რაც ყველაზე ძალიან გიყვარს…

შაბათის პოსტი

Isaac Claesz. Van Swanenburg - The Faithful Wives Of Weinsberg1140 წელს გერმანიის მეფის, კონრად მესამის ჯარმა, რომელიც ჩაბმული იყო ომში შვაბიის მმართველ, ტოსკანის მარკგრაფ ველფ მეექსვესთან, ალყა შემოარტყა ქალაქ ვეინსბერგს. ქალაქის დამცველები უდრეკნი აღმოჩნდნენ და მომხვდურთ გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს. წელიწადნახევრის განმავლობაში ცდილობდა კონრადი ქალაქის აღებას, ბოლოს, როცა მეციხოვნენი გაწყდნენ, ქალაქის მცხოვრებთ სურსათ-სანოვაგე შემოაკლდათ და ისრებიც დაელიათ, რომ მტრისთვის დაეშინათ, მოახლოებული გამარჯვების ოხშივრით დამთვრალმა კონრადმა დაიფიცა, ქალაქს მიწასთან გავასწორებ, ზედ გუთანს გადავატარებ, ქალაქის მაცხოვრებელთ კი ყველას ერთიანად გავწყვეტო… რომ შეჰკადრეს – ასეთი დაუნდობლობა მეფეს არ შვენისო, კონრად მესამე მოლბა და პირობა დადო – ქალებს ხელს არ ვახლებ, ნებას ვრთავ, ქალაქი დასტოვონ და რაც რამ ყველაზე ძვირფასი ავლა-დედება აქვთ, ზურგზე მოიკიდონ და ხელს გააყოლონო.

როდესაც ვეინსბერგის გალავნის კარიბჭე გაიღო, მოალყეებმა დაინახეს ვეინსბერგელი ქალები, რომლებიც მშობლიურ ქალაქს ტოვებდნენ და ზურგზე კი ქმრები ჰყავდათ მოკიდებული. კონრადი შეცბა, მაგრამ მიცემული სიტყვა არ გატეხა და გზა მისცა. ვეინსბერგის გალავანს კი სახელად “ქალთა ერთგულება” შემორჩა.

“ვეინსბერგელ ქალთა აღლუმი” დღესაც იმართება ამ ქალაქში და ერთ-ერთი ყველაზე სახალისო სანახაობაა. მართალი იყო ჰეგელი, როცა ამბობდა: ისტორია ორჯერ მეორდება – პირველად, როგორც ტრაგედია და ხელმეორედ – როგორც ფარსიო. 🙂

Weinsberg wives costume

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ისეკი, საინტერესოა, კონრადს ქალაქის დატოვების ნება მამაკაცებისთვის  რომ დაერთო, ვის გამოიყვანდნენ ისინი ზურგით? 😉

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

8 thoughts on “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს…”

  1. ვეისბერგელი კაცები ცუდი ქმრები რომ ყოფილიყვნენ, ცოლები მათ ქალაქში დატოვებდნენ. 😉
    ამიტომ მე მჯერა, რომ ვეისბერგელი კაცებიც გამოიყვანდნენ თავიანთ ცოლებს.

    Like

    1. ეგ ბანკი რა ხანია გაკოტრდა და რეკლამები დღემდე ცოცხლობს 🙂
      სხვათა შორის ტიმურ ბიკბამბეტოვის გადაღებულია

      Like

  2. ერთი კითხვა გამიჩნდა, ქალაქში მხოლოდ ცოლები და ქმრები იყვნენ? 🙂 ოჯახის სხვა წევრებიც ხომ იარსებებდნენ… ან მოხუც ქალებს რა ზურგები უძლებდათ მოხუცი ქმრების სატარებლად.
    მაგარი ისტორიაა! მგონი ამ სიტუაციაში კაცებიც ასე მოიქცეოდნენ, ცოლებს და შვილებს გამოიყვანდნენ 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: