა – თუნდაც ქუჩაში სეირნობისას გადააწყდები… ნახვა კი ღირს, მაგრამ რამდენად ღირს ვაჭრობა – ეს უკვე მეორე ამბავია. ინტერნეტ-ვაჭრობისა და ამერიკული მაღაზიების მიერ შემოთავაზებული 70%-იანი ფასდაკლებების ფონზე, სტამბოლის ბაზარში ტანსაცმლის ყიდვა სისულელე მგონია. რაც კარგია – იაფი არ იქნება და რაც იაფია – ან არ ვარგა ან, უბრალოდ, ფეიქია…

ვისაც საკუთარი თავის მოტყუება სურს, გრანდ ბაზარზე კიდევ უკეთესი ადგილიც მეგულება – ლალელისა და აქსარაის უბნები. “ჩელნოკები” ყოფილი სუსურუკუდან სწორედ ამ ადგილებს ეტანებიან. აქ სიიაფეა (სასტუმროების მხრივაც), ბევრი რუსულად მოლაპარაკე თურქი და არათურქია და, საერთოდაც, ძალიან კარგად ნაცნობი “სავოკური” სიტუაციაა. 🙂 და ქუჩებია თავად ბაზრობა. სხვათა შორის, მოვაჭრეთა დიდი ნაწილი აფრიკიდანაა შემოხიზნული. რას არ ნახავთ აქ, რაგინდასულოდაგულო იმ “ბრენდს”, მაგრამ 15 ლარიანი “ლაკოსტი” და “არმანი” ლილოშიც ბევრია. 🙂 თუმცა, თურქეთში მომსახურებაა უკეთესი და ძალიან სწრაფი (მაქდონალდსაც შეშურდება) – მაგალითად, ტიპი გთავაზობს პოლო-რალფ ლორენის პერანგს. შენ ცხვირს იბზუებ – ეგ ბრენდი არ მევასებაო… იქვე, შენს თვალწინ ააცლის ცხენზე შემომხტარი კაცის ლოგოს და არწივს მიაკრავს… – უკვე არმანია. 🙂

  • დოლმაბაჩეს მუზეუმის ბილეთის რიგში ოთხი დაქალი იდგა, მგონი – რუმინელები. ერთს LV-ის ჩანთა ეჭირა, მეორეს – CK-სა, მესამეს MK-ის და მეოთხეს კი – CD-ის… ეტყობოდათ, რომ წინა საღამოს სარფიანად ევაჭრათ აქსარაიში. 🙂 (ყურბან-ბაირამის დღეები იყო და გრანდ ბაზარი – დაკეტილი).

რისი ყიდვაც გრანდ ბაზარში ღირს, ალბათ, ტყავის ნაწარმია, რაც თურქეთში მართლა ძალიან იაფია, მაგრამ სჯობს, მეტროს სადგურ Zeytinburnu-ს მიაშუროთ, იქ ტყავის მწარმოებელთა და მაღაზიების ცვენაა. თუ ანტიკვარიატის და სხვადასხვა ეკზოტიკური რამე-რუმეების მოყვარული ხართ, გრანდ ბაზარში ასევე ნახავთ საკბილოს, მაგრამ მაშინ, სჯობს, ჩუკურჯუმაზე წახვიდეთ, რომელზეც წინა ნაწილში დავწერე.

გრანდ ბაზრის გარდა, შეგიძლიათ, ეწვიოთ სუვენირების, ხალიჩების, კერამიკის და ეგეთი რამეების ბაზარს სიფაჰი ჩარშის (Sipahi Çarşı), რომელსაც ლურჯი მეჩეთის მახლობლად დაუდვია ბინა.

მცოდნე ხალხისგან ვიცი, რომ სტამბოლურ ბაზრებში კარგი იუველირული ნაწარმის და სამკაულის შერჩევაც შეიძლება.

თაქსიმსა და ნიშანთაშიზე მაღაზიების ცვენაა, თან თაქსიმზე თუ ბრენდი და ფეიქი ერთმანეთშია არეული და ერთმანეთს ემეზობლება, ნიშანთანშიზე, მეტწილად, პრემიუმ-ბრენდების ბუტიკებია.

სავაჭრო ცენტრები (მოლები)

არმანიზე გამახსენდა – მოლ ისთინიე პარკში (Istinye Park) ჯორჯო არმანის კაფე მდებარეობს. ნამყოფი არ ვარ, ასე რომ ვერც იმას გეტყვით, რით განსხვავდება არმანის ყავა ნესკაფესგან.  🙂100_3402

სამაგიეროდ, ნამყოფი ვარ ევროპული სტამბოლის სხვა სამ სავაჭრო ცენტრში და გადარბენით კიდევ რამდენიმეში:

Sapphire და Metro City ლავანის უბანშია. პირველის მაღაზიებს უბრალოდ ავურბინე, რომ სტამბოლის ყველაზე მაღალი ცათამბჯენიდან ღამის ქალაქისთვის გადამევლო თვალი, მეორე კი საფუძვლიანად მაქვს შემოვლილი და ჩემი უსაყვარლესი სტამბოლური მოლია. მისი დიდი პლიუსი ისიცაა, რომ პირდაპირ მეტროს სადგურ Levent-იდან ამოდიხარ და მიგნება სულ იოლია და იაფი.

ლავანის მიდამოებში, შიშლის უბანშია Astoria, სადაც შერბენითაც არ ვარ ნამყოფი. ამ მოლს “სტამბოლელ ტყუპებსაც” უწოდებენ, ვინაიდან ასტორიის კომპლექსი გვერდიგვერდ მდგარი ტყუპი კოშკებისგან შედგება. როგორც მითხრეს, ყველაზე ძვირად ფართს სწორედ აქ აქირავებენ. თუმცა, ალბათ, არც Trump Towers Mall ჩამორჩება, რომლის დაგრეხილი ცათამბჯენები იმავე უბანშია.

საშოფინგოდ არ ვიცი და ლავანის Kanyon-ის ნახვა ნამდვილად ღირს – უმაგრესი შიდა არქიტექტურა, ინტერიერი, დიზაინი… ნაზეთ! ნახეთ! ნახეთ! 🙂 მეტროსითი და კანიონი მეზობლად მდებარეობენ – სადაც ერთს ეწვევით, მეორესაც ნუ გამოტოვებთ. სადგურ Levent-იდან გნებავთ ერთში ამოყობთ თავს, გნებავთ – მეორეში.

100_3186ლავანის უბნის სიახლოვეს ცად აზიდულა Akmerkez-ის ლურჯი ფერის სამი კოშკი. ლამაზი კომპლექსია. თვალს მოკრავ თუ არა, მეყსეულ ეფექტს ახდენს, მეტადრე – ღამით.

თავისი “საკუთარი” Şişli-ს მეტროს სადგური აქვს Cevahir-საც (ჯევაჰირ) – ევროპის უდიდეს მოლს. შენობას ჭერში შეკიდული გიგანტური ზომის საათი ამშვენებს. მართლაც უზარმაზარი მოლია და ისე შეიძლება გაგექცეს დღე, რომ – თვალის დახამხამებაში.

ნიშანთაშის რაიონში ფეხით ბოდიალისას გადავაწყდი City’s. შევიჭყიტე ერთი თვალით და ერთი ფეხით და გამოვედი ისევ – მეტი დრო არ მქონდა. მეტრო – Osmanbey.

Forum-ზე უკვე ვწერდი. ბაირამფაშას (Bayrampaşa) უბანშია, საიდანაც ავტობუსები გადის თურქეთის სხვადასხვა მიმართულებით, აქაა სტამბოლის “თურქუაზუ” – აკვარიუმი, რომელიც ფორუმის კომპლექსის ნაწილია (დღესასწაულის დღეებშიც მუშაობს, ასე რომ, ორშაბათს, როცა მუზეუმების დიდი ნაწილი დაკეტილია, შეგიძლიათ, ეწვიოთ… შეგიძლიათ კიარა – გირჩევთ, აუცილებლად ეწვიოთ). მეტროს სადგური – Kartaltepe/Kocatepe.

რომ შევაჯამოთ – საშოფინგოდ მეტროსითის გირჩევთ, მაგრამ საფირი და ჯევაჰირიც სანახავია – ერთი ქალაქის ყველაზე მაღალი ცათამბჯენია, მეორე კი ევროპის უდიდესი მოლი. კანიონი კი, ზემოთაც ვთქვი, არაჩვეულებრივი არქიტექტორული ანსამბლით გამოირჩევა თან, მეტროსითის მეზობლადაა.

აზიურ მხარეს დაიდო ბინა Viaport-მა. ეს სავაჭრო ცენტრი საბიჰა გიოქჩენის აეროპორტთანაა ახლოს და თუ პეგასუსით მიფრინავთ, კარგი საშოფინგო ადგილია. ბოსტანჩის (Bostanci) ნავსაყუდლიდან ვიაპორტის მიმართულებით უფასო ავტობუსებია. ბოსტანჩიში კი IDObus-ის კატერით სულ იოლად მოხვდებით. იშოფინგებთ ვიაპორტში და 100_3184ხელდამშვენებულები მიაშურებთ (ტაქსით) საბიჰა გიოქჩენის აეროპორტს.

ფასებს რაც შეეხება, ყოველთვის მშურდა ადამიანების, თავში რომ კალკულატორი აქვთ და რა, სად, როდის და რა ფასად შეიძინეს – ყველაფერი ახსოვთ. მათ რიგს არ მივეკუთვნები, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი – დასავლური ბრენდები მხოლოდ მაშინაა შედარებით იაფი, თუ თურქეთშია შეკერილი, ყველა დანარჩენი, როგორც ბენდერი იტყოდა – “კაკ ვ ლუჩშიხ დომახ ამერიკი ი ევროპი”. მაგალითისთვის “ლაკოსტის” პოლო, რომლის ფასიც მშვენივრად მახსოვს 🙂 თურქეთში 200 ლირამდე ღირს, აშშ-ში კი 90 დოლარამდე. შიფინგითაც კი ოკეანესგაღმელი ოდნავ, მაგრამ მაინც უფრო იაფია. თან ყურბან-ბაირამი იყო და ბევრი რამ იყო სტამბოლში გასეილებული. ბარემ აქვე დავწერ, რომ საბიჰა გიოქჩენის დიუთიფრიც ძვირია და პაწაწა. იგივე “ლაკოსტის” ЕDT Blue 100 მლ 52 ევრო (!) ღირდა. 😦 Levi’s 501-ის ფასი 145 ლირა იყო, რაც თბილისთან შედარებით – იაფია, მაგრამ ამერიკასთან შედარებით – ძვირი. CK და CK Jeans-ის პიჯაკები 300 და მეტი ლირა ღირდა. მე ორი მაქვს, ორთავე ონალინ შეძენილი: ერთში 100 დოლარზე ოდნავ ნაკლები გადავიხადე და მეორეში – ოდნავ მეტი. სეილზე, მაგრამ, აკი ვამბობ – სეილი იყო სტამბოლშიც.

თურქული პრეტაპორტე

სიაფანდ LV, CK-სა და CD-ს ნამდვილად სჯობს, თუ თურქულ ბრენდებს დააკვირდებით, მითუფრო, რომ თურქეთში ტექსტილისა და ტყავეულის წარმოების დიდი გამოცდილება მოქუჩდა. მსოფლიოს ძალიან ბევრი პრემიუმ ბრენდის პროდუქცია იკერება თურქეთში და საკუთრივ თურქული ბრენდების ექსპანსია ევროპის ბაზარზე თვალშისაცემია. თუნდაც, ის რად ღირს, რომ ჩვენთვისაც კარგად ნაცნობი Koton-ის 2012 წლის სახე “თვით” ალესანდრა ამბროზიო ❤ გახდა. სხვა ჩვენს ნაცნობებზე, როგორიცაა Colin’s, Mavi, LTB, Xint, LC Waikiki… არ შევჩერდები (თუმცა, თუ თბილისი მოლმა ტემპი არ დააგდო, მალე უცნობებიც კარგად ნაცნობები გახდებიან. :)) აგერ, როგორც გავიგე, Adil Isık-ის (იგივე  adL) მაღაზიაც გახსნილა. სხვათა შორის, ამერიკულად რომ ჟღერს Polo Garage-იც და იტალიურად რომ ჟღერს Giovane Gentile-ცა და Collezione-ც თურქული ბრენდებია. თუ არ იცოდით – ახლა გეცოდინებათ. მათი მაღაზიებიცაა თბილისში და დროს არ დავკარგავ.

დავიწყებ Sen Deri-თი. ტყავეულის ცნობილი მწარმოებელია. ხარისხი – უმაღლესი, ფასებიც – შესაბამისი. 🙂 თუმცა აქვთ, როგორც აფერ, ასე მიდლ-კლასის კოლექციებიც. პრემიუმ კოლექციაში მხოლოდ ახალზელანდიურ და ავსტრალიურ ცხვრის ტყავს იყენებენ. საკუთარი ბრენდის ქვეშ წარმოების გარდა, რამდენიმე ევროპული ბრენდისთვისაც კერავენ.

VAKKO, Damat, Bisse და Beymen – პრემიუმ-კლასის თურქული ბრენდებია, რომელიც ორიენტირებულია მამაკაცის ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოებაზე. პირველი სამი, მეტწილად, კლასიკურ სტილს აწვება და მეოთხეს კარგი სპორტული კოლექციებიც აქვს. მოკლედ, Brooks Brothers-ის, CK, Tommy Hilfiger-ის და ა.შ. თურქული ანალოგებია. ხარისხი და ფასებიც – შესაბამისი. ამათგან ყველაზე მაღლა თამასა, ალბათ, მაინც VAKKO-ს უჭირავს. 30-იანებშია დაფუძნებული და, მგონი, უძველესი… ან ერთ-ერთი უძველესი თურქული ტანსაცმლის ბრენდია. სხვადასხვა დროს მისთვის კოლექციები რამდენიმე მსოფლიო სახელის დიზაინერს შეუქმნია.

  • VAKKO ქალის ტანსაცმელსაც აწარმოებს. ეგ კი არა – თავისი ლოგოთი დამშვენებული შოკოლადიც აქვს. 🙂 თუ რამეს შეიძენთ – გაგიმასპინძლდებიან. 🙂

არ მახსოვს, არის თუ არა თბილისში Ramsey? მგონი, არ არის და მალე იქნება. ესეც ძვირი ბრენდია და სადღაც ზედა-საშუალო სეგმენტში პოზიციონირებს. ინგლისურ საფეხბურთო კლუბ Liverpool-ის წევრებს უკერავს კოსტიუმებს (სწორედ იმას, დინამომ რომ კუდით ქვა ასროლინა ერთ დროს). ბრენდის მფლობელია Gurmen Group, რომელიც სხვა ევროპული ტანსაცმლის კომპანიის შეკვეთებსაც ასრულებს. Ramsey ინგლისში დაფუძნდა, მაგრამ დღეს 100% თურქულია.

100_3400Sarar – მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელია. ხარისხი – მაღალია, ფასები – უფრო საშუალოსკენ. მე ბაირამულ სეილებზე მოვხვდი. 50%-მდე იყო ბევრი რამ გასეილებული.

Crispino – მამაკაცის ბრენდი, რომელსაც გაჭენებული ცხენი აქვს ლოგოდ და ფასებიც გაჭენებულია. 🙂 მაგრამ 70%-იანი სეილი იყო მაგათ შიშლის ბუტიკში. კარგი ხარისხის საქონელი აქვთ. უფრო კლასიკური სტილი უჭირავთ. ლოგოდან გამომდინარე, მეტი ხალისი არ აწყენდათ. მაგრამ ცუდი არაა.

NetWork – ესეც Crispino-ს მსგავსია, მაგრამ იოლად მისაგნებია – ყველა სავაჭრო ცენტრში აქვს მაღაზია. კარგი ხარისხი და საშუალო ფასები. იაფი ნამდვილად არაა, მაგრამ რამის შერჩევა შეიძლება. ქალის და მამაკაცის კოლექციები აქვთ.

Kigili – მამაკაცის ბრენდია თავისი ისტორიით – ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დაარსდა. ძალიან პოპულარულია, რამდენადაც ფასები აქვს ზომიერი. იაფისკენ გადახრილიც კი (ოღონდ – არა ძალიან იაფი) და ხარისხიც კარგია. თუ VAKKO “ძმები ბრუქსებია”, Кigili-ს Jos. A. Bank-ს შევადარებდი. რეკომენდაციას ვუწევ, ყურადღება მიაქციოთ.

DeFacto – ქეჟუალ (საყოველდღეო), სპორტულ და ახალგაზრდულ ტანსაცმელს აწარმოებს. დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ვერ მოახდინა, მაგრამ ვიქთორია ბექჰემს მოსწონსო, ამბობენ. 🙂 ძალიან იაფია. ეჭვი მაქვს, დადგება ის ბედნიერი დღე, თბილისში რომ შემოიყვანენ. 🙂

YKL – მაღაზიების ქსელია. ყველა სავაჭრო ცენტრშია. იაფი პროდუქციაა თავზე საყრელი, მაგრამ ძირითადად – ნაგავია. იმჰო.

Cabani – ფეხსაცმლის მწარმოებელია. მათი მაღაზია ბეაზითის მოედანზე იყო და ყოველ დილით ავუვლიდი და ყოველ ღამე ჩავუვლიდი ხოლმე. შიგნითაც შევიხედე. ცუდი არაა. მაღალი ხარისხის ტყავით კერავენ, რბილია. მიახლოებით Kenneth Cole-ის ნახევარი ფასებია, მომეჩვენა, რომ ხარისხთან შედარებით ძვირს ვერ ვიტყვით. ოღონდ ეგაა – ზედმეტად აჟურული იყო. 🙂

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

სტამბოლი და სტამბოლს მიღმა. ნაწილი 1
ტრამვაის ფანჯრიდან დანახული სტამბოლი. ნაწილი 2
ფოტოობიექტივში დანახული სტამბოლი. ნაწილი 3
სტამბოლი გასტონომიული. ნაწილი 5

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

19 thoughts on “სტამბოლი შოფინგური”

  1. ისტინიეპარკიც ძალიან ლამაზი არქიტექტურაა და აიმაქსი. მაგრამ იაფი შოფინგ-ცენტრი არაა.

    ფასებს რაც შეეხება, ზეიტინბურნის ოლივიუმია მგონი უფრო იაფი სავაჭრო ცენტრი თნ დიდი აუთლეტი აქვთ. ვიაპორტიც იაფიანია შედარებით.
    თურქეთში სადღესასწაულო ფასდაკლებები დიდი არაა ხოლმე. ევროპაში როგორცაა შობაზე ვთქვათ, თურქებმა ბაირამზე ასე მასიური ფასდაკლებები არ იციან. ახალ წელს არის ხოლმე ფასდაკლება თან ტურისტებსაც ელოდებიან ხოლმე მაგ დროს, მაგრამ დიდი ფასდაკლებები მაინც არაა. თან აწერია 50% – შეხვალ შიგნით და 10-დან ერთი ნივთია გასეილებული. 🙂

    ყველაზე კარგი შოფინგი სტამბულში არის შოფინგფესტზე, გაზაფხულზე. მაგ დროს უფასო ავტობუსებია შოფინგ ცენტრებისკენ და ფასდაკლებებიც დიდია მაგრამ ხალხიც ძალიან ბევრია მაგ დროს.

    Like

  2. კაი პოსტია. გეთანხმები იმაში, რომ თურქეთში თუ მიდიხარ უნდა იყიდო ტყავი, ტყავი და კიდევ ერთხელ ტყავი, კიდევ ბეწვეული, ძალიან მაღალი ხარისხის ბეწვეულს ყიდიან ადგილობრივი ბრენდები, კარგად აქვთ ათვისებული ბეწვის მაღალტექნოლოგიური დამუშავების მეთოდები და ფასებიც საკმაოდ მისაღებია, როგორც წესი. ახლა დოლჩე გაბანებს და არმანებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა რომ მსგავსს იქ არ უნდა გაეკარო, თითქმის ყველა ფეიქია, აზრი არ აქვს, თვითონ თურქული ბრენდებია იმდენად კარგი, რომ ნუ თუ ძალიან სნობი არ ხარ და მაინცდამაინც მწვანე ნიანგის მოღერება არ გინდა მკერდზე, უნდა იყიდო თურქული, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, რომელიც საკმაოდ ნორმალური ხარისხისაა და ფასებიც ძალიან მისაღებია. ისე თურქულ ბრენდებს მე Fabrica-საც დავუმატებდი, საკმაოდ კაი პროდუქცია აქვთ ხოლმე.

    Like

    1. მწვანე ნიანგი ჩემი სისუსტეა 🙂

      კი ბევრია კიდევ. ფაბრიკა, მუდო. 🙂 მთავარია, ადამიანი დაკვალიანდეს, რა მიმართულებით იაროს და მიაგნებს სათავისოს.

      კიკი
      არ ვარ ნამყოფი. ლამაზი არქიტექტურული კომპლექსია როგორც ვიცი, მაგრამ ავცდი.
      არა უშავრს, სამომავლოდ იყოს. 🙂 არმანის ყავასაც დავაგემოვნებ.

      Like

    2. მაინტერესებს “მინდა ვიყო ბრენდი” ტანსაცმელი სადშეიძლება რომ შევიძინო სტამბულში?

      Like

  3. სასარგებლო ინფორმაციაა, მაგრამ ძაან ბევრი გიწერია მამაკაცების ბრენდებზე და ძალიან ცოტა – ქალებისაზე. 😦

    Like

    1. მამაკაცების ბრენდებზე

      ჩემი ბლოგის სპეციფიკა ასეთია. 🙂

      ძალიან ცოტა – ქალებისაზე

      რომ ჩახვალ – ადგილზე გაერკვევი. 🙂

      Like

  4. ტიპი გთავაზობს პოლო-რალფ ლორენის პერანგს. შენ ცხვირს იბზუებ – ეგ ბრენდი არ მევასებაო… იქვე, შენს თვალწინ ააცლის ცხენზე შემომხტარი კაცის ლოგოს და არწივს მიაკრავს და – უკვე არმანია- ვაიმე რამდენი ვიცინე, გადავყირავდი)))

    Like

  5. ე.ი. სახელები ქვიათ ამ მაღაზიებს, საჭმელებს, ქუჩებს, დამღალა. პ.ს. მე რაღაც სპეციალურ უბანში ვარ ნამყოფი, პატარ-პატარა ბუტიკებია და იქ ვიშოფინგე, მახსოვს ბევრი კარგი მაღაზია იყო და ამ ადგილებში არ ვყოფილვარ.

    პ.ს. თბილისის მოლი სულ მაქედანაა გატენილი ხო(( იმიტომაა რომ დავდივარ, დავდივარ თავბრუ მეხვევა წრეზე სიარულისგან და მაინც ვერაფერს ვყიდულობ :დ

    Like

  6. ამ ცენტრებიდან მხოლოდ ჯევაჰირში ვარ ნამყოფი. თუმცა 2 თვის წინ ვიზიტისას აღმოვაჩინე, რომ ყველა მეტ-ნაკლებად ფასეული ბრენდი (ლუქს-ბრენდებს არ ვგულისხმობ) საქართველოშიცაა უკვე წარმოდგენილი. მადლობა თბილისი მოლს და პეკინზე წარმოდგენილ ბრიტანულ ბრენდებს, – შოპინგი თბილისშიც ხელმისაწვდომი გახდა.

    Like

  7. თქვენის ნებართვით, ამ ჩამონათვალში “სანელებლების ბაზარს” (spice bazaar) დავამატებდი. ცხარე, მადისაღმძვრელი, პიკანტური სანელებლების გარდა აქ ჩაის და ტკბილეულის ფართო არჩევანია. რომ არაფერი ვთქვათ ჩილიმის არომატებსა და ნახშირებზე, რომლებიც გრანდ ბაზარშიც უხვად არიან წარმოდგენილი

    Like

    1. ეგვიპტური ბაზარი… არ ვყოფილვარ. არადა ჰო, საინტერესოა ყველა ამბობს.
      გრანდ ბაზარშიც ერთხელ ვარ სულ ნამყოფი.

      Like

      1. გრანდბაზარს ჰგავს, ცოტათი მოკრძალებულია (მასშტაბით და მოხატულობით). გრანდ ბაზარში ერთზე მეტად არც უნდა შეხვიდე – სანახაობად საკმარისია, საყიდლებზე კი პოსტშიც გიწერია 🙂
        სანელებლების ბაზარს რაც შეეხება, ძვირფას შენაძენად ზაფრანა წამოვიღე – სანელებელი, რომელსაც საქართველოში არასწორად თვლიან ყვითელ ყვავილად, რეალურად კი ძვირადღირებული სუნელია. ეს ისე, პატარა ლირიული გადახვევა 🙂

        Like


  8. https://polldaddy.com/js/rating/rating.jsძალიან მომეწონა თქვენი პოსტები, მეც მესამედან დავიწყე და მერე გადავწყვიტე თავიდან ბოლომდე გადაკითხვა 🙂 მადლობა, ძალიან კარგი რჩევებია და ძალიან კარგად დაწერილი.

    Liked by 1 person

    1. სამწუხაროდ ბოლო ნაწილში რაც წერია, ერდოღანის ხელში სულ უფრო ფუჭდება.
      თუმცა, არქიტექტურა, შოფინგი და ტკბილეული ადგილზეა 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: