სარკევ, სარკევ, მითხარი…

თავდაჯერებულობა, რომელიც ემყარება რწმენას, რომ კარგად ჩაცმული ხარ, უკიდეგანოა.
ძმები ბრუქსები

Mirrorრა გაცვიათ, ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, – ამტკიცებენ Northwestern University-ს მენეჯმენტის სკოლის პროფესორები ჰაიო ადამსი და ადამ გალინსკი. თქვენი სამოსი არამხოლოდ ეხმარება გარშემომყოფთ აღგიქვან ასეთად ან ისეთად, არამედ საკუთრივ თქვენს ქცევა-გუნებაზეც მოქმედებს. “ადამიანის ფსიქიკა ტანსაცმლის მხრივ მუდმივ გავლენას განიცდის, – აცხადებენ მკვლევრები, – და ეს პროცესი ორი კომპონენტით იმართება – პირველი ესაა სამოსის სიმბოლური მნიშვნელობა და მეორე ფიზიკური ზემოქმედება.”

ბატონების, ადამსისა და გლანსკის კვლევის შედეგები, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ სხვადასხვა სახის სამოსს ადამიანი განსხვავებულ იშტაზე მოყავს და, შესაბამისად, მის შრომისუნარიანობაზეც განსხვავებულად მოქმედებს. მაგალითად, ადამიანი, ლაბორატორიის ხალათს რომ იცვამს, უფრო ყურადღებიანი და მობილიზებული ხდება და სამეცნიერო ამოცანებს უკეთ ართმევს თავს.  იმავდროულად, მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, თუ როგორ გამოიყურება სამოსი, არამედ იმას, თუ როგორ აღიქვამს მას თავად ადამიანი – მაგალითად, ადამიანს, რომელსაც ისევ ის ლაბორატორიის ხალათი მიაწოდეს, მაგრამ უთხრეს, რომ ეს მხატვრის ხალათი იყო – გონება გაეფანტა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგიანობამაც იკლო… სამაგიეროდ, მოლბერტი რომ მიეცათ, ნამდვილად დახატავდა რამეს. 🙂

Barnard College-ის ფსიქოლოგიის პროფესორი ჯოშუა დეივისი ამბობს, რომ ტანსაცმელი ადამიანის ცხოვრებაში იმავე როლს თამაშობს, რასაც ლაბორატორიის უნიფორმა მეცნიერისთვის ან სასცენო კოსტიუმი მსახიობისთვის. იმის მიხედვით, თუ რა ტანსაცმელს ირჩევს დილით ადამიანი გარდერობიდან, შეიძლება განვსაზღვროთ, რამდენად განწყობილია ის ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისთვის და რამდენად წარმატებით გაართმევს თავს ამ სამუშაოს.

კაცმა რომ თქვას, ყველაფერი, რაზეც ეს პატივცემული მეცნიერები საუბრობენ, არახალია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია დრეს კოდი. სხვა კვლევები, რომელიც კი ჩატარებულა, აგრეთვე ადასტურებს, რომ ადამიანი ბევრად უფრო იოლად ენდობა იმ ფინანსურ მრჩეველს, რომელიც კლასიკურ სამოსშია გამოწყობილი, ვიდრე სხვას, რომელსაც ზედმეტად თავისუფლად აცვია. პოლიციელი, რომელიც უნიფორმაშია, ბევრად უფრო მობილიზებულია და უფრო სწრაფად რეაგირებს მოსალოდნელ საფრთხეზე, ვიდრე ის, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელშია.

დაბოლოს, ცხადზე ცხადია, რომ პირველ ყოვლისა ისაა მნიშვნელოვანი, თუ როგორ ხედავს ადამიანი სარკეში საკუთარ თავს და მხოლოდ ამის შემდეგ ის, თუ როგორ და რას ხედავენ სხვები.

გახსოვდეს – საკუთარ თავს ვერ “დააბოლებ”. 🙂

– გადაღების წინ თავი უნდა მოვიწესრიგო. რამდენი რამ მაქვს მოსასწრები – აბაზანა, ვარცხნილობა, მასაჟი, მანიკური… და ახალი ლანჩის ყიდვა არ დამავიწყდეს.
ბეტანმა გადაიკისკისა:
– ახალი ლანჩა? ფეხსაცმლის ლანჩა? განა ისიც გამოჩნდება ტელევიზორში?
ფრეკენ ბოკმა ალმაცერად ახედ-დახედა.
– განა მე ვთქვი, გამოჩნდება-მეთქი? ახალი ლანჩები მე მჭირდება. როდესაც იცი, რომ თმის ღერიდან, ფეხსაცმელამდე ყველაფერი რიგზე გაქვს, ფეხზეც უფრო მყარად დგახარ… ეგებ, ყველას არც ესმოდეს ეს, მაგრამ ჩვენ, ვისაც ხშირად გვიწევს საჯაროდ გამოჩენა, სხვა აბა რა ვიცით!
ასტრიდ ლინდგრენი. “სახურავზე ბინადარი კარლსონი”

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Mind Games: Sometimes a White Coat Isn’t Just a White Coat

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

9 thoughts on “სარკევ, სარკევ, მითხარი…”

  1. რა საოცარია, მეც კარგად მახსოვს ეს ეპიზოდი “კარლსონიდან”. ბავშვობაში კი მიკვირდა, ეს “შიდალანჩა” რა არის-მეთქი 🙂 🙂 მართლა ძალიან სასიამოვნო გრძნობაა ის კმაყოფილება, რომ თავიდან ბოლომდე “ბზინავ”. 🙂 🙂 🙂

    საკუთარი თავისთვის გვერდიდან შეხედვა მეც ხშირად მიცდია და ახლობლისთვისაც მიკითხავს, ერთი სიტყვით როგორ აღმწერდა.

    ერთ მეგობარს სულ მოვუწოდებდი, ნეიტრალურ, basic ტანსაცმელს ნუ ყიდულობ, შენი ჩაცმულობა რაიმე მესიჯს უნდა შეიცავდეს-მეთქი (მაგალითად, დღეს ქალური/სპორტული/დაღლილი და ა.შ. ვარ). მის მერე “დამცინის”, აბა შენ იცი, რამე “მესიჯიანი” იყიდეო :))))

    stay cool.

    Tina

    Like

  2. ვეთანხმები მაგ გამოკვლევის ავტორებს და შენც გეთანხმები.
    და ფრეკენ-ბოკსაც ვეთანხმები 🙂

    Like

  3. ფრეკენ ბოკი რომ გაგახსენდა რა მაგარია :))

    გეთანხმები, ოღონდ ჩაცმულობა ჩემს შრომისუნარიანობაზე არ მოქმედებს, უფრო განწყობაზე. თუ კარგ ხასიათზე ვარ, უფრო ხალისიანად ვმუშაობ :))
    ახლა თეთრი საზაფხულო ქურთუკი მაცვია ჯინსზე, ანუ სულ არ ვარ საოფისედ ჩაცმული, მაგრამ ეს ოფისში მეხმარება სადღაც სხვაგანაც ვიგრძნო თავი და უფრო ხალისით ვეძებ ინფორმაციას ჩემი სტატიისთვის :))

    Like

  4. ასტრიდი ❤
    ჰო, თავდაჯერებული ხარ , როცა ყველაფერი რიგზე გაქვს
    თუმცა მთავარია, კომფორტულად გრძნობდე თავს და "შიგნით" ბრწყინავდე. ხანდახან ყოფილა, რომ გარეგნულად ძალიან მოწესრიგებული ფეხზე მყარად მაინც ვერ ვმდგარვარ 🙂

    Like

  5. თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა რა გაცვია და როგორ გამოიყურები- ეს ზოგადად, მაგრამ რაც დაწერე თითოეული სიტყვა სრული ჭეშმარიტებაა.
    რამდენიმე მაგალითი მახსენდება, მაგალითად როდესაც ინტერვიუ მქონია ტელეფონით და სახლში ჩვეულებრივად ვიყავი ჩაცმული ბევრად უფრო არაკომფორტულად/არაფროფესიონალურად ვგრძნობდი თავს ინტერვიუს დროს, ვიდრე როცა მიუხედავად იმისა არავინ მხედავდა და თეთრი ბლუზა და შავი ქვედაბოლო მეცვა.
    ასევე ჩემს ხასიათზე მოქმედებს თუ რა ფერის ლაქი მისვია, თმები როგორ მაქვს გაკეთებული, რა სუნამო მაქვს ნაპკურები, შესაბამისად უფრო მეტად ან ნაკლებად ვარ მობილიზებული, მოტივირებული, მონდომებული ესა თუ ის საქმე რომ გავაკეთო 🙂
    არაჩვეულებრივი პოსტია!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: