ჰოკეი, ტვისტერი და სტრიპ-პოკერი

თამაშთა თეორია

მაგიდის ჰოკეი

ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სათამაშო იყო.

table hockey მაგიდის ჰოკეი გასული საუკუნის 20-იან წლებში გაჩნდა ჩრდილოეთ ამერიკაში. რა თქმა უნდა, მას შემდეგ სახე იცვალა, დაიხვეწა… დღეს შვედური კომპანიის Stiga-ს მოდელია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული. საბჭოთა კავშირშიც თავის დროზე სწორედ ეს მოდელი გადმოიღეს.

არაჩვეულებრივად აზარტული თამაშია… EA Sport-ის კომპიტერულ ვერსიაზე უფრო აზარტულიც კი. გაცილებით მეტი დრაივია. 🙂

მაგიდის ჰოკეიში ჩემპიონატები ტარდება. ჰოდა, თუკი ნამდვილში მომავალი არ გვეჭყანება, ამაში მაინც ვცადოთ.

ლეგოს კონსტრუქტორი

ლეგოს კონსტრუქტორი ჟანრის კლასიკაა. ის დანიელმა ოლე კრისტიანსენმა (Ole Kirk Christiansen) შექმნა. კრისტენსენი ხურო იყო და მის მიერ აშენებული (თუ საოცნებო) სახლების ხის პატარა მაკეტებს ქმნიდა თავისთვის. აქედან დაიბადა კონსტრუქტორის იდეაც. როდესაც 1932 წლის დიდი დეპრესიის დროს სამუშაო დაკარგა, მთლიანად სათამაშოების კეთებაზე გადაერთო. თავდაპირველად – ხისგან, 1940 წლიდან lego bricks კი, უკვე – პლასტმასისგან. სახელწოდება LEGO შედგენილია ორი სიტყვისგან leg godt  (ითამაშე კარგად). 1949 წელს კომპანიამ ბაზარს პირველად წარუდგინა თავისი პლასტმასის ასაწყობი აგურები. უნდა ითქვას, რომ იდეა ახალი არ იყო – ის ჯერ კიდევ 30-იან წლებში მოუვიდა თავში ინგლისელ სათამაშოების მწარმოებელ ჰარი ფეიჯს (Harry Fisher Page). 1939 წელს თავისი “თვითმაგრი აგურები” დააპატენტა კიდეც. ლეგომ ფეიჯის დიზაინი ისე გამოიყენა, რომ თავად ფეიჯმა არაფერი იცოდა. ერთი გაწევ-გამოწევისა და დავიდარაბის შემდეგ, 1981 წელს LEGO-მ ჰარი ფეიჯის შთამომავლებისგან თავის ინგლისურ პროტოტიპზე ყველა უფლება შეიძინა და ამ დავას წერტილი დაუსვა.

დღეს “ლეგო” მთელი სამყაროა. საქართველოში მან ვერ მოიპოვა ის პოპულარობა, რაც მთელს მსოფლიოში, ამიტომ ჩვენთვის “ლეგომანიის” მასშტაბების წარმოდგენა ძნელია. სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება ჩემპიონატები. იღებენ ლეგო-ფილმებს. LEGO-ს “ვარსკვლავური ომების” სერია ძალიან პოპულარულია. 🙂

Vodpod videos no longer available.

დანიაში მთელი ქალაქია “ლეგოთი” აგებული. რა გასაკვირია, რომ “ლეგოს” კონსტრუქტორს “სათამაშოების ეროვნული დიდების დარბაზის” წევრობის პატივიც ხვდა წილად.

Yahtzee

(გამოითქმის, როგორც “იაცი”)

yahtzee ეს თამაში ასევე Milton Bradley Company-ს ანუ დღეს უკვე Hasbro-ს ეკუთვნის. ლათინურ ამერიკაში მას “ჯენერალს” უწოდებენ (სანამ შტატებში მოვხდებოდი, მეც ამ სახელით ვიცნობდი).

ამერიკელმა სათამაშოების შემქმნელმა ედვინ ლოუმ (Edwin S. Lowe) 1953 წელს იაცი დაარეგისტრირა როგორც კამათლის პოკერი. აქედან იწყება ამ თამაშის ისტორია. 1973 წლამდე ლოუ თავად აწარმოებდა და ყიდდა მის “კამათლის პოკერს”. 1973 წელს კი ყველა უფლება  Milton Bradley Company-ს მიჰყიდა.

თამაშის წესი მარტივია – 5 კამათლის 3 გაგორებიდან საგანგებო კომბინაცია უნდა შეადგინოთ. აზარტულია და მხოლოდ ბედ-იღბალზე არაა დამოკიდებული.

Twister

იცით თუ არა, რა არის ტვისტერი? (ისე თვისთერია, მაგრამ – როგორც არის).

ტვისტერი ის თამაშია, რომლის თამაშსაც თუკი (როგორც დასავლეთში ხდება) გარეთ, ჯგუფურად მოვინდომებთ, ტურნირის დასრულებამდე მმკელები ისე დაგვარბევენ, რომ ჰელოუინი მონაგონი იქნება.

ამ თამაშზე ერთი ძველი ანეკდოტი მახსენდება:

  • – მიხო ლამბადასა ცეკვავო?
    – მა ეს ბალღები საიდანო!

ტვისტერი ჩარლზ ფოულიმ (Charles F. Foley) და ნეილ რეიბენსმა (Neil Rabens) მოიგონეს 1966 წელს. იმავე წელს მისი ერთგვარი პრეზენტაცია შედგა ტელევიზიით, როდესაც შოუმენმა ჯონი ქარსონმა გადაცემა “ღამის შოუში” მიიწვია მსახიობი ევა გაბორი და ტვისტერის თამაში შესთავაზა. გაბორი ლამაზი და უკომპლექსო ქალი იყო და იოლად დასთანხმდა… ჰოდა – ითამაშეს. თამაშმა მაყურებელთა ყურადღება მიიქცია და კომპანია Milton Bradley-მ მისი წარმოება და გაყიდვები დაიწყო.

ტვისტერის მოთამაშეები საგანგებო ხალიჩაზე (ზეწარზე) მოძრაობენ ისე, რომ ფეხი და ხელი ზედ დატანებულ ფერად წრეებზე მოათავსონ. თამაშის დროს ხშირია “უხერხული” პოზები და სიტუაციები,  რაც არამარტო მოქნილობას, არამედ სითამამესაც მოითხოვს. განსაკუთრებით პოპულარულია ტვისტერი საცურაო კოსტიუმებში… თუმცა, ნუდისტური ტვისტერიც არსებობს.

კონკურენტები კომპანიას ცუდ გემოვნებასა და სექსის პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ ტვისტერომანიის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.

ტვისტერი ტელეგადაცემების, ფილმების, სიმღერების ხშირი სტუმარია. ის ტელესერიალში “სექსი დიდი ქალაქში” მოხვდა, რაც, ალბათ, ლოგიკურიცაა. :))

Milton Bradley Company, როგორც ზემოთაც ვთქვი, დღეს Hasbro-ს ნაწილია.

რუბიკის კუბი

Rubik cube რუბიკის კუბს (ჩვენთან რომ კუბიკს ეძახდნენ) დიდი წარდგენა არ სჭირდება.

ის 1975 წელს უნგრელმა სკულპტორმა, არქიტექტორმა და თავსატეხების მოყვარულმა ერნიო რუბიკმა (Erno Rubik) შექმნა და 1980 წელს პატენტი კომპანია Ideal Toys-ს მიჰყიდა (ამჟამად Mattel-ის ნაწილია). ამ სათამაშომ რუბიკი პირველ ლეგალურ საბჭოთა მილიონრად აქცია. სათამაშომ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა – სულ 350 მილიონ ცალზე მეტია გაყიდული.

1995 წელს, იუბილის აღსანიშნავად, Diamond Cutters International-ის იუველირებმა 185-კარატიანი ოქროს კუბი დაამზადეს და ძვირფასი თვლებით მორთეს.

მის აწყობაში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.

თავის დროზე თბილისში ასეთი ანეკდოტიც იყო გავრცელებული:

  • საგანგებოდ ერთ-ერთი ინსტიტუტის (არ დავასახელებ:)) სტუდენტებისთვის გამოშვებულია “რუბიკის კუბიკი”, რომელსაც ყველა გვერდი ერთი ფერისა აქვს. აწყობის რეკორდია 3 წუთი.

მსოფლიო რეკორდი კი 5.66 წამია და ის 2011 წელს ლატვიური წარმოშობის ავსტრალიელმა, ფელიქს ზემდეგსმა (Feliks Zemdegs) დაამყარა.

Strip Pocker

ამ თამაშს, ვფიქრობ, ყველა იცნობს: ზოგი – თეორიაში, ზოგიც – პრაქტიკაში. 🙂

განსაკუთრებით პოლუპარულია ამერიკასა და სკანდინავიაში… (ნუ სკანდინავიაში (თითქმის) ნებისმიერი აზარტული თამაში გულისხმობს ან დალევას ან გახდას ;)).

კლასიკური პოკერის ეს ვარიაცია მე-19 საუკუნეში გაჩნდა ნიუ ორლეანში. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან კი ფართოდ გავრცელდა. დღეს სტრიპ პოკერის რამდენიმე ტელეშოუა მსოფლიოში. საერთაშორისო ტურნირებიც იმართება (მათ შორის – ონლაინ).

ისე, “იმედზე” რომ “მაფიოზობას” თამაშობდნენ დიდის ამბით, მაგას კი ჯობდა სტრიპ პოკერი ეთამაშათ.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
მონოპოლია
პრეზიდენტი, გოგონა ბარბი და დათუნია

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

12 thoughts on “ჰოკეი, ტვისტერი და სტრიპ-პოკერი”

  1. მაინტერესებდა ჰოკეის თუ გაიხსენებდი.
    ჩემი უსაყვარლსესი სათამაშო იყო მთელი ეზოს ბავშვები ვიკრიბებოდით და ჩემპიონატებს ვატარებდით ხოლმე.
    მაგიდის ფეხბურთი არ ვარგოდა მაგრამ ჰოკეი ძაან მაგარი იყო.

    Like

  2. ეგ ფელიქსა კიდე რა როჟაა 🙂 ყველა ვარიანტიდან იცის ალბათ ზეპირად აწყობა.
    მე 10 წუთში თუ ავაწყე – მაგარი მგონია თავი. ეხლა შეიძლება სულ ვერ ავაწყო, კაი ხანია არ მიცდია. 🙂

    Like

    1. მანდ რაღაც ნ რაოდენობის ვარიანტებია და ყველა როგორ ემახსოვრება?
      მარა რომ აწყობს ეგრევე – ფაქტია 🙂

      არ ვიცი რამდენ ხანში ავაწყობ, მაგრამ არ დამვიწყებია. ამას წინებზე თაროს ვალაგებდი და შემხვდა ჩემი კუბიკრუბიკი – ჰოდა დავშალე და მერე ავაწყე ისევ. მხსომებია ინსტიქტების დონეზე 🙂

      Like

  3. არც ჰოკეი მქონია და არც ლეგო 😦 კამათლის პოკერი პირველად ახლა გავიგე და ტვისტერზე ხომ საუბარიც ზედმეტია. არც კი მიცდია :))

    სამაგიეროდ, კუბი მქონდა ღრმა ბავშვობიდან, ახლაც მაქვს (ამაზონიდან გამოვწერე) და დღეში ერთხელ მაინც ვშლი და ვაწყობ. დროს არ ვინიშნავ.

    სტრიპ-პოკერი მითამაშია, ოღონდ, უძველეს, საბჭოთა კომპიუტერზე. გოგოების სახელებიც მახსოვს – სუზი და მელისა.

    ჰო. კუბიკზე ერთ ანეგდოტიც გამახსენდა, ოღონდ ნამეტანი უწმაწურია (კუპიურებითაც) და აღარ მოვყვები.

    Like

    1. სტრიპ-პოკერის ლაივში თამაში სჯობს. 🙂

      ჯენერალი კი ძაან აზარტული თამაშია. ჩვენ დაჟე სკოლაში ვთამაშობდით 🙂

      Like

  4. ახლა სამივე პოსტს გადავხედე და სათამაშოების მონოპოლია ყოფილა – Hasbro და Mattel თითქმის ყველა ცნობილი სათამაშო გადაუნაწილებიათ. 🙂

    კარგი ციკლი იყო. ბავშვობა გამახსენა. 🙂

    Like

    1. ამერიკულ თამაშებს რაც ეხება – მითუფრო ეგრეა 🙂

      კაი რომ მოგეწონა ციკლი. 🙂
      მაგიტომაც დავწერე – ბავშვობის ნოსტალგიით და უფრო ჩვენი +/- ასაკის ხალხზეც იყო გათვლილი.

      Like

  5. პირველად რუბიკის კუბი 7წლის ასაკში დავიჭირე ხელში და რომ ვერ ავაწყვე, გაბრაზებულმა დავაძვრე ფერები და გადავანაწილე,მოკლედ ჩემი ჭკუით ავაწყვე, მაგრამ მეორე დღეს მივუბრუნდი და საკმაოდ დიდხანს ვიწვალე,შედეგად რამოდენიმე ვარიაცია დღემდე მახსოვს,უბრალოდ კარგა ხანია არ ამიწყვია.ისე მსგავსი სათამაშო იყო მრგვალ პლასმასში ვერტიკალურად ჩაყრილი ფერადი ბურთულები უნდა გადაგელაგებინა იმავე პრინციპით,იმას რა ერქვა ხომ არ გახსოვთ?

    სტრიპ-პოკერი მითამაშია ზღვაზე))

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: