მოკლეკაბიანი მერი

Mary Quant-bobბრიტანელებს სამი ცნობილი მერი ჰყავთ.

სისხლიანი მერი.

ბეკეკიანი მერი.

და მოკლეკაბიანი მერი – დიზაინერი მერი ქუონთი.

არიან დიზაინერები, რომლებიც რჩებიან ისტორიას. არიან დიზაინერები, რომლებიც რჩებიან ხელოვნებას. არიან დიზაინერები, რომლებიც რჩებიან მახსოვრობას. და არიან დიზაინერები, რომლებიც რჩებიან და რჩებიან. Winking smile მუდამ. ასეთია მერი ქუონთი. მის მიერ გასული საუკუნის 60-იანებში მოდაში შემოტანილი მინიკაბა ყოველთვის აქტუალური იქნება. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ იარსებებენ მამაკაცები და ქალები, რომელთაც სურთ ამ მამაკაცთა ყურადღება მიიპყრონ.

უელსელი მერი ქუონთი (Mary Quant) ლონდონში დაიბადა. პრესტიჟული გოლდსმითის აკადემია (Goldsmiths) დაამთავრა, სადაც ილუსტრირების ხელოვნებას ეუფლებოდა და 1955 წელს თანაკურსელ (და მომავალ მეუღლე) ალექსანდერ ფლანქეთ-გრინთან (Alexander Plunkett-Green) და ბიზნესმენ არჩი მაქნეერთან (Archie McNair) ერთად ლონდონის ჩელსის რაიონში ტანსაცმლის მაღაზია გახსნა სახელად Bazaar… წარმატება გარანტირებული იყო – უელსელი, ირლანდიელი და შოტლანდიელი ერთ ბოკალში ხომ ცეცხლოვანი კოქტეილია. Smile და მერი ქუონთის კოლექციებმაც ნამდვილი ცეცხლი დაანთო, Mary Quant-collectionროდესაც 60-იანების დასაწყიში გასაყიდად მოკლე კაბა გამოიტანა.

თავად მერის არაერთგზის უთქვამს, რომ ქვედაბოლოს დამოკლება არც ეპატაჟის და არც მორალისტების შოკირების მიზნით განუზრახავს, ძალიან პრაგმატული მოსაზრებით ხელმძღვანელობდა – მან შენიშნა, თუ როგორ იწევდნენ ქალები კაბის კალთებს მაღლა, რათა გაჩერებაზე ჩამომდგარ ავტობუსს ადევნებოდნენ, ან ტრანსპორტში ასულიყვნენ – აიღო მაკრატელი და “ზედმეტი” ნაჭერი მოჭრა. ეს იყო და ეს.

სწორედ ამიტომ, ფრანგი დიზაინერის, ონდრე კურეჟის შენიშნვაზე, რომ მინიკაბა სწორედ მან, კურეჟმა მოიგონა, მერი ქუონთმა კი უბრალოდ გააპიარა, უელსელმა უპასუხა: “არც მე მომიგონია და არც კურეჟს – ქინგს როუდზე მოსეირნე გოგონებმა – აი ვინ მოიგონა მინი. მე უბრალოდ ვქმნიდი მარტივ, ცოცხალ, სადა სამოსს, რომელშიც შეგიძლიათ იმოძრაოთ, ირბინოთ და იხტუნაოთ. სიგრძეს კი მყიდველები მკარნახობდნენ. მე ვატარებდი ძალიან მოკლე კაბებს, მაგრამ კლიენტები მთხოვდნენ: “უფრო მოკლე, კიდევ უფრო მოკლე!”

თუმცა, თავად სამოსის სახელწოდება “მინი” ნამდვილად ქუონთისგან მოდის და ავტომობილ MINI-ს საპატივცემულოდაა შერჩეული. არც იმას დაობს ვინმე, რომ მერი ქუონთმა ბრიტანელებს ტვინები გადაუტრიალა. 50-იანებში პატივსაცემი საზოგადოებისთვის მუხლების გამოჩენაც კი  მიუღებელი იყო. 60-იანებში მერი ქუონთმა ეს თამასა ბევრად მუხლებზე მაღლა ასწია. იJean Shrimpton at Victoria Derbyს ამბობდა: “ქალის ასაკზე ყველაზე კარგად მისი მუხლები მეტყველებსო”. კაბების დამოკლებასთან ერთად,  ქალებს გახადა წინდებიც. სწორედ ასე, წინდების გარეშე და მინიკაბით დაესწრო 1965 წელს მელბურნის დერბის (დოღს) ინგლისელი მოდელი და მსახიობი ჯინ შრიმფთონი… ვიღას ახსოვდა ან ცხენები ან დედოფლის თასი – ყველა, გულშემატკივრებით დაწყებული და მოჯირითეებით დამთავრებული შრიმფთონს მისჩერებოდა… დედოფალი ვიკი იმ დღეს საფლავში გადაბრუნდა, მინიზე მოდამ კი ევროპის გარეთ გააღწია (თუმცა, ჯინ შრიმფთონს არც მერი ქუონთის მინიკაბა ეცვა და არც ონდრე კურეჟის, არამედ – დიზაინერ ქოლინ როლფისა… და არც მაინცადამაინც მინი იყო. სულ რაღაც 10 სმ მუხლს ზემოთ).

60-იანების ბოლოს მერი ქუონთმა (კვლავ და კვლავ პრაქტიკული Mary Quant Hotpantsმოსაზრებებით და მეტი თავისუფლებისა და მოხერხებულობის ძიებისას) შორტები დაამოკლა – ასე გაჩნდა მინიშორტი (Short Shorts ან, როგორც უწოდებენ, Hot Pants) . მერი ქიონთმა დაამოკლა მაისურებიც – ის მინიტოპის ერთ-ერთი პოპულარიზატორია.

მერი ქუონთის სახელს უკავშირებენ ასევე მოდაში ხალისიანი ფერების შემოტანას, ფერადოვან პრინტებს და განსაკუთრებით – ფერადი რეიტუზების (Tights) დამკვიდრებას.

მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილი რევოლუციონერი იყო და მუდამ ცვლილებები მოჰქონდა, თავად “მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევ” პრინციპის ერთგული ადამიანია – ასე განსაჯეთ, დღემდე იმ ვარცხნილობას ატარებს, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ იქცა მის საფირმო ნიშნად (სხვათა შორის ვიდალ სასუნის შემოქმედებაა – არა შამპუნის, არამედ – სტილისტის Smile).

მოდური ქალბატონი ატარებს სამოსს, სამოსი კი არ ატარებს მას.
მერი ქუონთი

70-იანებიდან მერი ქუონთი ინტერიერის დიზაინმა გაიტაცა. შექმნა საკუთარი კოსმეტიკური ხაზიც, რომლის დირექტორადაც დღემდე რჩება, მთლიანად ბრენდი Mary Quant კი იაპონურ კორპორაციას ეკუთვნის – ამომავალი მზის ქვეყანაში მისი პრეტაპორტე დღემდე გამორჩეულად პოპულარულია.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

P.S.

60-იანები არაჩვეულებრივი ეპოქა იყო. მაგრამ ამ ყველაფერმა ისე ჩაგვიქროლა, რომ უმრავლესობამ ვერც შენიშნა… ჰოდა იმიტომა ვართ დღემდე სადღაც გასულ საუკუნეებში ჩაჭედილები.
___

http://www.maryquant.co.uk/

Still swinging at 77!

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

19 thoughts on “მოკლეკაბიანი მერი”

  1. მერი ქუონთზე კურეჟზე პოსტიდან გავიგე და იაპონიაში შეიძლება ძალიან პოპულარული იყოს, მაგრამ ჩვენთან არ იცნობენ. მე კიდე მოვხიბლე მაგ ქალით.
    ამიტომაც კურეჟსა და მერის შორის მე მერის ვირჩევ როგორც მინის მომგონს. 🙂

    Like

    1. ჩვენთან არ იცნობენ

      იმიტომ ვწერ ამ დიზაინერებზე. 🙂

      ქრონოლოგიურად – კურეჟმა 1-2 წლით დაასწრო. მაგრამ სიტყვა “მოიგონა” მაინც გადაჭარბებულია. 🙂

      Like

  2. მოდური ქალბატონი ატარებს სამოსს, სამოსი კი არ ატარებს მას.
    TRUE TRUE TRUE

    “ქალის ასაკზე ყველაზე კარგად მისი მუხლები მეტყველებსო”.
    TRUE TRUE TRUE!!!
    🙂

    Like

  3. mary had a little lamb ტუ გულისხმობ ეგ ამერიკული ლექსია 😉
    სტივ რეი ვონი მღერის გადასარევად. 🙂

    პოსტი კი საკაიფო იყო. მომეწონა.

    Like

    1. ჰოოო?
      იყოს ამერიკული. ბრიტანეთიდან ჩასული ამერიკელები ხომ იყვნენ? 🙂

      სთივ რეი ვოუნის შესრულება მაგრად მიყვარს.
      არ მეგონა გოგოები თუ უსმენდნენ ვოუნს.
      +1 შენ ჩემგან.

      Like

      1. “ტომ სოიერშია” მგონი, რომელიღაც ივენთზე არიან და პატარა გოგო გამოვიდა და “მერის ჰყავდა ბატკანი” წაიკითხაო.

        Like

      2. ჰო გადავამოწმე ახლა და მართლა ამერიკული ყოფილა :):)
        ეგეც წერია.
        მაგრამ სოიერი აღარ მახსოვს ეგრე დეტალებში.

        Like

  4. მინი ისე მიყვარს ამ ყინვაშიც მაცვია. 🙂
    ახლა ვიცი, ვის ვუთხრა მადლობა. 🙂 აქამდე ასე ვიცოდი, რომ შანელმა მოიგონა პირველმა.

    Like

  5. იაპონიაში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ ინგლისშიც აქვს მაღაზიები და პოპულარულიცაა. ვივიენ ვესტვუდივით შეიძლება არ იცნობენ, მაგრამ საკმაოდ პოპულრულია. ტელევიზიითაც ხშირად გამოდის და მოდურ ჟურნალებშიც ხშირადაა.
    კოკო შანელი არ უყვარს. 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: