ჩაქ ნორისის აპოკრიფული ბიოგრაფია

norris-coverგთავაზობთ ნაწყვეტებს ჩაქ ნორისის აპოკრიფული ბიოგრაფიიდან. ვინაიდან ბიოგრაფია აპოკრიფულია, ჩაქ ნორისი ამ ფაქტებს არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ერთხელ ოზი ოსბორნი და ჩაქ ნორისი დანიძლავდნენ – ოზი ოსბორნმა ღამურას მოაჭამა თავი. ჩაქ ნორისმა თავი მოაჭამა ბეთმენს.

ჩაქ ნორისი ერთი კურდღლით ორ მონადირეს კლავს.

თუკი თქვენ 5 დოლარი გაქვთ და ჩაქ ნორისსაც 5 დოლარი აქვს – ჩაქ ნორისის 5 დოლარი თქვენსაზე მეტია.

ჩაქ ნორისს საკუთარი სახლი არ აქვს. ჩაქ ნორისი უბრალოდ შედის პირველსავე სახლში და ვინც იქ დახვდება, ყველას ფანჯრებიდან ყრის.

თეთრი დათვიც ბურა იყო, სანამ ჩაქ ნორისს გადაეყრებოდა.

ყველამ იცის, რომ ნეილ არმსთრონგმა პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის იქ ჩაქ ნორისმა ააგდო.

როდესაც აფთიაქში პრეზერვატივები თავდება, ჩაქ ნორისი პრეზერვატივის ნაცვლად ჩხრიალა გველს წამოიცვამს ხოლმე.

ჩაქ ნორისი თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე ხტება – სწორედ ასე გაჩნდა დიდი კანიონი.

ჩაქ ნორისს საათი არ აქვს. ჩაქ ნორისი თავად წყვეტს, რომელი საათია.

ერთადერთი, ვინც “გუგლში” არ იძებნება, ჩაქ ნორისია, ვინაიდან “გუგლმა” იცის – თუ ჩაქ ნორისს მოძებნი, შემდეგ ჩაქ ნორისიც მოგძებნის.

მარსზე სიცოცხლე მას შემდეგ აღარ არის, რაც იქ ჩაქ ნორისმა იმოგზაურა.

ჩაქ ნორისი გადამწვარ ნათურას არ ცვლის – ჩაქ ნორისი სიბნელეშიც კარგად ხედავს.

სუპერმენს ჩაქ ნორისის პიჟამოში სძინავს.

ყველა ისწრაფვის იდეალისკენ. იდეალი ჩაქ ნორისისკენ ისწრაფვის.

ჩაქ ნორისის ფეხით დარტყმას ისევ ჩაქ ნორისი თუ დაბლოკავს – მეორე ფეხით.

ჩაქ ნორისი არ ბერდება – ჩაქ ნორისი შემდეგ დონეზე გადადის.

yahoo@chucknorris.com

ჩაქ ნორისს ნოლზე გაყოფა შეუძლია. პასუხი – ჩაქ ნორისია.

ფრედი ქრიუგერს ღამეულ კოშმარებში ჩაქ ნორისი ესიზმრება.

ერთხელ ჩაქ ნორისი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს – მანქანამ ყველაფერი აღიარა.

როდესაც ალექსანდერ ბელმა ტელეფონი გამოიგონა, მას ჩაქ ნორისისგან სამი მისთქოლი დახვდა.

ერთადერთი, რაც ჩაქ ნორისმა არ იცის – ცურვაა, ვინაიდან, როდესაც ჩაქ ნორისი წყალში შედის, წყალი გზას უთმობს.

ჩაქ ნორისის ბუტერბროდი იატაკზე კარაქით აღმა ეცემა.

როდესაც ჩაქ ნორისი კედელს ეთამაშება ჩოგბურთს, კედელი აგებს.

თქვა ღმერთმა: “დაე, იყოს ნათელი!” შემდეგ ჩაქ ნორისს შეხედა და დაამატა, “თუ შეიძლება”.

თუ ჩაქ ნორისს ხედავთ, ისიც გხედავთ. თუ ჩაქ ნორისს ვერ ხედავთ – თქვენი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.

ერთხელ ჩაქ ნორისი მოკვდა, მაგრამ სიკვდილს ჩაქ ნორისთან მიკარებისა შეეშინდა.

თუკი ჩაქ ნორისი კონვერტზე ქალაქის სახელს შეცდომით წერს, ქალაქს სასწრაფოდ უცვლიან სახელს.

წარღვნა არ ყოფილა. ამ სახელით ბიბლიაში ჩაქ ნორისი მოიხსენიება.

ერთადერთი ადამიანი, ვისიც ჩაქ ნორისს ეშინია – ჩაქ ნორისია.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

The Truth about Chuck Norris
Chuck Norris Facts
The Official Chuck Norris Fact Book

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

16 thoughts on “ჩაქ ნორისის აპოკრიფული ბიოგრაფია”

  1. ბევრი კაი მემია რომელიც ორიგინალში ძაან სასაცილოა, მაგრამ სიტყვების თამაშზეა ან იდიომებზე და ქართულად იოლად ვერ გადმოიტან 😦

    Like

  2. მე ეს მომწონს ძალიან:
    ჩაკ ნორისს მხოლოდ ნიანგი გენასი შურს – გენას ხომ კუნთები ცხვირზეც აქვს.

    ეს ორიც ბონუსად:
    ჩაკ ნორისმა დათვალა უსასრულობამდე. ორჯერ.
    ჩაკ ნორისის ცრემლები კიბოსგან კურნავს, მაგრამ ჩაკ ნორისი არასოდეს ტირის.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: