ერთ მარტივ ხერხზე მინდა დავწერო, რომლითაც КF ინტერფეისის შეცვლა შეიძლება. ბევრმა, ალბათ, იცის კიდეც, მაგრამ ახალბედა ფაერისტებს გამოგადგებათ.
KF უნიკალური ინტერფეისით გაოირჩევა – ის ანდროიდის ტრადიციულ ინტერფეისს არ ჰგავს. ზოგს ეს მოსწონს, ზოგისთვის კი – უჩვეულოა. ვისაც სურს, მისი “ქინდლი” სხვა ანდროიდ-ტაბლეტებს დაემსგავსოს, ორი პროგრამა დასჭირდება: GO Launcher EX და My Kindle Wallpaper.
Go Launcher EX – ალტერნატული გამშვებია – ტრადიციული ანდროიდისეული ინტერფეისით, 7 ფანჯრით, ვიჯეთებით, ანიმირებული ვოლფეიფერებით და ა.შ.
My Kindle Wallpaper – კი ვოლფეიფერების დამატების/გამოცვლის საშუალებაა.
ამასთან, ორივე პროგრამა თავსებადია KF-თან და დაურუთავ დივაისზეც დგება. ამაზონისეული ინტერფეისი და ვოლფეიფერებიც არსად ქრება – თუ ძირითად (დეფოლტ) გამშვებად Go Launcher EX-ს არ აირჩევ, მაშინ “ჰოუმ” ღილაკზე დაჭერით პოპ-აპ მენიუ ამოხტება და ინტერფეისიდან ინტერფეისზე იოლად გადახვალ.
КF-ისთვის ვოლფეიფერები შეგიძლია აქ მოძებნო, ან დაგუგლო ან, სულაც, თავად დახატო.
სულ ესაა. იმედი მაქვს, გამოგადგება. 🙂
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
იმაზე არ დაწერ, როგორ მომირგოს ქინდლმა? :)))
მეგობართან რომ მივდივარ, სულ ხელში ვატრიალებ და ჯერაც არ შემიყვარდა 😐
ისე, ამაზონის ადგილზე საქართველოში ძეგლს დაგიდგამდი, ქინდლით ხელში :))
LikeLike
ის ამბავი იცი, ერთმა ქალმა რომ თქვა ჯოკონდაზე – შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ჩემზეო.
და, თუ არ ვცდები, ნოდარ დუმბაძემ უთხრა, მან უკვე იმდენზე მოახდინა შთაბეჭდილება, რომ ახლა თავად წყვეტს ვიზე მოახდინოს შთაბეჭდილება და ვიზე არაო. 🙂
შენ ხომ მაინც ნიუქს ყიდულობ? ასე რომ ალბათ ეგაა შენი დივაისი.
LikeLike