პრეზიდენტი, ბარბი და დათუნია

თამაშთა თეორია

სტერეოსკოპი View-Master

ViweMaster ის 1938 წელს უილიამ გრაბერმა (William Gruber) შექმნა. ეს კაცი იდეაში ფორტეპიანოს ამწყობი იყო, ბინიდან ბინაში და მუსიკალური სკოლიდან მუსიკალურ სკოლაში დადიოდა, უნიჭო ბავშვების კლავიშებზე ბარტყუნით აშლილ პიანინოებს წამლობდა, ბრამსსა და ბახს უსმენდა… უსმენდა… უსმენდა… მოეშალა ბოლოს ნერვები და გადაწყვიტა, საქმისთვის მიეხედა. თავისი ძველი გატაცება – ფოტოგრაფია გაიხსენა და ისეთ ხელსაწყოზე დაიწყო მუშაობა, რომლითაც ფოტოსურათის “გაცოხლება” იქნებოდა შესაძლებელი. ასე დაიბადა სტერეოსკოპი View-Master. მასზე უფლებები კომპანია Sawyer’s Photo Services-სმა შეიძინა (რომელთანაც გრაბერი თანამშრომლობდა) და 1939 წელს ნიუ იორქის გამოფენაზე წარადგინა. პირველი სლაიდი, რომელიც გამოფენის სტუმრებმა View-Master-თ ნახეს დიდი კანიონის გამოსახულება იყო.

View-Master “სათამაშოების ეროვნული დიდების დარბაზის” (National Toy Hall of Fame) წევრია. პატეტნის დღევანდელი მფლობელი Mattel-ია.

სწორედ სტერეოსკოპით იქცევდა თავს ჯეიმს ქემერონი მანამ, სანამ “ავატარს” გადაიღებდა.

მეც მქონდა ასეთი ბავშვობაში… ნუ მთლად ასეთი ლამაზი არა. გედეერის წარმოებისა იყო, თეთრი ფერის.

სად იყო ჯერ ფლეისთეიშენი. 😦

დათუნია Teddy Bear

“სათამაშოების ეროვნული დიდების დარბაზის”  კიდევ ერთი წევრი Teddy Bear Theodore Roosevelt and Teddy Bear ამერიკის პრეზიდენტის თეოდორ თედი რუზველთის სეხნიაა. როდესაც 1902 წელს პრეზიდენტი მისისიფის შტატში ნადირობდა, ამერიკული შავი დათვი საგანგებოდ მისთვის მიაბეს ხეზე. თედიმ ეს არასპორტულად მიიჩნია და დათვს არ ესროლა, თუმცა, მისი ნებართვით, საბრალო დათვი სხვა მონადირეებმა მაინც მოკლეს. ისტორია “უოშინგთონ ფოსთის” კარიკატურის თემად იქცა.

მორის მიჩომმა (Morris Michtom), რომელიც ბრუქლინში ტკბილეულის პატარა მაღაზიას ფლობდა და თან ჩხირკედელაობა და სხვადასხვა სათამაშოებისა და პატარა ხის სკულპტურების გამოჭრა ეხერხებოდა, გადაწყვიტა, “რუზველთის დათვი” გაეკეთებინა. სათამაშო იმდენად პოპულარული გახდა, რომ მიჩომმა 1907 წელს Ideal Novelty and Toy Company (დღეს  Ideal Toy Company ჰქვია) დააფუძნა და Teddy Bear-ის წარმოება დაიწყო.

სათამაშო დათუნიებს რამდენიმე მუზეუმი აქვთ. უამრავი ისტორიის, ზღაპრის, ანიმაციური ფილმისა თუ სიმღერის გმირები არიან. მათ საპატივცემულოდ გამოფენები ეწყობა და ფესტივალები იმართება… მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სწორედ სათამაშო დათუნია გახდა ნამდვილი ლიტერატურული შედევრის, ვინი პუჰის პროტოტიპი.

თოჯინა ბარბი

barbie-mattelბარბის დაბადება კომპანია Mattel-ის დამფუძნებლის ელიოთ ჰენდლერის (Elliot Handler) ქალიშვილის, ბარბარას დასახურებაა. ერთ მშვენიერ დღეს ელიოთს ცოლმა, რუთმა უთხრა, რომ მათი გოგონა თავის თოჯინებს როგორც დიდებს ისე ექცეოდა და თამაშის დროს მათთვის უფროსების სამყაროს იგონებდა – ზოგი თოჯინა მენეჯერი იყო, ზოგი – ჟურნალისტი, ზოგიც – მსახიობი… მან მეუღლეს შესთავაზა ისეთი თოჯინის დამზადება, რომელსაც არა ბავშვის, არამედ ასაკით უფროსი, მაგრამ ახალგაზრდა ქალის გარეგნობა ექნებოდა. ელიოთს იდეა სულელურად მოეჩვენა და “წადი ქალო კუხნაშიო” ცოლს შეუძახა… მაგრამ რუთ ჰენდლერი ჯიუტი და უვიცი ადამიანი აღმოჩნდა, ქალი რომ მამაკაცის ნეკნიდანაა შექმნილი, ისიც კი არ იცოდა და ქმარსა და Mattel-ის მეორე დამფუძნებელს მეთ მეთსონს (Harold “Matt” Matson) იქამდე უბურღა ტვინი, სანამ “ჯანდაბას შენი თავიო” – არ უთხრეს. 1959 წელს რუთ ჰენდლერმა (Ruth Handler) თოჯინა შექმნა, სახელად ბარბი (ანუ ბარბარა) უწოდა და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თოჯინის ისტორიაც დაიწყო.

რა თქმა უნდა, ბარბი “სათამაშოების ეროვნული დიდების დარბაზშია”. დღეს ის მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში იყიდება, იცვლის იერსა და რელიგიას (იაპონიაში ფეხები დაუმოკლეს და მკერდი დაუპატარავეს, რათა უფრო “მომხიბლველი” გამოჩენილიყო :)), ყოველწლიურად ახალ-ახალ პროფესიებს იძენს, ჰყავს მეგობრები, მისთვის კაბებს ცნობილი დიზაინერები კერავენ, მას ხატავს ენდი უორჰოლი, ის მონაწილეობს სხვადასხვა საქონლის სარეკლამო კამპანიებში, მან გვაჩუქა ტერმინი “ბარბი-გოგონა”, ამავე დროს მას უჩივიან სასამართლოებშიც. მოკლედ, ყველაფერი, როგორც ნამდვილ ცხოვრებაშია.

ის მრავალი ხელოვანის შთაგონების წყაროა და ასეთი, სრულიადაც არასაბავშვო არტის გმირადაც კი გამხდარა.

  • დედა შვილისთვის ბარბის ყიდულობს.
    გამყიდველი ეუბნება:
    – აი, ბარბი-დიასახლისი 19 დოლარად, ბარბი-მენეჯერი 29 დოლარად, ბარბი-კინოვარსკვლავი 39 დოლარად, ეს კი ქმარს გაშორებული ბარბია, 549 დოლარი ღირს.
    – კი მაგრამ, რატომ ასე ძვირი???
    – იმიტომ, ქალბატონო, რომ მას კომპლექტში მოყვება კენის სახლი, კენის ავტომობილი, კენის იახტა და კენის საკრედიტო ბარათი.

ჯარისკაცი G.I. Joe

Hasbro-ს ყველა დროის ყველაზე პოპულარული ჯარისკაცი პირველად 1964 GI Joe წელს გამოჩნდა. ტელე-აგენტს, იმპრესარიოსა და სათამაშოების შემქმნელ სთენ უესთონს (Stan Weston),  ბარბის პოპულარობამ მოსვენება დაუკარგა და რამე ანალოგის შექმნა განიზრახა, ოღონდ – ბიჭებისთვის. ამ იდეით კომპანია Hasbro-ს შემოქმედებით დირექტორს დონ ლივაინს (Don Levine) მიაკითხა. რამდენადაც უოსთონი პოპულარული ტელესერიალის “ლეიტენანტი” (The Lieutenant) ლიცენზიის მფლობელი იყო – პერსონაჟზე დიდხანს არ უფიქრიათ. სახელს კი სხვა პოპულარულ ფილმს, “ჯი აი ჯოს ისტორია” (The Story of G.I. Joe) დაესესხნენ.

მოგვიანებით ჯარისკაცს თანამებრძოლნიც დაემატნენ. G.I. Joe-მ მე-20 საუკუნის ყველა ბრძოლა გამოიარა, რომელშიც კი აშშ მონაწილეობდა. ის კომიქსების, ანიმაციური ფილმებისა და ვიდეოთამაშების გმირია.

2004 წელს მამაც ჯარისკაცს “სათამაშოების ეროვნული დიდების დარბაზის” წევრობის პატივი ერგო.

2009 წელს რეჟისორმა სთივენ სომერსმა გადაიღო ფილმი “ჯი აი ჯო: კობრას ნახტომი” (G.I. Joe: The Rise of Cobra). ფილმი დიდი ვერაფერი, თუმცა მასში რამდენიმე ფანტასტიკური ნაშა თამაშობს. წელს მეორე ნაწილიც გამოვა ეკრანებზე.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ასევე:
მონოპოლია

Advertisements

11 thoughts on “პრეზიდენტი, ბარბი და დათუნია

    • ალბათ, არ იცოდა ხალხმა, საიდან წამოვიდა სახელი 🙂
      დაბმული დათვის მოკვლა მაგარი კრეტინული საქციელია იმჰო.
      და აშვებული დათვისაც მე თუ მკითხავ.

      Like

      • სამაგიეროდ, ხრუშოვი და ბრეჟნევი ხოცავდნენ ოხრად. დაბმულებსაც, აშვებულებსაც. ნადირობა უყვარდა მაშინდელ პოლიტბიუროს. არც არავინ მალავდა, კინოქრონიკაც კი არსებობს.

        Like

  1. ეგ ფილმი ნანახი მაქვს. მაგრამ კომიქსი მეგონა და სათამაშოზე თუა ეგ კი არ ვიცოდი.

    რუზველტზე კიდე სულ წამიხდა შთაბეჭდილება. ეგრე ბრეჟნევი ნადირობდა როგორც ამბობენ – დაუბამდნენ ხოლმე ცხოველებს და კლავდა.

    Like

  2. საწყალი დათუნია 😦 არ ვიცოდი ეს ამბავი…

    და ყოჩაღი რუთ ჰენდლერი. ხანდახან კაცების ტვინის ბურღვა აუცილებელია 🙂 ანეკდოტი მაგარი იყო 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s