The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2011 annual report for this blog.
75 ახალი პოსტი, 601 ატვირთული სურათი და ამ ყველაფრის მნახველი 64’000 ვიზიტორი (დიდი მადლობა მათ!) 2011 წელს. ასეთია ჩემი ბლოგის შედეგები (2 გაჩუქებული პოსტით 77 გამოდის).
ერთდროულად ყველაზე ბევრი – 863 ადამიანი 17 ივნისს შემოსულა თამაში დაბლინის ქუჩებში პოსტისთვის თვალის გადასავლებლად (მეგონა რომ სთივ ჯობსზე ან სექსსა და ქინდლზე პოსტები აჯობებდა…)
ყველაზე ხშირად ჩემს ბლოგზე ეძებდნენ და, რაც მთავარია – პოულობდნენ თემებს: traki, ტრაკი, nashebi, ქინდლი და მასონები.
მკითხველთა გეოგრაფია ასეთია: ევროპელთაგან თითქმის 80% საქართველოდანაა (სარკოზის კვალად Wორდპრესმაც ევროპად გვაღიარა!), აზიელთაგან – ისრაელიდან, ჩრდილო ამერიკელთაგან აშშ ლიდერობს, სამხრეთ ამერიკელთა შორის – ბრაზილიელები <3, ოკეანელთა შორის – ავსტრალიელები, აფრიკელთაგან კი მთელი 64% ეგვიპტელი ყოფილა – ასე რომ მუბარაქის დიქტატურის დამარცხებაში ჩემს ბლოგსაც შეუტანია წვლილი!
ყველაზე მეტი, 114 კომენტარი ბლოგზე დატოვა Molly Bloom-მა, TOP-5-ში არიან Taa, Kevana, ნიკა და Litterator (იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი ბლოგი ძალიან ქომენთ-ანფრენდლია, მათ განსაკუთრებული მადლობა გამძლეობისთვის. :))
ყველაზე მეტი, 58 კომენტარი მოდის პოსტის ჩასაყლაპი დღესასწაულები წილად.
ყველაზე მეტჯერ 2011 წელს წაიკითხეს პოსტები:
ყველაზე ლამაზი ტრაკი მსოფლიოში (ეს შარშანდელი პოსტია და მაშინაც მეორე ადგილზე იყო)
გილოცავთ ახალ წელს და იმედი მაქვს, 2012-ის ბოლოს შევხვდებით ისევ.
Click here to see the complete report
P.S.
წელს ერთი უცნაური ამბავიც შემემთხვა – ერთგან პოლიტიკაზე ჩამოვარდა საუბარი, შემდეგ – პოლიტიკოსებზე, შემდეგ – შეთქმულებათა თეორიებზე და უცებ ერთმა დაიწყო ჯონ ფიცჯერალდ ქენედის მკველობის პერიპეტიების მოყოლა და მივხვდი, რომ ჩემს პოსტს ყვება. 🙂 თავიდან ვიფიქრე, სადაც მე მოვიძიე, ეგებ ამანაც იქ წაიკითხა-მეთქი, მაგრამ მალევე გაირკვა რომ “ქართულ ინტერნეტში” ჰქონდა წაკითხული… და სხვა მომენტებითაც მივხვდი.
გამოდის, რომ დამაჯერებლად დამიწერია. არადა ოლივერ სთოუნთან მიწევდა, ფაქტობრივად, პაექრობა. 🙂 ხუმრობა ამბავი ხომ არაა.
ჩემი დაწერილი პოსტი რომ იყო, არ მითქვამს… 🙂
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.P.S.
2010 კი აი ასეთი იყო ჩავლილი 2010
გილოცავ ვეიდერ და მომავალში უფრო მეტად გაუმჯობესებას გისურვებ 🙂
და აქვე მადლობა, რომ ბლოგსპოტზე მიკომენტარებ ხოლმე, გული მიჩვილდება:* ყველა ვორდპრესელს მადლობა :):*
LikeLike
aaaaაააააა, რა მაგარია :დ :დ :დ
ერთ–ერთი ქინდლის მაძებარი მეც ვარ ^^ მეც მეგონა რომ ქინდლი ან ტრაკზე პოსტი იქნებოდა ტოპში..
^^ კაი პოსტია ესეც
LikeLike
შენ მასე დამაჯერებლად ისტორიის წერას თუ დაიწყებ მალე სომხებს ვაჯობებთ 😛
LikeLike
ჩემთვის ქინდლის მამა შენ ხარ :)))))))
რევიუების წყალობით ძალიან ბევრი რამ გავიგე და მალე დამამშვენებს ეგ პატარა საყვარელი რიდერი.
წარმატებებს გისურვებ ბლოგინგში და არამარტო
LikeLike
ვა, წლის კომენტატორებში გავიჩითე? 🙂
მე ეს ბლოგი მართლა ძალიან გამოდგა შენ რომ არა, შეიძლება ქინდლისტების სიაში არ ვყოფილიყავი.
წელსაც თუ აღმოაჩენ რამე სასარგებლო ნივთს, არ გამომაპარო 🙂
წარმატებებს გისურვებ.
LikeLike
აი, ასე, მილორდ. პოსტი, გამოქვეყნების შემდეგ, შენ კი არა, უკვე მადლიერ მკითხველს ეკუთვნის.
LikeLike
ადრე “ვინი პუჰზე” ჩემი პოსტის ციტირება ვნახე. ახლა ეს მეორე შემთხვევაა.
ნუ ქინდლები რომ შეიძინა ხალხმა, მაგას აღარ ვთვლი. 🙂
ასე რომ რაღაც სარგებლობა მოაქვს.
LikeLike
მე ერთი შენი ფრაზის ციტირება მიყვარს ძალიან, პირადი და არაპირადი შინაარსის პოსტებზე საუბრისას.
ჩემი ქინდლი შენი ინსპირირებულია, ფაქტია.
LikeLike
ქინდლის მამა რომ ხარ ვიცი მაგრამ მასონებზე როდის დაწერე? :)))))
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ სთაილიშ ბლოგის ტოპებში არცერთი მოდაზე დაწერილი პოსტი არ მოხვდა )))) ისევე, როგორც ჩემს ტოპებშიც ერთ-ერთი ელექტრონულ რიდერებზე დაწერილი სტატიაა )))
LikeLike
მას შემდეგ, რაც თემატიკა გავაფართოვე – მკითხველების რიცხვმა იმატა. 🙂 თან საგრძნობლად… ჰოდა, რა ვქნა ახლა…
LikeLike
კარგი და ქართული ბლოგშეჯამებებისგან განსხვავებული შეჯამებაა, რადგან ეხება ბლოგის ერთ წელს და არა “ამ თვეში ეს ვქენი და იმ თვეში ის” 🙂
წარმატებულ წელს გისურვებ ამ თოვლიან პირველ თებერვალს 🙂
LikeLike
მადლობა.
WP დამსახურება უფროა – ეგ აფასებს ბლოგს და გიგზავნის სტატისტიას წლის ბოლოს 🙂
LikeLike
:))) ra sakaifo statistikaa
LikeLike