ქალთა სახეები მე-20 საუკუნეში
1900
ქამილ ქლიფორდი (Camille Clifford) მისი პარამეტრები მიახლოებით იყო 78-51-83. გასული საუკუნის დასაწყისის პოპულარული ამერიკელი მოდელი, მსახიობი, ე.წ. “გიბსონის გოგო” (ასე ეწოდება მხატვარ ჩარლზ გიბსონის მიერ შექმნილ ცნობილი ქალბატონების პორტრეტებს. მისი მოდელები ეპოქის სილამაზის ეტალონებად იქცნენ. “გიბსონის გოგონებს” გამოარჩევდათ საფირმო “ბზიკისებრი წელი”… რაც არამხოლოდ ბუნების, არამედ კორსეტის დამსახურებაც იყო). ლილიან რასელი (Lillian Russell) ამერიკელი კომიკური ოპერის მომღერალი და მსახიობი, მოგვიანებით – ჟურნალისტი და ქალთა უფლებების დამცველი. ევილინ ნესბითი (Evelyn Nesbit) ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე, კიდევ ერთი “გიბსონის გოგო”.
1910
ფლორენს ლოურენსი (Florence Lawrence) კანადელი მსახიობი. ბევრი კინოგამოცემა მას პირველ კინოვარსკვლავად მოიხსენიებს. კლეოპატრას როლის პირველი შემსრულებელი კინოში. თიიდე ბარა (Theda Bara) ამერიკალი მსახიობი. მისი სპეციალიზაცია “საბედისწერო ქალის” როლები იყო. მასაც ხვდა წილად ეგვიპტელი დედოფლის განსახიერება. ასტა ნილსენი (Asta Nielsen) დანიელი კინომსახიობი, რომელიც, მეტწილად, გერმანულ ფილმებში მონაწილეობდა. სპეციფიკური გარეგნობის პატრონს (გამხდარი, მიკრო-მკერდითა და წვეტიანი ცხვირით), გასაოცარი ხიბლი ჰქონდა და ანდამატივით იზიდავდა მამაკაცებს.
1920
ქლარა ბოუ (Clara Bow) ამერიკელი მსახიობი. შესაძლოა, პირველი სელებრითი კაცობრიობის ისტორიაში, ვისაც, შეგვიძლია, სექს-სიმბოლო ვუწოდოთ ამ სიტყვის დღევანდელი მნიშვნელობით. ამბობენ, რომ საგანგებოდ მისთვის საფოსტო ოფისმა დამატებითი ფოსტალიონებიც კი დაიქირავა – იმდენად დიდი იყო იმ წერილებისა და ამანათების რაოდენობა, რაც ფანებისგან მისდიოდა. ჯოზეფინ ბეიქერი (Josephine Baker) ამერიკელი მოცეკვავე, რომელიც ევროპული გასტოლების შემდეგ პარიზში დარჩა და კაფეშანტანების ცნობილი მოცეკვავე გახდა. ცეკვავდა სტრიპტიზს. იყო ეროტიკული მოდელი და თავისი ეპოქის ნამდვილი ლეგენდა. მეორე მსოფლიო ომის დროს წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება, არაერთი ებრაელი გადაარჩინა სიკვდილს. საპატიო ლეგიონის ორდენითაა დაჯილდოებული. პოლა ნეგრი (Pola Negri) პოლონელი მომღერალი, ბალერინა, მსახიობი, რომელიც მისი ეპოქის, ალბათ, ყველაზე ცნობილი სახეა… ფილმების დიდი ნაწილი აშშ-ში აქვს გადაღებული, თუმცა გერმანიასა და საფრანგეთშიც მოღვაწეობდა და ახერხებდა მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო.
1930
ლუიზ ბრუქსი (Mary Louise Brooks) ამერიკელი მოცეკვავე და მომღერალი, კინომსახიობი. სწორედ მან დაამკვიდრა მოდაში ბობი-ვარცხნილობა. კლოდეტ კოლბერტი (Claudette Colbert) ფრანგი მსახიობი, რომელიც ჰოლივუდის კინოფილმებით გახდა ცნობილი. “კლეოპატრას როლმა” 1934 წელს ის ნამდვილ სექს-სიმბოლოდ აქცია. ჯინ ჰარლოუ (Jean Harlow) “პლატინისფერი ქერა”. უპოპულარულესი ამერიკელი მსახიობი, საბედისწერო კინოგმირი, ის დიდების პიკში, 26 წლისა ცერებრალული დამბლით გარდაიცვალა ექიმების დაუდვრობის გამო. მონროს იმიჯის ფორმირებაში სწორედ ჰარლოუს ზეგავლენა იგრძნობა.
1940
რითა ჰეივორთი (Rita Hayworth), ვისი ფოტოც ქინგის ცნობილ მოთხრობაში შოუშენქის ციხის საკანში ჰქონდა გაკრული ენდის, ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ კინოვარსკვლავად მიიჩნევა. მისი პარამეტრებია 168სმ 93-61-91. ვერონიქა ლეიქი (Veronica Lake 151სმ 86-53-83) ის მსახიობია, ვის ასლსაც ქიმ ბეისინჯერი თამაშობს “ლოს ანჯელესის საიდუმლოებებში”, რასელ ქროუს გმირი კი ეუბნება – ვერონიქა ლექიზე უკეთესი ხარო… მაგრამ ვერონიქა ლეიქიც, უდავოდ, ძალიან ლამაზი ქალია, ისეთი გარეგნობა აქვს, რომელიც მუდამ, ყველა დროში პოპულარობით ისარგებლებს მამაკაცებში, თუმცაკი ძალიან დაბალი სიმაღლის იყო. ჯეინ რასელი (Jane Russell 170სმ 97-61-91) ერთი იშვიათთაგანია, ვინც იმ პერიოდის ქერა სექს-სიმბოლოების მოჯადოებული წრე გაარღვია. ძალიან წარმატებული სამსახიობო კარიერის გარდა, კონცერტებითაც გამოდიოდა და რამდენიმე ალბომიც აქვს ჩაწერილი. რა თქმა უნდა, მიუზიკლებშიც მონაწილეობდა. ამერიკელი მოცეკვავე და მომღერალი ბეთი გრეიბლი (Betty Grable 163სმ 86-61-91) მიუზიკლების ნამდვილი დედოფალი იყო. მისი ფეხების პროპორციები დღემდე ეტალონადაა მიჩნეული, მას ასეც უწოდებდნენ – “გოგონა მილიონდოლარიანი ფეხებით”. ლორენ ბექოლს (Lauren Bacall 173სმ 86-66-86) ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მსახიობად მიიჩნევენ. წარმატებული მოდელიც იყო. მისი “საფირმო” სუსხიანი გამოხედვა მამაკაცებს გულგრილს არ ტოვებდა. გრეიბლმა, ბექოლმა და მონრომ შეკრეს “მილიონერზე მონადირე ქალების” სამეული ცნობილ კინოკომედიაში.
1950
ომისშემდგომ სამყაროს თვალებში გამოხედვა და გახალისება სჭირდებოდა, ალბათ, ამიტომაა 50-იანები ულამაზესი ქალებით გამორჩეული… გრეის ქელი (Grace Kelly 170სმ 86-61-89), ამერიკელი კინოვარსკვლავი, ვინც ფსიქოლოგიური თრილერების დედოფლობა მონაკოს დედოფლობაზე გაცვალა, ჰოლივუდის მეფე კი – მონაკოს მეფეზე (ტუტუცი!)… ასეთი ლამაზი რომ არ იყოს, სიიდან უნდა ამოშალოს კაცმა. 🙂 ამერიკელი მსახიობი ჯეინ მენსფილდი (Jayne Mansfield), ალბათ, 50-იანების ყველაზე ცნობილი ქერა ლამაზმანი იქნებოდა ჰოლივუდში (რომ არა მონრო). ჯეინის IQ 163 იყო, თუმცა მამაკაცებს მისი მკერდი უფრო აღელვებდათ – 101-53-90 ასეთია 168 სმ სიმაღლის მენსფილდის მართლაც რომ შთამბეჭდავი პროპორციები. იტალიელი ჯინა ლოლობრიჯიდა (Gina Lollobrigida 165სმ 89-51-89), რომელსაც წარმატებული კინოკარიერა ჰქონდა ახლა კი ფოტოხელოვნობს და მოქანდაკეობს. იტალიელი სოფია ლორენი (Sophia Loren 170სმ 96-61-96), ვინც იტალიის ულამაზეს ქალად დასახელებულა არაერთგზის, ვერც შეეკამათები. ფრანგი ბრიჟიტ ბარდო (Brigitte Bardot 170სმ 90-48-89), რომელიც, ალბათ, ისევე უკონკურენტოა ევროპაში, როგორც მერილინი ამერიკასა და მსოფლიოში. ეკზისტენციალისტებმა ის ყველაზე თავისუფალ ფრანგ ქალად გამოაცხადეს, სიმონა დე ბოვუარმა კი მთელი გამოკვლევა უძღვნა, სადაც “ქალთა ისტორიის ლოკომოტივი უწოდა”. რა გასაკვირია, რომ სწორედ ბარდო გახდა მარიანას (საფრანგეთი სიმბოლო, “ძია სემის” ანალოგია, ოღონდ – სატირული დატვირთვის გარეშე) სახე. მისი წელი “გიბსონის გოგონებსაც” კი შეშურდებოდათ. 40 წლის ბარდომ, დიდების ზენიტში და ყველასთვის მოულოდნელად, კინოკარიერა ნებით შეწყვიტა და ეკრანებიდან ჩამოვიდა, მისივე სიტყვებით, “წავიდა ელეგანტურად, რათა ხალხს ასეთი დამახსოვრებოდა”. დღეს ის ცხოველთა უფლებების ცნობილი დამცველია და მისი სამოქალაქო აქტივიზმისთვის საპატიო ლეგიონის ორდენითაც კი დააჯილდოვეს, თუმცა, ბრიჟიტმა ჯილდოს მიღებაზე უარი თქვა.
და, რაღა თქმა უნდა, ყველა დროის ყველაზე ცნობილი სექს-სიმბოლო მერილინ მონრო (Marilyn Monroe 166სმ 91-61-86), რომელსაც წარდგენა არ სჭირდება.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლებოდა და თამამდებოდა მოდა. დაიბადა ტელევიზია. გაჩნდა ფერადი ფოტო-პოსტერები. ფერი შეიძინა კინომაც… ამ ყველაფერმა ქალთა სახეებზეც იმოქმედა. წვრილი წელი კვლავ მოდაშია, მაგრამ თუ პატარა მკერდი გაქვს – მამაკაცთა ოცნებებში შენთვის სულ უფრო მცირე ადგილი რჩება. ამავე დროს, შავგვრემანი და/ან შავთმიანი საბედისწერო ქალების ალაგს სულ უფრო ხშირად იკავებენ ქერა ლამაზმანები… მნიშვნელობა არ აქვს – ბუნებრივად ქერები არიან ისინი, თუ შეღებილნი. 🙂 (ეგებ, ყველამ არც იცოდეს, რომ მერილინ მონროს ბუნებრივი თმის ფერი მოწითალო-წაბლისფერი იყო, მენსფილდს შავი ფერის თმა ჰქონდა, ბრიჟიტ ბარდოს კი – ღია ყავისფერი). დიდ მკერდთან ერთად, 50-იანებში პოპულარული გახდა ვნებიანი ტუჩებიც – წვრილტუჩა და უტუჩო სექს-სიმბოლოები კი ნელ-ნელა ქრებიან. 🙂 მომდევნო წლებში ვნახავთ, რომ ეს შემთხვევითობა კი არა – ტრენდი იყო.
ფოტო-ბონუსი
ზომას აქვს მნიშვნელობა 🙂
1957 წელი. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი მსახიობი სოფი ლორენი (მაინც) შურით შესცქერის ჯეინ მენსფილდის ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ (100სმ) მკერდს.
ამ ფოტოს რომ დახედავ, ჯერ მენსფილდის მკერდს ამჩნევ, მერე მენსფილდს ხედავ და ბოლოს – თურმე, სოფი ლორენიც გვერდით არ ზის? :):)
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
+1 🙂
კინგის ეგ მოთხრომა ძაან მაგარია. მანდ თუ გახსოვს, კინგს უწერია როგორ იცვლებოდნენ სექს-სიმბოლოები. პირველი პლაკატი რიტა ჰეივორტია მერე მერლინ მონრო და მერე სხვებზე ცვლის. ჯეინ მენსფილდი, რეკელ უელჩი, ლინდა რონსტადტი. 🙂
ზეპირად არ მახსოვდა, მაგრამ ინტერნეტში ვნახე. 🙂
LikeLike
კი…. რაღაც პონტში ეს პოსტიც მაგის დამსახურებაა. 🙂
პირველად რომ წავიკითხე – კაი ხნის წინ იყო, მაშინ არც ჰეივორთი ვიცოდი, არც მენსფილდი და კიდევ ჰეიელ ქურთს ამბობს. 🙂
უელჩზე შემდეგ ნაწილში დავწერ. 🙂
LikeLike
ორმოცდაათიანებში რა ბრილიანტის ნაკრებია….
LikeLike
ჰო… თან ეგენი უფრო კარგად ვიცით. ეგეცაა.
LikeLike
რა თქმა უნდა, ჯოზეფინ ბეიკერზე და პოლა ნეგრიზე მეტი ვიცოდეთ, თვალი და ყური გვქონდეს შეჩვეული, სხვანაირებს დავინახავდით, მაგრამ ორმოცდაათიანელები (ლოლ) ისედაც უფრო ქალურები არიან. ქერა თმა, თამამი სამოსი, დაუფარავი სექსუალობა და ასე შემდეგ…
LikeLike
და ფერიც თავისას შვრება 🙂 შავ-თეთრი ფოტო და კადრი ძალიან სტილიზებულია და ძალიან მაგარია ზოგადად, მაგრამ ფერში მაინც სულ სხვაა. 🙂
LikeLike
გარბო-დიტრიხი-ინგრიდ ბერგმანი 🙂
სანამ სხვა დაწერს – დავასწრო 🙂
LikeLike
შენ არ იდადრო, მომავალ წლებშიც ბევრია, ვინც თითქოს უნდა იყოს, მაგრამ “გამორჩენილია”. 🙂 რომ მოვრჩები და დავპოსტავ – დარწმუნდები. 🙂
სექს-სიმბოლოს მაინც გარკვეული იმიჯი უნდა ჰქონდეს.
თუმცა, დიტრიხი თავისი როლებით კი ჯდება ამ საზომში, მაგრამ ძალიან გვიან მოხვდა ჰოლივუდში – სექს-სიმბოლო კი ამერიკული ნოუ-ჰაუა. ბარდომდე ევროპაში ეგეთი რამე საერთოდ არ იცოდნენ რა იყო 🙂
LikeLike
უმეტესი მათგანი ყოველთვის ძალიან მომწონდა. 30-50–იანი წლების მსახიობები.
ჯინ ჰარლოუს რომ შევხედე, მაშინვე მონროზე ვიფიქრე, ვიდრე წავიკითხავდი 🙂
გრეისი ულამაზესია, რასელი, რა ვიცი, ყველა. და უმეტესი მათგანი “ადამიანური” სიმაღლის და პარამეტრების 🙂 1.8-1.9 სიმაღლის ქალები არ მომწონს 🙂
LikeLike
1.80-.1.90 🙂
LikeLike
190… ნამეტანია 🙂 სტილეტოებზეც რომ შედგება მითუფრო 🙂
თუმცა მთავარი მაინც პროპორციებია. მაღალი თუა ერთია და ზოგი აწოწილია. 🙂
ისე 175 არის იდეალური 🙂
LikeLike
მეც ასე მგონია – 175 იდეალური:)
ახლა ვფიქრობდი ეპოქის ხატებზე და ავა გარდნერი და ვივიენ ლი გამახსენდა კიდევ 🙂
LikeLike
ნორვეგიაში 170 – საშუალო სიმაღლეა ქალის 🙂
LikeLike
ძველი იტალიური ფილმიასახელს ვერ ვიხსენებ – ბიჭი გოგოს ქუსლებს დაუმტვრევს რომ იმაზე მაღალი არ გამოჩნდეს. 🙂
LikeLike
ფილმი რად მინდა ვიცნობ ეგეთ ხალხს. 🙂
საერთო ნაცნობებსაც გადახედე კიდე :):)
LikeLike
ე. ი. ნორვეგიაში საშუალო სიმაღლის და ცოტა მაღალი ქალები მომეწონება 🙂
LikeLike
სერიოზული დოკუმენტური კვლევაა :დ :დ
LikeLike
P.S. ლორენ ბაკალი მგონი ერთადერთი ქალია 50-იანებიდან, რომელიც ეხლაც ზესექსუალურად ჩაითვლებოდა ❤ ძალიან მაგარი გარეგნობა აქვს.
LikeLike
სტერვოზული ნამეტნავად. 🙂
40-50 არვინ დაიწუნება იმჰო.
LikeLike
ამ კლიფორდს მართლა გიტარასავით ტანი აქვს. 🙂
LikeLike
რიტა ჰეივორთი მართლა ძალიან ლამაზია, დანარჩენებს არა უშავს და მონრო არასდროს არ მომწონდა 🙂
LikeLike
საინტერესო მასალაა 🙂
ძველ ვარსკვლავების ისე არ ვიცნობ, მაგრა 50-იანებში გრეის კელი და სოფი ლორენი მაინც განყენებულად დგანან. ჯინა, მერლინი და ბარდო გამოკვეთილი სექს-ბომბები იყვნენ. მენსფილდი არ ვიცოდი მაგრამ მისი იმიჯიც იგივეა. გრეის კელი და სოფი ლორენი ლამაზი ქალებია ძალიან მაგრამ უფრო შეეფერება სასურველი ქალების ტიტული და ნაკლებად სექს-ბომბის.
LikeLike
გრეის ქელი არ ვიცი და სოფის აქვს ეროტიკული ფოტო-სესიებიც ახალგაზრდობაშიც და სიბერეშიც კი. 🙂 და თუ სხეულის გამოჩენა იყო ეკრანზე არც მაგაზე უთქვამს უარი თუ ფილმი მოითხოვდა.
მანდ უფრო სხვა ამბავია, უბრალოდ ისეთი მსახიობი იყო და ისეთ ფილმებში აქვს ნათამაშევი, რომ არამარტო იმიტომ გახსენდება, რომ სექს-სიმბოლო იყო ან ლამაზი ქალი რომაა.
ისე სიტყვა სექს-ბომბა მე პოსტში არ მიხსენებია. 😉
სექს-ბომბა კიდევ სხვა რამეა. სექს-სიმბოლო კიდევ სხვა. იმჰო.
LikeLike
გაგრძელება დაიდოს ^_^
LikeLike
ჯერ ამ პოსტს კითხულობს ხალხი 🙂
LikeLike
ვახ რა ქალები, რა ქალებიიიი :დ :დ
მიშელ მერსიე სად არის, უნამუსოვ! :დ :დ :*
(მაპატიე შინაურული ტონი, ძალიან გაფასებ და მიგეჩვიე :დ ამის ბრალია :დ)
LikeLike
ადრეა ჯერ მერსიესთვის.
LikeLike
😦
LikeLike
პ.ს. ბოლო ფოტოზე კი სრული სიმართლეა :დ ჯერ მკერდს ხედავს დასულ ბოლოს: “უი სოფიც აქაა, სოფიიც?” რეაქცია :დ
LikeLike
ყველა არვიცი და არც მაინტერესებს იმაზე მეტი რაც დაწერე)))
LikeLike
ისე, მერლინის უტვინო იმიჯმა როგორი დარტყმა მიაყენა ზოგადად ქერა ქალის სტერეოტიპულ სახეს, ფაქტიურად მერლინმა გაასულელა ყველა ქერა. ახლა რომ ვუყურებდი ამ ვიდეოს, ნერვები მომეშალა 🙂 თან რა თხელი ტუჩები ჰქონია თავიდან, არც რცხვენია, თუ რცხვენოდა. მოკლედ მე უფრო ინტელექტუალური ნაშების მომხრე ვარ, თუ ითვლება საერთოდ ჩემი აზრი 🙂 მაინც დედაკაცი ვარ..
LikeLike
იყო სტერეოტიპი სტერვა და კაცისმჭამელი საბედისწერო შავთმიანი ქალების. აი vamp რასაც ჰქვია. მაგის გასანეიტრალებლად შემოვიდა თეთრი, უპრობლემო და საყვარელი ქერა ქალის ტიპაჟი.
სულელი ქერა კიდევ რუსების მოგონილია. 🙂 ბლანდინკებზე ანეკდოტებს ეგენი იგონებენ.
LikeLike