ექიმები: “მაქდონალდსი” ნელი სიკვდილია!
“მაქდონალდსის“ კლიენტები: არც არსად მიგვეჩქარება!
2004 წელს კინოდოკუმენტალისტმა მორგან სფარლოქმა გადაიღო ფილმი “გიგანტური მე” (Super Size Me) – ამბავი ადამიანისა, რომელიც 30 დღე იკვებებოდა მხოლოდ МcDonalds-ის საკვებით და ჰადაჰა და მოკვდა… ფილმს ოსკარზე ნომინირების პატივიც ხვდა წილად. წარმატებით გულგახარებულმა სფარლოქმა განაცხადა, რომ მან ვამპირს მკერდში პალო ჩაასო…
ვერ მოგართვით!
მაშინ, როცა МcD-ს კონკურენტები Burger King, Wendy’s ბაზარს კარგავენ, “მაქდონალდსი” პოზიციებს იმყარებს… დღეს მისი წილი ბაზარზე თითქმის უტოლდება სხვა ოთხეულის (Subway, Starbucks, Burger King და Wendy’s) ერთობლივ წილს. მიუხედავად კრიზისისა, МcD ლამის ერთადერთი იყო, რომლის შემოსავალი გასულ წელს 2008 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ “მაქდონალდსი” თვალ-ყურს ადევნებს მოდის ტენდენციებს და ცდილობს, მენიუ გაამრავალფეროვნოს ნაკლებკალორიული საკვებით – მისი ტოპ-ჰიტი კვლავ Big Mac-ია, რომელიც რჩება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გაყიდვად პროდუქტად მსოფლიოში (2,5 მილიონი ცალი დღეში).
ფასთფუდის გიგანტი ყოველდღიურად 28 მილიონ ადამიანს მასპინძლობს. ნუთუ ამ 28 მილიონს არაფერი სმენია, რომ ბიგმაქი ასუქებს, ნივთიერებათა ცვლას არღვევს, კუჭს ჭამს შიგნიდან და, ნიკოტინისა არ იყოს, ცხენს კლავს? სმენია, მაგრამ, ალბათ, არ სჯერა.
ცხადია, კომპანია იცვლება. ის აღარაა ისეთი, რაც, თუნდაც, სულ რამდენიმე წლის წინ იყო – პრინციპი “ჭამე სწრაფად და აქედაან ააცვი” დავიწყებას მიეცა – მომსახურება კვლავ ისეთივე სწრაფია, რაც ადრე, მაგრამ სწრაფი კვების რესტორანი დღეს უფრო იოლად განგაწყობს, იქ მეტხანს დარჩე – მაგიდებმა ზომაში მოიმატა, სავარძლები უფრო მოხერხებულია, უფასო Wi-Fi ჩაირთო, დიდი ტელევიზორებია დარბაზში… (ბუნებრივია, პირველ რიგში ამერიკაში განლაგებულ რესტორნებს ვგულისხმობ, თუმცა ბევრი ცვლილებაა გლობალურ ქსელშიც, მათ შორის – ქართულში). კლიენტების რაოდენობა იმ რესტორნებში, სადაც ასეთი ცვლილებებია, საშუალოდ 5%-ით გაიზარდა.
ადამიანის ჯანმრთელობაზე მზრუნველთა გარდა, კომპანიას არც ბუნებისდამცველები დარჩენია ყურადღების გარეშე – რესტორნების განახლება მხოლოდ ინტერიერს არ შეხებია, არამედ გამოყენებულ სამშენებლო მასალებსა და ტექნოლოგიასაც – ახლა ის “მწვანე სერტიფიკატის” მფლობელია (აშშ-ის “მწვანე შენობების საბჭოს” მიერ გაცემული ნიშანი, რაც ადასტურებს უახლეს ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობას).
რა თქმა უნდა, “მაქდონალდსი” ფულს არ ზოგავს რეკლამაზე. წლიური სარეკლამო ბიუჯეტი მართლაც რომ შთამბეჭდავია – 2 მილიარდი აშშ დოლარი. ახლა უკვე საკუთარი ტელეარხიც აქვს. სოციალურ მედიაზე აღარაფერს ვამბობ (თუ ხმებს ვენდობით, ზოგიერთი ბლოგერი კომპანიისგან 20’000 აშშ დოლარის ანაზღაურებას იღებს კვირაში). კომპანიამ იცის, თუ როგორ მიაწვდინოს ხმა კლიენტებს, გააგებინოს, რომ ყურადღებით ეკიდება მათ სურვილებსა თუ ფობიებს: გეშინიათ ბიგმაქის? – მიირთვით მაქჩიქენი. გეშინიათ კოლის? – აგერ, ბატონო, ყავა. დაბალკალორიული საკვები გსურთ? – ბოსტნეულის სალათს მოგართმევთ. მეტი ვიტამინები გნებავთ? – ყველა მენიუს ვაშლის ნაჭრები დავამატეთ… და, რაღა თქმა უნდა, ჯადოსნური იოგურტი არ დაგავიწყდეთ… კრიტიკას “მაქდონალდსმა” ცვლილებებით უპასუხა და ანტიმაქდონალდსურმა პროპაგანდამ მას ზიანის ნაცვლად ახალი კლიენტები შესძინა.
“მაქდონალდსი” განსაცვიფრებელი კომპანიაა – ის წარმატებულია ამერიკაში, სადაც დაბალკალორიული საკვების კულტია, წარმატებულია საფრანგეთში, სადაც ნამდვილი კულინარიული სამოთხეა, წარმატებულია ჩინეთში, სადაც უთვალავი იაფი კვების ობიექტია, წარმატებულია საქართველოში, სადაც რა-რა და პირის გემო ნამდვილად არ გვაკლია.
ჰოდა, მიირთვით, გეთაყვა. 🙂
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
McDonalds (Fast Food, Fast Women)
Keith O’Brien: How McDonald’s Came Back Bigger Than Ever
ერთადერთხელ ვჭამე მაკდონალდსის პროდუქტი, ისიც წინასწარ ათასჯერ გავაფრთხილე რომ არავითარი ხორცეული, მაიონეზი და სისულელე არ ყოფილიყო… მეტი სურვილი არც მაქვს 🙂 თუმცა კი ვიმუშავებდი მაქდონალდსში 😦
LikeLike
და ნაყინი მოგიტანეს…
LikeLike
🙂 🙂 არა ნაყინი არ მიყვარს 🙂 🙂 თუმცა დიდი განსხვავება ალბათ არ იქნებოდა 🙂
LikeLike
ბევრად უფრო გემრიელი კერძებიც არსებობს. 🙂 მაგრამ რეკლამის თვალსაზრისით და კლიენტების მიზიდვის თვალსაზრისით რომ შეუდარებელი კომპანიაა, გეთანხმები.
განსაკუთრებით ბავშვებზეა ძალიან ოსტატურად გათვლილი ამ ჰეფი მილით და ეს ბავშვი რომ იზრდება ისევ მაკდონალდსის კლიენტად რჩება.
მაგრამ არც იმ აურზაურს ვეთანხმები, რომ კლავს და აზიანებს – ზომიერად თუ შეჭამ და არა ყოველდღე – არაფერს არ დაგიშავებს.
LikeLike
კომპანია, რომელიც მსოფლიოში სათამაშოების ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი დისტრუბიუტორია თავისთავად მტკიცედ გაიდგამს ფესვებს ბავშვების ცნობიერებაში. ეს გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და ამას ვერსად გაექცევი. თბილისში უკვე არსებობენ ისეთი მოზარდები, რომლებიც პატარაობიდან არიან მაკდონალდსის პროდუქციაზე შემჯდარნი, რომელთაც მინიმუმ კვირაში ერთხელ ესაჭიროებათ “ბიგ-მაკები და მისთანანი” 🙂 და არა მხოლოდ მოზარდები… ცემი მეგობრები – რამდენიც გინდა!
@rockermeloman მაკდონალდსი ყოველწლიურად უამრავ ადამიანს ასაქმებს, მხოლოდ ამერიკაში ეს მონაცემი 1 მილიონს უდრის. ამიტომ აქაც შეგიძლია სცადო.
პ.ს. ოდეს ვსტუმრობ მაკდონალდს, ჩემი ფავორიტი არის ალუბლის შეიკი და ნაყინი – that’s it! 🙂
LikeLike
ტრადიციულად – ბიგმაქ მენიუ 🙂
Eto
მე რაც ვნახე – მანიაკალურად უყვართ დაბალკალორიული საჭმელი. 🙂
ჭარბი წონა კიდევ – ცხოვრების წესის დამსახურებაა უფროა და კვების რეჟიმის დარღვევა. დიეტოლოგი არ ვარ, მაგრამ ჯობს ჭამო სამჯერ და მაღალკალორიულად, ვიდრე მთელი დღე გაუჩერებლივ ჭამდე დაბალკალორიულად. 🙂
სხვათა შორის, ფრანგები გაცილებით მეტ ცხიმიანს და ა.შ. მიირთმევენ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ტანწერწეტა ერია. 🙂
LikeLike
ამერიკაზე რა გითხრა – ამდენი მსუქანი ადამიანი არსად მინახავს. კალორიულობას მანდ ნაკლებად უყურებენ.
LikeLike
da shen am postit 20 000-is gaketebas apireb??
LikeLike
ჭყონიას 1 ლარს ვერ გააგდებინებ 20’000 კი არა 🙂
LikeLike
ძალიან გემრიელი ნაყინი აქვთ. მაკშეიკიც მიყვარს. მაკფლარი.
ჰამბურგერებიდან ჩიზბურგერს ვიღებ ხოლმე. ქათამი არ მიყვარს და ბიგმაკი ძალიან დიდია ჩემთვის. 🙂 მაგის ხელა ვარ სულ.
LikeLike
კარგი პოსტია, მაგრამ დოკუმენტარის ნომინაცია “გიგანტურ მე”–ს არ მოუგია იმ წელს 🙂 უბრალოდ ნომინირებული იყო
LikeLike
აჰა… ბავშვთა პროსტიტუციაზე ფილმს გაუმარჯვია.
მადლობა. ჩავასწორებ, თუმცა პოსტს ასე უფრო უხდებოდა 🙂
LikeLike
ხო მივხვდი 😉
LikeLike
ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია. 🙂
არ უნდა ენდო მახსოვრობას და ყოველთვის უნდა გადაამოწმო – კიდევ ერთი საბუთი ამისთვის.
LikeLike
მინდა მაკში 😦
ჰამბურგერი+კოკაკოლა+კარტოფილი
არა, ყველაზე მეტად კარტოფილი მიყვარს…
(მმ)
და ნაყინიც..შოკოლადით :))))
LikeLike
მიყვარს უზომოდ ^^ საჭმელი, რომელზეც უარს არ ვიტყვი არაფრით )) მიუხედავად იმისა, რომ გურმანად ვთვლი თავს და ძალიან მიყვარს უცხო და გემრიელი კერძების გასინჯვა, ვერაფრით ველევი ჩემს ბურგერებს ❤ ვიცი რომ მავნებელია, არ მაინტერესებს!! ოჰ ❤ მომენატრა მტელი კვირაა და ცოტა მეტი არ მიჭამია
LikeLike
მე ერთადერთი კარტოფილი, სხვა არ მომწონს და მელომანის არ იყოს მეც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მანდ. 🙂
LikeLike
მაკდონალდსი თავისთავად, მაგრამ შენი საცხრამაისო პოსტი იყო ძალიან მაგარი. 🙂
იქ კომენტარები გათიშული გაქვს და არ შემეძლო არ მეთქვა.
LikeLike
საპირველმაისო 🙂
9 მაისს მორჩენილი იყო ყველაფერი… თუმცა, ბოროტი ენები კი ამბობენ მართლა მერე აიტანეს, ყველაფერი რომ მომთავრებული იყოო
LikeLike
საინტერესო პოსტია. მაშ, მსოფლიო მაკდონალდიზაცია გრძელდება? 🙂
მართლა ძალიან მაინტერესებს, რაშია მაკდონალდსის წარმატების საიდუმლო– ჰამბურგერში, ძლიერ მარკეტინგში, სწორად გათვლილ კორპორატიულ კონტაქტებში თუ უბრალოდ, რონალ მაკდონალდი ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა? 🙂 🙂 🙂
LikeLike
ჩემი, როგორც მარკეტოლოგის სუბიექტური აზრით, რა თქმა უნდა ყველა წარმატებას ძლიერი მარკეტინგი უდევს საფუძვლად. 🙂
МcD ისტორიაზე ადრე დავწერე პოსტი და ამ კომპანიამ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. ან ნიუ ბალანსმა, ვთქვათ – კარგი, მაგრან პატარა კომპანიიდან ერთ-ერთ წამყვან მსოფლიო ბრენდად იქცა სწორი მენეჯერის ხელში.
მოკლედ – ყველაფერი მარკეტინგია, იმჰო.
LikeLike
და კარგად მოფიქრებულ ბურგერში. თითქოს მარტივია, მაგრამ არცერთ სხვა სწრაფი კვების ობიექტშ არ აქვთ ასე გემრიელად და გემოვნებით აწყობილი ბურგერები.
პ.ს. მეც მგონია, რომ იშიათად ბურგერის ჭამა გაცილებით ნაკლებად საზიანოა ჯანრმთელობისათვის, ვიდრე ყოველდღიურად ნიგვზეულისა და ცხარე საკვებისა.
LikeLike
რონალდიც ცხადია 🙂 ადრე წავიკითხე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სიმბოლოა მსოფლიოში და ამერიკაში მარტო სანტა კლაუსი უსწრებს ცნობადობით 🙂
LikeLike
კი, ეგ ვიცი. ამ კლოუნმა 70–იან წლებშივე ერთი–ორად გაზარდა მაკდონალდსის ცნობადობა და გაყიდვების ინდექსი. თავისი დროის ბომბა იდეა იყო!
თუმცა, პირადად მე მზარავს კლოუნები 🙂 🙂 🙂
LikeLike
კაი. კლოუნებზე რომ დავამთავრებ პოსტს შენ მოგიძღვნი და შეიძლება აზრი შეიცვალო 🙂
LikeLike
ჰაჰაა 🙂 სიტყვაზე გიჭერთ, ლორდ!
ესე პოსტი ეძღვნება კლოუნმოშიშ იალინდას 🙂 🙂 😉
LikeLike
ჩემს ბლოგზე არის ეგეთი მიძღვნა-პოსტები.
მე ქოფირაითებს და ინსპირაციებს პატივს ვცემ 🙂
LikeLike
WOW, მოუთმენლად ველოდები პოსტს 🙂
LikeLike
es filmi vnaxe 6 tlis tin da davificeb makdonaldshi mas shemdeg nayinis da yavis garda araferi mijamia.
LikeLike
საშვილიშვილოდ შეუშინებიხარ 🙂
LikeLike
ძალიან კარგი პოსტია! დავამატებ იმ ფაქტს რომ მაკდონალდსის ყავასაც კი ყველაზე მეტი გაყიდვა აქვს, სტარბაქსიც კი ჩამოუვარდება მას.
მაგრამ რაც არ უნდა ძალიან მიყვარდეს ბიგმაკი, დილის კვერცხის და ყველის მაკმაფინი, მათი შეიქი და ნაყინი, ყველანაირად ვცდილობ არავარიდო თავს მათ პროდუქტებს. არა მარტო ასუქებს ესეთი ტიპის საკვები, არამედ საზიანოა ჯანმრთელობისთის. ხორცი ძალიან ცუდი ხარისხის აქვთ, მაგაზე მთელი დოკუმენტალური ფილმებია გადაღებული და წიგნებიც დაწერილი. მეც მაქვს პოსტი ამის შესახებ http://anosmagazine.com/2010/07/12/4/
ამერიკაში დაბალკალორიულ საკვებზე მე ჯერ არავინ მინახავს. შუაგულ ვაშინგტონში ვცხოვრობ, რომელიც ერთერთ ყველაზე ახალგაზრდულ და ჯანმთელ ქალაქად ითვლება და მიუხედავდ იმისა რომ ბევრს ვხედავ ქუჩაში დარბოდეს, ვარჯიშობდეს, მსუქნების აურაცხელი რაოდენობაა ირგვლივ:)
LikeLike
მაგას ვწერ ზუსტად რომ არც ასუქებს და არც ცუდი ხარისხისაა 🙂
ფილმებზეც ვწერ და სხვა კრიტიკოსებზეც, მაგრამ ეგ ყველა პროფანაციაა და მაგათ ყველას თავისი მიზნები ამოძრავებთ.
მაქდონალდსის პროპაგანდა – რომ მათი საკვები ყველაზე საუკეთესოა და მოწინააღმდეგეთა პროპაგანდა – რომ მაქდონალდსი მავნებელია არის ერთნაირი ტყუილი ორივე. მაგრამ ეს მეორე უარესი ტყუილია. 🙂 იმიტომ რომ “ობიექტურობის” მანტიაშია გახვეული იმალება.
ჭარბი წონა აქვთ, მაგრამ დაბალკალორიულ საკვებზე არიან შემჯდარნი და ეს ერთიმეორეს არ უშლის ხელს.
აი ამიტომ, თუნდაც – http://wp.me/pBTza-1ca.
მანდ ვხოვრობდი მეც ახლოს. 🙂 დისიში პრაქტიკას გავდიოდი კომპანიაში და ვცხოვრობდი არც ისე შორს,
LikeLike
რა თქმა უნდა ორივე მხარეს თავისი მიზნები ამოძრავებს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს რომ მაკის და ზოგადად ასეთი დაწესებულებების პროდუქტებს ღარიბი საკვებითი ღირებულება გააჩნია. ხშირად ასეთი საკვების მოხმარება გარკვეულ დაავადებებთან არის ასოცირებული. არაგადამდემ დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავ., დიაბეტი, სიმსივნე, ასთმა) განვითარებას სხვა მრავალი ფაქტორებიც უწყობს ხელს, მაგრამ კვება ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ჩემის აზრით არაფრით არ შეიძლება იმ მესიჯის გავრცელება, რომ ესეთი ფასთფუდი მავნებელი საერთოდ არ არის.
უი რა კარგია რომ დისიში იყავი. არ აპირებ დაბრუნებას?? 🙂
LikeLike
ეგ იმას გავს ერთ აღმოსავლურ არაკს – დედა რომ მოლას ბავშვს მიუყვანს – დაარიგე ჭკუა, რომ არ შეიძლება ამდენი ხურმის ჭამო.
მოლა ეტყვის – ხვალ მომიყვანე ეგ ბავშვი, თორემ ახლა იმდენი ხურმა მაქვს ნაჭამი, რომ ვერ ვდგებიო.
მე თავად ვარ ფასთფუდის დიდი მოყვარული და პეპსის და ათასი უბედურების და სხვას ვერ დავწერ.
კაი ხნის წინ მორჩა ჩემი სტაჟირება და გამომიშვეს უკან 🙂
ისე რავი… უკეთესი ქალაქებიც არის მანდ. 🙂 ანაფოლისი მაგალითად.
ისე ამ პერიოდში ვიყავი დაახლოებით. ჰელოუინსაც შევესწარი. 🙂
LikeLike
რა თქმა უნდა იმაზე უნდა წერო რაც გიყვარს, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ მოყვარულობაზე წერა ერთია და ფასფუდის უმავნებლობაზე მეორე :)))))))
სტატია სულ სხვა კუთხით არის დაწერილი და ძალიან კარგი გამოვიდა, ხოლო კომენტარებში წამოჭრილი თემა ცალკე პოსტს იმსახურებს მემგონი, ვრცელი თემაა:)
ანაპოლისში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ არის ქალაქები დისის რომ ჯობია. თუმცა მე მომწონს, ჩემთვის არც ძალიან გიჟურია როგორც ნიუიორკი და არც მთლად მკვდარი:) თან ვინც NGO, Int. Development-ში მუშაობს იმათთვის ხელსაყრელია.
LikeLike
ის რაც კლავს – აკრძალულია.
რაც აკრძალული არ არის – მიირთვით, გეთაყვა – ესაა ჩემი პოზიცია. 🙂 ფობიების გაღვივება ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება მოხდეს. ამ და ყველა სხვა საქმეში http://myvuvuzela.wordpress.com/2010/08/06/agriproduct-pricejump/
ზომიერება კი ადამიანმა თავად უნდა დაიცვას. ეს პირადი საქმეა.
ანაფოლისი პატარა და საყვარელი ქალაქია 🙂 კელტებით სავსე 🙂
რამდენიმე დიდი ქალაქშიც ვიყავი – ნიუ იორქის ჩათვლით, მაგრამ ეს უფრო მომეწონა. ნუ შეიძლება დიდიხანს საცხოვრებლად მეგაპოლისი ჯობდეს, მარა დასასვენებლად – პატარა ქალაქები.
LikeLike
გეთანხმები სრულიად, ფობიეს გაღვივება ცუდია და იქნება საუბარი გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე თუ ფასთფუდზე, ადამიანს თავად არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონდეს. თვითონ უნდა ააარჩიოს რას შეჭამს, რას დალევს აშ.
ავიღოთ სიგარეტი, ალკოჰოლი..აშ. არც ერთი და მეორე არ კლავს ეგრევე, მაგრამ არის დამტკიცებული, ცდები ჩატარებული რომ მათი ხანგრძლივი მოხმარება გარკვეული დაავადებების გამომწვევია და შესაბამისად ხდება მომხმარებლის ამ რისკების შესახებ ინფორმირება. მე ყურადღებას ინფორმირებაზე ვამახვილებ, თორე ვინ რა არჩევანს გააკეთებს ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის:)
ვის სად ურჩევნია დასვენება თუ ცხოვრება დამოკიდებულია თითოეული ადამიანის გემოვნება-შესაძლებლობაზე 🙂
გავისეირნებ ანაფოლისში, ვნახო ერთი რა ხდება იქ.
LikeLike
ეს რა კარგ პოსტს წავაწყდი. ორმაგი ჩიზბურგერი–აი ჩემი არჩევანი და ჩვეულებრივი ჩიზბურგერიც
ისე არ ანაყრებს კარგად მაკდონალდსი, დაკვირვებული ვარ, თითქოს ბევრს ჭამ და მაინც გშია
LikeLike