ქალთა სახეები მე-20 საუკუნეში (მეორე ნაწილი)
1960
ყველა ეპოქას ქალის იერი აქვსო, ამბობდა ხოლმე ნიკიფორე, ცხონებული ბაბუაჩემი. თუკი ასეა, 60-იანებს ძალიან ლამაზი იერი ჰქონია – ამ დროს გამოჩნდა ფრანგი ანჟელიკა – მიშელ მერსიე (Michèle Mercier), რომელიც იმდენად პოპულარული იყო, რომ ურბანული ლეგენდა ჯიუტად აცხადებს “ბიტლების” ცნობილი სიმღერის მუზად, მიუხედავად იმისა, რომ თავად სიმღერის ავტორი ამას ასევე ჯიუტად უარყოფს. 😉 ლუის ბუნუელმა ერთ-ერთი უდიდესი (ეგებ – უდიდესიც, ერთ-ერთის გარეშე) ფრანგი მსახიობი კატრინ დენიოვი (Catherine Deneuve 168სმ 84-61-89) გადაიღო ფილმში “დღის ლამაზმანი”. ჰოლივუდის პასუხი ფრანგულ გამოწვევაზე არის ორი ქალი ბიკინიში – შვეიცარელი ურსულა ანდრესი (Ursula Andress 165სმ 85-57-77) პირველი “ბონდიანიდან” – “დოქტორი ნო” და რაქელ უელჩი (Raquel Welch 168სმ 94-66-91) ფილმიდან “მილიონი წელი ჩვენს ერამდე”… თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ მისთვის დრო გაჩერდა – ერთ-ერთი რაქელ უელჩია. ის 70-ს გადაცდა, მაგრამ ცელულიტი რაა, მხოლოდ წიგნებიდან იცის. 🙂 ტუნისში დაბადებული სიცილიელი კლაუდია კარდინალე (Claudia Cardinale 173სმ 94-58-94) ეპოქის კიდევ ერთი გამოკვეთილი სექს-სიმბოლოა. 1971 წელს კრისტიან-ჟაკმა ორ არაჩვეულებრივ ქალს – ბარდოსა და კარდინალეს ერთად მოუყარა თავი ფილმში “მენავთობეები”. როჟე ვადიმმა კი მისი ამერიკელი მეუღლე ჯეინ ფონდა (Jane Fonda 173სმ 84-61-89) გადაიღო ფილმში “ბარბარელა”… ბარბარელა იგივე იყო, რაც მოგვიანებით ლარა კროფტი (ქროფთი) – როგორც არაერთ ცნობილ ქალს უცდია ლარა კროფტის იმიჯის მორგება, ასევე მრავალი ბარბარელა-ფოტოსესიაა შექმნილი 60-იანებში და შემდგომ (დღემდეც კი გრძელდება)… ლიზ თეილორისთვის (Elizabeth Taylor 157სმ 91-53-91 ) დაბალ სიმაღლეს ხელი არ შეუშლია, ეპოქის ერთ-ერთ სექს-სიმბოლოდ ქცეულიყო, გამოყვანილი წელით, ლამაზი ფორმებითა და პროპორციებით, იისფერი თვალებითა და სკანდალური ცხოვრებით ჰოლივუდის კლეოპატრამ მამაკაცების გულები დაიპყრო მსოფლიოში, მათ შორის – საბჭოთა კავშირშიც. გასაკვირია, მაგრამ ამ მკერდსავსე ქალბატონების ფონზეც კი 60-იანების უდავო სიმბოლო და ყველაზე სასურველი ქალია ინგლისელი მოდელი თვიგი (Twiggy 168სმ 81-58-81). გამხდარი, თითქოს, ჯერ ფორმირებადაუსრულებელი სხეულით, თვიგი ყველა დროის ყველაზე ცნობილი მოდელია.
1970
ინგლისელ-ფრანგი მსახიობი ჟაკლინ ბისე (Jacqueline Bisset 169სმ 94-63-91) ლამაზი ფერის თვალებითა და იდეალური ნაკვთებით უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. საბჭოთა კავშირმა ის გაიცნო შესანიშნავი კინოკომედიით “შესანიშნავი”, მოგვიანებით ფილმში “უბსკრული” საშუალება მოგვეცა ბისეს ულამაზესი სხეული სრულად შეგვეფასებინა. კიდევ ერთი ინგლისელი მსახიობი და მომღერალი, რომელიც მეტწილად ფრანგული ფილმებით გახდა ცნობილი, ჯეინ ბირქინია (Jane Birkin 174სმ 81-61-94). უმანკო და, იმავდროულად, მოზღვავებული ენერგიით დატვირთული ბირქინის გამოხედვას ჭკუაზე გადაჰყავს ალენ დელონის გმირი ფილმში “აუზი”. ჯეინი და მისი გენიალური მეუღლე სერჟ განსბური ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ეპატაჟისტები იყვნენ. ამერიკელი მსახიობი ფარა ფოსეთი (Farrah Fawcett 169სმ 86-61-86) ერთ-ერთი “ჩარლის ანგელოზია”. არ ვიცი, იყვნენ თუ არა იმდროინდელ ამერიკაში “საპოჟნიკები”, მაგრამ თუ იყვნენ, მათ ჯიხურებს, უთუოდ, ფოსეთის პოსტერები ამშვენებდა, როგორც სტალინის ფოტოები – თბილისელი “საპოჟნიკების” ჯიხურებს. შვედი მსახიობი და მომღერალი ” ენ-მარგრეთი (Ann-Margret Olsson 161სმ 89-58-89) 60-70-იანების კიდევ ერთი გამორჩეული სიმბოლოა. 5 ოქროს გლობუსის მფლობელი ენ-მარგრეთი ელვისთან ერთად ჩაწერილი ალბომებითაც იყო ცნობილი და დღემდე რჩება ყველაზე ლამაზ “როკენროლშიცად”.
1980
ამერიკელი მსახიობი ჰიზერ თომასი (Heather Anne Thomas 166სმ 96-58-81) ჩვენთან ნაკლებადაა ცნობილი – ის, ძირითადად, ტელესერიალებში მონაწილეობდა, მაგრამ თავისი გარეგნული მონაცემებით სიის გარეთ ვერაფრით დარჩება. ჰოლანდიურ-ფრანგული წარმოშობის ბო დერექს (Bo Derek 166სმ 89-59-89) წარმატებული სამოდელო და ნაკლებწარმატებული კინოკარიერა ჰქონდა ჰოლივუდში, 80-იანების საბჭოთა კონოგაქირავების ნამდვილი ჰიტი იყო ფილმი “სიკვდილი აისბერგებს შორის” (ამ სახელწოდებით გადიოდა) ბო დერექის მონაწილეობით. რა თქმა უნდა, 80-იანები წარმოუდგენელია მადონას (Madonna 161სმ 91-61-86) გარეშე. არ დავიჟინებ, რომ მადონა ყველაზე ლამაზი ქალია მსოფლიოში, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ნამდვილადაა და, მიდასისა არ იყოს, თუ რამ ნაკლი აქვს, იმასაც ოქროდ აქცევს. იზაბელ აჯანი (Isabelle Yasmine Adjani 163სმ 89-61-91) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობი და ძალიან ლამაზი ქალია. 80-იანების სხვა სიმბოლოებისგან განსხვავებით, ის, ყოველთვის, უფრო ეროტიული იყო, ვიდრე სექსუალური… რაც, მგონი, ზოგადად ფრანგი ქალების საფირმო ნიშანია. აჯანის გარეგნობით ძალიან ჰგავს კიდევ ერთი ფრანგი სოფი მარსო (Sophie Danièle Sylvie Marceau 173სმ 92-58-89), სხვათა შორის, ამ ქალმა სიყვარულის გულისთვის მილიონი ფრანგული ფრანკი გაიღო – სწორედ ამდენი დაუჯდა ანჯეი ჟუვავსკის სიყვარულის გამო კინოკომპანია Gaumont-თან გაწყვეტილი კონტრაქტი და ჩაგდებული გადაღებები. ქიმ ბეისინჯერი (Kim Basinger 171სმ 90-61-90) სექს-სიმბოლოდ 33 წლის ასაკში ფილმით “9 1/2 კვირა” იქცა. მიუხედავად სხვა ბევრი როლისა, ოსკარისა და ოქროს გლობუსისა, უმრავლესობისთვის ის მაინც ქუდი რომ თავზე ახურავს და სხვა ყველაფერს კი იხდის, იმ ქალად რჩება.
1990
90-იანები სექს-სიმბოლოებზე გადარევის ეპოქაა. ყველა თავის თავს ოდნავ პატივისმცემელი პრიალა გამოცემა (და არამარტო) საკუთარ გამოკითხვებს ატარებდა, ინტერნეტმა და სატელიტურმა ტელევიზიამ კი ეს გამოკითხვები მსოფლიოს მოსდო… ეს უცნაური დეკადა იყო – სიმბოლოებად ერთდროულად სახელდებოდნენ ფამელა ანდერსონი (Pamela Anderson 171სმ 91-56-86), რომლისაც ხანდახან იმხელა მკერდი ჰქონდა, რომ ბარე ორნახევარ ქალს გასწვდებოდა და ვიქთორია ადამსი/ბექჰემი (Victoria Beckham 163სმ 75-57-72), რომელსაც აქვს მკერდი თუ არა, ალბათ, მარტო დეივიდმა თუ იცის.
დამაინც არვინ იყო ამ დროს ისეთი პოპულარული, როგორც სუპერმოდელები… 90-იანებამდე, შეიძლება ითქვას, ეს ტერმინიც კი არ არსებობდა. ლინდა (Linda Evangelista 175სმ 87-61-89), ნაომი (Naomi Campbell 177სმ 86-61-89), სინდი (Cindy Crawford 175სმ 86-65-91), ქრისთი (Christy Turlington 178სმ 86-58-91) და ტატიანა (Tatjana Patitz 180სმ 90-63-91)…
90-იანებშივე გახდა სუპერ-პოპულარული ქეით მოსი (Kate Moss 173სმ 81-58-89), მამაკაცებს, ეგებ, მობეზრდათ მკერდსავსე მოდელები, ამიტომაც ისინი ქეითმა ჩაანაცვლა? სხვა ვერსია არ მაქვს. 🙂 მაგრამ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს.:) აქვეა სხვა ამერიკალი მოდელი თაირა ბენქსი (Tyra Banks 178სმ 91-61-91), რომელსაც ყველაფერი თავის ადგილას აქვს და შეუარაღებელი თვალითაც იოლად შესამჩნევი ზომის. 🙂 რა თქმა უნდა, 90-იანები წარმოუდგენელია შერონ სთოუნის (Sharon Stone 174სმ 91-61-89) გარეშე, რომელიც, ბეისინჯერისა არ იყოს, ფრიად მოწუფულ ასაკში – 34 წლისა იქცა სექს-სიმბოლოდ “ძირითადი ინსტიქტით”; მილა იოვოვიჩის (Milla Jovovich 174სმ 85-61-85) გარეშე, რომელიც მეხუთე და იდეალური ელემენტია; ლიზ ჰერლის (Elizabeth Hurley 173სმ 91-58-87) გარეშე, რომელიც წარმატებული მოდელი იყო, კინოში კი არაჩვეულებრივად მომხიბლველი ეშმაკი განასახიერა კომედიაში “სურვილით დაბრმავებული” და, მართალია, ბონდის ვერა, მაგრამ ოსთინ ფაუერსისი გოგოც გახდა და ფრანგი-კორსიკელი ლეტისია კასტას (Laetitia Casta 168სმ 89-61-90) გარეშე, რომელიც 90-იანების მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელია, 100-ზე მეტი გამოცემის ყდას ამშვენებს და, რა გასაკვირია თუ, მარიანას (საფრანგეთის ალეგორიული სიმბოლო) სახეც გახდა.
2000
ანჯელინა ჯოლიზე (Angelina Jolie 173სმ 91-63-89), რა ვთქვა, ყველაზე სასურველ ქალთა სია წარმოუდგენელია მის გარეშე და ასე გრძელდება წლიდან წლამდე… მაგრამ ეს ბოლო ხანებია ძალიან გახდა და არ უხდება 😦 (ეს ბრედი ან ნამეტნავად შეყვარებულია ან – ბეცი, თორემ მისი მეუღლე რომ ნელ-ნელა სკელეტონს ემსგავსება მარტო მე ვამჩნევ? მგონი, ბორმენტალის კლინიკის რეკლამისთვის გადის ქასთინგს). მონიკა ბელუჩის (Monica Bellucci 170სმ 89-61-89) თავისი წონა არ აწუხებს და მართალიცაა. გრამი არ აქვს ამ ქალს ზედმეტი. 🙂 ინგლისელი მსახიობი ქეით ბექინსეილი (Kate Beckinsale 170სმ 86-59-86) ხშირად ამბობს, სულაც არ ვთვლი ჩემს თავს განსაკუთრებულად მიმზიდველ ქალადო… ალბათ, ხუმრობს. მისი ბოლო ფილმი “სხვა სამყარო: გამოღვიძება” ახლახანს გამოვიდა ეკრანებზე. “სასოწარკვეთილ დიასახლისებს” არ ვუყურებ, მაგრამ, რომ ვუყურებდე, ამას მხოლოდ ივა ლონგლორიას (Eva Longoria 157სმ 76-58-83) ხათრით თუ გავაკეთებ. წარმოშობით მექსიკელი მსახიობი ნამდვილად მომხიბლველია, თუმცაკი, მინიატურული სიმაღლისა და პარამეტრებისაა. ტონი პარკერი კი არ წუნობს, მაგრამ, მეეჭვება მისთვისაც გადაეხადათ 12,5 მილიონი აშშ დოლარი, რაც დემი მურს (Demi Moore 165სმ 86-63-91), გადაუხადეს “სტრიპტიზში” სტრიპტიზისთვის.
თუ ამ ყოვლადშტერული ფილმის სანახავად მაყურებელი კინოთეატრებს მიაწყდა, სწორედ 34 წლის დემის (სხეულის) დამსახურებაა. “ოსკარების” ბოლო დაჯილდოებაზე წითელ ხალიჩაზე შეიყარა “გემრიელი წყვილი” – არგენტინული წარმოშობის ამერიკელი “ჩარლის ანგელოზი” ქემერონ დიასი (Cameron Diaz 175სმ 86-63-82), და პუერტო რიკოელი ჯეი ლო (Jennifer Lopez 168სმ 87-65-96). ჯეი ლო უამრავჯერ დასახელებულა ყველაზე სექსუალურ ესპანურენოვან ქალად, მის უკანალზე ლეგენდები დადის და ეტალონადაც იქცა. დიეტოლოგები თავიანთი დიეტის რეკლამირებისას ქალბატონებს პირდებოდნენ – “ლოპესივით ლარივით ფეხები და ბურთებივით დუნდულები გექნებათო”…
ერთხელ, როდესაც სოფი მარსომ ყველაზე სასურველ ფრანგ ქალთა სიაში იზაბელ აჯანი ჩამოალაბორანტა, ეს ბანალურად მარტივად ახსნა – ერთი, რომ მასზე უმცროსი ვარ და მეორეც, უფრო დიდი მკერდი მაქვსო… მკერდისა რა ვთქვა და (არც სხვებს დაეწუნებათ ამ დეკადაში) მაგრამ მეგან ფოქსი (Megan Fox 163სმ 89-56-86) ყველა 2000-იანელზე უმცროსია, ამიტომაც, შეავიწროვა უკვე ისინი მოსთჰოთ სიებში.
დაბოლოს, დღეს პოდიუმი ბრაზილიელ სუპერმოდელებს აქვთ დაპყრობილი – ადრიანა, ალესანდრა, ჟიზელი და იზაბელი… ორიგინალურობას ვერ გამოვიჩენ და FHM მკითხველების მსგავსად, მათგან ყველაზე მეტად მეც ადრიანა ლიმა (Adriana Lima) მომწონს. ბრინჯაოსფერი კანი, ოკეანისფერი თვალები, 178 სანტიმეტრი სიმაღლე და 86x61x89.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
ეს იყო მრავალი მამაკაცისა და მრავალი პრიალა გამოცემის მიერ მრავალჯერ ჩატარებული გამოკითხვით შედეგნილი ობიექტური სია. ჩემი სუბიექტური სია კი ასეთი იქნებოდა:
ტეილორი რა პატარა ყოფილა. და მოდელებს თუ გამოვაკლებთ უმრავლესი სექს-სიმბოლო დაბალი სიმაღლისაა.
პამელას მკერდი კიდე უფრო დიდი მეგონა. თუ სწორია ეგ 91 სმ ნორმალური ზომაა 🙂 არა და სულ მაგის დიდ მკერდზეა ლაპარაკი 😉
LikeLike
ანდერსონის მკერდის ამბავი მეც გამიკვირდა. 🙂 მაგრამ მაგან მგონი ჯერ გაიდიდა მერე დაიპატარავა. ყოველ შემთხვევაში ეგ ოფიციალურად მითითებული ზომაა და ნამდვილად არაა ამდენი საჭორაო. 🙂 ამჟამად კლასიკური ზომაა აქვს დაყენებული. 🙂
LikeLike
ჰო, ეგ ალბათ, უსილიკონოდ 🙂 აბა, 91 რა დიდი ამბავია, კასტას 100 აქვს 🙂
LikeLike
89 🙂
LikeLike
რაქელ უელჩი რა მაგარი ქალია.
უ ყველა კარგი ქალია რა. :*
LikeLike
ეგ ფილმი იყო ნამდვილი აფეთქება სექს-ბომბის.
LikeLike
რაქელ უელჩი მართლა მაგარი ქალია! ისე, ჩვენში რომ დარჩეს, მადონა რა ამოვარდნასავითაა ამ ქალებში :როდე, ბოდიში, მეტს აღარ ვიზამ:
პრინციპში, მე ყველაზე მეტად ლეტიციას ხსენება გამიხარდა, რა თქმა უნდა 🙂
LikeLike
გუშინ სამსახურიდან ვერ შემოვაღწიე 😦
მშვენიერია ყველა ეპოქა, მაგრამ მე მაინც სამოციანები მესიმპატიურება და მომკალი თუ გინდა.
LikeLike
კლარა ცეტკინის სურათს ველოდი 🙂
ისე, პამელას ამბავი მეც გამიკვირდა. 🙂 მეთქი 110 სანტიმეტრი მაინც ექნებოდა. აი ჯეილოს მართლა დიდი ტრაკი ქონია. 🙂
მაშველებში მახსოვს პამელა და იქაც უკვე კარგა მოზრდილი მკერდი ქონდა. პირველი არხი აჩვენებდა მაგ სერიალს. კარმენ ელექტრაც იყო კიდე მაგ სერიალში და კიდევ ორნი იყვნენ არ მახსოვს ეგენი.
LikeLike
მიშელ მერსიეზე ვარ შეყვარებული და ვისაც ასახიერებს(ანჟელიკას ვგულისხმობ), ჩემი ოცნების ქალია, მგონი მისნაირის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია… რაც შეეხება დანარჩენ ქალებს, ძირითადად მოსულელო ტიპები არიან, თუმცა ასეთი ქალები თუ გყავ, მგონი ღირს თვალის დახუჭვა მათ გონებრივ პოტენციალზე…უბრალოდ სულელური სურვილების შესრულება ტეხავს….
LikeLike
თვიგი ახლაც ძალიან ლამაზი და მომხიბლავია. ის გაოცებული გამომეტყველება კეთილმა და სხივიანმა ღიმილმა შეცვალა. ტანსაცმლის საკუთარი ხაზი აქვს. ამბობს, რომ ელეგანტურობასა და კომფორტს შორის ბალანსს მიაგნო.
ჯეინ ფონდაც იდეალურად გამოიყურება (in her seventies!), ბლოგზე იმდენ ინფორმაციას ათავსებს, მიხვდები, რა აქტიურად ცხოვრობს.
ბირკინს ნიჭით ქალიშვილმა აჯობა აშკარად (ის ურჩევნია მამულსაო, ფრანგებმა არ თქვეს?:)))
ანჯელინაზე ბოლო დროს ბევრს წერენ – multitasking mother არის და ხშირად ჭამა ავიწყდებაო. მარტო თავია დარჩენილი. ევროპელ ქალებთან მაინც ვერ მივა (e.g. Francoise Hardy).
ვიქტორია ბექჰემი ძალით fashion icon–ობს. დღემდე გაოცებულია თავის მდგომარეობით მგონი :)))
კარგი მიმოხილვა იყო!
see you next time at Flashman/Blashman (not Vake).
LikeLike
შარლოტი უფრო ნაკელბად ნიჭიერია, ვიდრე მამამისი და უფრო ნაკლებად ლამაზია, ვიდრე დედამისი. ასე რომ მთლიანობაში აგებს. 🙂
ჰარდი ჩემი ბოლოდროინდელი მუსიკალური გატაცებაა 🙂 ვქაჩავ მაგის მუზონებს.
გამარჯობა 🙂
LikeLike
70-იანი და შემდეგი წლების ქალები მომწონს 🙂 მადონა ბოლო შოუზე არაჩვეულებრივი იყო, საოცრად მომეწონა. ამ ქალმა იცის, რა სჭირდება და როგორ მიაღწიოს მიზანს 🙂
ანჯელინა კი მართლა ძალიან გახდა და ძალიან არ უხდება. სახიდან დაწყებული, ყველგან ძვლები აქვს ამოჩრილი 😦 მიკვირს, რომ არ ცდილობს ძველი ფორმების დაბრუნებას. შეუძლებელი არაფერია.
LikeLike