ბარბისა და კენის საშობაო თავგადასავალი

თამაშთა თეორია

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ბარბი და იყო კენი და ერთ მშვენიერ შობისწინა ღამეს, უფალმა ინება, რომ ისინი ერთმანეთს შეხვედროდნენ,barbie-mariel-clayton-0

ერთმანეთი მოწონებოდათ და განმარტოებულიყვნენ…

barbie-mariel-clayton-1

დედაჩემისგან ვიცი, რომ აქ რაღაც უნდა ებას… – გაიფიქრა ბარბიმ.

მოიწყინეს…

barbie-mariel-clayton-2

კარგი, კენ, გული ნუ დაგწყდება, რამეს მოვიფიქრებ…

barbie-mariel-clayton-3

ან, მე თუ ვერ მოვიფიქრე, დედას ვკითხავ.

დედამ კი ურჩია, მაგრამ barbie-mariel-clayton-4

კენმა ვერც იქ ივარგა

და – ვერც აქ…

barbie-mariel-clayton-5

აქ დედისეული კრეატივი დაილია და ბარბი გაბრაზდა.

ბარბი ბარბიაო, მაგრამ თუ გაცხარდა…

barbie-mariel-clayton-6

შენი მოდუღებული ყავაც კი უგემურია, კენ!

barbie-mariel-clayton-7

მაგრამ თუ ერთი კენი არ ვარგა, ბარბიმ, ალბათ, სხვა კენი უნდა სცადოს.

barbie-mariel-clayton-8

თუ ყველა კენი ერთი ნაგავია…

barbie-mariel-clayton-9

სჯობს, ბარბი ისევ საშობაო სამზადისით დაკავდეს.

barbie-mariel-clayton-10

თქვენი მაცივარი კენისთვის პატარაა? ისარგებლეთ საშობაო ფასდაკლებით საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.

barbie-mariel-clayton-11

როგორც იქნა, სამზადისი დასრულდა და შობის ხეც მორთულ-მოკაზმულია.

barbie-mariel-clayton-12

აი – თოვლის ბაბუც…

barbie-mariel-clayton-13

მაგრამ ცუდი გოგოობა სახალისოა მანამ, სანამ ცუდ ბიჭს არ გადაეყრები.

barbie-mariel-clayton-14

ნუთუ დედამ ბარბი არ გააფრთხილა?

barbie-mariel-clayton-15

ალბათ – დაავიწყდა.

barbie-mariel-clayton-16

დღესასწაული კენის ქუჩაზეც დგება ხოლმე.

barbie-mariel-clayton-18

ჭირი – იქა, ლხინი – აქა.
ქატო – იქა, ფქვილი –აქა.

barbie-mariel-clayton-19

FIN

ამ ფოტოების ავტორი სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფი მერიელ ქლეითონია (Mariel Clayton). ამჟამად ის კანადაში ცხოვრობს.

ბარბი ერთ-ერთი გამორჩეულად კულტად ქცეული სათამაშოა ბავშვებისთვის – მისი სახის გამოყენება ჩემს ნამუშევრებს დამატებითი ზემოქმედების მუხტს სძენს. ამას გარდა, ბარბის დიდი თაყვანისმცემელიც არ ვარ… თოჯინებით უცნაური თამაშები ჩემი ჰობია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შემოქმედებითი ენერგია აქ ვლინდება… მე არ ვცდილობ მამაკაცთა მხრიდან ძალადობის მხილებას – არც ფემინისტი ვარ და არც კაცთმოძულე, ვფიქრობ, რომ ეს ფოტოები სახალისოდ გამოიყურება. ესაა და ეს. (მერიელ ქლეითონის ინტერვიუდან PeopleareStrange.net-ს)

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ფოტოგრაფის ბარბი-სერია სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ:

Mariel Clayton – the Doll Photographer

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

26 thoughts on “ბარბისა და კენის საშობაო თავგადასავალი”

  1. მე როგორც ვიცი, თავდაპირველ ვარიანტში კენს ყველაფერი ადგილზე ება მერე მშობლები აუჯანყდნენ მატელს და კასტრაცია გაუკეთეს 🙂

    Like

  2. რატომ ვერ უყურებ? ბევრი ცნობილი ტილოც აქვს გადაღებული თოჯინებით თუმცა მე მაინც ვერ აღვიქვამ მას ფოტოგრაფად.მე რომ მინდა CANON 50 D-ით იღებს:/

    Like

    1. რატომ ვერ უყურებ?

      უჟასია და მიტომ 🙂

      მე რომ მინდა CANON 50 D-ით იღებს:/

      აქ იდეაა მთავარი, თორემ ჩემი Kodak-ითაც მშვენივრად გადავიღებ.
      შენ ქართული ზღაპრების გმირებით გადაიღე. საინტერესო იქნება.

      Like

      1. ნუ ახლა უჟასი არც მე მომწონს უბრალოდ სხვა სტილიც აქვს-თქო.
        რა მამაჩემივით მიპასუხე გადაღება თუ გინდა სამსუნგითაც გადაიღებო(( ქართული ზღაპრების იდეა კარგია მაგრამ მე სისხლიანი სცენები არ მხიბლავს.

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: