შფოთიანი 90-იანები

90-იანები ყველას კარგად კიარადა ცუდად გვახსოვს. თავიდან, თითქოს, ყველაფერი მშვენივრად დაიწყო – “პერესტროიკა”, ცენზურის გაუქმება, პოლიტპატიმრების ციხეებიდან გამოშვება… იყო 9 აპრილის ტრაგედია, მაგრამ იყო სსრკ-ს დაშლაც… მერე კი – შინაომი, გადატრიალება-გადმოტრიალება, დამწვარი და ჩაბნელებული თბილისი…

სანამ ჩვენ ასეთ ამბებში ვიყავით, ხალხი ფილმებს იღებდა.

Goodfellas90-იანების კინოდასაწყისი განგსტერული იყო – 1990 წელს მართინ სქორსეზემ გადაიღო “კარგი ბიჭები” (Goodfellas) – რობერთ დე ნირო, ჯო ფეში და რეი ლიოთა.

ამავე წელს უორენ ბეითიმ ეკრანზე გადაიტანა კომიქსი “დიქ თრეისი” (Dick Tracy) – და ჰოლივუდის უდიდეს ვარსკვლავებს მოუყარა თავი – ალ ფაჩინოს, დასთინ ჰოფმანს, ქეითი ბეითსს. ფილმში, ცხადია, თავადაც თამაშობს და ამ ყველას ფონზე სრულიადაც არ იკარგება მადონა, მაგრამ განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მაინც მხატვრის ნამუშევარი იწვევს. რეჟისორმა ქრის ქალამბუსმა კი საუკეთესო საშობაო კომედია გადაიღო –  “მარტო სახლში” (Home Alone) დარჩენილი მაქალეი ქალქინი ჯო ფეშისა და დენიელ სთერნის წინააღმდეგ.

1991 წელი და რთული არჩევანი… უპირატესობას მაინც ჯონათან დემის “კრავთა დუმილს” (The Silence of the Lambs) მივანიჭებ – ენთონი ჰოფქინსისა და ჯოდი ფოსთერის ბრწყინვალე დუეტის (და დუელის) გამო, თუმცა, ამ წელს ვიხილეთ ასევე ჯეიმს ქემერონის ტექნიკური თვალსაზრისით უზადოდ შესრულებული და განსაცვიფრებელი სპეცეფექტებით გაჯერებული “ტერმინატორი –2: განკითხვის დღე” (Terminator 2: Judgment Day) და უილიამ გრეჰემის დიდი ვერაფერი ფილმი “ცისფერ ლაგუნაში დაბრუნება” (Return to the Blue Lagoon). დიდი ვერაფერიო დავწერე, მაგრამ ეს მილა იოვოვიჩის, შეიძლება ითქვას, კინოდებიუტია და თუკი ფიქრობთ, რომ უმნიშვნელო ამბავია, შეგიძლიათ ამ პოსტის კითხვას თავი ანებოთ.

1992 წელს ეკრანებზე გამოვიდა პაულ ვერჰუვენის “ძირითადი ინსტიქტი” (Basic Instict) და შერონ სთოუნმა ყველას დაუმტკიცა, რომ ფეხიფეხგადადებულმაც შეიძლება დიდ წარამტებას მიაღწიო. თუმცა, ადრეც დავწერე – ფეხებსაც გააჩნია-მეთქი. 🙂

Vodpod videos no longer available.

ამ წელსაა გადაღებული რობ რაინერის “რამდენიმე კარგი კაცი” (A Few Good Men) თომ ქრუზით, დემი მურითა და შეუდარებელი ჯექ ნიქოლსონით მთავარ როლებში, ფრენსის ფორდ ქოფოლამ კი “ბრემ სთოუქერის დრაკულას” (Bram Stoker’s Dracula) კიდევ ერთი და სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა გერი ოლდმანის, ენთონი ჰოფქინსის, უინონა რაიდერისა და ქეიანუ რივზის მონაწილეობით.

1993 წელს სთივენ სფილბერგმა დინოზავრები გააცოცხლა ფილმში “იურიული პერიოდის პარკი” (Jurassic Park). მთავარ როლებს ასრულებენ სემ ნილი, ჯეფ გოლდბლუმი, რიჩარდ ათენბორო და ფილმში სემიუელ ლ. ჯექსონიც მონაწილეობს.

ამავე წელს ენდრიუ დევისმა “ლტოლვილი” (The Fugitive) გადაიღო, სადაც თომი ლი ჯონსი ციხიდან გაქცეული ჰარისონ ფორდის შეპყრობას ცდილობს, რენი ჰარლინის “მთასვლელში” (Cliffhanger) კი მაფიოზები და FBI-ს კორუმპირებული აგენტები ჯონ ლითგოუს მეთაურობით სილვესთერ სთალონეს დასდევენ დათოვლილ ჭიუხებზე.

The-Mask1994 წლის ფილმებიდან არც ერთი მომწონებია ისე, როგორც ჩაქ რასელის კომედია “ნიღაბი” (The Mask) – შეუდარებელი ჯიმ ქერი, მშვენიერი ქემერონ დიასი, გენიალური ჯექ-რასელ-ტერიერის ჯიშის ძაღლი, სახელად მაქსი, შესანიშნავი მუსიკა და განსაცვიფრებელი სპეცეფექტები.

ამ წლის აღსანიშნ ფილმებს შორისაა ქვენთინ თარანთინოს “მაკულატურა” (Pulp Fiction), თუნდაც სემიუელ ლ. ჯექსონისა და ჯონ თრავოლთას შესანიშნავი თამაშის გამო, თუმცა არც ბრიუს უილისი, თიმ როთი, ქრისთოფერ უოქენი, ჰარვეი ქეითელი და მშვენიერი უმა თურმანი უნდა დაგვავიწყდეს და ოლივერ სთოუნის უდავოდ გამორჩეული “მკვლელებად დაბადებულნი” (Natural Born Killers) ვუდი ჰარელსონის, ჯულიეთ ლუისის და რობერთ დაუნი უმცროსის მონაწილეობით.

1995 წელს თერი გილიამმა გადაიღო “12 მაიმუნი” (12 Monkeys) – არანორმალურად მაგარი ფანტასტიკა ბრიუს უილისით, ბრედ ფითითა და მედლინ სთოუთი.

მართინ სქორსეზემ კარგ ბიჭებს, რობერთ დე ნიროსა და ჯო ფეშის ცუდი გოგო შერონ სთოუნიც მიუმატა და გამოვიდა “კაზინო” (Casino), Pixar-მა და Walt Disney Animation Studios-მა კი დაასრულეს მუშაობა ანიმაციაზე “სათამაშოების ისტორია” (Toy Story) – ეს მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი იყო, ჯონ ლასეთერმა გადაიღო და სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ანიმაციისა და სინემატოგრაფის ისტორიაში (ანიმაციაზე ცალკე პოსტიც მაქვს დაწერილი). პერსონაჟები გაახმოვანა ჰოლივუდურმა ანსამბლმა თომ ჰენქსისა და თიმ ალენის თამადობით.

1996 წელს უილ სმითმა უცხოპლანეტელებს კუდით ქვა ასროლინა ფილმში “დამოუკიდებლობის დღე” (Independence Day) ამ კეთილშობილ საქმეში მას ჯეფ გოლდბლუმი და ბილ ფულმენი დაეხმარნენ.

თომ ქრუზმა, ამასობაში, წარმატებით გაართვა თავი “შეუსრულებელ მისიას” (Mission: Impossible) მელ გიბსონმა კი გამტაცებლებისგან შვილი გამოიხსნა ფილმში “გამოსასყიდი” (Ransom). “მისია” ბრაიან დე ფალმას გადაღებულია და ქრუზთან ერთად იქ ჯონ ვოითი, ჟან რენო, ქრისთინ სქოთ თომასი და მშვენიერი ემანუელ ბეარი მონაწილეობენ. განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია ლალო შიფრინის მუსიკა. “გამოსასყიდი” რონ ჰოუარდმა გადაიღო. გიბსონი ნამდვილად ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ გამორჩეულია გერი სინისი. ფილმში რენე რუსოსაც იხილავთ.

The-Fifth-Element1997 წელს სამყაროს გადარჩენის მისია უილ სმითისგან ბრუისს უილისმა და მილა იოვოვიჩმა გადაიბარეს. ლიუკ ბესონის შესანიშნავ კინოფანტასტიკაში “მეხუთე ელემენტი” (The Fifth Element) მათ ხელს უშლის გერი ოლდმენი და ყველგან ფეხებში ედებათ ქრის თაქერი, ერიკ სერას მუსიკა კი  უბრალოდ შეუდარებელია.

ამავე წელს ბარი ზონენფელდმა გადაიღო ფანტასტიკური კინოკომედია “მამაკაცები შავებში” (Men in Black), სადაც უილ სმითისა და თომი ლი ჯონსის შესანიშნავი დუეტი შედგა, ვოლფგანგ პეტერსენმა კი (ან, როგორც ჰოლივუდი უწოდებს – ფეთერსენმა) ლევან უჩანეიშვილს ჰარისონ ფორდის თმები გააწეწინა ფილმში “პრეზიდენტის თვითმფრინავი” (Air Force One). გერი ოლდმენიც, როგორც ყოველთვის, შესანიშნავად თამაშობს.

1998-ში, თითქოს, ბევრი გახმაურებული ფილმი გამოვიდა ეკრანებზე, მაგრამ ჩემი მოსაწონი – ცოტა. წელი  ძმებმა ქოენებმა იხსნეს მათებურ საფირმო სტილში გადაღებული კომედიით “დიდი ლებოვსკი” (The Big Lebowski) ჯეფ ბრიჯესით მთავარ როლში. როგორც ყოველთვის, სთივ ბუშემისა და ჯონ თურთუროს თამაშიც ერთ რამედა ღირს.

ამ წელს ეკრანებზე გამოვიდა სთივენ ნორინგთონის “ბლეიდი” (Blade) უესლი სნაიფსის, სთივენ დორფისა და ქრის ქრისთოფერსონის მონაწილეობით, ენდრიუ დევისის “იდეალურ მკვლელობაში” (A Perfect Murder) კი მაიქლ დაგლასმა ვიგო მორტენსენის ხელით გუინეთ ფელთროუს მოკვლა განიზრახა, მისდა სამწუხაროდ, დეივიდ სუშეს ეს ამბავი არ გამოპარვია – ბოლო-ბოლო პუარო აქვს კაცს ნათამაშები.

და კინო-90-იანები დასრულდა ისე, რომ უკეთესს ვერ ინატრებ – 1999 წელს ძმებმა Matrixვაჩოვსკებმა გადაიღეს “მატრიცა” (The Matrix) გენიალური კიბერ-პანკი, ბრწყინვალე სცენარითა (ეგეც ვაჩოვსკების დაწერილია) და შესანიშნავი სპეცეფექტებით. ნოკიას ტელეფონებით შეაიარღებული ქეიანუ რივზი, ლოურენს ფიშბორნი, ქერი-ენნ მოსი, ჯო ფანთოლიანო შეუდარებელი ჰიუგო უივინგის – აგენტ სმითის წინააღმდეგ.

ამ წლის ფილმებიდან აღსანიშნავია ჯორჯ ლუქასის “ვარსკვლავური ომები ეპიზოდი I: მოჩვენებითი მუქარა” (Star Wars Episode I: The Phantom Menace) – აქ იმდენი ცნობილი მსახიობია, არ ჩამოვთვლი, თან ვარსკვლავური ომების ყველა ფილმზე ცალ-ცალკე პოსტიც მაქვს დაწერილი და სთენლი ქუბრიქის “ფართოდ დახუჭული თვალები” (Eyes Wide Shut), სადაც მთავარ როლებს თომ ქრუზი და ნიქოლ ქიდმანი ასრულებენ და ფილმის მუსიკა კი ცალკე აღსანიშნია – ის ჯოსლინ ფუქს ეკუთვნის (და კიდევ მეუბნებიან, გვარ-სახელებს როგორც ორიგინალში გამოითქმის, ისე რატომ წერო – აბა, პუკი უნდა ვუწოდო მანდილოსანს???) 🙂

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ქრონოლოგია:

შორეული 60-იანები

გამორჩეული 70-იანები

ოჰ, ეს 80-იანები

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

20 thoughts on “შფოთიანი 90-იანები”

    1. დრაფტებში ეგრე მქონდა დაგროვილი და მასე გამოვიდა 🙂 ახალი არ დამიწერია კაი ხანია არაფერი და ახლა დრაფტებიც დავაცარიელე. 🙂

      ვიდეოს არ აჩვენებს.

      აჩვენებს, მაგრამ დარეგისტრირებული უნდა იყო – ვიდეოს ასაკობრივი შეზღუდვა აქვს. 🙂

      Like

  1. მართლაც შთამბეჭდავი სიაა. რაღაცა კადრებად გაირბინა ამ ფილმებმა 🙂 ჩემი ფავორიტი შფოთიანი ფილმი უდავოდ “კაზინო”! უმაგრესი ფილმი. რეჟისორი უბრალოდ გენიალური, მსახიობები ყველა დროის საუკეთესონი, მოკლედ, ყველა დროის საუკეთასო ფილმი ქვია ამას. “ნიღაბი” და “მეხუთე ელმეენტი” ვინმეს არ უყვარს ნეტავ? 🙂 “ფართოდ დახუჭული თვალები” ერთ-ერთი ყველაზე უნიჭო ფილმია, რაც კი მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ კრუზიც და კიდმანიც ძალიან მომწონს, ოღონდ ცალ-ცალკე 😉 მე ვფიქრობ საშინელმა სცენარმა ყველაფერი გააფუჭა.
    სასიამოვნო პოსტი იყო..

    Like

    1. დე ფალმა საუკეთესო მაფიოზურ ფილმებს იღებს – კაზინო, კარგი ბიჭები და ხელშეუხებელნი – განგსტერულ-მაფიური შედევრებია (“ნათლიის” შემდეგ რასაკვირველია).

      Like

  2. 90-აინებში თითქოს ერთფეროვანი გამოგივიდა. წინა პოსტები ვნახე და წინა წლებში უფრო მეტი ჟანრები გქონდა.

    მარტო სახლში მეც ძალიან მიყვარს. 🙂

    Like

    1. ჟანრებად არ ვარჩევ 🙂 უბრალოდ იმ ფილმებს ვიხსენებ, რაც მიყვარს.
      ჟანრი ყველანაირი შეიძლება შემხვდეს. აგე ცისფერი ლაგუნა რომანტიკული მაიმუნობაა ეგეთი ფილმები არ მიყვარს, მაგრამ მოხვდა სიაში 🙂

      Like

  3. ეს ყოლიფერი კი კარგი მაგრამააა… კარლიტოს გზა? ნათლიმამა III ? მაიქლ მანის The Heat? (ეს საერთოდ შედევრია კრიმ-ჟანრის) შინდლერის სია? ფარგო? შოუშენკი? მაგნოლია? American History X? Fight Club? რიგითი რაიანი? Glengarry Glen Ross? Green Mile? მამაცი გული ? ამერიკული სილამაზე? კაიზერ სუზე და Usual Suspects?…. არც ინგლისელი პაციენტი და არც უილ ჰანტინგი ? 😦 Miller’s Crossing? და კიდევ კაციშვილს რომ არ ექნება ნანახი ძალიან უცნაური ფილმი Happiness (ლარა ფლინ ბოილი!) … არც თვინ ფიქსი? 😦 😦 😦 რიავიცი. იმედია გაგრძელებას არ აპირებდი და მე წინასწარ არ ჩამოვთვალე ყველაფერი 😀 😀

    Like

    1. მაქედან – შინდლერი, ფარგო, კარლიტო და პაპანაქება – კარგი ფილმებია ძაან, მაგრამ რეზინის ხომ არაა პოსტი 🙂 და ბუნებრივად სუბიექტურობა სძალამს – მაგალითად ლარა ფლინ ბოილი შენ მოგწონს, მე კი – რენე რუსო. 🙂 ან ფორდი და ჯონსის დუეტი. 🙂

      ნათლია კი ჩემი საყვარელი ფილმია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მესამე ნაწილი.

      Like

  4. აქ ჩამოთვლილი ფილმებიდან ბევრი მეც ძალიან მიყვარს და კიდევ ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო ამ სიაში რომ ვერ მოხვდა მე კი ძალიან მიყვარს. გემოვნება ყველას განსხვავებული გვაქვს. 🙂

    Like

  5. კარგი ფილმებია! უმრავლესობა ნანახი მაქვს რამდნიმეს გამოკლებით. თუმცა ამდენ კარგ ფილმში მაინც გამორჩეულად მომწონს “მარტო სახლში”, “იურული პარკი” და “ნიღაბი”.

    Like

  6. კარგი პოსტია, მაგრამ სადაა ტიტანიკი, რომელმაც 11 ოსკარი მიიღო, LA Confidential, ფორესტ გამპი, შინდლერი, მწვანე ბილიკი, მამაცი გული, Usual Suspects, American Beauty და ა.შ. : )

    მერე რა, რომ არ გევასება, სადაც The Mask-ზე ლაპარაკობ, იქ ესენი უნდა ახსენო მაინ 😀

    Like

  7. შემთხვევით გადავიკითხე ეს პოსტი და შენი კინოპოსტებიდან ყველაზე ცუდია :))

    ტერმინატორი-2 მეტ სითბოს ისმახურებდა :დ ფორესტ გამპი, შოუშემკი და შენდლერიც აუცილებელია, მაგრამ ტიტანიკი აუცილებლად უნდა გეხსენებინა მატრიცასთან ერთად. მაგ 2-მა ფილმმა შეცვალა კინოინდუსტრია (რა გამოვიდა აქედან ეს სხვა საქმეა :დ )

    Like

      1. არ მიყვარს, მაგრამ გადატრიალება მოახდინა კინოში. ეგ უდავოა.

        პ.ს. “პოსლეზე” უნდა ჩაგესვა :დ

        Like

  8. ხო, და დავამატებ heat ნაღდად მაგ ჟანრის საუკეთესო ფილმია. უმაგრესი მსახიობები, ნუ აი სასწაული სროლის სცენები (ბრაიან დე პალმას რომ ენახა კაი იქნებოდა) და დაძაბული სიუჟეთი. რატომღაც მეგონა, რომ შენ ძალიან მოგეწონებოდა ეგ კინო

    პ.ს. პანაექბას ნუ ეძახი რა. ქართულად ქვია “სხვატკა” :დ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: