ბონდიანის შვიდი გაელვება

1. იტალიელ მოდელს, მსახიობს, პროდიუსერსა და სცენარისტს, მარია კუჩინოტას (Maria Grazia Cucinotta) სულ პატარა როლი აქვს ფილმში “მთელი სამყაროც საკმარისი არაა” (The World Is Not Enough, 1999) მისი პერსონაჟი დაქირავებული მკვლელია, დიდი მხატვრის გვარს, და ვინჩის (Giulietta da Vinci) ატარებს, თუმცა ყველას “სიგარიან გოგოდ” (Cigar Girl) დაამახსოვრდა.001 Maria Grazia Cucinotta

2. ვალენკა (Valenka) ლე შიფრის აგენტი და საყვარელია ფილმში “კაზინო როიალი” (Casino Royale, 2006), რომელიც ბონდის მოწამლვას ცდილობს. მის როლს ხორვატული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ივანა მილიჩევიცი (Ivana Miličević) ასრულებს. ვისაც კომპიუტერული Command & Conquer: Red Alert 3 უთამაშია, უთუოდ გაიხსენებს მომხიბლველ რუს აგენტს დაშა ფედეროვიჩს, რომელსაც ასევე ივანა განასახიერებდა.

002 Ivana Milicevic

3. დანიელი მოდელი და მსახიობი სესილ ტომსენი (Cecilie Thomsen) ფილმში “ხვალ არასოდეს კვდება” (Tomorrow Never Dies, 1997) პროფესორ ინგა ბერგსტრიომის (Professor Inga Bergstrom) როლს ასრულებს. მისი პერსონაჟი აგენტ 007-ს დანიურს ასწავლის, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. “სამი ქალის” წესის წყალობითაა ფილმში, სხვა არაფერი, თუმცა, თვალს ახარებს 🙂 და ბონდს – არამხოლოდ თვალს.

  • დათვალეს, რომ ბროსნანის ბონდს თითოეულ ფილმში სამ ქალთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა, ამას “სამი ქალის” წესი უწოდეს.

003 Cecilie Thomsen

4. ირლანდიელი მოდელი და მსახიობი ალისონ დუდი (Alison Doody) 19 წლის იყო, როდესაც ფილმში “მკვლელობის ხედი” (A View to a Kill, 1985) მიკროჩიპების მწარმოებელი მაქს ზორინის ერთ-ერთი გრუმის (მეჯინიბის) და, შეთავსებით, დაქირავებული მკვლელის, ჯენი ფლექსის (Jenny Flex) როლი ანდეს.

ახლა 45 წლისაა და მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურება.

004 Alison Doody

5. გერმანელი მსახიობი კარინ დორი (Karin Dor) “სპექტრის” ერთ-ერთი ბოსის თანაშემწის, ჰელგა ბრანთის (Helga Brandt) როლს ასრულებს ფილმში “მხოლოდ ორჯერ ცოცხლობ” (You Only Live Twice, 1967). პროდიუსერები გერმანელ ლამაზ, მაღალ, ცისფერთვალება, ქერა ქალს ეძებდნენ, კარინს კი წაბლისფერი თვალები და შავი ფერის თმები აქვს… ბოლოს მოწითალო-წაბლისფრად გადაღებეს და როლზე დაამტკიცეს. მგონი – მოუხდა.005 Karin Dor as Helga Brandt

6. რეიჩელ გრანთი (Rachel Grant / Rachel Louise Grant de Longueuil) ფილმში “მოკვდი, ოღონდ ახლა არა” (Die Another Day, 2002) ამერიკელი აგენტისა და ბონდის გოგო ჯინქს ჯონსონის თანაშემწეს, მეტსახელად “მშვიდობისმოყვარეს” (Peaceful) თამაშობს… რეიჩელი საბრძოლო სცენების რეჟისორი, ხმლებით ორთაბრძოლების ოსტატი და ეკზოტიკური გარეგნობის მომხიბლველი ქალია, ამიტომაც, თუმც დიდი როლი არ აქვს, იოლად გამახსოვრდება. ის თავადის ქალია, ბაბუამისი დედოფალ ელისაბეთ მეორის ბიძაშვილი იყო.006 Rachel Grant

7. ლუპე ლამორა (Lupe Lamora) სამხრეთამერიკელი ნარკობარონის სატრფოა, მაგრამ ბონდით მოიხიბლება და გაქცევაში ეხმარება მას. დიდი როლი არაა ფილმიდან “მკვლელობის ლიცენზია” (Licence to Kill, 1989), რომელსაც პუერტო რიკოელი მოდელი და მსახიობი ტალისა სოტო (Talisa Soto) ასრულებს. 007 Talisa Soto

***

ფოტობონუსი:

ამერიკელი მსახიობისა და პროდიუსერის, ლანა ვუდის (Lana Wood) როლს ფილმში “ალმასები სამუდამოდ” (Diamonds Are Forever, 1971), როლსაც ვერ ვუწოდებ – ორი წუთი თუ ჩანს ეკრანზე, მაგრამ, იცი, მკითხველო, ეს ორი წუთი რა ორი წუთია?

თუ არ იცი, ეგერ ფოტოზე იხილე.

Lana Wood as Plenty O'Toole

ისე, ამ მსახიობის ნამდვილი სახელი და გვარი სვეტლანა ზახარენკოა, მისი პერსონაჟის სახელი კი – ფლენთი ო’თული (Plenty O’Toole).

ვიდეობონუსი:

ფილმში “რუსეთიდან სიყვარულით” (From Russia with Love, 1963) მშვენიერი ქეთფაით სცენაა ორი ბოშა პერსონაჟის მონაწილეობითა და ინგლისელი და ისრაელელი მოდელების მართინ ბისუიქისა (Martine Beswick) და ალიზა გურის (Aliza Gur) შესრულებით.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

 აგენტი და მისი ქალები
 შვიდნი 007-ის წინააღმდეგ

Advertisements

7 thoughts on “ბონდიანის შვიდი გაელვება

  1. ეხლა ბონდის ახალი ეპიზოდის (skyfall) გაელვება გოგონებს გადავავლე თვალი და ,,სამი ქალის” შესაძლო პრეტენდენტებიც შევარჩიე 🙂

    Like

  2. რედალერტი მაგრად გიყვარს შენ გეტყობა. ადრეც გქონდა.
    “გაელვებები” ხშირად რჩება მეხსიერებაში. მარტო ლამაზი ქალები კი არა ისეც კარგი მსახიობი როცაა პატარა ეპიზოდსაც ისე თამაშობს რომ მთავარ როლს სჯობს ხოლმე ხშირად. 🙂

    Like

    • კი ეგრეა… მიმინოში კრამაროვის ეპიზოდი მაგალითად ნამდვილი შედევრია. მაგაზეც დავწერ ერთხელაც იქნება.:)

      მოლი ბლუმი
      მურინოზე ამბობ ხომ?
      ივანა კაი ქალია ძაან. ❤

      Like

  3. ამას დავწერ იმას დავწერ-ო და იმ ტემპებით ახლა რომ წერ ვერაფერს მოასწრებ 😉

    ალისონ დუდი მომეწონა. ფილმიდან არ მახსოვს მაგრამ ლამაზი ქალია.
    45 წლისას ნამდვილად არ გავს.

    Like

    • ბაბუაჩემ ნიკიფორეს ხომ იცნობდი შენ?
      ასე ამბობდა – კაცი ამ ცხოვრებიდან ისე უნდა წავიდეს, რაღაც კიდევ დარჩეს სათქმელიო.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s