ბლოგის ქურდები

თუ გაქვს ბლოგი. შენი ნაცოდვილარი ვიღაცას მოსწონს და მეტ-ნაკლებად არ გაკლია მკითხველი, ერთ დღესაც აუცილებლად გაგქურდავენ. ზოგს ეს ნაკლებად აღელვებს, ზოგს – გული მისდის, ზოგს კი ძალიან აბრაზებს… ვინც არ უნდა იყო ამ სამიდან, მინდა რამდენიმე რჩევა გაგიზიარო, თუ რა შეიძლება მოიმოქმედო, თუკი ერთ დღესაც აღმოაჩინე, რომ შენი პოსტი ვიღაცამ მიითვისა.

საავტორო უფლებების რეგისტრაცია

ერთი შესანიშნავი სერვისი, რრომელიც საშუალებას გაძლევს უფსოდ დაარეგისტრირო და იურიდიულად დაისაკუთრო შენი ინტელექტუალური ნამუშევარი არის MyFreeCopyright.com – შედიხარ ამ მისამართზე, რეგისტრირდები, უთითებ შენი ბლოგის, ვებ-გვერდის, RSS… მისამართს, MyFreeCopyright.com წაიკითხავს შენს ნაწერს, უნიკალურ ციფრულ ანაბეჭდს მიანიჭებს და html კოდსაც მოგცემს საიტზე გასათავსებლად (ვერიფიკაციისთვის, რომ მართლა შენს საიტს არეგისტრირებ და არა – სხვისას ;)). თუკი ოდესმე დაგჭირდა საბუთი, რომ ესა და ეს ნამუშევარი მართლაც შენია – MyFreeCopyright.com ანაბეჭდი საბუთად გამოგადგება.

საავტორო უფლებების დაცვა

თუკი აღმოაჩინე, რომ ნამუშევარი მოგპარეს, პირველ რიგში, ალბათ, იმ ადამიანს უნდა მიმართო, ვინც ქურდობაში გამოიჭირე. ხშირად ისეც ხდება, რომ ქურდობა უნებლიეა და უცოდინრობის ბრალი (საყოველთაოდ გავრცელებული ურბანული ლეგენდის თანახმად ხომ – ყველაფერი, რასაც გუგლი პოულობს, უპატრონო და უფასოა და – თავისუფალი გამოყენებისთვის შექმნილი) ასეთი კეთილშობილი ქურდი იოლად დაგთანხმდება ავტორი/ლინკი მიუთითოს ან, სულაც, წაშალოს ნაპარავი.

თუკი არც მთლად კეთილშობილ ქურდს გადაეყარე, მაშინ, შეგიძლია, მისი დომენის ადმინისტრატორს მიმართო ან სერვერის/ჰოსთინგის ადმინისტრაციას, სადაც საიტია განთავსებული (დომენის რეგისტრატორის, სერვერის მფლობელი კომპანიის, ადმინისტრატორის და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება რომელიმე WHOIS სერვისის მეშვეობითაა შესაძლებელი WHOIS.Net, DomainTools, Securepaynet etc.).

  • სხვათა შორის – დომენს რომ არეგისტრირებთ, თქვენი მონაცემები, როგორც წესი, ღია ხდება. თუ პრივატულობის საკითხი მანიკალურად გაწუხებთ, უნდა დამატებით დაიპრივატოთ თავი… თუმცა, თუ ვინმეს თქვენი მოძებნა სურს, მაინც მოგძებნიან! 🙂

100-დან 90 შემთხვევაში ეს გაჭრის, მაგრამ ამანაც თუ არ უშველა, საიტის დარეპორტება შეგიძლია. წამყვან საძიებო სისტემებს აქვთ სპეციალური ფორმა, სადაც იმ რესურსის მითითებაა შესაძლებელი, არალეგალურ მასალას რომ ათავსებს. Google , Bing, Yahoo და სხვა საძიებო სისტემები, Alexa და მსგავსი ვებ-სტატისტიკისა და ვებ-გვერდების რეიტინგის დამთვლელი კომპანიები წყვეტენ ასეთი საიტების მომსახურებას. იგივე ითქმის ფეისბუქზეც და სხვა სოციალურ ქსელებზეც.

თუკი ქურდობით დაკავებულ საიტზე სარეკლამო ბანერებია – რეკლამის განმთავსებელი კომპანიებისთვის მიმართვაც არ იქნება ურიგო.

ნაქურდალის მოძიება

ხშირად ასეც ხდება – არც კი იცი, რომ გაქურდეს. 🙂 ნაპარავი პოსტის მოსაძებნად შეიძლება საძიებო სისტემის გამოყენება და ძალიან ეფექტურადაც, მაგრამ რამდენიმე საგანგებო სერვისიც არსებობს, ისეთები, როგორიცაა Copyscape, CopyGator და პროგრამა Viper, რომელიც აკადემიური წრეებისთვის შეიქმნა (სამეცნიერო ნაშრომებში პლაგიატის მისაგნებად), მაგრამ არც ბლოგერებს ეკრძალებათ გამოყენება. 😉

დაბოლოს, ყოველთვის არის ტრადიციული მეთოდი – “დაკიდება”… ბოლოს და ბოლოს, თუ შენი პოსტი არასდროს არვის მოუპარავს, ალბათ, არც გკითხულობენ ან ღირსად არ გთვლიან. 🙂
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
http://www.cornwellwriting.com/blog.html

https://www.eff.org

Advertisements

40 thoughts on “ბლოგის ქურდები

  1. ბოლო პოსტზე შევამჩნიე შენთან წარწერა, დაცულიაონ და მეთქი, დავიმახსოვრებ და მერე ვკითხავ, როგორ ხდება და რა სარგებელი მოაქვს თქო. კარგია, შაბათ-კვირას მივხედავ.

    ბოლოს, როკერმელომანს მოპარეს პოსტები. ერთი და ორი კი არა, მთელი ბიბლიოთეკის კატეგორია ჰქონდა გადაქაჩული საყვარლად. მანამდე – სანდროს, ორი პოსტი. ორივე წავაშლევინეთ.

    Like

    • არაფერი სარგებლობა არ მოაქვს… უბრალოდ კეთილშობილი ქურდისთვისაა გამოსადეგი 🙂

      Like

      • მე მაინც დავაყენებ. რაც არ უნდა იყოს, დამატებითი დაცვაა. არაკეთილშობილებისთვის სხვა მეთოდები გვაქვს – ჯგუფური დარეპორტების და თავ-ყბის დანგრევის მუქარის ჩათვლით :))

        Like

    • როგორც თავად ამბობენ გუგლი, იაჰუ და ეგენი მაგ საბუთს აღიარებენ ერთ-ერთ დასტურად, რომ პოსტი მართლა შენია… 🙂

      თუმცა, თავად სერვერიც (ვორდპრესი, ბლოგსპოტი მაგალიტად) ადასტურებს თუ დაჭირდა.
      დამატებითი პონტია რა.:)

      Like

      • ოკ, თუ არ დამეზარა, დავაყენებ მეც. თორე რამდენჯერმე შემხვდა გადაკოპირებული პოსტები უკვე ;დ

        Like

  2. ხუთჯერმომპარეს სტატიბი დყველა შემთხვევაში პირადად დავეკონტაქტე,ფეიჯებზე მივწერე და ავაღებინე,პერიოდულად მეც მაგ სიტის მეშვეობით ვამოწმებ ჩემი პოსტების პრივატულობას
    ძალიან საინტერესო და ინფორმაციული პოსტი იყო,ბევრს გამოადგბა

    Like

  3. აუ, დიდი მადლობა ამ პოსტისთვის! მაწუხებს ეს საკითხი და გაბრაზებულების რიგებს მივეკუთვნები. სამწუხაროდ, ძირითადად არაკეთილსინდისიერ ქურდებს გადავყრილვარ.
    აუცილებლად გავითვალისწინებ ამ რჩევებს.

    Like

  4. თხუთმეტი წლის ბავშვს ჰქონდა როკმელომანის ოცამდე პოსტი წაღებული. მაგას რა საბუთით უნდა ელაპარაკო 😦 შევუღრინეთ და ეყო :((

    დღემდე, ჩემი ორი პოსტი მაქვს ნაპოვნი სხვისი ავტორობით. გული გამიჩერდა, რომ დავინახე 😦 მოვაგვარეთ ესეც დიდი დავი-დარაბის შედეგად, მაგრამ არაკეთილსინდისიერებს რომ ეძახი, იმათთან საქმე ჭირს… იცი, მჩხაპნელს რა უთხრა ერთმა? მე რომ შენი ბლოგიდან წავიღე, რა ვიცი, რომ შენი დაწერილია, იქნებ შენც მოპარული გაქვსო. ისიც მინახავს, პატრონის აღშფოთებული კომენტარი რომ დაუედითებია ქურდს – “ჩემი პოსტი რატომ გიდევს” “ვაი, რა კარგად წერ, დღეიდან შენი ფანი ვარო” – ამით იყო შეცვლილი.

    Like

  5. რამდენჯერმე აღმოვაჩინე ჩემგან მოპარული სტატიები და რო მივწერე, წაშალეს 🙂 ბოლოში წყაროს ლინკს თუ მიუთითებენ კიდევ ხო, მაგრამ რო გადააკოპირებენ და ისე გაასაღებენ, თითქოს იმათი შემოქმედებაა, ნერვების მომშლელია :დ

    Like

  6. ჰო ნუ რა ვიცი, ოდესმე წერეთელი ან ჭავჭავაძე თუ ვიქნები მკითხველისთვის (მომიტევონ ამ მკრეხელობისთვის ორივემ იქიდან), იქნებ შემაწუხოს მაგ ფაქტმა 🙂 ეხლა ისეთს ნამდვილად არაფერს ვწერ 🙂 ცოტა კი შემიტოკდა ნერვი, ვიღაც ლაწირაკმა სუფთად რომ გადააკოპირა ჩემი ბლოგი, მაგრამ, კატასავით ცხრა სიცოცხლე აქვს ჩემს ბლოგს 🙂 აქედან ორი გავხარჯე, ჯერ არ ვდარდობ 🙂
    იდარდოს იმან, ვისაც რამედ უღირს საკუთარი შემოქმედება 🙂

    Like

    • წერეთლის რა გითხრა და ჭავჭავაძე უდიდესი ქართველი იყო, მაგრამ იმჰო ძალიან სუსტი მწერალია :)თუმცა,
      ბლოგერად ალბათ უკეთესი იქნებოდა 🙂

      Like

      • მწერლებს ეტყობა სხვა კუთხით უყურებ, ისიც მწერალია, თან ძალიან კარგი, ვინც ხალხისთვის წერს და ცდილობს 🙂 ნუ მოკლედ, 🙂 ბლოგერად ემჯობინებოდა კი

        Like

      • ერთადერთი კუთხით – ან მომწონს ან არა. 🙂
        თორემ გენიალური მოაზროვნე იყო და პუბლიცისტი.
        ბედნიერი ერი მაგალითად გადასარევი სატირაა, მაგრამ პოეტურად სუსტია.
        აკაკი ძალიან კარგი პოეტია.

        Like

      • ალბათ ყველაზე სწორიც ეგ მიდგომაა, თუ გემოვნებაზე არ იდავებს კაცი 🙂

        როგორც არ უნდა იყოს, მე მაინც ნაცისტი ვარ 🙂 ჩემი ქვეყნის პატრიოტი და მიყვარს ილიაც, აკაკიც და…:)

        Like

      • ნაცისტი 🙂 ნაციონალისტი არანაირად 🙂 ნაცისტი ვარ, ოღონდ ქართველებისთვის, ქართულად 🙂

        Like

      • მშვიდობიანი თემაა. )

        მოლიმ იცის ნაცისტების თემა კარგად. ის თუ გაგიგებს მზად ვარ მეც გაგიგო. 🙂
        და ქევანამ კიდე. 🙂

        Like

      • გავივლი კონსულტაციას მათთან 🙂
        მუსიკა მშვიდობიანი თემაა? უნდა იყოს კი, მაგრამ.. 🙂 ნუ პრინციპში ჯაზზე მე არ ვკამათობ და როკზე შენ, რატომ არ იქნება 🙂

        Like

  7. ბლოგერი არ ვარ, მაგრამ ქურდობა ცუდია.
    ქურდობს ის, ვისაც თავად არ შეუძლია რამის შექმნა მე ასე მგონია. მე ბევრ ბლოგს არ ვკითხულობ, მაგრამ შენი პოსტები ძალიან მომწონს და თუ ვინმე მოგპარავს რამეს, იმასაც მივხვდები. 🙂

    Like

    • მადლობა.
      ყოველგვარი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე – ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ცუდად ვწერ, მაგრამ ძალიან ცუდადაც რომ ვწერდე, არ მესიამოვნებოდა, ვინმე რომ მქურდავდეს.

      ისე კი სინტაქსურ-ორთოგრაფიული თავისებურებების გამო ჩემი პოსტი მოპარვა სრული სიგიჟეა. 🙂 100-დან ამოიცნობს ადამიანი :):)
      არანაირი სხვა საბუთი არაა საჭირო. 😉

      Like

  8. მე არ ვამოწმებ 🙂 ნერვებს ვუფრთხილდები ;):)
    შემომავალი ლინკებით ვხედავ ხოლმე რომ ჩემი პოსტი ვიღაცამ გადბლოგა – მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, როცა ლინკი მიიუთითა.

    სხვა შემთხვევვებს არ დავსდევ ხოლმე, თუმცა ერთ-ერთ პოსტზე სხვებმა მიმანიშნეს, ჰოდა, პრობლემა მოვაგვარე,
    ამიტომ დავწერე ეს პოსტიც 🙂
    თუ ვინმეს გამ0ოგადგე(ებ)ათ – ძალიან მიხარია. 🙂
    მაგრამ მაინც ნერვების მოფრთხილების მომხრე ვარ.
    ბოლო-ბოლო ფოლქნერები ჩვესნ შორის ცოტაა და რაღაც განსაკუთრებულად ფასეულს ვერ/არ ვბლოგავთ. სამწუხაროდ.
    იმჰო.

    Like

  9. ფრიად საჭირო ინფორმაციაა. რაც არ უნდა იყოს, საკუთარი ნაწერების, ბლოგების დაცვა მაინც აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად წერ ან ბლოგერობ :დ

    Like

  10. დღეს დავრეგისტრირდი, იმედია აღარ გაიმეორებენ წინა ქურდობას 🙂

    Like

  11. და როგორ უნდა გაიგონ, მოპარეს თუ არა პოსტი/სტატია და ა.შ.? ეს ხომ მაინც ინტერნეტია და არა ქვეყანა…

    Like

  12. კაიდა პოსტკრიპტუმი რომ შენი პოსტიდან გააკეთებს სიუჟეტს ამას რა უნდა უშველო?))) მე შემემთხვა მსგავსი რამ და საბოლოოდ დავიკიდე,აბა რა მექნა.

    Like

  13. პოსტი ბოლოს რომ გაქვს საავტორო უფლებების დაცვის ბანერის ვარიანტი. ეგ ერთხელ უნდა დარეგისტრირდე მაგაზე და ავტომატურად ყველა პოსტის ბოლოს გამოჩნდება, თუ ყოველ ახალ დაწერილზე უნდა მიუთითო?

    Like

    • პოსტზე არ გამოვა ავტომატურად. ვიჯეში თუ ჩასვამ, მაშინ ზოგადად ბლოგის საიდბარში დაჯდება, მარა არა პოსტში.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s