How-To: როგორ გამოვცვალოთ გადღაბნილი იკონკები Кindle Fire-ში?

ვისაც KF გაქვთ, იცით, რომ ე.წ. კარუსელში იმ პროგრამის ხატულები (“იკონკები”), ამაზონიდან რომ გადმოქაჩეთ – დიდი და ლამაზია, სხვებისა კი (მაგალთად, გუგლ მარქეთიდან დაინსტალირებულის) – “გადღაბნილი”… მაინცადამაინც ლამაზი ვერაა, რას იტყვით?

მაგრამ ოქროს ბიჭებმა XDA-დან ამ ხარვეზის გამოსწორების გზას მიაკვლიეს… მართალია, კარგა ხანია, რაც KF-ში ხატულების შეცვლის სხვადასხვა მეთოდიკა გამოჩნდა, მაგრამ ის გზა, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ, ყველაზე იოლია და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. 🙂 (ცხადია, მხოლოდ დარუთულ KF ჭრის. დაგჭირდება Root explorer და რომელიმე ბაზების ედიტორი – SQLite Editor, aSQLiteManager, Мy Data).

1. ინტერნეტში ჯერ იმ აპლიკაციათა ხატულები უნდა მოძებნო, რომლის გაკეთილშობილებაც გსურს (ეძიებდე და ჰპოვებდეო, როგორც გუგლი ამბობს). მათი ფორმატი უნდა იყოს PNG, ხოლო პიქსელის ზომები 512×512 და 110×110 (KF კარუსელი 400×400 ზომას იყენებს, მაგრამ, როგორც გვირჩევენ, 512×512 გამოყენება უფრო ოპტიმალურია – შემდეგ, KF მათ თავად მიხედავს… ჰოდა, შენი რა მიდის – 512×512 გადმოქაჩე);

2. ხატულები ატვირთე რომელიმე სერვერზე (თუნდაც, Dropbox-ის Public ფოლდერში);

3. KF-ში Root Exolorer-ით გახსენი /data/app, მოძებნე აპლიკაცია, რომლის ხატულის გამოცვლაც გინდა, დააკლიკე, პოპ-აპ მენიუში აირჩირე Rename, მონიშნე პროგრამის სახელი (ციფრული აღნიშნვისა და apk გარეშე – მაგალითად, Firefox-ის დასაკოპირებელი სახელი იქნება org.mozilla.Firefox) და Copy;

4. გადადი /data/data/com.amazon.venezia/databases და SQL რედაქტორით გახსენი ფაილი locker, აირჩიე Applications და შექმენი ახალი ჩანაწერი (ოფცია – New Record);

5. შეავსე (რაც მნიშვნელოვანია – წითლადა მაქვს აღნიშნული):

Asin: B0RF009007801 (კოდი გემოვნებით აირჩიე, ოღონდ არ უნდა განმეორდეს და ყველა პროგრამას განსხვავებული უნდა ჰქონდეს);
Version: 10 (პროგრამის ვერსიის ნომერია, მაგრამ რამდენად ზუსტია, ეს “ქინდლს” არ აღელვებს)
VersionCode 0
PackageName: org.mozilla.firefox (პროგრამის სახელი, რომელიც დააკოპირე)
InstaledVersion: 10

Name: Firefox (ეს სახელი გამოჩნდება KF მენიუში)
Category: null
DeveloperId: Mozilla

ListPrice: 0
LogoURL: ვებ-მისამართი 110×110 ზომის შესაფერის ხატულაზე
Price: 0
Rating: 0
ReviewCount: 0
SoldBy: Mozilla
IsPurchased:1
IsNew: 0
IsUpdateAvailable: 0
IsFlagged: 0
IsNewNotifed: 0
IsHidenFromActionableItems: 0
IsDownloaded: 0
IsInstaled: 1
ContentId: MC-S-ТY089000G1 (კოდი გემოვნებით აირჩიე, ოღონდ არ უნდა განმეორდეს და ყველა პროგრამას განსხვავებული უნდა ჰქონდეს)
InstalledContentId: MC-S-ТY089000G1
IsCompatible: 1
ContentType: undefined
DeliveryType: default
InstallDate:
PurchaseDate: 133401285000 (პროგრამის შესყიდვის თარიღია, მაგრამ რამდენად ზუსტია, ეს “ქინდლს” არ აღელვებს)
MainProductURL: ვებ-მისამართი 512×512 ზომის შესაფერის ხატულაზე
UpdateVersion: 10
AutoUpdateStuckFlags: 0

ესაა სულ. ამის შემდეგ KF პროგრამის ხატულას მითითებული მისამართიდან აიღებს და კარუსელშიც ის ამაზონისეული ხატულების მსგავსად, ლამაზად გამოჩნდება.

რჩევა:

შეგიძლია locker ფაილი “ჩაკეტო” (Root Explorer-ში დააკლიკე ფაილს – პოპ-აპ მენიუში Premissions და Write მონიშნვა მოხსენი), მაშინ “ამაზონი” მას ვეღარ შეცვლის, თუმცა ახალ პროგრამას თუ გადმოქაჩავ “ამაზონიდან” და ის “ჩაკეტილ” locker-ში ვერ დაემატა, მისი ხატულაც გადღაბნილი გამოჩნდება, ამიტომ, სხვა გზა სჯობს –  locker ფაილის რედაქტირებას რომ დაამთავრებ, მისი სარეზერვო ასლი სადმე სხვა ფოლდერში შეინახე (Root Explorer-ში დააკლიკე ფაილს – პოპ-აპ მენიუში Copy შემდეგ გადადი sdcard დირექტორიაში და იქ რომელიმე ფოლდერში დაასეივე) – როცა ახალ პროგრამას დაამატებ და “ამაზონი” შენს მიერ შეტანილი ცვლილებებს წაშლის, სარეზერვო ასლი მაშინ გამოგადგება – სხვა შემთხვევაში locker ფაილის რედაქტირება თავიდან მოგიწევს სრულად.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

___
I Love My Kindle and Yours Too Smile

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

4 thoughts on “How-To: როგორ გამოვცვალოთ გადღაბნილი იკონკები Кindle Fire-ში?”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: