სამამულო Beach style by თაკო გვაზავა

პოსტის ავტორია თაკო გვაზავა

ჩვენ, ქართველები, რომ სუპერ-გასაოცარი ხალხი ვართ, ეს უკვე არ-ახალია. საოცარი ტრადიციებით, საოცარი გეო-პოლიტიკით, კიდევ უფრო საოცარი დამოკიდებულებებითა და კულტურით. მე ამ უკანასკნელის კონკრეტულ განშტოებაზე – საკურორტო კულტურაზე, კერძოდ, კი ჩვენებულ სამამულო საზღვაო სტილზე მინდა გესაუბროთ, რომელიც შოკს იწვევს ჩემში ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ზოგადად სტილის შეგრძნებამ გაიღვიძა პატარა „მე“-ში და დღემდე წარმატებულად ახორციელებს ჩემს დაშოკვას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მოდაც ბევრჯერ შეიცვალა, ჩვენი მსოფლხედვა და „სტილხედვაც“ მნიშვნელოვნად დაიხვეწა, ჩვენ თვალსა და ხელს შუა განვვითარდით და თვით დიდი ევროპის ნაწილიც კი გავხდით.

Shauna_Sand_on_beachთუმცა, როგორც ჩანს, არ შეცვლილა ის დაჟინებული და ხაზგასმული სტილის აღქმის უუნარობა, რომელიც, სიმართლე ვთქვათ, და ზოგადად კავკასიელებს ასე გამოარჩევს ევროპელებისგან. აბა სხვას რას მივაწერო ის, რომ ყოველ ჯერზე, ყოველ წელს ქართულ პლაჟზე გასვლისთანავე თვალში გვხვდება მაღალ შპილკა-ქუსლებზე ამხედრებული და სახეზე საღამოს მაკიაჟით მორონინე ახალგაზრდა გოგონები. პირველ რიგში, აუცილებლად ვეჭვდებით, რომ შემთხვევით მის საქართველოს კასტინგზე ხომ არ მოვხვდით, დასასვენებლად და ზღვაში საჭყუმპალაოდ მომართული კამპანიის ნაცვლად. იგივე გოგონებს საღამოს რესტორანში უკვე ბენსიმონებში ან კეტებში და მოკლე შორტებში გამოწყობილებს ვხვდებით. რა პრობლემაა…

ყოველთვის ვფიქრობ, რამხელა წამებად უღირთ ამ საოცარ ადამიანებს, რომ წვრილ-წვრილი ქვებით მოფენილი პლაჟი თავიდან ბოლომდე რის ვაივაგლახით, ჩუმი გოდებით გადაჭრან და მიაღწიონ ნანატრ ზღვამდე, სადაც ასევე ტანჯვითა და წამებით უნდა იცურავონ ისე, რომ ემანდ სახეზე არ მოხვდეთ წყალი და მაკიაჟი არ შეელახოთ. რა ვქნა, გულწრფელად მეცოდებიან ეს გოგონები, რომელთაც თავის დროზე არ ასწავლეს, რომ „კრასატა ტრებუეტ ჟერტვ“ ცოტა უფრო გონივრულად გასააზრებელი ფრაზაა და მსხვერპლის გაღებას თუ ცოტაოდენი კულტურა და ინტელექტიც არ მიუმატე, კაპიკია ზემოთქმული ციტატის დედააზრის ფასი..

ჰო, და კიდევ ერთიც, პლაჟზე გასვლის წინ ერთი კარგი ბრილიანტის ბაღჩა და ყურებზეც ბრდღვიალა ბრილიანტის ჭაღები თუ არ დაიკიდე, აბა რა ქალი ხარ?! თუკი გაქვს საშუალება, გამოაჩინე, ადამიანო, გაიკეთე, დაიკიდე, გააქვს საშუალება და! მახსოვს, დაახლოებით 15 წლის ვიყავი და ქობულეთში ვისვენებდი, ერთ დღეს მთელ ქალაქში გნიასი ატყდა: დედა- დედა, გოგიტიძის (ასლანას დაცვის უფროსი) ცოლს თურმე 15 000 დოლარის ბრილიანტები მოპარეს პლაჟზეო. მთელი უბანი შფოთავდა და დარდობდა

-ადამიანი ნორმალურად ვერ გასულხარ კაცო პლაჟზე,

– დედა-დედა რა ბრილიანტები ექნებოდა ახლა მაგააას…

-აბა გოგო, წარმოგიდგენია, ვინ ოხერმა მოპარა, კი გაკეთდა ვიღაცაა, ნეტაი იპოვონ…

ამგვარი შინაარსისი კომენტარები მესმოდა სრული 1 საათი, სანამ საიქიოდან სასწრაფოდ მობრუნებული ბრილიანტები ლედი გოგიტიძეს დაუბრუნდა. ვისმენდი მთელ ამ ალიაქოთს და ჩუმად მიკვირდა, არც ერთ ადამიანს არ გასჩენია კითხვა, რატომ უნდა აესხა პლაჟზე საჭყუმპალაოდ და რუჯის მისაღებად გაბრძანებულ კნეინა გოგიტიძეს 15 000 დოლარიანი ბრილიანტები?!… გეუბნებით რა, საოცარი ხალხი ვართ, ეს კავკასიის მთების შვილები… ოღონდ თან ევროპელები!

ხოდა ასე, ყოველი საზღვაო სეზონის გახსნისას უიმედობის და „ჩვენ არასდროს არაფერი გვეშველება“-ს კაეშანი შემომაწვება ხოლმე და რამოდენიმედღიანი ჩუმი დეპრესიაც სახეზე იქნებოდა, რომ არა ჩვენი მოძმე სომეხი და აზერბაიჯანელი სტუმრების უზარმაზარი ნაკადი, რომლებიც „ყველაფერი შედარებითია“-ს პრინციპით მცირე ხნით მაინც მიმაგრებენ გულს და ოპტიმიზმს მინერგავენ, ასეა თუ ისე, „I’m Georgian, therefore I’m European!” მაშ!

Creative Commons License© Tako for Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ეს მეოთხე გესთ-პოსტია ჩემს ბლოგზე და პირველი, რომლის ავტორიც დღემდე ბლოგერობაში შემჩნეული არ იყო. მისი ავტორია თაკო, ვის ნოუთებსაც აქამდე ფეისბუქზე ვკითხულობდი ხოლმე. ახლა მე აღარ ვარ ფეისბუქზე, სამაგიეროდ თაკო დამთანხმდა მოწვევას და გააბლოგპოსტა, რაც როგორც ჩემთვის, ასე ჩემი ბლოგისთვის პატივია. ველქამ!
LV

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

25 thoughts on “სამამულო Beach style by თაკო გვაზავა”

  1. :))))) ჩემმა დაქალმა ერთი ათი წლის წინ ევროპის ერთი ქვეყნიდან ჩამოსული მეგობარი წაიყვანა ქობულეთში. ისიც ზუსტად ასე ამბობდა, საღამოს კაბებით და მაკიაჟით რატომ დადიანო :))))
    თურქეთში მხვდებოდა თვალში რუსი ქალების ჩაცმულობა: ყვავილებიანი, წელში გამოყვანილი და გულზურგმოდღლეზილი კაბები, ვარცხნილობები და ქუსლიანი ქოშები.

    Like

      1. ერთი ძესულიერი რომ ბლოგერობას იწყებდა, მაშინ იყო ბნელი და უკუნი და ბლოგსფოთის გარდა სხვა პლატფორმა არც არსებობდა 🙂 დღეს – არსებობს. 🙂

        Like

  2. ორი დღის წინ ვნახე ცელებრითების ფოტოები შპილკებით პლიაჟებზე. 🙂 ეტყობა, ჩვენნაერი გიჟი კიდევ სხვებიცაა 🙂 არა და მართლა ძალიან სასაცილოა.

    Like

  3. კარგი პოსტია ძალიან ^^ მართალი და კარგად დაწერილი ))

    ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ფეისბუქიდან რატომ დაიკარგეთ ამხანაგო? ^_^ (ფამილარული ტონისთვის ბოდიში 🙂 )

    Like

  4. მხოლოდ პლიაჟზე არ ჩანს ჩვენი გემოვნების თავისებურებები 🙂

    ის ვუვუზელას ბლოგი რატომ დაამძიმე? სულ უფრო ნაკლები იუმორია და სულ უფრო მეტი სერიოზული პოლიტიკური პოსტები.
    არჩევნების ამბავია?

    Like

      1. ვიცი 🙂 შემომავალ ლინკებს ვხედავ. 🙂
        მაგრამ მე არ დამიშეარებია – არ ვარ არც ფორუმზე და არც ფეისბუქზე. 🙂
        პოლიტიკური კამათი და დაკა-დაკა რომ უაზრობად მიმაჩნია და ვერავინ ვერავის დაარწმუნებს, მარტო ნერვებს მოიშლი და სხვასაც მოუშლი სულ ტყუილად – ზუსტად მაგიტომ დვხურე პროფილი. 🙂

        მარა შენ შორიდან გვიყურებ წყნარი და დავარცხნილი ქვეყნიდან და ნოსტალგი გაქვს ალბათ. 🙂

        Like

    1. შარშან ბათუმში ერთი დღით ვიყავი სულ და ისიც არასეზონზე, ასე რომ ვერც შევამჩნევდი.
      შენს ბლოგზე რა ხდება რა ფილოსოფოსობაა ტოტალური? 🙂 ეგაა შენი არჩევანი?

      Like

  5. ჰაჰა სრული სიმართლეა!
    მაგრამ ისიც შემიმჩნევია, რომ ქართველ მამაკაცებს ძალიანაც მოსწონთ ქუსლოჩკებზე შემდგარი გოგონები პლიაჟზე და ხარბ თვალს აყოლებენ ხოლმე 🙂

    Like

  6. პლაჟი იქით იყოს და უმაღლესი სასწავლებლების წინ ლამის საღამოს კაბებში გამოწყობილი და ტონა მაკიაჟდადებული სტუდენტების ნახვაც ვერაა კარგი ამბავი. ახლა ეს სეზონი გაიხსნება.

    Like

  7. კი, ქეთი, გეთანხმები, უმაღლეს სასწავლებლებში, ექსკურსიებზე… რა პრობელმაა, ყველგან აცვიათ კაცო, მთავარია სურვილი… ანა, მამაკაცები ზოგადად ყველა ქალს აყოლებენ თვალს თუ რაიმე სახის ფიზიკური სიმახინჯერ არ ჭირს ა მუკანასკნელს, ასე რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ პლაჟზე შპილკებით კაკუნს მიესალმებიან,. ჩემს გარშემო მყოფი მამაკაცების უმარვლესობა “კიცხავს” ასეთ გოგონებს ;))

    Like

    1. მაღალი ქუსლები მომაკვდინებელი იარაღია. მეტადრე თუ გრძელი ფეხებიც მოყვება 🙂
      ასე რომ კი გაკიცხავენ და დასცინებენ, მარა… როგორც რიჩარდ მესამე ამბობდა სხვისთვის ილოცებენ და ჩემთვის მოკვდებიანო 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: