შვიდნი 007-ის წინააღმდეგ

წინა ჯერზე აგენტ 007-ის 7 ქალზე დავწერე. ეს პოსტი კი ჯემს ბონდის მოწინააღმდეგე ქალებზე იქნება.

1. ნავთობის მაგნატის ქალიშვილი ელექთრა ქინგი (Elektra King) ჯეიმს ბონდის მოკვლას ფილმში “მთელი სამყაროც კი საკმარისი არაა” (The World Is Not Enough, 1999) ცდილობს. ამ როლს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი ფრანგი მსახიობი სოფი მარსო (Sophie Marceau) ასრულებს. ქინგი აზერბაიჯანული წარმოშობისაა და ამ ფილმში საქართველო და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენიც ჩანს (რუკაზე). ელექთრას მიზანი ბოსფორის სრუტეში თერმობირთული აფეთქების მოწყობაა, რომ ნავთობზე ფასი გაიზარდოს და ამ ბიზნესის მონოპოლისტი გახდეს.001 Sophie Marceau as Elektra King

2. საქართველოს, ასევე, ახსენებენ ფილმში “ოქროს თვალი” (GoldenEye, 1995). კსენია სერგეევნა ონატოპი (Ксения Сергеевна Онатопп), რომელსაც ჰოლანდიელი ფამკე იანსენი (Famke Janssen) ასახიერებს, საქართველოში დაბადებული რუსი სამხედრო მფრინავი და დანაშაულებრივი სინდიკატის, “იანუსის” წევრია. მისი ჰობი მამაკაცების ცდუნება, შეპყრობა და სადომაზო სექსუალური აქტის შემდეგ მოკვლაა. ბონდსაც იგივეს უპირებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ გამოუვა (სექსი – კი, მოკვლა – ვერა).

002 Famke Janssen as Xenia Onatopp3. ინგლისელი მსახიობი ჰონორ ბლაქმანი (Honor Blackman) არაჩვეულებრივია ბოროტმოქმედისა და ოქროს მაგნატის გოლდფინგერის მთავარი პილოტისა და ქალ მფრინავთა ჯგუფის ხელმძღვანელ ფისუნიას (Pussy Galore) როლში. (ალბათ, არვის სჭირდება იმის შეხსენება, რომ Pussy ითარგმნება, როგორც ფისო, მაგრამ სლენგზე ვაგინას ნიშნავს)… ბონდისთვის სამწუხაროდ, ის ლესბოსელია. “გოლდფინგერი” (Goldfinger, 1964) საუკეთესო, იმჰო, ფილმია ბონდიანაში და არამხოლოდ ერთი დუჟინი სექსუალური მფრინავი გოგონების გამო… თუმცა, არც უმაგისობაა.003 Honor Blackman as Pussy Galore

4. მაგდას (Magda) დიდი არაფერი დაუშავებია ბონდისთვის, თავისი ბოსის, ძვირფასი ქვების შავი ბაზრის მაგნატ “რვაფეხას” დავალებით, აცდუნა ის, რომ ფაბერჟეს კვერცხი მოეპარა… მაგდას როლს შვედი ლამაზმანი კრისტინა ვეიბორნი (Kristina Wayborn) ასრულებს და “ფაბერჟეს კვერცხების დედაც არ ვატირე – საკუთარი კვერცხები უფრო დასაფასებელია”-ო (ასე ფიქრობს ბონდი და სრულად ვეთანხმები). ეს ყველაფერი ფილმ “რვაფეხაში”  (Octopussy, 1983) ხდება.004 Kristina Wayborn as Magda

5. ჟღალთმიანი იტალიელი მსახიობი ლუჩანა პალუცი (Luciana Paluzzi) დანაშაულებრივი სინდიკატის, “სპექტრის” დაქირავებული მკვლელის, ფიონა ვოლპეს (Fiona Volpe) როლს ასრულებს ფილმში “სფერული ელვა” (Thunderball), რომელიც ქართულ ინტერნეტში რატომღაც “სფერული მეხის” სახელითაა თარგმნილი. ვოლპე შესანიშნავად ხმარობს იარაღს, მისი სახელი კი იტალიურად “მელას” ნიშნავს, მაგრამ ბონდის წინააღმდეგ ეშმაკობაცა და ტყვიაც, ორთავ უძლურია.005 Luciana Paluzzi as Fiona Volpe

6. საბჭოთა სამხედრო დაზვერვის თანამშრომელს, ტატიანა რომანოვას (Татьяна Романова) ფილმში “სიყვარულით რუსეთიდან” (From Russia with Love, 1963) ბონდის მოკვლა არ ავალია, მისი მიზანი იმ საიდუმლო მასალების მოპოვებაა, რომელზეც ბონდი ნადირობს, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებს. რუსი აგენტის როლს იტალიელი მსახიობი დანიელა ბიანკი (Daniela Bianchi) ასრულებს. ბონდიანაში ის მის უნივერსიდან მოხვდა, სადაც იტალიას წარმოადგენდა და პირველი ვიცე-მისის ტიტულიც მოიპოვა.

006 Daniela Bianchi as Tatiana Romanova

7. ფატიმა ბლაში (Fatima Blush) “სპექტრის” აგენტია ფილმში “არასოდეს თქვა არასოდეს” (Never Say Never Again, 1983). ის ბონდის დამორჩილებას ცდილობს, მაგრამ აგენტი უდრეკია და სამშობლოს სექსზე არ ცვლის (თუმცა, არც სექსზე ამბობს უარს), მაშინ ფატიმა ბონდის მოკვლას ცდილობს, მაგრამ მარცხდება. ამ როლს ამერიკელი მსახიობი ბარბარა ქარერა (Barbara Carrera) ასრულებს. მისი ეკზოტიკური გარეგნობა, უთუოდ, ლათინურამერიკული (ნიკარაგუული) სისიხლის დამსახურებაა.

007 Barbara Carrera as Fatima Blush

***

***

Jacquiline Bissetინგლისურ-ფრანგულ-შოტლანდიური წარმოშობის მართლაც რომ ულამაზესი მსახიობი ჟაკლინ ბისე (Jacqueline Bisset), რომელიც “სპექტრის” აგენტ “ლამაზ თეძოებს” (Miss Goodthighs) თამაშობს, თეძოებითა და ყველაფერი დანარჩენით ამ სიის სათავეში ყოფნასაც იმსახურებს, მაგრამ ფილმი “კაზინო როიალი” (Casino Royale, 1967) საკითხავია, საერთოდ არის თუ არა ბონდიანა… მართალია, კიდევ ერთ ფილმს, “არასოდეს თქვა არასოდეს” ხშირად, ასევე, ვერ ნახავთ ოფიციალურ ჩამონათვალში, მაგრამ იქ შონ ქონერი თამაშობს და პირადად ჩემთვის ყოველგვარი კამათი აქ სრულდება… “კაზინო როიალი” კი სატირული კინოხულიგნობაა ბონდიანას თემაზე… თავად ბონდიც (დეივიდ ნივენი) სულ არაფრით ჰგავს ბონდს, მაგიერ იქ ორი ულამაზესი ქალი თამაშობს – ბონდის გოგო ურსულა ანდრესია და ბონდის მოწინააღმდეგე გოგო კი – ჟაკლინ ბისე.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___


აგენტი და მისი ქალები

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

15 thoughts on “შვიდნი 007-ის წინააღმდეგ”

  1. ონატოპი საქართველოდან იყო оо)) მაგისთვის არ მიმიქცევია ყურადღება.
    ერთი უნდა ვნახო ფილმი თავიდან 🙂

    გოლდფინგერი მართლა კარგი სერიაა, მაგრამ ოქროს თვალიც ძალიან კარგია. მოკვდი მაგრამ ახლა არა და კაზინო როიალი.
    კონერის ბონდიანაში – გოლდფინგერი.

    Like

    1. გამომრჩა-არგამომრჩა… მაგრამ გრეის ჯონსი რა პონტში უნდა მოხვედრილიყო ამ სიაში? 🙂 ბარბარას ნაცვლად?

      Like

  2. თან, კანონიკური “კაზინო როიალიც” არსებობს.ჰოდა, რად გვინდა აპოკრიფები.

    მარსო საუკეთესო მგონია. ისე, არც ჰოლანდიელია ურიგო.

    Like

  3. ვაჰ, რა გალერეა ყოფილა აქ!!!
    ბონდის ქალებს მოწინააღმდეგეები სჯობიან აშკარად 🙂 ან მე მეჩვენება, მაგრამ ასე მეჩვენება 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: