ამბოხის თეორია
ორი მეფის მეუღლე და ორი მეფის დედა, დედოფალი და ტუსაღი, ახტაჯანა და მეამბოხე, პოეტი და მუსიკოსი, აგნოსტიკოსი და მონაზონი, გასაოცარი ბედის ქალი, ვინც ევროპის საზღვრები გადაწერა – ალიენორ აკვიტანელი, მის შესახებ დავწერდი პოსტს “ქალების თვის” ბლოგერული კონკურსისთვის, კონკურსებში რომ ვმონაწილეობდე. 🙂
ალიენორი (Aliénor d’Aquitaine) აკვიტანიისა და გასკონის ჰერცოგინია იყო, მოგვიანებით ჯერ საფრანგეთის, შემდეგ კი ინგლისის დედოფალი გახდა, 7 შვილი გააჩინა (ამათგან ერთი – ყველასათვის კარგად ცნობილი რიჩარდ ლომგული) 82 წელი იცოცხლა ისე, რომ არასდროს არვისთვის დაუგდია ყური და არასდროს არაფერი უნანია. აღესრულა მონასტერში, ისე, რომ ხეირიანად აღსარებაც არ უთქვამს. სიკვდილამდე რჩებოდა რაინდთა საგმირო საქმეთა შთამაგონებლად და მენესტრელებისა და ტრუბადურების მუზად (აკვიტანია შუა საუკუნეების მისტიკურ-ეროტიკული პოეზიის სამშობლოა და ამ მოდის კანონმდებლები თვით აკვიტანიის ჰერცოგები იყვნენ…).
აკვიტანიის ჰერცოგებს მეამბოხე და დაუდგრომელი ხასიათი მოსდევდათ – ალიენორის პაპა, გილიომ მეცხრე მისი დროის ცნობილი მექალთანე და მელექსე-მომღერალი იყო, ვისი სამიჯნურო თავგადასავლები ლექსადა და არაკად იქცა – სანამ მისი ცოლის ბიძა, გრაფი რაიმონი ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობდა, გილიომი რაიმონის ცოლთან ნებივრობდა. არაერთგზის ეპითიმიაც დაადეს, ეკლესიიდანაც განკვეთეს, მაგრამ კუზიანს სამარე გაასწორებსო, ნათქვამია… ამ ამბების გამო ვაჟსაც წაეკიდა, თუმცა, მალევ მოურიგდა და არ იტყვით როგორ? საკუთარი საყვარლის ქალიშვილი შერთო ცოლად. 🙂 ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა – გილიომ უმცროსს ოთხი შვილი შეეძინა, ამათგან პირველი დაბადებისას გარდაიცვალა – სამთაგან უფროსი კი ალიენორი იყო, რომელიც პაპის, გილიომ მეცხრისა და მამის, გილიომ მეათის გარდაცვალების შემდეგ აკვიტანიის ტახტზე ავიდა.
ალიონორი მაღალი ქალი ყოფილა, არაჩვეულებრივად მომხიბლველი, მომნუსხველი მზერითა და ღია ფერის ჟღალშეპარული თმით – ოქროს არწივი – aigle en or, ასე მოიხსენიებდნენ მას პოეტები. 13 (ან 15) წლისა იყო, როდესაც საფრანგეთის მეფეს, ლუი მეშვიდეს გაყვა ცოლად და საფრანგეთის დედოფალი გახდა… ლუდოვიკო პოეზიის დიდი მოყვარული არ იყო, ომები უფრო აინტერესებდა, მაგრამ ალიენორისთვის არც ეს იყო უცხო ხილი. მეუღლეს ის ჯვაროსნულ ლაშქრობაშიც კი გაჰყვა – ქალების ლაშქრობებში მონაწილეობა არცთუ ჩვეულებრივი ამბავი იყო იმხანად, მაგრამ ასეთი იყო ალიენორი – თავისნათქვამა და ყველასგან გამორჩეული. იმასაც ამბობენ, ამორძალივით ხმალ-აბჯარი ჰქონდა ასხმულიო, თუმცა ისტორიკოსები ეჭვის თვალით უყურებენ ამ ცნობებს. ასე იყო თუ ისე, დედოფალი აკვიტანელ რაინდებს მიუძღოდა ბრძოლაში, მაგრამ ჯვაროსნული ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა, უიღბლო აღოჩნდა სამეფო ქორწინებაც – იმ მიზეზით, რომ მეფე-დედოფალი ნათესავები (მეოთხე მუხლის კუზენები) იყვნენ, რომმა მათ ჯვარი აჰყარა… ალიენორი აკვიტანიაში დაბრუნდა და… აიწყვიტა – მთელ დროს მენესტრელების, მხატვრებისა და რაინდების გარემოცვაში ატარებდა. თავს ურიცხვი თაყვანისმცემელი დასტრიალებდა. მათ შორის იყო ანჟუს გრაფი ანრი, ინგლისის ტახტის მემკვიდრე, რაინდული ტურნირების ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც ალიენორი გაუმიჯნურდა და მალე ინგლისის დედოფლობაც დაიმშვენა, მზითვად კი აკვიტანიის საჰერცოგო წაიღო (მე-12 საუკუნე ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც ინგლისის ტახტზე ფრანგი ნორმანდიელი ჰერცოგები სხედან, ფრანგულად საუბრობენ, მეტ დროს ნორმანდიაში ატარებენ და საფრანგეთის მეფის სიუზერენობას აღიარებენ, თუმცაკი ძველებურად აღარ გალობენ და ფეხაკრეფით უკვე ანგლოსაქსდებიან კიდეც… მოკლედ, ასწლიანი ომი კარსაა მომდგარი, თუმცა, ეს ჯერ არვინ იცის). პრინცმა ანრიმ თავადაც არ უწყოდა, რა გველი შეუშვა ოჯახში – ალიენორი აჯანყებას ჩაუდგა სათავეში – ქმრის დამხობა და ტახტზე ვაჟის აყვანა განიზრახა (შეთქმულთა წარმატების შემთხვევაში, ანრი უმცროსი უნდა გამეფებულიყო, თუმცა ალიონორი უმცროს შვილს, რიჩარდს ემხრობოდა). აკვიტანელი ბარონების ამბოხი, რომელსაც დედოფალი ხელმძღვანელობდა და შოტლანდიელები უჭერდნენ მხარს ორი წელი გაგრძელდა, მაგრამ გამარჯვება მაინც მეფეს დარჩა. მან მეუღლე დაატყვევა და მთელი 12 წლით გამოკეტა ციხე-სიმაგრეში. კიდევ 7 წელი ის მეტ-ნაკლები თავისუფლებით სარგებლობდა, მაგრამ მაინც მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ფორმალურად პატიმრობაში რჩებოდა. მხოლოდ მეფე ანრის სიკვდილისა და ვაჟის, რიჩარდ ლომგულის გამეფების შემდეგ გააუქმეს მისი დატუსაღების განჩინება. სიცოცხლის ბოლო წლები ალიენორ აკვიტანელმა ფონტევროს მონასტერში გაატარა – აქ იყო დასაფლავებული მისი მეუღლე ანრი მეორე და მოგვიანებით აქვე ჰპოვა სასუფეველი რიჩარდ ლომგულმაც (ფონტევრო საფრანგეთშია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც ინგლისის მეფეები ფრანგობენ).
ალიენორის სახელს უკავშირდება ე.წ. პუატიეს სიყვარულის სამსჯავროები – ერთგვარი პოეტური ტურნირი მენესტრელებს შორის. ზოგადად ტრუბადურული ტრადიცია გულისხმობს მამაკაცის მხრივ ქალის თაყვანისცემას, მისი ნების აღსრულებასა და მის სადიდებლად საგმირო თავგადასავალთა ძიებას… ამგვარი სიყვარული იმთავითვე გამორიცხული იყო მეუღლეთა შორის და პლატონური ხასიათი ჰქონდა. რას წარმოადგენდა ალიენორისეული “პოეზიის საღამოები” დანამდვილებით არვინ იცის. ყველაზე მოკრძალებული ვერსიით – პოეტური შეჯიბრი იყო, სადაც დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ჟიურიში ქალები – ალიენორი, მისი ქალიშვილი მარი და რამდენიმე სხვა ბანოვანი იჯდა. ყველაზე ფრივოლური ინტერპრეტაცია კი როგორია – ამის წარმოდგენა თქვენი ფანტაზიისთვის მიმინდია. 🙂
დაბოლოს, ერთი საინტერესო ამბავი – ვინც ჭადრაკს თამაშობთ (ან არ თამაშობთ), გიფიქრიათ განა, რა უნდა ბრძოლის ველზე ქალს? სწორედ მისი – ალიენორ აკვიტანელის წყალობით, მისი ბობოქარი ცხოვრებისა და ჯვაროსნულ ლაშრქობაში მონაწილეობის საპატივცემულოდ. ფიგურა, რომელსაც ევროპაში დედოფალს (Reine, Queen) უწოდებენ, ლაზიერია ანუ ფარზინი – ეს სპარსული სიტყვა ვაზირს აღნიშნავს და როგორც ვარაუდობენ, სქესი მან სწორედ ალიენორ აკვიტანელის საპატივცემულოდ იცვალა (დედოფალი ალიენორი თავადაც იყო ჭადრაკის დიდი მოტრფიალე და კარგი მოთამაშე).
- სხვა ვერსიები ლაზიერის გადედოფლებას საფრანგეთის დედოფალ ბლანშს (ალიენორის შვილიშვილს) და ესპანეთის დედოფალ ისაბელს უკავშირებენ, მაგრამ ეს ქალბატონები ცალკე პოსტს იმსახურებენ.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ასევე:
რეჟინ პერნუ – ალიენორ აკვიტანელი (რუსული თარგმანი)
რამდენი საინტერესო ამბავია, რაც არ ვიცი ან აღარ მახსოვს! 😦
მადლობა პოსტისთვის.
LikeLike
არ ვიცი რა კონკურსი იყო, მაგრამ უნდა მიგეღო მონაწილეობა 🙂
LikeLike
რა დროს ჩემი კონკურსებია 🙂
მე ჩემი წილი მოვიკონკურსე კაი ხანი აუკვე.
LikeLike
პოსტი მშვენიერი იყო და ბმულისთვის განსაკუთრებული მადლობა.
LikeLike
http://www.imdb.com/title/tt0063227/
kargi filmia
LikeLike
სტარვორზს დაუბრუნდი! 🙂
LikeLike
სთარვორზს კი არა აქაც ვეღარ ვწერ ძველებურად. 😦
კრიზისში ვარ ბლინ 😦
თუმცა, მართალი ხარ, იმ ბლოგსაც უნდა მივხედო. დავწერ რამეს მალე.
LikeLike
საინტერესო და მაგარი ქალი ყოფილა 🙂
LikeLike
ახლა გადავხედე და ჩემს ბლოგზე ეგ მაგარი ქალი ფარაონმა მიაჩმორა. ჰიტებითაც, უნიკალურებითაც, ლაიქებითაც და რეიტინგებითაც 🙂
თან – მაგრად.
არადა მიახლოებით ერთი ტიპის პოსტებია ორივე. 🙂
LikeLike
🙂
LikeLike
გაქნილი ბოზანდარა :დ კიდეც იმიტომ გაეყარა ლუი მაგას :დ :დ მარა საწყალი ჰენრი ითმენდა აკვიტანიის მიწების გამო :დ :დ :დ
“ლომი ზამთარში”, მგონი მაგ ფილმშია ელეონორას ინგლისურ ოჯახზე, ხო არ მეშლება? ^^
LikeLike
არ მინახავს, მარა ზემოტ დამილინკეს ეგ ფილმი.
LikeLike
მე იცი რა მაინტერესებს? რიჩარდი იყო მისი “ლუბიმჩიკი” თუ ჯონი (შემდგომში უმიწაწყლოდ ცნობილი). კიდევ ის ვიცი, რომ მაგ ორის გარდა შუალა ვაჟი ჰყავდათ, ნამდვილი მეფე იქნებოდა (აი როგორსაც ოცნებობს ხალხი), მარა ადრევე მოკვდა თუ ბერად აღიკვეცა და მოკლედ, მოეჭრა გზა.. :დ
საერთოდ არ მესმის, ეს რიჩარდი რამ შეაყვარა ხალხს, ტოჟე მნე ლომგულ… სხვის მიწაზე იბრძოდა, ქვეყანას კიდე შველა უნდოდა, აბა მარტო რობინ ჰუდი უშველიდა?
LikeLike
თეიქ ით იზი 🙂
ფორმალურად უნდა გამეფებულიყო ანრი (ჰენრი), მარა მისი ლიუბიმჩიკი რიჩარდი იყო. ასე წავიკითხე მე.
ჯონი ლუზერი იყო 🙂
LikeLike
იეს, სერ, იეს :დ :დ :დ :დ
LikeLike
დარწმუნებული ვარ ეგ იოან უმიწაწყლო რომ მოქექო კარგად ისტორია, მაგარი კაი ტიპი იქნებოდა, უბრალოდ რობინ ჰუდის ეპოსში გააბანძეს და ახლა ეგრე ვიცით.
აი რიჩარდ მესამეს როგორც გაუკეთეს სიაფანდზე დისკრედიტაცია 🙂
LikeLike
და როგორც აფერისტმა დიუმამ გააბანძა რიშელიე. 😉
LikeLike
აბააბა! ხელები შორს დიუმასგან!
🙂
LikeLike
კარგი დრო გაიხსენე მილორდ. იოან უმიწაწყლოს რაც შეეხება ისტორიაში საკმაოდ კარგ მეფედ მოიხსენიება, ხოლო რიჩარდი სუსტ მმართველად. დედის გულიც ალბათ სუსტისკენ უფრო იხრებოდა 😛
LikeLike
აუ მე რატო ვიცი რო ჯონი დებილი იყო? :დ ეგ ქარტიაც აიძულეს ხელი მოეწერა..
სამწუხაროა რომ ინგლისელი ისტორიკოსი არ ვარ, თორემ მოვქექავდი. ევროპელებს (და განსაკუთრებით კი ფრანგებს) კაი კაი სახელმწიფო არქივები აქვთ.
პაპის არქივებზე არაფერს ვამბობ, ეგ ხელშეუხებელია, 😦
LikeLike